ავტორი:

განახლებული მრგვალი ბაღი ულამაზესია - ნახეთ ფოტოები

განახლებული მრგვალი ბაღი ულამაზესია - ნახეთ ფოტოები

როგორ გამოიყურება განახლებული მრგვალი ბაღი ვაკეში. ფოტოების თბილისის მერიის "ფეისბუქ-გვერდი" აქვეყნებს.

მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, განხორციელდა ბაღის სამხრეთ ნაწილში ნიადაგის მულჩირება, დავიწროვდა საფეხმავლო ბილიკები და გაიზარდა მწვანე საფარი. სრულად შეიცვლება არსებული ღობე და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბაღის ცენტრში მდგომ შადრევანს.

დაირგო სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ბუჩქი და სურო. ბაღის ტერიტორია გამოთავისუფლდა ხმობადი და დაავადებული ხეებისაგან. ბაღის ჩრდილოეთ (რ. ერისთავის ქუჩისკენ) და აღმოსავლეთ (ვ. ბარნოვის ქუჩისკენ) გასასვლელებში მოეწყო ქვეითთა (ზებრა) გადასასვლელები.

ბაღის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე განახორციელა. განახლებული ბაღის დიზაინის შემუშავებაში ჩართულნი იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების, გარემოს დაცვის მოძრაობებისა და პროფესიული წრეების წარმომადგენლები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით შპს „გრინსერვის+“-მა შეასრულა. პროექტის განხორციელებაში ასევე ჩართული იყო გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, „თბილსერვის ჯგუფი“ და „ეკოსერვის ჯგუფი:. პროექტის განხორციელებისთვის ჯამში 515 000 ლარი დახარჯა.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო