მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბარიატრიული ქირურგიის სასწავლო ცენტრი ინოვას ბაზაზე
ბარიატრიული ქირურგიის სასწავლო ცენტრი ინოვას ბაზაზე

ბა­რი­ატ­რია - ტერ­მი­ნი გუ­ლის­ხმობს სიმ­სუქ­ნის მკურ­ნა­ლო­ბას. XX და XXI სა­უ­კუ­ნის გა­სა­ყარ­ზე მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორი­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ მორ­ბი­დუ­ლი სიმ­სუქ­ნე აღი­ა­რე­ბუ­ლია რო­გორც არა­ინ­ფექ­ცი­უ­რი ეტი­ო­ლო­გი­ის მსოფ­ლიო ეპი­დე­მი­ად. იგი­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით მსოფ­ლიო არ­სე­ბობს 1.7 მი­ლი­არდ ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი რო­მელ­თა 10% - მდე და­ა­ვა­დე­ბუ­ლია მორ­ბი­დუ­ლი სიმ­სუქ­ნით.

სიმ­სუქ­ნე ეს არის პო­ლი­ე­ტი­ო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს გე­ნე­ტი­კურ, ენ­დოკ­რი­ნულ, მე­ტა­ბო­ლურ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო, ქცე­ვით და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ფაქ­ტო­რებს, რო­მელ­თა ზე­გავ­ლე­ნით მი­იღ­წე­ვა მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ­ლის დრო­საც მი­ღე­ბუ­ლი ენერ­გია ჭარ­ბობს და­ხარ­ჯულ ენერ­გი­ის რა­ო­დე­ნო­ბას, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია ეწ მე­ტა­ბო­ლუ­რი სინ­დრო­მი და ხდე­ბა სხე­უ­ლის მა­სის მუდ­მი­ვი მა­ტე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად ჭარ­ბი წო­ნის კო­რექ­ცი­ის არა­ქი­რურ­გი­უ­ლი მე­თო­დე­ბი, რო­გორც წესი მო­ი­ცა­ვებ მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნა­რულ სა­მე­დი­ცი­ნო,ფსი­ქო­ლო­გი­ურ და სხვა პრო­ფი­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა კომ­პლექ­სებს, რო­მელ­თა ეფექ­ტუ­რო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია თით­ქმის ყო­ველ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ზი­რი­თად ეტი­ო­ლო­გი­ურ ფაქ­ტო­რებ­თან ბრძო­ლა­ზე. ქი­რურ­გია მო­ი­საზ­რე­ბა რო­გორც ეწ ბრძო­ლის ფრონ­ტის ბოლო ხაზი, რო­მელ­საც მი­მარ­თა­ვენ მხო­ლოდ შემ­დეგ შემ­თხვე­ვებ­ში.

რო­დე­საც სხე­უ­ლის მა­სის ინ­დექ­სი აღე­მა­ტე­ბა 40 კგ/მ2 - ს, მრა­ვალ­მხრი­ვი კომ­პლექ­სუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა უე­ფექ­ტოა ან ვერ ხერ­ხდე­ბა მი­ღე­ბუ­ლი ეფექ­ტის ხან­გრძლი­ვი დრო­ით შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა

რო­დე­საც სხე­უ­ლის მა­სის ინ­დექ­სი აღე­მა­ტე­ბა 35 კგ/მ2-ს და ამას­თა­ნა­ვე პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბა მე­ტა­ბო­ლუ­რი სინ­დრო­მით გა­მოწ­ვე­უ­ლი ისე­თი პა­თო­ლო­გი­ე­ბი რო­გო­რი­ცაა მე­ო­რე ტი­პის შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, ჰე­პა­ტოს­ტე­ა­ტო­ზი, ჰი­პერ­ტო­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, ოს­ტე­ო­პო­რო­ზი, ქრო­ნი­კუ­ლი ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბა, რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ფუნ­ქცი­ის სხვა­დას­ხვა დარ­ღვე­ვე­ბი და ა.შ.

არ­სე­ბობს ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ორი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა- რესტრიქ­ცი­უ­ლი მა­ლაბ­სორბცი­უ­ლი ასე­ვე უკვე და­ნერ­გი­ლი მსოფ­ლიო ქი­რურ­გი­ულ პრაქ­ტი­კა­ში კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ი­ცა­ვენ ორი­ვე მე­თო­დის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ნიშ­ნებს. დღეს­დღე­ო­ბით მსოფ­ლი­ო­ში პრაქ­ტი­კუ­ლად არ არის ქვე­ყა­ნა, სა­დაც არ წარ­მო­ებს ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი. სიმ­სუქ­ნის მკურ­ნა­ლო­ბის ქი­რურ­გი­უ­ლი მე­თო­დე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბა რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ასე­ვე მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გა­ნა­პი­რო­ბა მე­თო­დის უაღ­რე­სად გა­მო­ხა­ტულ­მა ეფექ­ტუ­რო­ბამ და გარ­თუ­ლე­ბე­ბის უკი­დუ­რეს­მა სიმ­ცი­რემ. ასე­თი შე­დე­გის მიღ­წე­ვის მთა­ვარ მი­ზეზს წარ­მო­ად­გენ­და და დღე­საც წარ­მო­ად­გენს სა­კი­თხი­სად­მი უაღ­რე­სად აკა­დე­მი­უ­რი, მეც­ნი­ე­რუ­ლი მიდ­გო­მა, რა­საც სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ძა­ლი­ან უწყო­ბენ ხელს. თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს სას­წავ­ლო ცენ­ტრე­ბი, რო­მელ­თაც გა­აჩ­ნი­ათ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და ასე­ვე ოპე­რა­ცი­ე­ბის ის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბელს ხდის ქი­რურგთა და ამ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე სხვა სპე­ცი­ა­ლო­ბის ექი­მებ­თა მომ­ზა­დე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის, ასე­ვე ახ­ლომ­დე­ბა­რე სა­ზღვარ­გა­რე­თის მას­შტა­ბით დღეს­დღე­ო­ბით სწო­რედ კლი­ნი­კა „ინო­ვას“ გა­აჩ­ნია ბა­რი­ატ­რი­ულ და მე­ტა­ბო­ლურ ქი­რურ­გი­ა­ში ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და პა­ცი­ენ­ტთა ბრუნ­ვა, კომ­პა­ნია ჯონ­სო­ნის ინ­ცი­ა­ტი­ვით კლი­ნი­კის ბა­ზა­ზე და­ფუძნ­და ბა­რი­ატ­რი­უ­ლი და მე­ტა­ბო­ლუ­რი ქი­რურ­გი­ის სას­წავ­ლო ცენ­ტრი „ექ­სე­ლენ­სი“, რომ­ლის მი­ზა­ნია ხელი შე­უ­წყოს ად­გი­ლობ­რივ და ასე­ვე სხვა ქვეყ­ნე­ბის ექი­მებს, პა­თო­ლო­გი­ურ ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბას­თან ბრძო­ლის ქი­რურ­გი­უ­ლი მე­თო­დე­ბის ათ­ვი­სე­ბა­სა და პრაქ­ტი­კა­ში და­ნერგვა­ში, მე­თო­დის სტან­დარ­ტი­ზა­ცი­ა­ში და, ტექ­ნი­კუ­რი და ტაქ­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ გა­იდ­ლა­ი­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნა­ში.

მსგავ­სი ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრე­ტენ­ზი­ის უფ­ლე­ბას გვაძ­ლევს შემ­დე­გი გა­რე­მო­ე­ბა­ნი:

კლი­ნი­კა „ინო­ვას“ სა­მე­დი­ცი­ნო გუნდს 2016 წლი­დან შე­მო­უ­ერ­თდა ექიმ­თა გუნ­დი ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, რო­მელ­საც 2011 წლი­დან დღემ­დე მო­ყო­ლე­ბუ­ლი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს 800-ზე მეტი ბა­რი­ატ­რი­უ­ლი და მე­ტა­ბო­ლუ­რი ტი­პის ოპე­რა­ცია, და ამ ეტაპ­ზე კლი­ნი­კის ბა­რი­ატ­რი­უ­ლი დატ­ვირ­თვა წარ­მო­ად­გენს სა­შუ­ა­ლოდ თვე­ში 35 პა­ცი­ენტს.

