საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იხსენებს ნიკა ცქიტიშვილი აშშ-ს ციხეს, სადაც "ლეიკერსთან" მატჩის წინ მოხვდა - "დამხვდნენ მექსიკელები, ინდიელები... ვთქვი: ცქიტო, ცუდადაა შენი საქმე!"
როგორ იხსენებს ნიკა ცქიტიშვილი აშშ-ს ციხეს, სადაც "ლეიკერსთან" მატჩის წინ მოხვდა - "დამხვდნენ მექსიკელები, ინდიელები... ვთქვი: ცქიტო, ცუდადაა შენი საქმე!"

ცნო­ბი­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი, ნი­კო­ლოზ ცქი­ტიშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს აშშ-ში მომ­ხდარ უსი­ა­მოვ­ნო ინ­ცი­დენტს, როცა გა­და­სა­ხა­დის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნდა, თა­ნაც კა­რი­ე­რა­ში ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მატ­ჩის წინ...

"...12 თე­ბერ­ვა­ლია, 2003 წელი. მე­ო­რე დღეს „ლე­ი­კერსს“ ვე­თა­მა­შე­ბით, კობი ბრა­ი­ან­ტი­სა და შა­კილ ონი­ლის გუნდს. მხო­ლოდ კო­ბის გახ­სე­ნე­ბა იყო ჩემ­თვის და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მონ­დო­მე­ბით ვემ­ზა­დე­ბო­დი.

თა­მა­შის წინა დი­ლას სწრა­ფად ჩა­ვა­ლა­გე ბარ­გი და იმა­ზე ადრე გა­ვე­დი, ვიდ­რე სხვა შემ­თხვე­ვებ­ში. მინ­დო­და აე­რო­პორ­ტში სხვებ­ზე ადრე მივ­სუ­ლი­ყა­ვი. რა­ტომ? არ ვიცი, ალ­ბათ, „ლე­ი­კერსთან“ სა­თა­მა­შოდ მი­მეჩ­ქა­რე­ბო­და.

2002 წლის NBA-ს დრაფ­ტი, ცქი­ტიშ­ვი­ლი მე-5 ნომ­რად... რა მოხ­და და რა­ტომ?

სიჩ­ქა­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბით რა ან­და­ზა გახ­სენ­დე­ბათ? მე მხო­ლოდ ერთი - მოჩ­ქა­რეს მო­უგ­ვი­ან­დე­სო. ჰოდა, მეც ასე და­მე­მარ­თა.

გა­ვე­დი ავ­ტო­ბან­ზე და არ­ხე­ი­ნად მი­ვე­მარ­თე­ბი აე­რო­პორ­ტის­კენ. სარ­კე­ში გა­ვი­ხე­დე და პო­ლი­ცი­ის მო­ციმ­ცი­მე მან­ქა­ნა და­ვი­ნა­ხე. გა­მო­მი­ცხა­და - „ლინ­კოლნ ნა­ვი­გა­ტო­რი“ გა­ა­ჩე­რეო. გზის კი­დე­ზე გა­და­ვე­დი. ერთი სა­შუ­ა­ლო სი­მაღ­ლის პო­ლი­ცი­ე­ლი მო­მად­გა და მე­უბ­ნე­ბა:

- მან­ქა­ნი­დან უნდა გად­მოხ­ვი­დე.

- სად უნდა გად­მო­ვი­დე?! თა­მა­ში მაქვს, მეჩ­ქა­რე­ბა-მეთ­ქი.

- გად­მო­დი.

- „ლე­ი­კერსთან“ სა­თა­მა­შოდ მივ­დი­ვარ.

- რა „ლე­ი­კერსთან“, დენ­ვერ­ში ხარ.

- „დენ­ვერ ნა­გეტსში“ ვთა­მა­შობ, აე­რო­პორ­ტში მაგ­ვი­ან­დე­ბა.

- არ მა­ინ­ტე­რე­სებს.

გად­მო­ვე­დი. შე­მოტ­რი­ალ­დიო - მი­თხრა. ეს უკვე არ მო­მე­წო­ნა. ხელი ხელ­ბორ­კი­ლე­ბის­კენ წა­ი­ღო. რომ მო­მი­ახ­ლოვ­და, ხელი ავუქ­ნიე. ამან მთლად გა­და­რია. სი­ტუ­ა­ცია მაქ­სი­მა­ლუ­რად რომ და­ი­ძა­ბა, რამ­დენ­ჯერ­მე ვუ­თხა­რი: და­წყნარ­დით, კა­ლათ­ბურ­თე­ლი ვარ, არა­ფერს ვა­შა­ვებ-მეთ­ქი. ხელ­ბორ­კი­ლე­ბის და­დე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და. ყვე­ლა მცდე­ლო­ბა უშე­დე­გოდ დას­რულ­და.

შე­ვა­ტყვე, ანერ­ვი­ულ­და, შე­ე­შინ­და - გა­მო­ი­ძა­ხა მე­ო­რე. მო­ვი­და მას­ზე გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი. ორი­ვე და­მე­ჯაჯ­გუ­რა, მაგ­რამ ხელს არ ვა­კი­დე­ბი­ნებ, არ მინ­და ხელ­ბორ­კი­ლე­ბი და­მა­დონ.

რომ მივ­ხვდი, არ მო­მეშ­ვე­ბოდ­ნენ, ვკი­თხე, რა გინ­დათ, სად მიგ­ყა­ვართ-მეთ­ქი. პო­ლი­ცი­ის უახ­ლო­ეს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მიკ­რეს თავი. ჯერ ცალ­კე დამ­სვეს. მან­ქა­ნას, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში მი­ვა­ტო­ვე, აღარ ვჩი­ო­დი, და­კავ­ში­რე­ბა მინ­დო­და შინ - დე­და­ჩემ­თან, ან კლუბ­ში, თუნ­დაც რო­მე­ლი­მე თა­ნა­გუნ­დელ­თან...

ჩემი „ნაც­ნო­ბი“ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ოთა­ხი­დან ოთახ­ში დარ­ბოდ­ნენ და რა­ღა­ცას არ­კვევ­დნენ. მე კი, ლა­თი­ნუ­რა­მე­რი­კე­ლი ქალი პო­ლი­ცი­ე­ლი მო­მა­მაგ­რეს, მო­ბი­ლუ­რი გა­მო­მარ­თვა, ქა­მა­რი მო­მახ­სნე­ვი­ნა, კარ­გად გამ­ჩხრი­კა, რომ კა­მე­რა­ში მძი­მე, ან ლი­თო­ნის ნივ­თი არ შე­მე­ტა­ნა და შე­მიშ­ვა...

დამ­ხვდნენ მექ­სი­კე­ლე­ბი, ინ­დი­ე­ლე­ბი... რა ჯი­შის ხალ­ხი არ იყო. თა­ვებს იქე­ქავ­დნენ, ცხვირს იფხან­დნენ... მა­შინ კი ვთქვი:

- ცქი­ტო, ცუ­და­დაა შენი საქ­მე!

ნი­კო­ლოზ ცქი­ტიშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან, სოფო გო­გე­ბაშ­ვილ­თან ერ­თად

ყვე­ლა ერ­თი­ა­ნად წა­მოდ­გა, ზოგ­მა ჩემ­კენ გად­მოდ­გა ნა­ბი­ჯი, ზოგი ად­გი­ლი­დან მაკ­ვირ­დე­ბო­და, 215 სან­ტი­მეტ­რი სი­მაღ­ლის, შარ­ვალ-კოს­ტი­უმ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი, ალ­ბათ, ბევ­რს არ ენა­ხა ცო­ცხლად. წა­მი­ე­რი სი­ჩუ­მის შემ­დეგ ერ­თმა ჩემ­კენ თითი გა­მო­იშ­ვი­რა:

- ნი­კო­ლოზ ცქი­ტიშ­ვი­ლი!

- Yes, - შვე­ბით ამო­ვი­სუნ­თქე, ვი­ღა­ცამ მიც­ნო-მეთ­ქი.

ზოგი გა­და­მეხ­ვია, ზოგ­მა ხელი ჩა­მო­მარ­თვა, სა­კუ­თარ სა­ხე­ლებ­საც მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. მოკ­ლედ მთე­ლი კა­მე­რა გა­ვი­ცა­ნი. მე­კი­თხე­ბოდ­ნან - ვპა­სუ­ხობ­დი, მეც ვე­კი­თხე­ბო­დი... ვლა­პა­რა­კობ­დით კა­ლათ­ბურთზე, „დენ­ვერ­ზე“... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

როგორ იხსენებს ნიკა ცქიტიშვილი აშშ-ს ციხეს, სადაც "ლეიკერსთან" მატჩის წინ მოხვდა - "დამხვდნენ მექსიკელები, ინდიელები... ვთქვი: ცქიტო, ცუდადაა შენი საქმე!"

როგორ იხსენებს ნიკა ცქიტიშვილი აშშ-ს ციხეს, სადაც "ლეიკერსთან" მატჩის წინ მოხვდა - "დამხვდნენ მექსიკელები, ინდიელები... ვთქვი: ცქიტო, ცუდადაა შენი საქმე!"

ცნობილი კალათბურთელი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი იხსენებს აშშ-ში მომხდარ უსიამოვნო ინციდენტს, როცა გადასახადის გადაუხდელობის გამო ციხეში აღმოჩნდა, თანაც კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ...

"...12 თებერვალია, 2003 წელი. მეორე დღეს „ლეიკერსს“ ვეთამაშებით, კობი ბრაიანტისა და შაკილ ონილის გუნდს. მხოლოდ კობის გახსენება იყო ჩემთვის დამატებითი მოტივაცია. განსაკუთრებული მონდომებით ვემზადებოდი.

