კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ გენებს იღებს ბავშვი დედისგან და რომელი გენები გადაეცემა მამისგან?
რომელ გენებს იღებს ბავშვი დედისგან და რომელი გენები გადაეცემა მამისგან?

ბე­ბია დე­დის ხა­ზით ყვე­ლა­ზე დიდ როლს ას­რუ­ლებს ბავ­შვის ცხოვ­რე­ბა­ში - წერს ჟურ­ნა­ლი "Etapa Infanti". ის არა მარ­ტო გა­დას­ცემს ბავ­შვს აუ­ცი­ლე­ბელ ცოდ­ნას, უნა­რებს, ჩუქ­ნის სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულს (თუ მათ აქვთ აქ­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა და ბავ­შვი ისე­დაც დიდ დროს ატა­რებს ამ ბე­ბი­ას­თან), არა­მედ მათი კავ­ში­რი ბევ­რად უფრო ღრმა არის. ეს კავ­ში­რი გე­ნის დო­ნე­ზეა!

ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ბავ­შვე­ბი გე­ნე­ტი­კუ­რად არა მხო­ლოდ მშობ­ლის ნი­შან-თვი­სე­ბებს, არა­მედ ბე­ბია-პა­პის ნი­შან-თვი­სე­ბებ­საც იღე­ბენ, რად­გან მშობ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი მშობ­ლე­ბის დნმ-ის მა­ტა­რებ­ლე­ბი არი­ან.გე­ნე­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ბე­ბი­ე­ბი 25% გენს იზი­ა­რე­ბენ შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან

პა­ტა­რე­ბი, რო­გორც წესი, დე­დი­სა და მა­მის მშობ­ლის­გან თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბის გენს იღე­ბენ, თუმ­ცა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მათ­ზე გავ­ლე­ნას სწო­რედ ბე­ბი­ის გენი ახ­დენს უფრო მე­ტად.

ბე­ბი­ებს მათი მე­უღ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან უფრო უნი­კა­ლუ­რი რამ აკავ­ში­რებთ. ისი­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც თა­ვის დრო­ზე ბავ­შვის დედა გა­ა­ჩი­ნეს და ამი­ტომ უფრო დიდ სუ­ლი­ერ და გე­ნე­ტი­კურ სი­ახ­ლო­ვეს გა­ნიც­დი­ან შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან. ამის გამო ბე­ბი­ის როლი შვი­ლიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ველ­თვის უფრო აღ­მა­ტე­ბუ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, რა­ზეც გე­ნე­ტი­კუ­რი სი­ახ­ლო­ვე ძა­ლი­ან დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს.

ამას­თან, უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ყვე­ლა­ფე­რი შე­და­რე­ბი­თია და თი­თო­ე­უ­ლი ოჯა­ხი - უნი­კა­ლუ­რი. რო­დე­საც საქ­მე გე­ნე­ტი­კას ეხე­ბა, რა­ი­მეს წი­ნას­წარ გათ­ვლა, რა თქმა უნდა, რთუ­ლია. უბ­რა­ლოდ, ეს ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა და ყვე­ლა­ზე ხში­რი, გა­მოკ­ვლე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ.

ერთ-ერთი თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, ბე­ბი­ე­ბი გოგო შვი­ლიშ­ვილ­თან ყვე­ლა­ზე უფრო დიდ გე­ნე­ტი­კურ კავ­შირ­სა და სი­ახ­ლო­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას იქს ქრო­მო­სო­მე­ბის წყა­ლო­ბით ამ­ყა­რე­ბენ. რო­გორც დად­გინ­და, დე­დის დედა, მა­მის დე­დის­გან გან­სხვა­ვე­ბით, შვი­ლიშ­ვი­ლის გენს 50% იქს ქრო­მო­სო­მებს გა­დას­ცემს. შე­სა­ბა­მი­სად, მა­მის დე­დის­გან გან­სხვა­ვე­ბით, შვი­ლიშ­ვი­ლებს დე­დის დე­დას­თან 25%-ით უფრო მეტი იქს ქრო­მო­სო­მა აკავ­ში­რებთ გე­ნურ დო­ნე­ზე.

გე­ნებ­თან და პო­ზი­ტივ­თან ერ­თად შვი­ლიშ­ვი­ლებს გა­და­ე­ცე­მათ მავ­ნე ჩვე­ვე­ბი და ამა თუ იმ და­ა­ვა­დე­ბი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბა

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, იმ ემო­ცი­ებ­მა, რა­საც გა­ნიც­დი­და თა­ვის დრო­ზე ბე­ბია, ბავ­შვის დე­და­ზე ორ­სუ­ლო­ბის დროს, შე­იძ­ლე­ბა იმოქ­მე­დოს შვი­ლიშ­ვი­ლის (გო­გო­ნას შვი­ლის) გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის ცოდ­ნა, რომ ოჯა­ხი ერთი მთლი­ა­ნი ორ­გა­ნიზ­მია, რომ­ლის წევ­რე­ბიც ერ­თმა­ნეთ­თან მჭიდ­რო კავ­შირ­ში არი­ან.

რო­მელ გე­ნებს იღებს ბავ­შვი დე­დის­გან და რო­მე­ლი გე­ნე­ბი გა­და­ე­ცე­მა მა­მის­გან?

თუ თქვენ ქალი ხართ და თქვე­ნი მი­სა­მარ­თით ფრა­ზას მო­ის­მენთ - "ზედ­გა­მოჭ­რი­ლი დე­და­შე­ნი ხარ" - იცო­დეთ, სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩვენ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ქა­ლე­ბი, მა­მებს ვგა­ვართ. გარ­და ამი­სა, არის მო­საზ­რე­ბაც, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მა­მის ცხოვ­რე­ბის წესი ბავ­შვის ჩა­სახ­ვამ­დე, ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბას გან­სა­ზღვრავს მო­მა­ვალ­ში.

ყვე­ლა­ზე ხში­რად ბავ­შვე­ბი მშობ­ლის­გან ცხვირს, შუბ­ლის ფორ­მას, თვა­ლის ჭრილს, ღაწ­ვე­ბის და ნი­კა­პის ფორ­მას იღე­ბენ მემ­კვიდ­რე­ო­ბით.

ბავ­შვის დნმ-ში დე­დის გე­ნე­ბი 50%-ს შე­ად­გე­ნენ, შე­სა­ბა­მი­სად, მა­მის გე­ნე­ბიც 50%-ია. თუმ­ცა, მა­მა­კა­ცუ­რი გე­ნე­ბი უფრო აგ­რე­სი­უ­ლია და თავ­საც უფრო ხში­რად ამ­ჟღავ­ნე­ბენ ქა­ლუ­რი გე­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით. ამი­ტომ, დე­დის აქ­ტი­უ­რი გე­ნე­ბის 40%-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მა­მა­კა­ცის აქ­ტი­უ­რი გე­ნე­ბის 60% მო­დის.

გარ­და ამი­სა, ფეხ­მძი­მო­ბი­სას ქა­ლის სხე­უ­ლი ნა­ყოფს, რო­გორც უცხო სხე­ულს, გარ­კვე­ულ­წი­ლად ასე აღიქ­ვამს. იმის­თვის, რომ ნა­ყო­ფი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, ჩვე­ნი სხე­უ­ლი იძუ­ლე­ბუ­ლია მა­მა­კა­ცუ­რი გე­ნე­ბი "აი­ტა­ნოს", ზოგ­ჯერ თა­ვი­სი გე­ნე­ბის და­ჩაგ­ვრის ხარ­ჯზე.

მოდი, გა­ვარ­კვი­ოთ, რო­მე­ლი გე­ნე­ბი გა­და­დის ბავ­შვზე დე­დის­გან და რო­მე­ლი მა­მის­გან:

ბავ­შვის სქე­სი

მო­მა­ვა­ლი ბავ­შვის სქე­სი მა­მა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. დე­დის­გან ბავ­შვი ყო­ველ­თვის X ქრო­მო­სო­მას იღებს, მა­მის­გან კი ან X ქრო­მო­სო­მას (და გოგო იბა­დე­ბა), ან Y ქრო­მო­სო­მას ( და ბიჭი იბა­დე­ბა). გარ­და ამი­სა, თუ მა­მა­კაცს დები ჰყავს, დიდი ალ­ბა­თო­ბით ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი გა­უჩ­ნდე­ბა, ხოლო თუ ძმე­ბი - მა­შინ ვა­ჟე­ბი ეყო­ლე­ბა.

Y ქრო­მო­სო­მა ბევ­რად უფრო ნაკ­ლებ გე­ნებს შე­ი­ცავს, ვიდ­რე X ქრო­მო­სო­მა. ამი­ტომ, ბიჭი ნაკ­ვთებს მეტ­წი­ლად დე­დის­გან იღებს და მას ემ­სგავ­სე­ბა გა­რეგ­ნუ­ლად, რად­გან მას­ში დე­დი­სე­უ­ლი X ქრო­მო­სო­მა უფრო მეტ გენს ატა­რებს. გო­გო­ნას რაც შე­ე­ხე­ბა, ის X ქრო­მო­სო­მას ორი­ვე მშობ­ლის­გან იღებს, ამი­ტომ, წი­ნას­წარ თქმა, თუ რო­მელ მშო­ბელს და­ემ­სგავ­სე­ბა, რთუ­ლია.

კბი­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა

თუ მამა სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კე­ბის ხში­რი სტუ­მა­რია, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ბავ­შვიც ხში­რად ივ­ლის დან­ტის­ტთან. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კბი­ლე­ბის ზომა, ფორ­მა და თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი ორი­ვე მშობ­ლის­გან შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს ბავ­შვმა, დო­მი­ნან­ტუ­რი გე­ნის მა­ტა­რებ­ლად სწო­რედ მამა გვევ­ლი­ნე­ბა.

ინ­ტე­ლექ­ტი

გე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ინ­ტე­ლექტს გან­სა­ზღვრა­ვენ, X ქრო­მო­სო­მა­შია. ამი­ტომ, ვა­ჟებს ინ­ტე­ლექ­ტი სწო­რედ დე­დის­გან გა­და­ე­ცე­მათ. გო­გო­ნე­ბი კი მენ­ტა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ორი­ვე მშობ­ლის­გან იღე­ბენ. თუმ­ცა, დე­დის ინ­ტე­ლექ­ტის მხო­ლოდ 40% გა­და­დის მემ­კვიდ­რე­ო­ბით, და­ნარ­ჩე­ნი აღ­ზრდის შე­დე­გად ვი­თარ­დე­ბა.

ქა­ლებს X ქრო­მო­სო­მა 2 აქვთ (XX), კა­ცებს ერთი(XY), ამი­ტომ ქა­ლებს ინ­ტე­ლექ­ტზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი გე­ნე­ბი უფრო გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი აქვთ, ვიდ­რე მა­მა­კა­ცებს. მამა-გე­ნი­ოსს კი თა­ვი­სი მა­ღა­ლი IQ შე­უძ­ლია გა­დას­ცეს გო­გო­ნას, მაგ­რამ არა ვაჟს. გო­გო­ნას (XX) ქრო­მო­სო­მა აქვს, 1 დე­დის და 1 მა­მის, ვაჟს კი (XY), სა­დაც X დე­დი­გან აქვს, ამი­ტომ ვა­ჟე­ბი ამ უნარს დე­დას უნდა უმად­ლოდ­ნენ.

სა­შუ­ა­ლოდ, ბი­ჭე­ბის IQ დე­დის მაჩ­ვე­ნებ­ლის­გან 15 პუნ­ქტით გან­სხვავ­დე­ბა.

მკვლე­ვა­რე­ბა გერ­მა­ნი­ის ულ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან და­ად­გი­ნეს, რომ გე­ნე­ტი­კა ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი არაა, მას­ზე სხვა ფაქ­ტო­რე­ბიც მოქ­მე­დებს.

ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­ტა­რა ასაკ­ში (2 წლამ­დე) დე­დას­თან ერ­თად თა­მა­შო­ბენ, იზ­რდე­ბი­ან უფრო ჭკვი­ა­ნე­ბი, ვიდ­რე სხვა მათი თა­ნა­ტო­ლე­ბი.

მე­ო­რე ფაქ­ტო­რი ეს სიყ­ვა­რუ­ლია, თუ 13 წლამ­დე ბავ­შვს ოჯახ­ში საკ­მა­რი­სი სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­და, მათი ინ­ტე­ლექ­ტი 10%-ით უფრო უკე­თე­სია, ვიდ­რე მათი თა­ნა­ტო­ლე­ბის, ვინც ემო­ცი­უ­რად შორს იყო მშობ­ლე­ბის­გან.

მიდ­რე­კი­ლე­ბა ფსი­ქი­უ­რი ავად­მყო­ფო­ბის­კენ

ასაკ­თან ერ­თად მა­მა­კა­ცის სპერ­მის ხა­რის­ხი უა­რეს­დე­ბა. ამის გამო, ხან­დაზ­მულ ასაკ­ში ბავ­შვის გა­ჩე­ნამ შე­საძ­ლოა მის­თვის მუ­ტი­რე­ბუ­ლი გე­ნე­ბის გა­და­ცე­მა გა­მო­იწ­ვი­ოს, რაც ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, აუ­ტიზ­მის, ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბის და ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი ხდე­ბა. ასე­ვე ბავ­შვებს, რო­მელ­თა მა­მე­ბიც ჩა­სახ­ვის დროს 45 და მეტი წლის იყ­ვნენ, სუ­ი­ცი­დის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა და სირ­თუ­ლე­ე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ სწავ­ლა­ში.

თუ მა­მა­კაცს გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა აწუ­ხებს, ამ და­ა­ვა­დე­ბი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბას ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში გა­დას­ცემს თა­ვის ვა­ჟებს. ხოლო მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც უნა­ყა­ფო­ბა­ზე მკურ­ნა­ლობ­დნენ და რო­მელ­თა ვა­ჟე­ბიც ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის გზით და­ი­ბად­ნენ, ასე­ვე გა­დას­ცე­მენ ვა­ჟიშ­ვი­ლებს ამ და­ა­ვა­დე­ბი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბას.

მიდ­რე­კი­ლე­ბა ჰე­მო­ფი­ლი­ი­სა და აუ­ტიზ­მი­სად­მი

ჰე­მო­ფი­ლი­ით იტან­ჯე­ბო­და რუ­სე­თის ბოლო იმ­პე­რა­ტო­რის ვაჟი - ალექ­სან­დრე. მარ­ცხნივ ფო­ტო­ზე მისი დიდი ბე­ბი­აა, ინ­გლი­სის დე­დო­ფა­ლი ვიქ­ტო­რია, რო­მე­ლიც ჰე­მო­ფი­ლი­ის გე­ნის მა­ტა­რე­ბე­ლი იყო და ის თა­ვის შთა­მო­მავ­ლო­ბა­საც გა­დას­ცა.

