კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო - ნახეთ ფოტოები
თბილისში ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო - ნახეთ ფოტოები

თბი­ლი­სის მე­რი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­მა დე­და­ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით, ლი­თო­ნის სა­ფეხ­მავ­ლო ხი­დე­ბის დე­მონ­ტა­ჟი და­ი­წყო. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ი­დან მი­ა­წო­დეს.

რო­გორც მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, პირ­ველ ეტაპ­ზე, ხი­დე­ბის დე­მონ­ტა­ჟი ქა­ლაქ­ში 20 ად­გილ­ზე მოხ­დე­ბა. მა­თი­ვე ცნო­ბით, ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­თან ის ლო­კა­ცი­ე­ბი შე­თან­ხმდა, სა­დაც ლი­თო­ნის ხი­დე­ბი მო­იხ­სნე­ბა და ქვე­ით­თა ზებ­რა-გა­და­სას­ვლე­ლე­ბი მო­ე­წყო­ბა.

დე­და­ქა­ლა­ქის მერი კახა კა­ლა­ძე შარ­ტა­ვას ქუ­ჩის N7-ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­ფეხ­მავ­ლო ხი­დის დე­მონ­ტა­ჟის პრო­ცესს გა­ეც­ნო. აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­სა­მარ­თის გარ­და, სა­ფეხ­მავ­ლო ხი­დე­ბის ნაც­ვლად, შუქ­ნიშ­ნე­ბით რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი ქვე­ით­თა ერ­თდო­ნი­ა­ნი გა­და­სას­ვლე­ლე­ბი კი­დევ 19 ლო­კა­ცი­ა­ზე მო­ე­წყო­ბა.

კახა კა­ლა­ძის თქმით, რკი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი იქ მო­იხ­სნე­ბა, სა­დაც ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მომ­ზა­დე­ბუ­ლია ქვე­ით­თა გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის.

„დე­მონ­ტა­ჟი იმგვა­რად ხდე­ბა, რომ შემ­დგომ, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თუკი რო­მე­ლი­მე ად­გილ­ზე ზებ­რა გა­და­სას­ვლე­ლის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ხიდს ისევ გა­მო­ვი­ყე­ნებთ. პირ­ველ ეტაპ­ზე ქა­ლაქ­ში 20 ად­გილ­ზე მოხ­დე­ბა მათი დე­მონ­ტა­ჟი, სა­დაც ყვე­ლა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. თქვენ ხე­დავთ, მე­რი­ის წინ რო­გორ არის ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა გა­და­სას­ვლე­ლი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.

რო­გორც ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა გა­ლაქ­ტი­ონ ბუ­ა­ძემ გა­ნა­ცხა­და, თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, დე­და­ქა­ლა­ქის ქუ­ჩე­ბი ქვე­ით­თათ­ვის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი­სა და ვე­ლო­სი­პე­დის­ტე­ბის­თვის უსაფრ­თხო და ხელ­მი­საწ­ვდო­მი უნდა გახ­დეს.

„დღეს მიმ­დი­ნა­რე­ობს რი­გით პირ­ვე­ლი სა­ფეხ­მავ­ლო გა­და­სას­ვლე­ლი ხი­დის დე­მონ­ტა­ჟი, ვი­ნა­ი­დან მე­რი­ის მიერ გა­ცხა­დე­ბუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კით პრი­ო­რი­ტე­ტი ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე­ებს ენი­ჭე­ბათ. შე­სა­ბა­მი­სად, მათ­თვის გა­და­ად­გი­ლე­ბა კომ­ფორ­ტუ­ლი უნდა იყოს ხი­დე­ბი­სა და მი­წის­ქვეშ გა­და­სას­ვლე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე. ყვე­ლა იმ ლო­კა­ცი­ა­ზე, სა­დაც და­გეგ­მი­ლია გა­და­სას­ვლე­ლი ხი­დის დე­მონ­ტა­ჟი, თა­ნა­მედ­რო­ვე ქვე­ით­თა გა­და­სას­ვლე­ლე­ბი მო­ე­წყო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა გა­ლაქ­ტი­ონ ბუ­ა­ძემ.

ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში, ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­მა გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე არ­სე­ბულ ხუთ შუქ­ნი­შანს რე­კონ­სტრუქ­ცია უკვე ჩა­უ­ტა­რა და ქვე­ით­თა სექ­ცი­ე­ბი და­ა­მა­ტა. მი­თი­თე­ბულ ად­გი­ლებ­ში უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში გა­და­სას­ვლე­ლე­ბი და­ი­ხა­ზე­ბა, რის შემ­დე­გაც, ქვე­ით­თა შუქ­ნიშ­ნე­ბიც ამოქ­მედ­დე­ბა. და­ნარ­ჩენ მი­სა­მარ­თებ­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბი წლის ბო­ლომ­დე ეტა­პობ­რი­ვად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ლი­თო­ნის სა­ფეხ­მავ­ლო ხი­დე­ბის დე­მონ­ტა­ჟი და შუქ­ნიშ­ნე­ბით რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი ქვე­ით­თა ერ­თდო­ნი­ა­ნი გა­და­სას­ვლე­ლე­ბი მო­ე­წყო­ბა: შარ­ტა­ვას ქუჩა N7-ის; ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რი­სა და ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩის გა­დაკ­ვე­თა­ზე; ვაჟა-ფშა­ვე­ლა­სა და პე­კი­ნის გამ­ზი­რე­ბის გა­დაკ­ვე­თა­ზე; აკა­კი წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე - დი­დუ­ბის პან­თე­ო­ნის მიმ­დე­ბა­რედ; გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზი­რი­სა და ზიგ­ზა­გის ქუ­ჩის გა­დაკ­ვე­თა­ზე; გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზი­რი­სა და ლი­ახ­ვის ქუ­ჩის გა­დაკ­ვე­თა­ზე; გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზი­რი­სა და ქსნის ქუ­ჩის გა­დაკ­ვე­თა­ზე; გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზი­რი­სა და გუ­და­მაყ­რის ქუ­ჩის გა­დაკ­ვე­თა­ზე; გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზი­რი­სა და ანა­პის 212-ე დი­ვი­ზი­ის ქუ­ჩის გა­დაკ­ვე­თა­ზე; შან­დორ პე­ტე­ფის ქუ­ჩა­ზე - №151 სა­ჯა­რო სკო­ლის მიმ­დე­ბა­რედ; გორ­გა­სა­ლის ქ. №111 კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რედ; გორ­გა­სა­ლის ქ. №111ა კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რედ; რუს­თა­ვის გზატ­კე­ცი­ლი №6-ს მიმ­დე­ბა­რედ (ქვე­მო ფონ­ჭა­ლა); ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე - №52 სა­ჯა­რო სკო­ლის მიმ­დე­ბა­რედ; ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე - სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიმ­დე­ბა­რედ; ცოტ­ნე და­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე - №4 სა­ჯა­რო სკო­ლის მიმ­დე­ბა­რედ; რო­ბა­ქი­ძის გამ­ზირ­ზე - ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რედ; რო­ბა­ქი­ძის გამ­ზირ­ზე - მა­ღა­ზია „წი­თელ­ქუ­დას“ მიმ­დე­ბა­რედ; გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზი­რი №15-ს მიმ­დე­ბა­რედ (სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო კომ­ბი­ნა­ტი); მარ­შალ გე­ლო­ვა­ნის გამ­ზირ­ზე - „აგ­რო­ჰა­ბის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

სა­ფეხ­მავ­ლო ხი­დე­ბის დე­მონ­ტა­ჟის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლომ­დე დას­რულ­დე­ბა. სა­დე­მონ­ტა­ჟო სა­მუ­შა­ო­ებს, რომ­ლის­თვი­საც დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი­დან 307 805 ლარი და­ი­ხარ­ჯე­ბა, კომ­პა­ნია „მე­ტე­ხი 2008“ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

თბილისში ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო - ნახეთ ფოტოები

თბილისში ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო - ნახეთ ფოტოები

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დედაქალაქის მასშტაბით, ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან მიაწოდეს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველ ეტაპზე, ხიდების დემონტაჟი ქალაქში 20 ადგილზე მოხდება. მათივე ცნობით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ის ლოკაციები შეთანხმდა, სადაც ლითონის ხიდები მოიხსნება და ქვეითთა ზებრა-გადასასვლელები მოეწყობა.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შარტავას ქუჩის N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟის პროცესს გაეცნო. აღნიშნული მისამართის გარდა, საფეხმავლო ხიდების ნაცვლად, შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელები კიდევ 19 ლოკაციაზე მოეწყობა.

კახა კალაძის თქმით, რკინის კონსტრუქციები იქ მოიხსნება, სადაც ინფრასტრუქტურა მომზადებულია ქვეითთა გადაადგილებისთვის.

„დემონტაჟი იმგვარად ხდება, რომ შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, თუკი რომელიმე ადგილზე ზებრა გადასასვლელის გაკეთება შეუძლებელი იქნება, ხიდს ისევ გამოვიყენებთ. პირველ ეტაპზე ქალაქში 20 ადგილზე მოხდება მათი დემონტაჟი, სადაც ყველანაირად იქნება ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული. თქვენ ხედავთ, მერიის წინ როგორ არის ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი მოწესრიგებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ განაცხადა, თბილისის მერიის მიერ დეკლარირებული პრიორიტეტების შესაბამისად, დედაქალაქის ქუჩები ქვეითთათვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ველოსიპედისტებისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

„დღეს მიმდინარეობს რიგით პირველი საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის დემონტაჟი, ვინაიდან მერიის მიერ გაცხადებული სატრანსპორტო პოლიტიკით პრიორიტეტი ქვეითად მოსიარულეებს ენიჭებათ. შესაბამისად, მათთვის გადაადგილება კომფორტული უნდა იყოს ხიდებისა და მიწისქვეშ გადასასვლელების გამოყენების გარეშე. ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც დაგეგმილია გადასასვლელი ხიდის დემონტაჟი, თანამედროვე ქვეითთა გადასასვლელები მოეწყობა“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ.

ახალი ინიციატივის ფარგლებში, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა გურამიშვილის გამზირზე არსებულ ხუთ შუქნიშანს რეკონსტრუქცია უკვე ჩაუტარა და ქვეითთა სექციები დაამატა. მითითებულ ადგილებში უახლოეს ხანებში გადასასვლელები დაიხაზება, რის შემდეგაც, ქვეითთა შუქნიშნებიც ამოქმედდება. დანარჩენ მისამართებზე სამუშაოები წლის ბოლომდე ეტაპობრივად განხორციელდება.

ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი და შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელები მოეწყობა: შარტავას ქუჩა N7-ის; ჭავჭავაძის გამზირისა და ბერძენიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე; ვაჟა-ფშაველასა და პეკინის გამზირების გადაკვეთაზე; აკაკი წერეთლის გამზირზე - დიდუბის პანთეონის მიმდებარედ; გურამიშვილის გამზირისა და ზიგზაგის ქუჩის გადაკვეთაზე; გურამიშვილის გამზირისა და ლიახვის ქუჩის გადაკვეთაზე; გურამიშვილის გამზირისა და ქსნის ქუჩის გადაკვეთაზე; გურამიშვილის გამზირისა და გუდამაყრის ქუჩის გადაკვეთაზე; გურამიშვილის გამზირისა და ანაპის 212-ე დივიზიის ქუჩის გადაკვეთაზე; შანდორ პეტეფის ქუჩაზე - №151 საჯარო სკოლის მიმდებარედ; გორგასალის ქ. №111 კორპუსის მიმდებარედ; გორგასალის ქ. №111ა კორპუსის მიმდებარედ; რუსთავის გზატკეცილი №6-ს მიმდებარედ (ქვემო ფონჭალა); ყაზბეგის გამზირზე - №52 საჯარო სკოლის მიმდებარედ; ვაჟა-ფშაველას გამზირზე - სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ; ცოტნე დადიანის ქუჩაზე - №4 საჯარო სკოლის მიმდებარედ; რობაქიძის გამზირზე - ბელიაშვილის ქუჩის მიმდებარედ; რობაქიძის გამზირზე - მაღაზია „წითელქუდას“ მიმდებარედ; გურამიშვილის გამზირი №15-ს მიმდებარედ (საყოფაცხოვრებო კომბინატი); მარშალ გელოვანის გამზირზე - „აგროჰაბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.

საფეხმავლო ხიდების დემონტაჟის პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. სადემონტაჟო სამუშაოებს, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 307 805 ლარი დაიხარჯება, კომპანია „მეტეხი 2008“ განახორციელებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