მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
პოლიტიკა
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ემიგრანტი იტალიაში, რომელმაც აპენინების მთაზე საქართველოს დროშა ააფრიალა - "12 წლიდან ჩაის ვკრეფდი, დიდი ადამიანივით ვშრომობდი"
ქართველი ემიგრანტი იტალიაში, რომელმაც აპენინების მთაზე საქართველოს დროშა ააფრიალა - "12 წლიდან ჩაის ვკრეფდი, დიდი ადამიანივით ვშრომობდი"

ხა­თუ­ნა კი­ბა­ბი­ძე უკვე 8 წე­ლია იტა­ლი­ა­ში, რომ­ში ცხოვ­რობს. ძა­ლი­ან უყ­ვარს ყვა­ვი­ლე­ბი, ბუ­ნე­ბა და ამი­ტო­მაც, იმ სახ­ლის ტე­რა­სა­ზე, რომ­ლის მე­პატ­რო­ნეც ცნო­ბი­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი, ტე­ნო­რი ჯო­ა­კი­ნო ჯიტო გახ­ლავთ, ყვა­ვი­ლე­ბის ბაღი მო­ა­წყო.

ხა­თუ­ნა ექ­სტრე­მა­ლი­ცაა - ერთ-ერთი ლაშ­ქრო­ბი­სას აპე­ნი­ნე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღალ მთა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა ააფ­რი­ა­ლა.

- სა­ქარ­თვე­ლო­დან 2011 წლის ნო­ემ­ბერ­ში წა­მო­ვე­დი. მა­ნამ­დე რუს­თავ­ში ვცხოვ­რობ­დი, ბავ­შვო­ბა კი გუ­რი­ა­ში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. ბე­ბია-ბა­ბუ­ამ გამ­ზარ­და. ყო­ველ­თვის უც­ნა­ურ ბავ­შვად მთვლიდ­ნენ. ძა­ლი­ან ბევ­რს ვკი­თხუ­ლობ­დი და ამ დროს ცელ­ქიც ვი­ყა­ვი. ხე­ებს კენ­წე­რო­ში თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა­ში მო­ვექ­ცე­ო­დი ხოლ­მე.

12 წლი­დან ჩაის ვკრეფ­დი, რო­გორც დიდი ადა­მი­ა­ნი, ისე ვშრო­მობ­დი. ჩემი საყ­ვა­რე­ლი გარ­თო­ბა მდი­ნა­რე­ზე ხე­ლით თევ­ზა­ო­ბა იყო. თევ­ზი ვერ გა­მირ­ბო­და ნა­ტა­ნე­ბის წყალ­ში. ბი­ჭებს ტოლს არ ვუ­დებ­დი. სა­ნაძ­ლე­ოც მაქვს მო­გე­ბუ­ლი ერთ კაც­თან - ის უფრო მეტს და­ი­ჭერ­და ან­კე­სით, თუ მე - ხე­ლით. და­ახ­ლო­ე­ბით ვხვდე­ბო­დი, სად შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო ქვე­წარ­მა­ვა­ლი, სად გველ­თევ­ზა, სად - ბა­ყა­ყი. მთე­ლი მდი­ნა­რე ზე­პი­რად ვი­ცო­დი, ყვე­ლა ქვა მაქვს გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ან მო­სინ­ჯუ­ლი.

სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე ოზურ­გე­თის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ თე­ატ­რში დამ­წყებ მსა­ხი­ო­ბად ვმუ­შა­ობ­დი, რად­გან ბავ­შვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ­დი მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე. შემ­დეგ კი ჩემი ცხოვ­რე­ბა ისე­დაც ერთ დიდ სცე­ნად გა­და­იქ­ცა და რამ­დე­ნი­მე პრო­ფე­სი­ის შე­თავ­სე­ბა მო­მიხ­და.

- ალ­ბათ რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ...

- ჩემი წას­ვლის მი­ზე­ზიც ის იყო, რაც და­ნარ­ჩე­ნე­ბის - მინ­დო­და შვი­ლის­თვის რამე გა­მე­კე­თე­ბი­ნა, ცხოვ­რე­ბა­ში გზის გაკ­ვალ­ვა­ში დავ­ხმა­რე­ბო­დი და მას მა­ინც გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ის ყვე­ლა­ფე­რი, რა­ზე­დაც თა­ვად ვოც­ნე­ბობ­დი ერთ დროს. ემო­ცი­ე­ბი, რა თქმა უნდა, მქონ­და. ად­ვი­ლი არ არის უცხო ქვე­ყა­ნა­ში წას­ვლა და ადაპ­ტი­რე­ბა იქა­უ­რო­ბას­თან.

რაკი ამ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტე, შე­ვე­ცა­დე, კარ­გად შე­მეც­ნო იტა­ლი­ე­ლე­ბის ხა­სი­ა­თი. კონ­ტაქ­ტუ­რი ხალ­ხია, არ ეშ­ლე­ბათ ზრდი­ლო­ბი­ა­ნი ქცე­ვა და სი­ტყვა. ცხოვ­რე­ბა ასე თუ ისე, აწყო­ბი­ლი აქვთ და ზუს­ტად იცი­ან, ემო­ცი­ე­ბი სად და რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნონ. ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, ნაკ­ლე­ბად სპონ­ტა­ნუ­რე­ბი არი­ან.

ძა­ლი­ან მიყ­ვარს მთა­ში სი­ა­რუ­ლი, რამ­დე­ნი­მე მო­ლაშ­ქრე ჯგუ­ფის წევ­რიც ვარ. ლაშ­ქრო­ბი­სას ბევ­რი უცხო­ე­ლი შემ­ხვდა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­ყო­ფი რომ იყო და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბაც რომ დარ­ჩათ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე. სხვა­თა შო­რის, ამ ჯგუ­ფე­ბის წყა­ლო­ბით გა­ვი­ცა­ნი ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი სტე­ფა­ნო არ­დი­ტო, რო­მელ­მაც იმი­ტომ მო­ინ­დო­მა ჩემი გაც­ნო­ბა, ქარ­თვე­ლი რომ ვი­ყა­ვი.

რო­დე­საც იტა­ლი­ე­ლე­ბი მე­კი­თხე­ბი­ან, რა ეროვ­ნე­ბის ვარ და მე ვპა­სუ­ხობ, ქარ­თვე­ლი-მეთ­ქი, პირ­ვე­ლი სი­ტყვე­ბი, რა­საც მე­უბ­ნე­ბი­ან, არის: რა კარ­გია! მო­ლაშ­ქრე­ო­ბა ჩემ­თვის არის მი­წი­ე­რი, ყო­ველ­დღი­უ­რი დაღ­ლი­ლო­ბი­სა და სტრე­სის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მთის წვერ­ზე ხე­ლებს გაშ­ლი და ყვე­ლა­ფე­რი მსუ­ბუ­ქი ხდე­ბა.

ისე­თი სურ­ვი­ლი მი­პყრობს ზე­მოთ, მინ­და მთელ ბუ­ნე­ბას, გად­მო­სა­ხედს, ჰო­რი­ზონტს ხელი მოვ­ხვიო და გულ­ში ჩა­ვი­ხუ­ტო. შე­ში­ნე­ბუ­ლებს უკი­თხავთ, - ნახე, სად ხარ, არ გე­ში­ნი­აო? მე ვე­რა­ნა­ირ შიშს ვერ ვგრძნობ, რად­გან წა­მის მე­ა­სე­დებ­ში მაქვს გათ­ვლი­ლი, სად უნდა დავ­დგა მე­ო­რე ფეხი, თით­ქოს დავფრი­ნავ და სხე­ულ­საც ვერ ვგრძნობ მთა­ში.

არც მა­შინ შე­მე­შინ­და, აპე­ნი­ნე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღალ მთა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა რომ ავაფ­რი­ა­ლე - შე­სა­შუ­რი შეგ­რძნე­ბა იყო...

- ამ­ჟა­მად რას საქ­მი­ა­ნობ იტა­ლი­ა­ში?

- სას­ტუმ­რო­ში ვმუ­შა­ობ, მა­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლი გა­მო­ვიც­ვა­ლე - ვა­ლა­გებ­დი თე­ატრს, მერე ამა­ვე თე­ატ­რში ვხვდე­ბო­დი სპექ­ტაკლზე მო­სულ მა­ყუ­რე­ბელს, ერთხანს სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრში კერ­ძო ფირ­მას წარ­მო­ვად­გენ­დი, მო­ხუც­თა სახ­ლში ჯერ მზა­რე­უ­ლის დამ­ხმა­რედ, მერე მზა­რე­უ­ლა­დაც ვი­მუ­შა­ვე.

მო­ხუც­თა სახ­ლში ყოფ­ნის პე­რი­ო­დი ჩემ­თვის უდი­დე­სი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო. ახ­ლაც გული მე­კუმ­შე­ბა, მა­შინ­დე­ლი ემო­ცი­ე­ბი ნათ­ლად მახ­სოვს. იქ ცხოვ­რო­ბენ მო­ხუ­ცე­ბი, რომ­ლებ­საც იმე­დი აქვთ, რომ ხვალ ან ზეგ მოვ­ლენ შვი­ლე­ბი და წა­იყ­ვა­ნენ. ისე­თე­ბიც არი­ან, უკვე რომ შეჰ­გუ­ე­ბი­ან ბედს და ყო­ფას. ამათ, სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, იმე­დიც აღა­რაფ­რის აქვთ და სრუ­ლი­ად უსი­ცო­ცხლო მზე­რით ელო­დე­ბი­ან რა­ღაც სას­წა­ულს.

იქ ცხოვ­რო­ბენ მო­ხუ­ცე­ბი, რომ­ლებ­საც უფ­ლე­ბა არ აქვთ, არ ია­რონ თა­ვი­სი ფე­ხით, რად­გან ეს სახ­ლი მხო­ლოდ ფეხ­ზე მო­სი­ა­რუ­ლე მო­ხუ­ცე­ბის­თვი­საა. მერე რა, რომ ისი­ნიც ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და შე­იძ­ლე­ბა ერთ დღეს თავი ცუ­დად იგ­რძნონ, მზა­რე­ულს არ აქვს უფ­ლე­ბა, ხელი შე­აშ­ვე­ლოს მათ და სა­სა­დი­ლო ოთახ­ში შე­ა­ცი­ლოს - ასე გა­თა­მამ­დე­ბი­ან და გა­ზარ­მაც­დე­ბი­ა­ნო.

ერთი მო­ხუ­ცი იყო, რო­მე­ლიც მე­უბ­ნე­ბო­და, ამ კვი­რა­ში ჩემ­მა შვილ­მა სახ­ლში უნდა წა­მიყ­ვა­ნოს და ხომ წა­მოხ­ვალ ჩემ­თან სა­მუ­შა­ო­დო? ამა­ში ისე­თი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, მე­გო­ნა, შვი­ლებს მარ­თლა დრო­ე­ბით ჰყავ­დათ მოყ­ვა­ნი­ლი. ბო­ლოს მივ­ხვდი, რომ ამ ოც­ნე­ბით უნ­დო­და გა­ე­ლია სი­ცო­ცხლის დარ­ჩე­ნი­ლი თვე­ე­ბი, დღე­ე­ბი, თუნ­დაც წლე­ბი...

კი­დევ ერთი მო­ხუ­ცი იყო, ალ­ცჰა­ი­მე­რით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. სულ ბე­ბია-ბა­ბუ­ას და მამა-დე­დას გა­ი­ძა­ხო­და და მათ უხ­მობ­და. ეს იმ­დე­ნად ხში­რად და ხმა­მაღ­ლა გა­მოს­დი­ო­და, სხვე­ბი ღი­ზი­ან­დე­ბოდ­ნენ. მხო­ლოდ ჩემს და­ნახ­ვა­ზე ჩუმ­დე­ბო­და და სა­უზ­მის მერე სა­სა­დი­ლო ოთახ­ში ტო­ვებ­დნენ, რად­გან იქვე სამ­ზა­რე­უ­ლოს ჭრი­ლი­დან კარ­გად მხე­დავ­და. ყვე­ლამ იცო­და, რომ ამ მო­ხუცს ცნო­ბი­ე­რე­ბა და­კარ­გუ­ლი ჰქონ­და.

ერთხე­ლაც, შა­ბათ-კვი­რის შემ­დეგ რომ მი­ვე­დი და და­მი­ნა­ხა, და­იყ­ვი­რა: "ბენ ტორ­ნა­ტა!" - კე­თი­ლი იყოს შენი დაბ­რუ­ნე­ბაო! ამის გამ­გო­ნე იქ მომ­სა­ხუ­რე მო­ნაზვნე­ბი (ზო­გა­დად, სწო­რედ მო­ნაზვნე­ბი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ ასეთ სახ­ლებს) გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, თურ­მე აზ­როვ­ნებ­სო. ეს დღემ­დე მახ­სოვს, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა პრო­ტეს­ტი გა­მოთ­ქვა აზ­როვ­ნე­ბა­ზე, მხო­ლოდ იმის გამო, რომ არ გა­წყობს გა­ი­აზ­რო, რაც ხდე­ბა; არ გა­წყობს გა­ი­აზ­რო, რომ შვი­ლებ­მა სწო­რედ მა­შინ მი­გა­ტო­ვეს, როცა გინ­დო­და დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა მათ­თან ყოფ­ნა­ში გა­გე­ლი წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

ქართველი ემიგრანტი იტალიაში, რომელმაც აპენინების მთაზე საქართველოს დროშა ააფრიალა - "12 წლიდან ჩაის ვკრეფდი, დიდი ადამიანივით ვშრომობდი"

ქართველი ემიგრანტი იტალიაში, რომელმაც აპენინების მთაზე საქართველოს დროშა ააფრიალა - "12 წლიდან ჩაის ვკრეფდი, დიდი ადამიანივით ვშრომობდი"

ხათუნა კიბაბიძე უკვე 8 წელია იტალიაში, რომში ცხოვრობს. ძალიან უყვარს ყვავილები, ბუნება და ამიტომაც, იმ სახლის ტერასაზე, რომლის მეპატრონეც ცნობილი საოპერო მომღერალი, ტენორი ჯოაკინო ჯიტო გახლავთ, ყვავილების ბაღი მოაწყო.

ხათუნა ექსტრემალიცაა - ერთ-ერთი ლაშქრობისას აპენინების ყველაზე მაღალ მთაზე საქართველოს დროშა ააფრიალა.

- საქართველოდან 2011 წლის ნოემბერში წამოვედი. მანამდე რუსთავში ვცხოვრობდი, ბავშვობა კი გურიაში მაქვს გატარებული. ბებია-ბაბუამ გამზარდა. ყოველთვის უცნაურ ბავშვად მთვლიდნენ. ძალიან ბევრს ვკითხულობდი და ამ დროს ცელქიც ვიყავი. ხეებს კენწეროში თვალის დახამხამებაში მოვექცეოდი ხოლმე.

12 წლიდან ჩაის ვკრეფდი, როგორც დიდი ადამიანი, ისე ვშრომობდი. ჩემი საყვარელი გართობა მდინარეზე ხელით თევზაობა იყო. თევზი ვერ გამირბოდა ნატანების წყალში. ბიჭებს ტოლს არ ვუდებდი. სანაძლეოც მაქვს მოგებული ერთ კაცთან - ის უფრო მეტს დაიჭერდა ანკესით, თუ მე - ხელით. დაახლოებით ვხვდებოდი, სად შეიძლებოდა ყოფილიყო ქვეწარმავალი, სად გველთევზა, სად - ბაყაყი. მთელი მდინარე ზეპირად ვიცოდი, ყველა ქვა მაქვს გადაბრუნებული ან მოსინჯული.

სკოლის დამთავრების შემდეგ, დაქორწინებამდე ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დამწყებ მსახიობად ვმუშაობდი, რადგან ბავშვობიდან ვოცნებობდი მსახიობობაზე. შემდეგ კი ჩემი ცხოვრება ისედაც ერთ დიდ სცენად გადაიქცა და რამდენიმე პროფესიის შეთავსება მომიხდა.

- ალბათ რთული იქნებოდა გადაწყვეტილება საქართველოს დატოვების შესახებ...

- ჩემი წასვლის მიზეზიც ის იყო, რაც დანარჩენების - მინდოდა შვილისთვის რამე გამეკეთებინა, ცხოვრებაში გზის გაკვალვაში დავხმარებოდი და მას მაინც განეხორციელებინა ის ყველაფერი, რაზედაც თავად ვოცნებობდი ერთ დროს. ემოციები, რა თქმა უნდა, მქონდა. ადვილი არ არის უცხო ქვეყანაში წასვლა და ადაპტირება იქაურობასთან.

რაკი ამ ქვეყანაში ცხოვრება გადავწყვიტე, შევეცადე, კარგად შემეცნო იტალიელების ხასიათი. კონტაქტური ხალხია, არ ეშლებათ ზრდილობიანი ქცევა და სიტყვა. ცხოვრება ასე თუ ისე, აწყობილი აქვთ და ზუსტად იციან, ემოციები სად და როგორ გამოიყენონ. ჩვენგან განსხვავებით, ნაკლებად სპონტანურები არიან.

ძალიან მიყვარს მთაში სიარული, რამდენიმე მოლაშქრე ჯგუფის წევრიც ვარ. ლაშქრობისას ბევრი უცხოელი შემხვდა, საქართველოში ნამყოფი რომ იყო და არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებაც რომ დარჩათ ჩვენს ქვეყანაზე. სხვათა შორის, ამ ჯგუფების წყალობით გავიცანი ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი სტეფანო არდიტო, რომელმაც იმიტომ მოინდომა ჩემი გაცნობა, ქართველი რომ ვიყავი.

როდესაც იტალიელები მეკითხებიან, რა ეროვნების ვარ და მე ვპასუხობ, ქართველი-მეთქი, პირველი სიტყვები, რასაც მეუბნებიან, არის: რა კარგია! მოლაშქრეობა ჩემთვის არის მიწიერი, ყოველდღიური დაღლილობისა და სტრესისგან გათავისუფლება. მთის წვერზე ხელებს გაშლი და ყველაფერი მსუბუქი ხდება.

ისეთი სურვილი მიპყრობს ზემოთ, მინდა მთელ ბუნებას, გადმოსახედს, ჰორიზონტს ხელი მოვხვიო და გულში ჩავიხუტო. შეშინებულებს უკითხავთ, - ნახე, სად ხარ, არ გეშინიაო? მე ვერანაირ შიშს ვერ ვგრძნობ, რადგან წამის მეასედებში მაქვს გათვლილი, სად უნდა დავდგა მეორე ფეხი, თითქოს დავფრინავ და სხეულსაც ვერ ვგრძნობ მთაში.

არც მაშინ შემეშინდა, აპენინების ყველაზე მაღალ მთაზე საქართველოს დროშა რომ ავაფრიალე - შესაშური შეგრძნება იყო...

- ამჟამად რას საქმიანობ იტალიაში?

- სასტუმროში ვმუშაობ, მანამდე რამდენიმე ადგილი გამოვიცვალე - ვალაგებდი თეატრს, მერე ამავე თეატრში ვხვდებოდი სპექტაკლზე მოსულ მაყურებელს, ერთხანს საგამოფენო ცენტრში კერძო ფირმას წარმოვადგენდი, მოხუცთა სახლში ჯერ მზარეულის დამხმარედ, მერე მზარეულადაც ვიმუშავე.