არის და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლის მა­ტა­რე­ბე­ლიც ქა­ლია, მაგ­რამ ეს გენი მხო­ლოდ ვა­ჟებს გა­და­ე­ცე­მათ. ეს მა­შინ ხდე­ბა, როცა ქალი დე­ფექ­ტუ­რი X ქრო­მო­სო­მის მა­ტა­რე­ბე­ლია და მას ვაჟს გა­დას­ცემს. ქა­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, კაცს მხო­ლოდ ერთი X ქრო­მო­სო­მა აქვს, ამი­ტომ მუ­ტი­რე­ბუ­ლი გე­ნის კომ­პენ­სი­რე­ბას ვე­რაფ­რით ახ­დენს. და­ა­ვა­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც დე­დის­გან გა­და­დის, მი­ე­კუთ­ვნე­ბა: ჰე­მო­ფი­ლია, და მი­ო­დის­ტრო­ფია. აუ­ტიზ­მი მეტ­ნაკ­ლე­ბად მა­ში­ნაა გა­მო­ხა­ტუ­ლი, როცა დე­დის­გან ვაჟ­ზე გა­და­დის.

სიმ­სუქ­ნი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბა

სიმ­სუქ­ნი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბა, ან პი­რი­ქით, კარ­გი ტა­ნა­დო­ბა, მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­დის. ზო­გი­ერთ ადა­მი­ან­ში წონა და წე­ლის სი­გა­ნე 25%-ით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია გე­ნე­ტი­კუ­რად, და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვებ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 40%-ია, ხოლო იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც სიმ­სუქ­ნით იტან­ჯე­ბი­ან, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 80%-ს აღ­წევს და ამ დროს წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. თუმ­ცა, გო­ნივ­რუ­ლად ვარ­ჯი­ში და კვე­ბა შე­დეგს ყო­ველ­თვის იძ­ლე­ვა.

სი­გამ­ხდრის­კენ ან სიმ­სუქ­ნის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა ორი­ვე მშობ­ლის­გან ერ­თნა­ი­რად გა­და­დის. ამას­თან, ტა­ნა­დო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა უფრო ნაკ­ლე­ბი ხა­რის­ხით გა­და­ე­ცე­მა, ვიდ­რე სიმ­სუქ­ნი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბა.

თუმ­ცა, და­ბა­დე­ბის მო­მენ­ტში ბავ­შვის წო­ნა­ზე მხო­ლოდ დე­დაა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. თუ დედა გამ­ხდა­რია, რა მსუ­ქა­ნიც არ უნდა იყოს მამა, ბავ­შვი მსუ­ქა­ნი არ იბა­დე­ბა და პი­რი­ქით, როცა დედა სიმ­სუქ­ნით იტან­ჯე­ბა, ბავ­შვი შე­საძ­ლოა “სა­თა­და­რი­გო კი­ლოგ­რა­მე­ბით" და­ი­ბა­დოს.

სი­მაღ­ლე

ბავ­შვის სი­მაღ­ლეს უმე­ტეს­წი­ლად მამა გან­სა­ზღვრავს. მა­ღა­ლი მა­მა­კა­ცის შვი­ლე­ბიც სი­მაღ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. სა­ერ­თო ჯამ­ში, ბავ­შვი სი­მაღ­ლის 60-80% მა­მის ან დე­დის გე­ნე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, და­ნარ­ჩე­ნი კვე­ბა­ზე, ცხოვ­რე­ბის წეს­სა და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მო­დის.

არ­სე­ბობს ორი ფორ­მუ­ლა ბავ­შვის სი­მაღ­ლის გა­მო­სათ­ვლე­ლად:

1) თუ ბიჭი გყავთ, დე­დის სი­მაღ­ლეს და­უ­მა­ტეთ მა­მის სი­მაღ­ლე და და­უ­მა­ტეთ კი­დევ 13 სმ. გა­ყა­ვით მი­ღე­ბუ­ლი სი­მაღ­ლე 2-ზე და მი­ი­ღებთ სა­ვა­რა­უ­დო შე­დეგს.

თუ გოგო გყავთ, შეკ­რი­ბეთ მშობ­ლე­ბის სი­მაღ­ლე, გა­მო­ა­კე­ლით 13 და გა­ყა­ვით 2-ზე.

2) ჩა­ი­წე­რეთ გო­გო­ნას სი­მაღ­ლე 18 თვის ასაკ­ში, ბი­ჭი­სა კი 2 წლის ასაკ­ში და და გამ­რავ­ლეთ 2-ზე. მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გი იქ­ნე­ბა ბავ­შვის სა­ვა­რა­უ­დო სი­მაღ­ლე ზრდას­რულ ასაკ­ში.

თვა­ლის ფერი

თვა­ლე­ბის ყა­ვის­ფე­რი შე­ფე­რი­ლო­ბა დო­მი­ნან­ტუ­რი ფე­რია. ამი­ტომ, თუ მშობ­ლე­ბი­დან ერთს ყა­ვის­ფე­რი თვა­ლე­ბი აქვს, მე­ო­რეს კი ღია შე­ფე­რი­ლო­ბის, დიდი ალ­ბა­თო­ბით ბავ­შვსაც ყა­ვის­ფე­რი თვა­ლე­ბი ექ­ნე­ბა. შან­სი, რომ ბავ­შვს ღია ფე­რის თვა­ლე­ბი ექ­ნე­ბა, იმ შემ­თხვე­ვა­შია, როცა ყა­ვის­ფე­რი თვა­ლე­ბის მქო­ნე მშო­ბელს რე­ცე­სი­უ­ლი გენი აქვს. იმავდრო­უ­ლად, არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ როცა ორი­ვე მშო­ბელს ცის­ფე­რი თვა­ლე­ბი აქვს, მათი შვილს ყა­ვის­ფე­რი თვა­ლე­ბი ჰქონ­დეს.

ცის­ფე­რი და მწვა­ნე თვა­ლე­ბი-რე­ცე­სი­უ­ლი გე­ნია, თუმ­ცა ამ ორი­დან ცის­ფე­რი უფრო დო­მი­ნან­ტუ­რია, ვიდ­რე მწვა­ნე.

ფო­სო­ე­ბი ლო­ყებ­ზე

ფო­სო­ე­ბი ლო­ყებ­ზე - დო­მი­ნან­ტუ­რი გე­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. თუ რო­მე­ლი­მე მშო­ბელს ასე­თი ფო­სო­ე­ბი აქვს, დიდი ალ­ბა­თო­ბაა, რომ ბავ­შვსაც გა­მოყ­ვეს.

ხვე­უ­ლი თმა

ბევ­რი დედა ოც­ნე­ბობს, რომ მათი პა­ტა­რა კუ­ლუ­ლე­ბით და­ი­ბა­დოს. თუმ­ცა, თუ ერთ-ერთ მშო­ბელს ხვე­უ­ლი თმა აქვს, ეს არაა საკ­მა­რი­სი იმის­თვის, რომ ბავ­შვიც ხვე­უ­ლი თმით და­ი­ბა­დოს.

მოკ­ლედ რომ ვთქვათ, სქე­მა ასე­თია:

თუ ორი­ვე მშო­ბე­ლი ხუ­ჭუ­ჭაა, ბავ­შვიც ხუ­ჭუ­ჭა იქ­ნე­ბა.

თუ მშობ­ლებს სწო­რი თმა აქვთ, ბავ­შვსაც სწო­რი თმა ექ­ნე­ბა.

თუ ერთი მშო­ბე­ლი ხუ­ჭუ­ჭაა, მე­ო­რე კი სწორ­თმი­ა­ნი, მა­შინ მათ შვილს ტალ­ღო­ვა­ნი თმა ექ­ნე­ბა.

თუ მშობ­ლებს სწო­რი თმა აქვთ, მაგ­რამ რო­მე­ლი­მე ოჯა­ხის წევ­რს ხუ­ჭუ­ჭა თმა აქვს, შე­საძ­ლოა ბავ­შვიც ხუ­ჭუ­ჭა თმით და­ი­ბა­დოს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათია
7

რომელ რიცხვებში ჩნდება გოგო და რომელსი ბიჭი

გიორგი
11

როგორ ჩნდება გოგონა და როგორ ბიჭი, ყველამ ვიცით, მაგრამ ის თუ იცის ვინმემ, როდის (=თვის რომელ რიცხვებში) ხდება ეს. მე ვიცი და უშეცდომოდ შემიძლია ამაზე მითითება 100%-იანი სიზუსტით. მაგრამ არ ვიცი, თუ როდის (=თვის რომელ რიცხვებში) ჩნდებიან ტყუპები. თუ ვინმემ იცით, უმორჩილესად გთხოვთ, დაწეროთ! თუ მოერიდებით თქვენი ცოდნის აშკარად, წერილობით გამჟღავნებას, მაშინ იქნებ რაღაცნაირად დამიკავშირდეთ პირადი შეხვედრის მოსაწყობად.წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რომელ გენებს იღებს ბავშვი დედისგან და რომელი გენები გადაეცემა მამისგან?

რომელ გენებს იღებს ბავშვი დედისგან და რომელი გენები გადაეცემა მამისგან?

ბებია დედის ხაზით ყველაზე დიდ როლს ასრულებს ბავშვის ცხოვრებაში - წერს ჟურნალი "Etapa Infanti". ის არა მარტო გადასცემს ბავშვს აუცილებელ ცოდნას, უნარებს, ჩუქნის სითბოსა და სიყვარულს (თუ მათ აქვთ აქტიური ურთიერთობა და ბავშვი ისედაც დიდ დროს ატარებს ამ ბებიასთან), არამედ მათი კავშირი ბევრად უფრო ღრმა არის. ეს კავშირი გენის დონეზეა!

ცნობილი ფაქტია, რომ ბავშვები გენეტიკურად არა მხოლოდ მშობლის ნიშან-თვისებებს, არამედ ბებია-პაპის ნიშან-თვისებებსაც იღებენ, რადგან მშობლებიც თავიანთი მშობლების დნმ-ის მატარებლები არიან.გენეტიკური კვლევების მიხედვით, ბებიები 25% გენს იზიარებენ შვილიშვილებთან

პატარები, როგორც წესი, დედისა და მამის მშობლისგან თანაბარი რაოდენობის გენს იღებენ, თუმცა ხშირ შემთხვევაში მათზე გავლენას სწორედ ბებიის გენი ახდენს უფრო მეტად.

ბებიებს მათი მეუღლისგან განსხვავებით შვილიშვილებთან უფრო უნიკალური რამ აკავშირებთ. ისინი არიან ადამიანები, ვინც თავის დროზე ბავშვის დედა გააჩინეს და ამიტომ უფრო დიდ სულიერ და გენეტიკურ სიახლოვეს განიცდიან შვილიშვილებთან. ამის გამო ბებიის როლი შვილიშვილის ცხოვრებაში ყოველთვის უფრო აღმატებული და განსაკუთრებულია, რაზეც გენეტიკური სიახლოვე ძალიან დიდ გავლენას ახდენს.

ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი შედარებითია და თითოეული ოჯახი - უნიკალური. როდესაც საქმე გენეტიკას ეხება, რაიმეს წინასწარ გათვლა, რა თქმა უნდა, რთულია. უბრალოდ, ეს ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა და ყველაზე ხშირი, გამოკვლეული სპეციალისტების მიერ.

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ბებიები გოგო შვილიშვილთან ყველაზე უფრო დიდ გენეტიკურ კავშირსა და სიახლოვის საშუალებას იქს ქრომოსომების წყალობით ამყარებენ. როგორც დადგინდა, დედის დედა, მამის დედისგან განსხვავებით, შვილიშვილის გენს 50% იქს ქრომოსომებს გადასცემს. შესაბამისად, მამის დედისგან განსხვავებით, შვილიშვილებს დედის დედასთან 25%-ით უფრო მეტი იქს ქრომოსომა აკავშირებთ გენურ დონეზე.

გენებთან და პოზიტივთან ერთად შვილიშვილებს გადაეცემათ მავნე ჩვევები და ამა თუ იმ დაავადებისადმი მიდრეკილება

სპეციალისტების აზრით, იმ ემოციებმა, რასაც განიცდიდა თავის დროზე ბებია, ბავშვის დედაზე ორსულობის დროს, შეიძლება იმოქმედოს შვილიშვილის (გოგონას შვილის) განვითარებაზე.

ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ოჯახი ერთი მთლიანი ორგანიზმია, რომლის წევრებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან.

რომელ გენებს იღებს ბავშვი დედისგან და რომელი გენები გადაეცემა მამისგან?

თუ თქვენ ქალი ხართ და თქვენი მისამართით ფრაზას მოისმენთ - "ზედგამოჭრილი დედაშენი ხარ" - იცოდეთ, სინამდვილეში ჩვენ, განსაკუთრებით კი ქალები, მამებს ვგავართ. გარდა ამისა, არის მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც, მამის ცხოვრების წესი ბავშვის ჩასახვამდე, ბავშვის ჯანმრთელობას განსაზღვრავს მომავალში.

ყველაზე ხშირად ბავშვები მშობლისგან ცხვირს, შუბლის ფორმას, თვალის ჭრილს, ღაწვების და ნიკაპის ფორმას იღებენ მემკვიდრეობით.

ბავშვის დნმ-ში დედის გენები 50%-ს შეადგენენ, შესაბამისად, მამის გენებიც 50%-ია. თუმცა, მამაკაცური გენები უფრო აგრესიულია და თავსაც უფრო ხშირად ამჟღავნებენ ქალური გენებისგან განსხვავებით. ამიტომ, დედის აქტიური გენების 40%-ის საწინააღმდეგოდ მამაკაცის აქტიური გენების 60% მოდის.

გარდა ამისა, ფეხმძიმობისას ქალის სხეული ნაყოფს, როგორც უცხო სხეულს, გარკვეულწილად ასე აღიქვამს. იმისთვის, რომ ნაყოფი შეინარჩუნოს, ჩვენი სხეული იძულებულია მამაკაცური გენები "აიტანოს", ზოგჯერ თავისი გენების დაჩაგვრის ხარჯზე.

მოდი, გავარკვიოთ, რომელი გენები გადადის ბავშვზე დედისგან და რომელი მამისგან:

ბავშვის სქესი

მომავალი ბავშვის სქესი მამაზეა დამოკიდებული. დედისგან ბავშვი ყოველთვის X ქრომოსომას იღებს, მამისგან კი ან X ქრომოსომას (და გოგო იბადება), ან Y ქრომოსომას ( და ბიჭი იბადება). გარდა ამისა, თუ მამაკაცს დები ჰყავს, დიდი ალბათობით ქალიშვილები გაუჩნდება, ხოლო თუ ძმები - მაშინ ვაჟები ეყოლება.

Y ქრომოსომა ბევრად უფრო ნაკლებ გენებს შეიცავს, ვიდრე X ქრომოსომა. ამიტომ, ბიჭი ნაკვთებს მეტწილად დედისგან იღებს და მას ემსგავსება გარეგნულად, რადგან მასში დედისეული X ქრომოსომა უფრო მეტ გენს ატარებს. გოგონას რაც შეეხება, ის X ქრომოსომას ორივე მშობლისგან იღებს, ამიტომ, წინასწარ თქმა, თუ რომელ მშობელს დაემსგავსება, რთულია.

კბილების მდგომარეობა

თუ მამა სტომატოლოგიური კლინიკების ხშირი სტუმარია, დიდი ალბათობით, ბავშვიც ხშირად ივლის დანტისტთან. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კბილების ზომა, ფორმა და თავისებურებები ორივე მშობლისგან შეიძლება მიიღოს ბავშვმა, დომინანტური გენის მატარებლად სწორედ მამა გვევლინება.

ინტელექტი

გენები, რომლებიც ინტელექტს განსაზღვრავენ, X ქრომოსომაშია. ამიტომ, ვაჟებს ინტელექტი სწორედ დედისგან გადაეცემათ. გოგონები კი მენტალურ შესაძლებლობებს ორივე მშობლისგან იღებენ. თუმცა, დედის ინტელექტის მხოლოდ 40% გადადის მემკვიდრეობით, დანარჩენი აღზრდის შედეგად ვითარდება.

ქალებს X ქრომოსომა 2 აქვთ (XX), კაცებს ერთი(XY), ამიტომ ქალებს ინტელექტზე პასუხისმგებელი გენები უფრო გააქტიურებული აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. მამა-გენიოსს კი თავისი მაღალი IQ შეუძლია გადასცეს გოგონას, მაგრამ არა ვაჟს. გოგონას (XX) ქრომოსომა აქვს, 1 დედის და 1 მამის, ვაჟს კი (XY), სადაც X დედიგან აქვს, ამიტომ ვაჟები ამ უნარს დედას უნდა უმადლოდნენ.

საშუალოდ, ბიჭების IQ დედის მაჩვენებლისგან 15 პუნქტით განსხვავდება.

მკვლევარება გერმანიის ულმის უნივერსიტეტიდან დაადგინეს, რომ გენეტიკა ინტელექტის განვითარების ერთადერთი მიზეზი არაა, მასზე სხვა ფაქტორებიც მოქმედებს.

ბავშვები, რომლებიც პატარა ასაკში (2 წლამდე) დედასთან ერთად თამაშობენ, იზრდებიან უფრო ჭკვიანები, ვიდრე სხვა მათი თანატოლები.

მეორე ფაქტორი ეს სიყვარულია, თუ 13 წლამდე ბავშვს ოჯახში საკმარისი სიყვარული ჰქონდა, მათი ინტელექტი 10%-ით უფრო უკეთესია, ვიდრე მათი თანატოლების, ვინც ემოციურად შორს იყო მშობლებისგან.

მიდრეკილება ფსიქიური ავადმყოფობისკენ

ასაკთან ერთად მამაკაცის სპერმის ხარისხი უარესდება. ამის გამო, ხანდაზმულ ასაკში ბავშვის გაჩენამ შესაძლოა მისთვის მუტირებული გენების გადაცემა გამოიწვიოს, რაც ფსიქიკური დაავადებების, აუტიზმის, ბიპოლარული აშლილობის და ჰიპერაქტიურობის გამომწვევი მიზეზი ხდება. ასევე ბავშვებს, რომელთა მამებიც ჩასახვის დროს 45 და მეტი წლის იყვნენ, სუიციდისკენ მიდრეკილება და სირთულეები აღენიშნებათ სწავლაში.

თუ მამაკაცს გულის იშემიური დაავადება აწუხებს, ამ დაავადებისადმი მიდრეკილებას ნებისმიერ ასაკში გადასცემს თავის ვაჟებს. ხოლო მამაკაცები, რომლებიც უნაყაფობაზე მკურნალობდნენ და რომელთა ვაჟებიც ხელოვნური განაყოფიერების გზით დაიბადნენ, ასევე გადასცემენ ვაჟიშვილებს ამ დაავადებისადმი მიდრეკილებას.

მიდრეკილება ჰემოფილიისა და აუტიზმისადმი

ჰემოფილიით იტანჯებოდა რუსეთის ბოლო იმპერატორის ვაჟი - ალექსანდრე. მარცხნივ ფოტოზე მისი დიდი ბებიაა, ინგლისის დედოფალი ვიქტორია, რომელიც ჰემოფილიის გენის მატარებელი იყო და ის თავის შთამომავლობასაც გადასცა.

არის დაავადება, რომლის მატარებელიც ქალია, მაგრამ ეს გენი მხოლოდ ვაჟებს გადაეცემათ. ეს მაშინ ხდება, როცა ქალი დეფექტური X ქრომოსომის მატარებელია და მას ვაჟს გადასცემს. ქალისგან განსხვავებით, კაცს მხოლოდ ერთი X ქრომოსომა აქვს, ამიტომ მუტირებული გენის კომპენსირებას ვერაფრით ახდენს. დაავადებებს, რომლებიც დედისგან გადადის, მიეკუთვნება: ჰემოფილია, და მიოდისტროფია. აუტიზმი მეტნაკლებად მაშინაა გამოხატული, როცა დედისგან ვაჟზე გადადის.

სიმსუქნისადმი მიდრეკილება

სიმსუქნისადმი მიდრეკილება, ან პირიქით, კარგი ტანადობა, მემკვიდრეობით გადადის. ზოგიერთ ადამიანში წონა და წელის სიგანე 25%-ით განპირობებულია გენეტიკურად, დანარჩენ შემთხვევებში ეს მაჩვენებელი 40%-ია, ხოლო იმ ადამიანებში, რომლებიც სიმსუქნით იტანჯებიან, ეს მაჩვენებელი 80%-ს აღწევს და ამ დროს წონაში დაკლება ძალიან რთულია. თუმცა, გონივრულად ვარჯიში და კვება შედეგს ყოველთვის იძლევა.

სიგამხდრისკენ ან სიმსუქნისკენ მიდრეკილება ორივე მშობლისგან ერთნაირად გადადის. ამასთან, ტანადობისკენ მიდრეკილება უფრო ნაკლები ხარისხით გადაეცემა, ვიდრე სიმსუქნისადმი მიდრეკილება.

თუმცა, დაბადების მომენტში ბავშვის წონაზე მხოლოდ დედაა პასუხისმგებელი. თუ დედა გამხდარია, რა მსუქანიც არ უნდა იყოს მამა, ბავშვი მსუქანი არ იბადება და პირიქით, როცა დედა სიმსუქნით იტანჯება, ბავშვი შესაძლოა “სათადარიგო კილოგრამებით" დაიბადოს.

სიმაღლე

ბავშვის სიმაღლეს უმეტესწილად მამა განსაზღვრავს. მაღალი მამაკაცის შვილებიც სიმაღლით გამოირჩევიან. საერთო ჯამში, ბავშვი სიმაღლის 60-80% მამის ან დედის გენებითაა განპირობებული, დანარჩენი კვებაზე, ცხოვრების წესსა და ჯანმრთელობაზე მოდის.

არსებობს ორი ფორმულა ბავშვის სიმაღლის გამოსათვლელად:

1) თუ ბიჭი გყავთ, დედის სიმაღლეს დაუმატეთ მამის სიმაღლე და დაუმატეთ კიდევ 13 სმ. გაყავით მიღებული სიმაღლე 2-ზე და მიიღებთ სავარაუდო შედეგს.

თუ გოგო გყავთ, შეკრიბეთ მშობლების სიმაღლე, გამოაკელით 13 და გაყავით 2-ზე.

2) ჩაიწერეთ გოგონას სიმაღლე 18 თვის ასაკში, ბიჭისა კი 2 წლის ასაკში და და გამრავლეთ 2-ზე. მიღებული შედეგი იქნება ბავშვის სავარაუდო სიმაღლე ზრდასრულ ასაკში.

თვალის ფერი

თვალების ყავისფერი შეფერილობა დომინანტური ფერია. ამიტომ, თუ მშობლებიდან ერთს ყავისფერი თვალები აქვს, მეორეს კი ღია შეფერილობის, დიდი ალბათობით ბავშვსაც ყავისფერი თვალები ექნება. შანსი, რომ ბავშვს ღია ფერის თვალები ექნება, იმ შემთხვევაშია, როცა ყავისფერი თვალების მქონე მშობელს რეცესიული გენი აქვს. იმავდროულად, არაა გამორიცხული, რომ როცა ორივე მშობელს ცისფერი თვალები აქვს, მათი შვილს ყავისფერი თვალები ჰქონდეს.

ცისფერი და მწვანე თვალები-რეცესიული გენია, თუმცა ამ ორიდან ცისფერი უფრო დომინანტურია, ვიდრე მწვანე.

ფოსოები ლოყებზე

ფოსოები ლოყებზე - დომინანტური გენის მაჩვენებელია. თუ რომელიმე მშობელს ასეთი ფოსოები აქვს, დიდი ალბათობაა, რომ ბავშვსაც გამოყვეს.

ხვეული თმა

ბევრი დედა ოცნებობს, რომ მათი პატარა კულულებით დაიბადოს. თუმცა, თუ ერთ-ერთ მშობელს ხვეული თმა აქვს, ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ ბავშვიც ხვეული თმით დაიბადოს.

მოკლედ რომ ვთქვათ, სქემა ასეთია:

თუ ორივე მშობელი ხუჭუჭაა, ბავშვიც ხუჭუჭა იქნება.

თუ მშობლებს სწორი თმა აქვთ, ბავშვსაც სწორი თმა ექნება.

თუ ერთი მშობელი ხუჭუჭაა, მეორე კი სწორთმიანი, მაშინ მათ შვილს ტალღოვანი თმა ექნება.

თუ მშობლებს სწორი თმა აქვთ, მაგრამ რომელიმე ოჯახის წევრს ხუჭუჭა თმა აქვს, შესაძლოა ბავშვიც ხუჭუჭა თმით დაიბადოს.