ავტორი:

"შრომა დაგვავიწყდაო ვიტყვით, მაშინ თურქეთში როგორ ვშრომობთ?" - ზურა შევარდნაძე მძიმე რეალობის შესახებ

"შრომა დაგვავიწყდაო ვიტყვით, მაშინ თურქეთში როგორ ვშრომობთ?" - ზურა შევარდნაძე მძიმე რეალობის შესახებ

ფლორისტი ზურა შევარდნაძე "ფეისბუქზე" გურიაში არსებული მდგომარეობის შესახებ წერს. მისი თქმით, უმეტესობა, ვისაც შრომა შეუძლია, სამუშაოდ თურქეთშია წასული.

"გუშინ დავბრუნდი გურიიდან, ცოტა დაზაფრული... აქამდე არასდროს არ მინახავს ამდენი დაუხნავი და დაუთესავი ყანა, დაუმუშავებელი ბაღჩა და აბალახებული ეზო. ყველა მეზობელი, ნათესავი, მოკეთე და მოყვარე ვისაც კი მუშაობა შეუძლია, თურქეთშია წასული ჩაის საკრეფად... ისტორიებს, რომელსაც იქედან დაბრუნებული გამოწურული, ენერგია გამოცლილი, დამცირებულები ყვებიან, ძნელი მოსასმენია მეტისმეტად.

ჩოხატაურში საკვირაო ბაზარზე ჩემი გურულები არ მომეჩვენა ისეთი ლაღები და გულანთებულები, როგორიც სულ მახსოვს. მობუზული, დაბნეული და გაჩიჩინებულია ყველა და ყველაფერი.

ხუმრობენ, ოხუნჯობენ, არც სითბოს აკლებენ ერთმანეთს და არც სიყვარულს, იმედიანად, რიხიანადაცაა ზოგი, მაგრამ ვფიქრობ და ვერ ვხვდები რა მოხდება ასე თუ გაგრძელდა.

არ ვიცნობ არავის ვისაც ვალი არა აქვს..

გურიაში იმ დროს ვცხოვრობდი, როცა თვეობით შუქი არ გვქონდა და არაფერი, სულ არაფერი ხდებოდა, მაგრამ არასდროს ნაგომარში, სუფსის ჭალაში "კორიზაის ველზე", "მერეში" დაუთესავი ყანა არ მახსოვს. ოდის წინ მინდორი აბალახებული უსაშველო სირცხვილად ითვლებოდა.. რა ნახა თვალმა, ჭიშკრების და ღობეების სიმაღლეა ალინჯა და ჭიაფერა...

შრომა დაგვავიწყდაო ვიტყვით, მაშინ თურქეთში როგორ ვშრომობთ? არ მგონია თურქი უშრომელს და მუქთახორას გააჩერებს შინ.

იმედ გადაწურული ჩვენი მტერი იყოს, მაგრამ რა ვქნათ, რა გზას დავადგეთ, რა ვიღონოთ?არაფერზე პასუხი არ მაქვს, მარტო იმას ვხვდები, რომ ასე გაგრძელება არ გამოვა.ეგებ თქვენ გქონდეთ პასუხი..."

"ყოველთვის შეძრწუნებული ვამჩნევდი იმ დარღვევას, რამაც 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა" - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე გორთან მომხდარ ავარიაზე

"არ მოგატყუოთ არავინ, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა ქრისტიანულ მოძღვრებას ეწინააღმდეგება" - მეუფე მელქისედეკი საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს

"6 თვის იყო ჩემი შვილი, როცა ქმარს დავშორდი... პანდემიის დაწყებამდე ძუძუს კიბოს დიაგნოზი დამისვეს..." - 34 წლის მეწარმე მძიმე სენის სირთულეებზე, ოჯახსა და წარმატებულ ბიზნესზე