მოხუცთა სახლში ყოფნის პერიოდი ჩემთვის უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება იყო. ახლაც გული მეკუმშება, მაშინდელი ემოციები ნათლად მახსოვს. იქ ცხოვრობენ მოხუცები, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ ხვალ ან ზეგ მოვლენ შვილები და წაიყვანენ. ისეთებიც არიან, უკვე რომ შეჰგუებიან ბედს და ყოფას. ამათ, სხვებისგან განსხვავებით, იმედიც აღარაფრის აქვთ და სრულიად უსიცოცხლო მზერით ელოდებიან რაღაც სასწაულს.

იქ ცხოვრობენ მოხუცები, რომლებსაც უფლება არ აქვთ, არ იარონ თავისი ფეხით, რადგან ეს სახლი მხოლოდ ფეხზე მოსიარულე მოხუცებისთვისაა. მერე რა, რომ ისინიც ადამიანები არიან და შეიძლება ერთ დღეს თავი ცუდად იგრძნონ, მზარეულს არ აქვს უფლება, ხელი შეაშველოს მათ და სასადილო ოთახში შეაცილოს - ასე გათამამდებიან და გაზარმაცდებიანო.

ერთი მოხუცი იყო, რომელიც მეუბნებოდა, ამ კვირაში ჩემმა შვილმა სახლში უნდა წამიყვანოს და ხომ წამოხვალ ჩემთან სამუშაოდო? ამაში ისეთი დარწმუნებული იყო, მეგონა, შვილებს მართლა დროებით ჰყავდათ მოყვანილი. ბოლოს მივხვდი, რომ ამ ოცნებით უნდოდა გაელია სიცოცხლის დარჩენილი თვეები, დღეები, თუნდაც წლები...

კიდევ ერთი მოხუცი იყო, ალცჰაიმერით დაავადებული. სულ ბებია-ბაბუას და მამა-დედას გაიძახოდა და მათ უხმობდა. ეს იმდენად ხშირად და ხმამაღლა გამოსდიოდა, სხვები ღიზიანდებოდნენ. მხოლოდ ჩემს დანახვაზე ჩუმდებოდა და საუზმის მერე სასადილო ოთახში ტოვებდნენ, რადგან იქვე სამზარეულოს ჭრილიდან კარგად მხედავდა. ყველამ იცოდა, რომ ამ მოხუცს ცნობიერება დაკარგული ჰქონდა.

ერთხელაც, შაბათ-კვირის შემდეგ რომ მივედი და დამინახა, დაიყვირა: "ბენ ტორნატა!" - კეთილი იყოს შენი დაბრუნებაო! ამის გამგონე იქ მომსახურე მონაზვნები (ზოგადად, სწორედ მონაზვნები ხელმძღვანელობენ ასეთ სახლებს) გაოგნებულები ერთმანეთს ეუბნებოდნენ, თურმე აზროვნებსო. ეს დღემდე მახსოვს, თუ როგორ შეიძლება პროტესტი გამოთქვა აზროვნებაზე, მხოლოდ იმის გამო, რომ არ გაწყობს გაიაზრო, რაც ხდება; არ გაწყობს გაიაზრო, რომ შვილებმა სწორედ მაშინ მიგატოვეს, როცა გინდოდა დარჩენილი ცხოვრება მათთან ყოფნაში გაგელი წაიკითხეთ ვრცლად

ამირან გამყრელიძე - ტემპერატურის ქონისას აფთიაქსა და მაღაზიაში ნუ მიხვალთ, მოხალისეებს ვთხოვ, დაეხმარეთ მარტოხელა პირებს

ხარაგაულში, ქმრის გასვენებისთვის იტალიიდან ჩამოსული ქალი კარანტინში გადაიყვანეს

იტალიიდან ქმრის გასვენებისთვის ჩამოსული ქალი კარანტინში არ გადადის, მეზობლები კი შიშით პანაშვიდზე ვერ მიდიან