საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოეტი და მთარგმნელი ნინო ნეკერიშვილი გარდაიცვალა
პოეტი და მთარგმნელი ნინო ნეკერიშვილი გარდაიცვალა

ახალ­გაზ­რდა პო­ე­ტი, მთარ­გმნე­ლი ნინო ნე­კე­რიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. მე­გობ­რე­ბის თქმით, ახალ­გაზ­რდა ქალი დღეს დი­ლით მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი მას ნინა სტარკ-ნე­კე­რის სა­ხე­ლით იც­ნობ­და. მისი ცნო­ბი­ლი თარ­გმა­ნე­ბია: ჯონ ბო­ი­ნის "ბიჭი ზო­ლი­ან პი­ჟა­მა­ში", კა­სან­დრა კლე­რის "მე­ქა­ნი­კუ­რი პრინ­ცე­სა" და "ზე­ცი­უ­რი ცე­ცხლის ქა­ლა­ქი"... ნინო ნე­კე­რიშ­ვი­ლის ლექ­სე­ბი შე­სუ­ლია რამ­დე­ნი­მე პო­ე­ტურ კრე­ბულ­ში.

პო­ე­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ მისი მე­გობ­რე­ბი და კო­ლე­გე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ. ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვი ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი და შო­კის­მომ­გვრე­ლია. ერთ-ერთი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნე­კე­რიშ­ვილ­მა ორი დღის წინ მცი­რე ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და თავს კარ­გად გრძნობ­და, თუმ­ცა უც­ნო­ბია, არის თუ არა კავ­შირ­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან ეს ფაქ­ტი.

ირაკ­ლი ბა­კუ­რი­ძე, გა­მომ­ცე­მე­ლი "წიგ­ნე­ბი ბა­თუმ­ში"

ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ, ამ სა­ზი­ზღა­რი სიკ­ვდი­ლის ბუ­რუ­სით ვარ მო­ცუ­ლი და სხვა არა­ფე­რი ხდე­ბა ირ­გვლივ. არ ვიცი რამ შე­იძ­ლე­ბა აწი გა­მა­ხა­როს. ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი აღარ არის, მთე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა ამ ტრა­გე­დი­ით ვი­ცხოვ­რებ. სა­ზი­ზღა­რი სი­ტყვე­ბია - ნინა ნე­კე­რი აღარ გვყავს

თაია მა­ხა­რაშ­ვი­ლი

"ჩვე­ნო ოქ­როს­გუ­ლი­ა­ნო გოგო ნინა სტარკ-ნე­კე­რი გვი­თხა­რი, რომ გვე­ხუმრნენ. სად წახ­ვე­დი..."

მა­რი­ამ ბე­რო­ძე

თუ რამე უსა­მარ­თლო­ბა არ­სე­ბობს ამ ქვე­ყა­ნა­ზე, ესაა ნინა სტარკ-ნე­კე­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი, რო­მელ­მაც ყვე­ლა სი­ტყვას, ყვე­ლა ფრა­ზას, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერს და­უ­კარ­გა აზრი, რად­გან აღარ ვიცი, რო­გორ ვი­ცხოვ­რო იმ რე­ა­ლო­ბა­ში, სა­დაც მზის მსგავ­სი გო­გო­ნე­ბი ვე­ღარ იღ­ვი­ძე­ბენ.

ნინო მოდ­რე­კი­ლა­ძე

რამ­დე­ნი რამ ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი... პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო­ებ­ზე მინ­და წას­ვლაო, ორი დღის წინ წერ­და. წერ­და... ეჰ, რა არა­ფე­რი ხარ, ცხოვ­რე­ბავ!

ირმა იანტბე­ლი­ძე, რე­დაქ­ტო­რი "პა­ლიტ­რა L"

მეც უნდა დავ­წე­რო ნი­ნა­ზე... აპ­რილ­ში სა­ბერ­ძნეთ­ში სწო­რედ ნი­ნას დამ­სა­ხუ­რე­ბით ვი­ყა­ვი, მან და­მით­მო თა­ვი­სი ბი­ლე­თი და და­ჟი­ნე­ბით მთხოვ­და, მე ვერ მივ­დი­ვარ და შენ უნდა წახ­ვი­დე აუ­ცი­ლებ­ლა­დო. ხუმ­რო­ბით მი­თხრა, ბრე­ლო­კი ჩა­მო­მი­ტა­ნეო და მარ­თლა რომ ჩა­მო­ვუ­ტა­ნე (დიდ­ხანს ვარ­ჩიე), პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით გა­უ­ხარ­და.... სწო­რედ გუ­შინ ვი­ყი­დე აბერკრომ­ბის მე­სა­მე ნა­წი­ლი, გა­დავ­შა­ლე და წა­ვი­კი­თხე: რე­დაქ­ტო­რი - ნინო ნე­კე­რიშ­ვი­ლი <3ნა­თელ­ში იყა­ვი, კარ­გო გო­გოვ, რამ­დენ ადა­მი­ანს და­წყვი­ტე გული... სულ მე­მახ­სოვ­რე­ბი

მარი კო­რინ­თე­ლი, გა­მომ­ცე­მე­ლი "წიგ­ნე­ბი ბა­თუმ­ში"

და­ვი­ღუ­პეთ. ნინა სტარკ-ნე­კე­რი აღარ გვყავს. სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ვერ მო­ვი­ნე­ლებ ამ ამ­ბავს. რო­გორ მიყ­ვარ­დი და რო­გორ მიყ­ვარ­ხარ, ჩემო კე­თი­ლო მე­გო­ბა­რო, ჩემო უერ­თგუ­ლე­სო მე­გო­ბა­რო.

ეკა ლა­ცა­ბი­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცია

ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში შე­საძ­ლოა უფრო ვიყ­ვა­რებთ ერ­თმა­ნეთს, რად­გან აქ მხო­ლოდ მათ ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით, ვი­საც რა­ღა­ცით (ბევ­რი რა­მით თუ არა) მა­ინც ვგა­ვართ... ბა­თუმ­ში, სა­ნა­პი­რო­ზე შემ­ხვდა. და­მი­ძა­ხა და მაგ­რად ჩა­მე­ხუ­ტა. ჩემი ფრენ­დი იყო ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო­დან. ხში­რი მი­მო­წე­რა არ გვქო­ნია, მაგ­რამ მიყ­ვარ­და... კე­თი­ლი, სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე გოგო. ნინა სტარკ-ნე­კე­რი მისი ლექ­სის გამო და­ვი­მე­გობ­რე თა­ვის დრო­ზე:

ჭყლა­პი-ჭყლუ­პი, ჭყლა­პი-ჭყლუ­პი

მი­ჭყლა­პუ­ებს ფეხ­ქვეშ გუბე,

ამ გა­დაღ­ლილ გულ­ში დიდი

სი­ხა­რუ­ლი და­ვა­გუ­ბე,

წვი­მას გუბე დარ­ჩე­ნია,

შიგ ვა­ცეკ­ვებ ფე­ხებს ან­ცად

და წრე­ე­ბის ხატ­ვით, იცით?

გუბე უკვე და­ი­ქან­ცა.

წვი­მა იყო, გა­და­ი­ღო,

მზე­მაც პირი და­ი­ბა­ნა,

ისიც პრან­ჭია გო­გოა,

არ იცო­დით დღემ­დე განა?

ვი­თა­მა­შებთ სა­ღა­მომ­დე,

მე, გუბე და მზის სხი­ვე­ბი,

მერე ტკბი­ლად და­ვი­ძი­ნებ და ძილ­შიც გა­ვი­ღი­მე­ბი /ნინა ნე­კერ/

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პოეტი და მთარგმნელი ნინო ნეკერიშვილი გარდაიცვალა

პოეტი და მთარგმნელი ნინო ნეკერიშვილი გარდაიცვალა

ახალგაზრდა პოეტი, მთარგმნელი ნინო ნეკერიშვილი გარდაიცვალა. მეგობრების თქმით, ახალგაზრდა ქალი დღეს დილით მოულოდნელად გარდაიცვალა.

საზოგადოების დიდი ნაწილი მას ნინა სტარკ-ნეკერის სახელით იცნობდა. მისი ცნობილი თარგმანებია: ჯონ ბოინის "ბიჭი ზოლიან პიჟამაში", კასანდრა კლერის "მექანიკური პრინცესა" და "ზეციური ცეცხლის ქალაქი"... ნინო ნეკერიშვილის ლექსები შესულია რამდენიმე პოეტურ კრებულში.

პოეტის გარდაცვალების შესახებ მისი მეგობრები და კოლეგები სოციალურ ქსელში წერენ. ტრაგიკული ამბავი ყველასთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელია. ერთ-ერთი ინფორმაციით, ნეკერიშვილმა ორი დღის წინ მცირე ოპერაცია გაიკეთა და თავს კარგად გრძნობდა, თუმცა უცნობია, არის თუ არა კავშირში გარდაცვალებასთან ეს ფაქტი.

ირაკლი ბაკურიძე, გამომცემელი "წიგნები ბათუმში"

ძალიან ცუდად ვარ, ამ საზიზღარი სიკვდილის ბურუსით ვარ მოცული და სხვა არაფერი ხდება ირგვლივ. არ ვიცი რამ შეიძლება აწი გამახაროს. ჩემი უსაყვარლესი ადამიანი აღარ არის, მთელი დარჩენილი ცხოვრება ამ ტრაგედიით ვიცხოვრებ. საზიზღარი სიტყვებია - ნინა ნეკერი აღარ გვყავს

თაია მახარაშვილი

"ჩვენო ოქროსგულიანო გოგო ნინა სტარკ-ნეკერი გვითხარი, რომ გვეხუმრნენ. სად წახვედი..."

მარიამ ბეროძე

თუ რამე უსამართლობა არსებობს ამ ქვეყანაზე, ესაა ნინა სტარკ-ნეკერის გარდაცვალების ამბავი, რომელმაც ყველა სიტყვას, ყველა ფრაზას, აბსოლუტურად ყველაფერს დაუკარგა აზრი, რადგან აღარ ვიცი, როგორ ვიცხოვრო იმ რეალობაში, სადაც მზის მსგავსი გოგონები ვეღარ იღვიძებენ.

ნინო მოდრეკილაძე

რამდენი რამ ჰქონდა დაგეგმილი... პოეზიის საღამოებზე მინდა წასვლაო, ორი დღის წინ წერდა. წერდა... ეჰ, რა არაფერი ხარ, ცხოვრებავ!

ირმა იანტბელიძე, რედაქტორი "პალიტრა L"

მეც უნდა დავწერო ნინაზე... აპრილში საბერძნეთში სწორედ ნინას დამსახურებით ვიყავი, მან დამითმო თავისი ბილეთი და დაჟინებით მთხოვდა, მე ვერ მივდივარ და შენ უნდა წახვიდე აუცილებლადო. ხუმრობით მითხრა, ბრელოკი ჩამომიტანეო და მართლა რომ ჩამოვუტანე (დიდხანს ვარჩიე), პატარა ბავშვივით გაუხარდა.... სწორედ გუშინ ვიყიდე აბერკრომბის მესამე ნაწილი, გადავშალე და წავიკითხე: რედაქტორი - ნინო ნეკერიშვილი <3ნათელში იყავი, კარგო გოგოვ, რამდენ ადამიანს დაწყვიტე გული... სულ მემახსოვრები

მარი კორინთელი, გამომცემელი "წიგნები ბათუმში"

დავიღუპეთ. ნინა სტარკ-ნეკერი აღარ გვყავს. სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოვინელებ ამ ამბავს. როგორ მიყვარდი და როგორ მიყვარხარ, ჩემო კეთილო მეგობარო, ჩემო უერთგულესო მეგობარო.

ეკა ლაცაბიძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

ვირტუალურ სამყაროში შესაძლოა უფრო ვიყვარებთ ერთმანეთს, რადგან აქ მხოლოდ მათ ვუახლოვდებით, ვისაც რაღაცით (ბევრი რამით თუ არა) მაინც ვგავართ... ბათუმში, სანაპიროზე შემხვდა. დამიძახა და მაგრად ჩამეხუტა. ჩემი ფრენდი იყო ვირტუალური სამყაროდან. ხშირი მიმოწერა არ გვქონია, მაგრამ მიყვარდა... კეთილი, სიყვარულით სავსე გოგო. ნინა სტარკ-ნეკერი მისი ლექსის გამო დავიმეგობრე თავის დროზე:

ჭყლაპი-ჭყლუპი, ჭყლაპი-ჭყლუპი

მიჭყლაპუებს ფეხქვეშ გუბე,

ამ გადაღლილ გულში დიდი

სიხარული დავაგუბე,

წვიმას გუბე დარჩენია,

შიგ ვაცეკვებ ფეხებს ანცად

და წრეების ხატვით, იცით?

გუბე უკვე დაიქანცა.

წვიმა იყო, გადაიღო,

მზემაც პირი დაიბანა,

ისიც პრანჭია გოგოა,

არ იცოდით დღემდე განა?

ვითამაშებთ საღამომდე,

მე, გუბე და მზის სხივები,

მერე ტკბილად დავიძინებ და ძილშიც გავიღიმები /ნინა ნეკერ/

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს