კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსი ტურისტი ტაილანდელმა "გამოქვაბულის კაცმა" მოხიბლა
რუსი ტურისტი ტაილანდელმა "გამოქვაბულის კაცმა" მოხიბლა

ტა­ი­ლან­დე­ლი მა­მა­კა­ცი ჩა­ტუ­ფუმ ლო­სი­რი, რო­მე­ლიც ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, გა­მოქ­ვა­ბულ­ში ცხოვ­რობს, და­სავ­ლე­ლი ქა­ლე­ბის გულს ხში­რად იპყრობს და რო­მან­ტი­კულ თავ­გა­და­სავ­ლებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აზი­ა­რებს. „დე­ი­ლი მე­ი­ლი“ წერს, რომ „გა­მოქ­ვა­ბუ­ლის კაც­მა“ ამ­ჯე­რად რუსი გო­გო­ნა მო­ხიბ­ლა. ფო­ტო­ე­ბი ლო­სი­რიმ „ფე­ის­ბუქ­ზე“ თა­ვად გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

48 წლის „ქა­ლე­ბის გულ­თამ­პყრო­ბე­ლი“ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რუს ტუ­რის­ტთან შეხ­ვედ­რას დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს.

„დღეს მო­ტო­ციკ­ლით მივ­დი­ო­დი გა­მოქ­ვა­ბულ­ში, უცებ - და­ვი­ნა­ხე ქალი, ლა­მა­ზი, მომ­ხიბ­ვლე­ლი მზე­რით, გზას მო­პირ­და­პი­რე მხრი­დან მო­უყ­ვე­ბო­და. გა­ვა­ჩე­რე მო­ტო­ციკ­ლი და ვუ­თხა­რი, რომ სახ­ლში მივ­დი­ო­დი, თუმ­ცა მის­მა სი­ლა­მა­ზემ გზის გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მომ­ცა. ვუ­თხა­რი, რომ უნდა დავ­ლა­პა­რა­კე­ბო­დი და გა­მე­გო, თუ ში­ნა­გა­ნა­დაც ასე­თი­ვე ლა­მა­ზია,“ - წერს ლო­სი­რი.

ტა­ი­ლან­დე­ლი მა­მა­კა­ცი­სა და ტუ­რის­ტის ურ­თი­ერ­თო­ბა გა­მოქ­ვა­ბულ­ში გაგ­რძელ­და, თუმ­ცა ლო­სი­რი ამ­ტკი­ცებს, რომ გო­გო­ნას­თვის არც კი უკოც­ნია.

პოს­ტი ატ­ვირ­თვის შემ­დეგ 9 ათას­ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა და ათა­სო­ბით კო­მენ­ტა­რი და­წე­რეს. „ფე­ის­ბუ­ქის“ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წი­ლი „გა­მოქ­ვა­ბუ­ლის კაცს“ რო­მან­ტი­კოსს უწო­დებს, ნა­წი­ლი კი ფიქ­რობს, რომ გო­გო­ნე­ბის მი­მართ მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ში­შია.

რუსი ტუ­რის­ტის ამ­ბის გა­ზი­ა­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ლო­სი­რიმ ატ­ვირ­თა შიშ­ვე­ლი ქა­ლის ფოტო, რო­მე­ლიც მის გა­მოქ­ვა­ბულ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. ის ამ­ტკი­ცებს, რომ სუ­რათ­ზე რუსი ტუ­რის­ტი არ არის და ქალი მისი „ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლია“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რუსი ტურისტი ტაილანდელმა "გამოქვაბულის კაცმა" მოხიბლა

რუსი ტურისტი ტაილანდელმა "გამოქვაბულის კაცმა" მოხიბლა

ტაილანდელი მამაკაცი ჩატუფუმ ლოსირი, რომელიც ზღვის სანაპიროზე, გამოქვაბულში ცხოვრობს, დასავლელი ქალების გულს ხშირად იპყრობს და რომანტიკულ თავგადასავლებს სოციალურ ქსელებში აზიარებს. „დეილი მეილი“ წერს, რომ „გამოქვაბულის კაცმა“ ამჯერად რუსი გოგონა მოხიბლა. ფოტოები ლოსირიმ „ფეისბუქზე“ თავად გამოაქვეყნა.

48 წლის „ქალების გულთამპყრობელი“ სოციალურ ქსელში რუს ტურისტთან შეხვედრას დეტალურად აღწერს.

„დღეს მოტოციკლით მივდიოდი გამოქვაბულში, უცებ - დავინახე ქალი, ლამაზი, მომხიბვლელი მზერით, გზას მოპირდაპირე მხრიდან მოუყვებოდა. გავაჩერე მოტოციკლი და ვუთხარი, რომ სახლში მივდიოდი, თუმცა მისმა სილამაზემ გზის გაგრძელების საშუალება არ მომცა. ვუთხარი, რომ უნდა დავლაპარაკებოდი და გამეგო, თუ შინაგანადაც ასეთივე ლამაზია,“ - წერს ლოსირი.

ტაილანდელი მამაკაცისა და ტურისტის ურთიერთობა გამოქვაბულში გაგრძელდა, თუმცა ლოსირი ამტკიცებს, რომ გოგონასთვის არც კი უკოცნია.

პოსტი ატვირთვის შემდეგ 9 ათასზე მეტმა ადამიანმა გააზიარა და ათასობით კომენტარი დაწერეს. „ფეისბუქის“ მომხმარებლების ნაწილი „გამოქვაბულის კაცს“ რომანტიკოსს უწოდებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ გოგონების მიმართ მისი დამოკიდებულება საშიშია.

რუსი ტურისტის ამბის გაზიარებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ლოსირიმ ატვირთა შიშველი ქალის ფოტო, რომელიც მის გამოქვაბულშია გადაღებული. ის ამტკიცებს, რომ სურათზე რუსი ტურისტი არ არის და ქალი მისი „ერთ-ერთი საყვარელია“.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