კლი­ნი­კა „ინო­ვას­თან“ მჭიდ­როდ თა­ნამ­შრობ­ლობს ჩემი და ჩემი კო­ლე­გე­ბის მიერ 2014 წელს და­არ­სე­ბუ­ლი ამ­ბუ­ლა­ტო­რუ­ლი პო­ლიპრო­ფი­ლუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა „და­ვით აბუ­ლა­ძის ქარ­თულ-იტა­ლი­უ­რი კლი­ნი­კა“, რომ­ლის ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს პა­თო­ლო­გი­უ­რი ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა ოპე­რა­ცი­ი­სათ­ვის და ოპე­რა­ცი­ის­შემ­დგო­მი მო­ნი­ტო­რინ­გი და მარ­თვა. ამი­სათ­ვის კლი­ნი­კა­ში მოღ­ვა­წე­ობს მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დი ფსი­ქო­ლო­გის, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გის, თე­რა­პევ­ტის, კარ­დი­ო­ლო­გის და სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტთა შე­მად­გენ­ლო­ბით, რო­მელ­თა მიერ პა­ცი­ენ­ტთა მარ­თვა ხდე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის მი­ხე­ვით. კლი­ნი­კას ასე­ვე გა­აჩ­ნია მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია, რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი და ფუნ­ქცი­უ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კის ყვე­ლა ის სა­შუ­ლე­ბა, რაც აუ­ცი­ლებ­ლია მსგავ­სი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ლე­ბი­სათ­ვის.

კლი­ნი­კა „ინო­ვა­ში“ სტან­დარ­ტი­ზი­რე­ბუ­ლია პა­ცი­ენ­ტთა რო­გორც ად­რე­უ­ლი წი­ნა­სა­ო­პე­რა­ციო, ასე­ვე უშუ­ა­ლო პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი მარ­თვა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში.

კლი­ნი­კა „ინო­ვას“ გა­აჩ­ნია სრუ­ლი მა­ტე­რი­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბაზა რათა აწარ­მო­ოს რო­გორც ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი ასე­ვე წარ­მო­ა­ტე­ბით გა­უმკლავ­დეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლის მქო­ნე შემ­თხვე­ვებს.

კლი­ნი­კა „ინო­ვას“ ასე­ვე გა­აჩ­ნია სრუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა რათა აწარ­მო­ო­ოს თა­ნა­მედ­რო­ვე დო­ნის სას­წავ­ლო პრო­ცე­სი - ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის, სე­მინ­რე­ბის და სამ­კურ­ნა­ლო პრო­ცე­სის ცო­ცხლად დე­მონ­სტრი­რე­ბი­სათ­ვის.

კლი­ნი­კა“ ინო­ვა­ში“ ჩვე­ნი ქი­რურ­გი­უ­ლი გუნ­დის მიერ ოპე­რა­ცი­ე­ბი წარ­მო­ებს სტან­დარ­ტი­ზი­რე­ბუ­ლი და რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა­დი მიდ­გო­მე­ბით, რაც სა­შუ­ლე­ბას იძ­ლე­ვა მე­თო­დი ად­ვი­ლად იქ­ნას კო­პი­რე­ბუ­ლი სხვა ქი­რურ­გი­ულ გუნდში.

სა­წყის ეტაპ­ზე და­გე­გე­მი­ლია სა­ინ­ფორ­მა­ციო-პრაქ­ტი­კუ­ლი სე­მი­ნა­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა რე­გუ­ლა­რულ ბა­ზის­ზე, რო­მელ­შიც გარ­და თე­ო­რი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თის ლექ­ცი­ე­ბი­სა, მსმე­ნე­ლებს სა­შუ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ უშუ­ა­ლოდ მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სამ­კურ­ნა­ლო პრო­ცეს­ში თა­ვი­ან­თი სპე­ცი­ა­ლო­ბის და ლი­ცენ­ზი­ის პი­რო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. სე­მი­ნა­რის ხანგძლი­ვო­ბა წარ­მო­ად­გენს სამ დღეს და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მსმე­ნე­ლე­ბი და­ეს­წრე­ბი­ან ლექ­ცი­ებს, ქი­რურ­გე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ოპე­რა­ცი­ებ­ში რო­გორც ობ­ზერ­ვე­რის, ასე­ვე არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ასის­ტენ­ტის სტა­ტუ­სით. თი­თე­ულ სე­მი­ნარ­ზე ქი­რურ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია 5 ქი­რურ­გამ­დე. სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტთა რა­ო­დე­ნო­ბა არ არის შე­ზღუ­დუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე სე­მი­ნა­რი არ წარ­მო­ად­გენს ერთჯე­რად აქ­ცი­ას და იგე­გე­მე­ბა სე­მი­ნა­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა ყო­ველ ორ თვეშ ერთხელ, ხოლო მო­თხოვ­ნის შემ­თვე­ვა­ში მი­ე­ცე­მა პერ­მა­ნენ­ტუ­ლი სახე. ასე­ვე სა­მო­მავ­ლოდ და­გე­გე­მი­ლია აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო რა­მო­დე­ნი­მე თვი­ა­ნი კურ­სის შე­მუ­შა­ვე­ბა ქი­რურ­გე­ბი­სა და ანეს­თე­ზი­ოლ­გე­ბი­სათ­ვის.

ლექ­ცი­ე­ბის თე­მა­ტი­კა შე­ე­ხე­ბა ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ქი­რურ­გი­ის ის­ტო­რი­ა­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა­ში მის როლს, ბა­რი­ატ­რი­უ­ლი და მე­ტა­ბო­ლუ­რი ქი­რურ­გი­ის დღე­ი­სათ­ვის არ­სე­ბულ და აპ­რო­ბი­რე­ბულ მე­თო­დებს, ახლო მო­მავ­ლის პრო­ექ­ტებს და ე.წ. „ექ­სპე­რი­მენ­ტულ“ ფა­ზა­ში მყოფ ოპე­რა­ცი­ებს. ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი­უ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კი­თხებს. ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა­თან ბრძო­ლის ქი­რურ­გი­უ­ლი მე­თო­დე­ბის ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ურ ას­პექ­ტებს. შე­სა­ბა­მი­სად, კურ­სი ძი­რი­თა­დად გან­კუთ­ვნი­ლია ქი­რურ­გე­ბის­თვის, ანესთზე­ი­ო­ლო­გე­ბის­თვის და ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გე­ბი­სათ­ვის, თუმ­ცა მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლით ასე­ვე მოქ­მე­დი ლი­ცენ­ზი­ის მქო­ნე სხვა სპე­ცი­ა­ლო­ბის ექი­მებ­საც. და­ვით აბუ­ლა­ძე­მე­დი­ცი­ნის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი,ზო­გა­დი ქი­რურ­გი

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ბარიატრიული ქირურგიის სასწავლო ცენტრი ინოვას ბაზაზე

ბარიატრიული ქირურგიის სასწავლო ცენტრი ინოვას ბაზაზე

ბარიატრია - ტერმინი გულისხმობს სიმსუქნის მკურნალობას. XX და XXI საუკუნის გასაყარზე მსოფლიო ჯანდაცვის ორიგანიზაციის მიერ მორბიდული სიმსუქნე აღიარებულია როგორც არაინფექციური ეტიოლოგიის მსოფლიო ეპიდემიად. იგივე ორგანიზაციის დღევანდელი მონაცემებით მსოფლიო არსებობს 1.7 მილიარდ ჭარბწონიანი ადამიანი რომელთა 10% - მდე დაავადებულია მორბიდული სიმსუქნით.

სიმსუქნე ეს არის პოლიეტიოლოგიური დაავადება, რომელიც მოიცავს გენეტიკურ, ენდოკრინულ, მეტაბოლურ საყოფაცხოვრებო, ქცევით და ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, რომელთა ზეგავლენით მიიღწევა მდგომარეობა, რომლის დროსაც მიღებული ენერგია ჭარბობს დახარჯულ ენერგიის რაოდენობას, ჩამოყალიბებულია ეწ მეტაბოლური სინდრომი და ხდება სხეულის მასის მუდმივი მატება, შესაბამისად ჭარბი წონის კორექციის არაქირურგიული მეთოდები, როგორც წესი მოიცავებ მულტიდისციპლინარულ სამედიცინო,ფსიქოლოგიურ და სხვა პროფილის ღონისძიებათა კომპლექსებს, რომელთა ეფექტურობა დამოკიდებულია თითქმის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზირითად ეტიოლოგიურ ფაქტორებთან ბრძოლაზე. ქირურგია მოისაზრება როგორც ეწ ბრძოლის ფრონტის ბოლო ხაზი, რომელსაც მიმართავენ მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში.

როდესაც სხეულის მასის ინდექსი აღემატება 40 კგ/მ2 - ს, მრავალმხრივი კომპლექსური მკურნალობა უეფექტოა ან ვერ ხერხდება მიღებული ეფექტის ხანგრძლივი დროით შენარჩუნება

როდესაც სხეულის მასის ინდექსი აღემატება 35 კგ/მ2-ს და ამასთანავე პაციენტს აღენიშნება მეტაბოლური სინდრომით გამოწვეული ისეთი პათოლოგიები როგორიცაა მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი, ჰეპატოსტეატოზი, ჰიპერტონული დაავადება, ოსტეოპოროზი, ქრონიკული ვენური უკმარისობა, რეპროდუქციული ფუნქციის სხვადასხვა დარღვევები და ა.შ.

არსებობს ქირურგიული მკურნალობის ორი ძირითადი მიმართულება- რესტრიქციული მალაბსორბციული ასევე უკვე დანერგილი მსოფლიო ქირურგიულ პრაქტიკაში კომბინირებული ოპერაციები, რომლებიც მოიცავენ ორივე მეთოდისთვის დამახასიათებელ ნიშნებს. დღესდღეობით მსოფლიოში პრაქტიკულად არ არის ქვეყანა, სადაც არ წარმოებს ბარიატრიული ოპერაციები. სიმსუქნის მკურნალობის ქირურგიული მეთოდების პოპულარობა როგორც სამედიცინო საზოგადოებაში, ასევე მოსახლეობაში განაპირობა მეთოდის უაღრესად გამოხატულმა ეფექტურობამ და გართულებების უკიდურესმა სიმცირემ. ასეთი შედეგის მიღწევის მთავარ მიზეზს წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს საკითხისადმი უაღრესად აკადემიური, მეცნიერული მიდგომა, რასაც სამედიცინო აპარატურის და ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიები ძალიან უწყობენ ხელს. თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს სასწავლო ცენტრები, რომელთაც გააჩნიათ ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება და ასევე ოპერაციების ის რაოდენობა, რომელიც შესაძლებელს ხდის ქირურგთა და ამ სფეროში მოღვაწე სხვა სპეციალობის ექიმებთა მომზადების უზრუნველყოფას. გამომდინარე იქედან, რომ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე ახლომდებარე საზღვარგარეთის მასშტაბით დღესდღეობით სწორედ კლინიკა „ინოვას“ გააჩნია ბარიატრიულ და მეტაბოლურ ქირურგიაში ყველაზე დიდი გამოცდილება და პაციენტთა ბრუნვა, კომპანია ჯონსონის ინციატივით კლინიკის ბაზაზე დაფუძნდა ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის სასწავლო ცენტრი „ექსელენსი“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ და ასევე სხვა ქვეყნების ექიმებს, პათოლოგიურ ჭარბწონიანობასთან ბრძოლის ქირურგიული მეთოდების ათვისებასა და პრაქტიკაში დანერგვაში, მეთოდის სტანდარტიზაციაში და, ტექნიკური და ტაქტიკური საკითხების მსოფლიოში არსებულ გაიდლაინებთან შესაბამისობაში მოყვანაში.

მსგავსი ამბიციური პროექტის განხორციელების პრეტენზიის უფლებას გვაძლევს შემდეგი გარემოებანი:

კლინიკა „ინოვას“ სამედიცინო გუნდს 2016 წლიდან შემოუერთდა ექიმთა გუნდი ჩემი ხელმძღვანელობით, რომელსაც 2011 წლიდან დღემდე მოყოლებული შესრულებული აქვს 800-ზე მეტი ბარიატრიული და მეტაბოლური ტიპის ოპერაცია, და ამ ეტაპზე კლინიკის ბარიატრიული დატვირთვა წარმოადგენს საშუალოდ თვეში 35 პაციენტს.