თამაშის წინა დილას სწრაფად ჩავალაგე ბარგი და იმაზე ადრე გავედი, ვიდრე სხვა შემთხვევებში. მინდოდა აეროპორტში სხვებზე ადრე მივსულიყავი. რატომ? არ ვიცი, ალბათ, „ლეიკერსთან“ სათამაშოდ მიმეჩქარებოდა.

2002 წლის NBA-ს დრაფტი, ცქიტიშვილი მე-5 ნომრად... რა მოხდა და რატომ?

სიჩქარესთან დაკავშირებით რა ანდაზა გახსენდებათ? მე მხოლოდ ერთი - მოჩქარეს მოუგვიანდესო. ჰოდა, მეც ასე დამემართა.

გავედი ავტობანზე და არხეინად მივემართები აეროპორტისკენ. სარკეში გავიხედე და პოლიციის მოციმციმე მანქანა დავინახე. გამომიცხადა - „ლინკოლნ ნავიგატორი“ გააჩერეო. გზის კიდეზე გადავედი. ერთი საშუალო სიმაღლის პოლიციელი მომადგა და მეუბნება:

- მანქანიდან უნდა გადმოხვიდე.

- სად უნდა გადმოვიდე?! თამაში მაქვს, მეჩქარება-მეთქი.

- გადმოდი.

- „ლეიკერსთან“ სათამაშოდ მივდივარ.

- რა „ლეიკერსთან“, დენვერში ხარ.

- „დენვერ ნაგეტსში“ ვთამაშობ, აეროპორტში მაგვიანდება.

- არ მაინტერესებს.

გადმოვედი. შემოტრიალდიო - მითხრა. ეს უკვე არ მომეწონა. ხელი ხელბორკილებისკენ წაიღო. რომ მომიახლოვდა, ხელი ავუქნიე. ამან მთლად გადარია. სიტუაცია მაქსიმალურად რომ დაიძაბა, რამდენჯერმე ვუთხარი: დაწყნარდით, კალათბურთელი ვარ, არაფერს ვაშავებ-მეთქი. ხელბორკილების დადება რამდენჯერმე სცადა. ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

შევატყვე, ანერვიულდა, შეეშინდა - გამოიძახა მეორე. მოვიდა მასზე გაცილებით დაბალი პოლიციელი. ორივე დამეჯაჯგურა, მაგრამ ხელს არ ვაკიდებინებ, არ მინდა ხელბორკილები დამადონ.

რომ მივხვდი, არ მომეშვებოდნენ, ვკითხე, რა გინდათ, სად მიგყავართ-მეთქი. პოლიციის უახლოეს განყოფილებაში მიკრეს თავი. ჯერ ცალკე დამსვეს. მანქანას, რომელიც ქუჩაში მივატოვე, აღარ ვჩიოდი, დაკავშირება მინდოდა შინ - დედაჩემთან, ან კლუბში, თუნდაც რომელიმე თანაგუნდელთან...

ჩემი „ნაცნობი“ პოლიციელები ოთახიდან ოთახში დარბოდნენ და რაღაცას არკვევდნენ. მე კი, ლათინურამერიკელი ქალი პოლიციელი მომამაგრეს, მობილური გამომართვა, ქამარი მომახსნევინა, კარგად გამჩხრიკა, რომ კამერაში მძიმე, ან ლითონის ნივთი არ შემეტანა და შემიშვა...

დამხვდნენ მექსიკელები, ინდიელები... რა ჯიშის ხალხი არ იყო. თავებს იქექავდნენ, ცხვირს იფხანდნენ... მაშინ კი ვთქვი:

- ცქიტო, ცუდადაა შენი საქმე!

ნიკოლოზ ცქიტიშვილი მეუღლესთან, სოფო გოგებაშვილთან ერთად

ყველა ერთიანად წამოდგა, ზოგმა ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი, ზოგი ადგილიდან მაკვირდებოდა, 215 სანტიმეტრი სიმაღლის, შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანი, ალბათ, ბევრს არ ენახა ცოცხლად. წამიერი სიჩუმის შემდეგ ერთმა ჩემკენ თითი გამოიშვირა:

- ნიკოლოზ ცქიტიშვილი!

- Yes, - შვებით ამოვისუნთქე, ვიღაცამ მიცნო-მეთქი.

ზოგი გადამეხვია, ზოგმა ხელი ჩამომართვა, საკუთარ სახელებსაც მეუბნებოდნენ. მოკლედ მთელი კამერა გავიცანი. მეკითხებოდნან - ვპასუხობდი, მეც ვეკითხებოდი... ვლაპარაკობდით კალათბურთზე, „დენვერზე“... წაიკითხეთ ვრცლად

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