მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს ლავას ოღლიზე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს
შსს ლავას ოღლიზე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი2"-სა და ლა­ვას ოღ­ლის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არის სიც­რუე, სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტი­ტუ­ტე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მცდე­ლო­ბა, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა შს სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ სპე­ცი­ა­ლურ ბრი­ფინგზე შს სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტირ­მა ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ გა­ა­კე­თა.

ბორ­ცვა­ძემ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ თურ­ქი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლა­ვას ოღლი, იგი­ვე მინ­დია გო­რა­ძე თურ­ქეთ­ში სა­ექ­სტრა­დი­ციო პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა და ის მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის სა­პა­ტიმ­რო­ში იმ­ყო­ფე­ბა.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მიმ­დი­ნა­რე წლის 18 ივ­ლისს აჭა­რა­ში “ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის ბრალ­დე­ბით 10 პირი და­ა­კა­ვა, “კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს” მინ­დია გო­რა­ძეს კი ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვით ლა­ვას ოღლი ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით იძებ­ნე­ბა. თურ­ქმა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ლა­ვას ოღლი მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, ტრაბ­ზონ­ში და­ა­კა­ვეს. მინ­დია ლა­ვას ოღლი 2018 წლის 20 ივ­ნი­სის ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით ასე­ვე ცნო­ბი­ლი იქნა დამ­ნა­შა­ვედ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პრი­მა მუხ­ლის 2 ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს კა­ნო­ნი­ერ ქურ­დო­ბას და მას და­უს­წრებ­ლად მი­ე­სა­ჯა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 12 წლის ვა­დით“, - გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლაა. “ქურ­დუ­ლი სამ­ყა­რო­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტის აღ­მო­ფხვრის მიზ­ნით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვით სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, „ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის წრე გა­ფარ­თოვ­და. კერ­ძოდ, მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რი­ლის თვი­დან, „კა­ნო­ნი­ერ ქურ­დო­ბა­სა“ და „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბას­თან“ ერ­თად, სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით დას­ჯა­დი გახ­და „ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა“, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რა“ და „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რის­თვის ან კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის­თვის მი­მარ­თვა“, - აღ­ნიშ­ნა ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

შსს ლავას ოღლიზე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

შსს ლავას ოღლიზე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

ტელეკომპანია "რუსთავი2"-სა და ლავას ოღლის უფლებადამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, სახელმწიფო ინტიტუტების დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა, - აღნიშნული განცხადება შს სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტირმა ვლადიმერ ბორცვაძემ გააკეთა.

ბორცვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქი სამართალდამცველების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ლავას ოღლი, იგივე მინდია გორაძე თურქეთში საექსტრადიციო პატიმრობაში რჩება და ის მეზობელი ქვეყნის საპატიმროში იმყოფება.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 18 ივლისს აჭარაში “ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 10 პირი დააკავა, “კანონიერ ქურდს” მინდია გორაძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ლავას ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება. თურქმა სამართალდამცველებმა ლავას ოღლი მიმდინარე წლის ოქტომბერში, ტრაბზონში დააკავეს. მინდია ლავას ოღლი 2018 წლის 20 ივნისის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ასევე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 2 ნაწილით, რაც გულისხმობს კანონიერ ქურდობას და მას დაუსწრებლად მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაა. “ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების წრე გაფართოვდა. კერძოდ, მიმდინარე წლის აპრილის თვიდან, „კანონიერ ქურდობასა“ და „ქურდული სამყაროს წევრობასთან“ ერთად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“, - აღნიშნა ვლადიმერ ბორცვაძემ.

"ლავასოღლი" ბელარუსიდან ოდესაში ჩავიდა - მას უკრაინაში არ უშვებენ, თუმცა თავად ბელარუსში დაბრუნებაზე უარს ამბობს და თვითდაზიანებით იმუქრება

"დედას სისტემატურად სცემდა... ეტყობა, მორიგი კონფლიქტის დროს გაბრაზებულზე დედამაც დანა ჩაარტყა" - ბორჯომში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ბორჯომში შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია დედა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?