კლინიკა „ინოვასთან“ მჭიდროდ თანამშრობლობს ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ 2014 წელს დაარსებული ამბულატორული პოლიპროფილური დაწესებულება „დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა“, რომლის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს პათოლოგიური ჭარბწონიანობის მქონე პაციენტების მომზადება ოპერაციისათვის და ოპერაციისშემდგომი მონიტორინგი და მართვა. ამისათვის კლინიკაში მოღვაწეობს მულტიდისციპლინური გუნდი ფსიქოლოგის, ენდოკრინოლოგის, თერაპევტის, კარდიოლოგის და სხვა სპეციალისტთა შემადგენლობით, რომელთა მიერ პაციენტთა მართვა ხდება საერთაშორისოდ აღიარებული გაიდლაინების მიხევით. კლინიკას ასევე გააჩნია მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია, რადიოლოგიური და ფუნქციური დიაგნოსტიკის ყველა ის საშულება, რაც აუცილებლია მსგავსი საქმიანობის განხორცილებისათვის.

კლინიკა „ინოვაში“ სტანდარტიზირებულია პაციენტთა როგორც ადრეული წინასაოპერაციო, ასევე უშუალო პოსტოპერაციული სტაციონარული მართვა საერთაშორისო გაიდლაინების სრულ შესაბამისობაში.

კლინიკა „ინოვას“ გააჩნია სრული მატერილურ-ტექნიკური ბაზა რათა აწარმოოს როგორც ბარიატრიული ოპერაციები ასევე წარმოატებით გაუმკლავდეს განსაკუთრებული სირთულის მქონე შემთხვევებს.

კლინიკა „ინოვას“ ასევე გააჩნია სრული ტექნიკური აღჭურვილობა რათა აწარმოოოს თანამედროვე დონის სასწავლო პროცესი - ინტერაქტიული კონფერენციების, სემინრების და სამკურნალო პროცესის ცოცხლად დემონსტრირებისათვის.

კლინიკა“ ინოვაში“ ჩვენი ქირურგიული გუნდის მიერ ოპერაციები წარმოებს სტანდარტიზირებული და რეპროდუცირებადი მიდგომებით, რაც საშულებას იძლევა მეთოდი ადვილად იქნას კოპირებული სხვა ქირურგიულ გუნდში.

საწყის ეტაპზე დაგეგემილია საინფორმაციო-პრაქტიკული სემინარების ჩატარება რეგულარულ ბაზისზე, რომელშიც გარდა თეორიული ინფორმაციული ხასიათის ლექციებისა, მსმენელებს საშულება ექნებათ უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა სამკურნალო პროცესში თავიანთი სპეციალობის და ლიცენზიის პირობების შესაბამისად. სემინარის ხანგძლივობა წარმოადგენს სამ დღეს და ამ დროის განმავლობაში მსმენელები დაესწრებიან ლექციებს, ქირურგები მონაწილეობას მიიღებენ ოპერაციებში როგორც ობზერვერის, ასევე არსებული პრაქტიკული ქირურგიული გამოცდილებიდან გამომდინარე ასისტენტის სტატუსით. თითეულ სემინარზე ქირურთა რაოდენობა შეზღუდულია 5 ქირურგამდე. სხვა სპეციალისტთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. აქედან გამომდინარე სემინარი არ წარმოადგენს ერთჯერად აქციას და იგეგემება სემინარის ორგანიზება ყოველ ორ თვეშ ერთხელ, ხოლო მოთხოვნის შემთვევაში მიეცემა პერმანენტული სახე. ასევე სამომავლოდ დაგეგემილია აკრედიტებული საკვალიფიკაციო რამოდენიმე თვიანი კურსის შემუშავება ქირურგებისა და ანესთეზიოლგებისათვის.

ლექციების თემატიკა შეეხება ბარიატრიული ქირურგიის ისტორიასა და თანამედროვე მედიცინაში მის როლს, ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის დღეისათვის არსებულ და აპრობირებულ მეთოდებს, ახლო მომავლის პროექტებს და ე.წ. „ექსპერიმენტულ“ ფაზაში მყოფ ოპერაციებს. ანესთეზიოლოგიური უზრუნველყოფის საკითხებს. ჭარბწონიანობათან ბრძოლის ქირურგიული მეთოდების ენდოკრინოლოგიურ ასპექტებს. შესაბამისად, კურსი ძირითადად განკუთვნილია ქირურგებისთვის, ანესთზეიოლოგებისთვის და ენდოკრინოლოგებისათვის, თუმცა მასში მონაწილეობის მიღება შეუძლით ასევე მოქმედი ლიცენზიის მქონე სხვა სპეციალობის ექიმებსაც. დავით აბულაძემედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი,ზოგადი ქირურგი

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის