კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ მდიდრდება ლარის კურსით?! - ფინანსისტების შეფასებები
ვინ მდიდრდება ლარის კურსით?! - ფინანსისტების შეფასებები

რა­ტომ "ხტუ­ნა­ობს" ლარი: ბან­კი­რე­ბის შუ­რის­ძი­ე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი რყე­ვე­ბი თუ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის 90-იანი წლე­ბის მე­თო­დე­ბი

ბოლო ერთ კვი­რა­ში ლა­რის კურ­სმა ორი მკვეთ­რი ნახ­ტო­მი გა­ა­კე­თა - ჯერ გა­უ­ფა­სუ­რე­ბის­კენ და 4 დღე­ში 1 დო­ლა­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2,72-დან 2,76 ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და, შემ­დეგ კი გამ­ყა­რე­ბის­კენ, როცა გაც­ვლი­თი კურ­სი 2,75-დან 1 დღე­ში ჩა­მო­ვი­და 2,71-მდე. ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის ასე­თი რყე­ვე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბის სა­გა­ნიც გახ­და - ოპო­ზი­ცი­ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უუ­ნა­რო­ბას, ამ უკა­ნას­კნელ­მა კი ოპო­ზი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბებს და­აბ­რა­ლა. ის ხალ­ხი კი, ვი­საც ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი დო­ლარ­ში აქვს, ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბით მი­ყე­ნე­ბულ ზა­რალს ით­ვლი­და და ში­შით შეჰ­ყუ­რებ­და რე­კორ­დულ ნიშ­ნულს მიღ­წე­ულ საწ­ვა­ვის ფა­სებს, რაც, რო­გორც წესი, თით­ქმის ყვე­ლა პრო­დუქ­ტი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის გაძ­ვი­რე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა ხოლ­მე...

ლარი და პო­ლი­ტი­კა

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ლა­რის კურ­სის ვარ­დნას ოპო­ნენ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბებს უკავ­ში­რებს. "დღეს ლარი რა ნიშ­ნულ­ზეც არის, ამის­თვის არა­ნა­ი­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი აჟი­ო­ტა­ჟი, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლია იმ ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნი­ით, რო­მელ­საც მეტ­წი­ლად ოპო­ზი­ცია წარ­მარ­თავს. ოდ­ნავ ვი­საც ეს­მის ეკო­ნო­მი­კა და შერ­ჩე­ნია ნა­მუ­სი, იცის, რომ ლა­რის კურ­სის ვარ­დნა არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არ არის არც მთავ­რო­ბი­სა და არც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის (სებ) ნა­ბი­ჯებ­თან. ლარი ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში გამ­ყარ­დე­ბა და გა­ცი­ლე­ბით მალე. მთა­ვა­რია, რამ­დე­ნად რე­ზის­ტენ­ტუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბა ამ ტყუ­ი­ლე­ბის მი­მართ. რამ­დე­ნა­დაც რე­ზის­ტენ­ტუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით ამ სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი­სა და ტყუ­ი­ლე­ბის მი­მართ, ზუს­ტად იმ­დე­ნად მყა­რად იქ­ნე­ბა ლარი", - ამ­ბობს ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

ირაკ­ლი ბერ­ძე­ნა­ძე, ფი­ნან­სის­ტი: "არ ვი­ზი­ა­რებ ვერ­სი­ას, რომ ლა­რის რყე­ვა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი მოქ­მე­დებს და ეს არის მისი გა­უ­ფა­სუ­რე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი. სა­ქარ­თვე­ლო არ არის აშშ, სა­დაც სა­ფი­ნან­სო ბა­ზა­რი მა­ღალ დო­ნე­ზეა და მყი­სი­ე­რად რე­ა­გი­რებს მკვეთრ პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებ­ზე. ახლა ხში­რად ახ­სე­ნე­ბენ 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს, და­ძა­ბულ ში­და­პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბას, ლარი კი 7 ნო­ემ­ბრამ­დე და მას შემ­დე­გაც 1,62-იან ნიშ­ნულ­თან რჩე­ბო­და. აგ­ვის­ტოს ომის დრო­საც კი ლარი დო­ლა­რის მი­მართ 1,40-1,41-იან კურსს არ გას­ცდე­ნია. სტა­ბი­ლუ­რი იყო ლარი 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის დრო­საც, არა­და, მა­შინ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, ის­მის კი­თხვა, რა სჭირს ლარს ახლა?

მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა­ზე ფუნ­და­მენ­ტუ­რი ვერ­სია, რო­მე­ლიც ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მი­ზე­ზებს შო­რის შე­საძ­ლოა და­სა­ხელ­დეს, არის ის, რომ დო­ლა­რი არ არის ეკო­ნო­მი­კა­ში. ეს შე­საძ­ლოა აიხ­სნას ქვე­ყა­ნა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­მო­დი­ნე­ბის სიმ­ცი­რით.

ლარი ახლა მაქ­სი­მა­ლუ­რად არის გაშ­ვე­ბუ­ლი მი­მოქ­ცე­ვა­ში და ნაკ­ლე­ბად არის დო­ლა­რი, ამი­ტო­მაც მი­ვი­ღეთ ძვი­რი ვა­ლუ­ტა. ეკო­ნო­მი­კას დო­ლა­რი უნდა მი­ა­წო­დოს ან ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­მა, ან ტუ­რიზ­მმა, ახლა კი აქ­ტი­უ­რი ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნიც არ არის.

ჩვენს ქვე­ყა­ნას თურ­ქეთს ადა­რე­ბენ და ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას ლი­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­საც აბ­რა­ლე­ბენ. მათ მინ­და შე­ვახ­სე­ნო, რომ ბოლო დროს, როცა ლა­რის კურ­სი დო­ლარ­თან ასე მკვეთ­რად და­ე­ცა, ლირა დო­ლა­რის მი­მართ მყარ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, როცა დო­ლა­რი ძვირ­დე­ბა, თურ­ქეთ­ში, ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­მომ­ხმა­რებ­ლო ფა­სე­ბი არ იზ­რდე­ბა, რად­გან მათ წარ­მო­ე­ბა და ეკო­ნო­მი­კა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი აქვთ, ჩვენ­თან კი ძვირ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, საწ­ვა­ვი­თა და პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის საგ­ნე­ბით და­წყე­ბუ­ლი.

ამ­გვარ ფონ­ზე, როცა ქვე­ყა­ნა­ში დო­ლა­რის ნაკ­ლე­ბო­ბაა, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი სა­ვა­ლუ­ტო რე­ზერ­ვებ­ზე ზრუ­ნავს და მი­წო­დე­ბის ნაც­ვლად, პი­რი­ქით, ბა­ზარს დო­ლარს აც­ლის. პა­რას­კევს სებ-მა კი­დევ 10 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შე­ის­ყი­და, რაც ცუდი ნა­ბი­ჯია და ნიშ­ნავს, რომ მან მი­მოქ­ცე­ვა­ში კი­დევ 27 მი­ლი­ო­ნი ლარი გა­უშ­ვა. გა­სა­გე­ბია, რომ სებ-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სთხო­ვენ, რომ სა­ვა­ლუ­ტო რე­ზერ­ვე­ბი გან­სა­ზღვრულ ნიშ­ნულ­ზე ჰქონ­დეს და შე­ივ­სოს ის 59 მი­ლი­ო­ნი, რო­მე­ლიც რე­ზერ­ვე­ბი­დან წლე­ულს გა­ხარ­ჯა, მაგ­რამ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ფუნ­ქცია მხო­ლოდ რე­ზერ­ვებ­ზე ზრუნ­ვა ხომ არ არის? ამ უწყე­ბას არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებს, რაც ვა­ლუ­ტის კურსს უკავ­შირ­დე­ბა. მას აქვს ერ­თა­დერ­თი არ­გუ­მენ­ტი, რომ ინფლა­ცია მიზ­ნობ­რივ ნიშ­ნულ­ზე უჭი­რავს, რაც არას­წო­რია, რად­გან ინფლა­ცი­ას 90-იანი წლე­ბის დრო­ინ­დე­ლი მე­თო­დე­ბით იჭერს, რაც დღეს აღარ მუ­შა­ობს. სებ-ი არა­ფერს ამ­ბობს იმის შე­სა­ხებ, რომ ინფლა­ცი­ა­სა და სა­ვა­ლუ­ტო კურსს შო­რის კავ­ში­რი დი­დია. ჩვენ ვართ იმ­პორ­ტი­ო­რი ქვე­ყა­ნა და უკვე დღეს ბა­ზარ­ზე სა­მომ­ხმა­რებ­ლო ფა­სე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 7%-ით არის გაზ­რდი­ლი. რა­ტომ არ აი­სა­ხა ეს მო­ნა­ცე­მი ოფი­ცი­ა­ლურ ინფლა­ცი­ა­ში? თუ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ამის შემ­დე­გაც იტყვის, რომ სა­მომ­ხმა­რებ­ლო ფა­სებ­ზე ლა­რის კურ­სის ცვლი­ლე­ბა არ აი­სა­ხა, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ეს არის სო­ცი­ა­ლიზ­მში ჩარ­ჩე­ნი­ლი უწყე­ბა". წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ვინ მდიდრდება ლარის კურსით?! - ფინანსისტების შეფასებები

ვინ მდიდრდება ლარის კურსით?! - ფინანსისტების შეფასებები

რატომ "ხტუნაობს" ლარი: ბანკირების შურისძიება, პოლიტიკური რყევები თუ ეროვნული ბანკის 90-იანი წლების მეთოდები

ბოლო ერთ კვირაში ლარის კურსმა ორი მკვეთრი ნახტომი გააკეთა - ჯერ გაუფასურებისკენ და 4 დღეში 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,72-დან 2,76 ლარამდე გაიზარდა, შემდეგ კი გამყარებისკენ, როცა გაცვლითი კურსი 2,75-დან 1 დღეში ჩამოვიდა 2,71-მდე. ეროვნული ვალუტის ასეთი რყევები პოლიტიკური ურთიერთბრალდებების საგანიც გახდა - ოპოზიციამ ხელისუფლების უუნარობას, ამ უკანასკნელმა კი ოპოზიციის განცხადებებს დააბრალა. ის ხალხი კი, ვისაც ვალდებულებები დოლარში აქვს, ლარის გაუფასურებით მიყენებულ ზარალს ითვლიდა და შიშით შეჰყურებდა რეკორდულ ნიშნულს მიღწეულ საწვავის ფასებს, რაც, როგორც წესი, თითქმის ყველა პროდუქტისა და მომსახურების გაძვირების მიზეზი ხდება ხოლმე...

ლარი და პოლიტიკა

ფინანსთა მინისტრი ლარის კურსის ვარდნას ოპონენტების განცხადებებს უკავშირებს. "დღეს ლარი რა ნიშნულზეც არის, ამისთვის არანაირი ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი აჟიოტაჟი, რომელიც გამოწვეულია იმ ბინძური კამპანიით, რომელსაც მეტწილად ოპოზიცია წარმართავს. ოდნავ ვისაც ესმის ეკონომიკა და შერჩენია ნამუსი, იცის, რომ ლარის კურსის ვარდნა არანაირ კავშირში არ არის არც მთავრობისა და არც საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ნაბიჯებთან. ლარი ნებისმიერ შემთხვევაში გამყარდება და გაცილებით მალე. მთავარია, რამდენად რეზისტენტულია მოსახლეობა ამ ტყუილების მიმართ. რამდენადაც რეზისტენტულები ვიქნებით ამ სპეკულაციებისა და ტყუილების მიმართ, ზუსტად იმდენად მყარად იქნება ლარი", - ამბობს ივანე მაჭავარიანი.

ირაკლი ბერძენაძე, ფინანსისტი: "არ ვიზიარებ ვერსიას, რომ ლარის რყევაზე პოლიტიკური ფაქტორები მოქმედებს და ეს არის მისი გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. საქართველო არ არის აშშ, სადაც საფინანსო ბაზარი მაღალ დონეზეა და მყისიერად რეაგირებს მკვეთრ პოლიტიკურ განცხადებებზე. ახლა ხშირად ახსენებენ 2007 წლის 7 ნოემბერს, დაძაბულ შიდაპოლიტიკურ ვითარებას, ლარი კი 7 ნოემბრამდე და მას შემდეგაც 1,62-იან ნიშნულთან რჩებოდა. აგვისტოს ომის დროსაც კი ლარი დოლარის მიმართ 1,40-1,41-იან კურსს არ გასცდენია. სტაბილური იყო ლარი 2012 წლის არჩევნების დროსაც, არადა, მაშინ ხელისუფლება შეიცვალა. შესაბამისად, ისმის კითხვა, რა სჭირს ლარს ახლა?

მიმაჩნია, რომ ყველაზე ფუნდამენტური ვერსია, რომელიც ლარის გაუფასურების მიზეზებს შორის შესაძლოა დასახელდეს, არის ის, რომ დოლარი არ არის ეკონომიკაში. ეს შესაძლოა აიხსნას ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინების სიმცირით.

ლარი ახლა მაქსიმალურად არის გაშვებული მიმოქცევაში და ნაკლებად არის დოლარი, ამიტომაც მივიღეთ ძვირი ვალუტა. ეკონომიკას დოლარი უნდა მიაწოდოს ან ინვესტიციებმა, ან ტურიზმმა, ახლა კი აქტიური ტურისტული სეზონიც არ არის.

ჩვენს ქვეყანას თურქეთს ადარებენ და ლარის გაუფასურებას ლირის გაუფასურებასაც აბრალებენ. მათ მინდა შევახსენო, რომ ბოლო დროს, როცა ლარის კურსი დოლართან ასე მკვეთრად დაეცა, ლირა დოლარის მიმართ მყარდება. გარდა ამისა, როცა დოლარი ძვირდება, თურქეთში, ჩვენგან განსხვავებით, სამომხმარებლო ფასები არ იზრდება, რადგან მათ წარმოება და ეკონომიკა განვითარებული აქვთ, ჩვენთან კი ძვირდება ყველაფერი, საწვავითა და პირველადი მოხმარების საგნებით დაწყებული.

ამგვარ ფონზე, როცა ქვეყანაში დოლარის ნაკლებობაა, ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებზე ზრუნავს და მიწოდების ნაცვლად, პირიქით, ბაზარს დოლარს აცლის. პარასკევს სებ-მა კიდევ 10 მილიონი დოლარი შეისყიდა, რაც ცუდი ნაბიჯია და ნიშნავს, რომ მან მიმოქცევაში კიდევ 27 მილიონი ლარი გაუშვა. გასაგებია, რომ სებ-ს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები სთხოვენ, რომ სავალუტო რეზერვები განსაზღვრულ ნიშნულზე ჰქონდეს და შეივსოს ის 59 მილიონი, რომელიც რეზერვებიდან წლეულს გახარჯა, მაგრამ ეროვნული ბანკის ფუნქცია მხოლოდ რეზერვებზე ზრუნვა ხომ არ არის? ამ უწყებას არაფერი აინტერესებს, რაც ვალუტის კურსს უკავშირდება. მას აქვს ერთადერთი არგუმენტი, რომ ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულზე უჭირავს, რაც არასწორია, რადგან ინფლაციას 90-იანი წლების დროინდელი მეთოდებით იჭერს, რაც დღეს აღარ მუშაობს. სებ-ი არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ ინფლაციასა და სავალუტო კურსს შორის კავშირი დიდია. ჩვენ ვართ იმპორტიორი ქვეყანა და უკვე დღეს ბაზარზე სამომხმარებლო ფასები დაახლოებით 7%-ით არის გაზრდილი. რატომ არ აისახა ეს მონაცემი ოფიციალურ ინფლაციაში? თუ ეროვნული ბანკი ამის შემდეგაც იტყვის, რომ სამომხმარებლო ფასებზე ლარის კურსის ცვლილება არ აისახა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის სოციალიზმში ჩარჩენილი უწყება". წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო