მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მალხაზ კობაური, შესაძლოა, ხადას ხეობაში ჩაიყვანონ
მალხაზ კობაური, შესაძლოა, ხადას ხეობაში ჩაიყვანონ

სმი­ტე­ბის ოჯა­ხის სამი წევ­რის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი მალ­ხაზ კო­ბა­უ­რი, შე­საძ­ლოა, ხა­დას ხე­ო­ბა­ში, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ჩა­იყ­ვა­ნონ და იქ გა­მო­კი­თხონ.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კო­ბა­უ­რის ად­ვო­კატ­მა ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, დაც­ვის მხა­რემ მო­ი­თხო­ვა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­მო­ი­კი­თხოს.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სი­ტყვი­ე­რი შე­თან­ხმე­ბა უკვე არ­სე­ბობს, თუმ­ცა დაც­ვის მხა­რე წე­რი­ლო­ბით თან­ხმო­ბას ელო­დე­ბა.

„ვი­თხოვთ, რომ კო­ბა­უ­რი გა­ვიყ­ვა­ნოთ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, სა­დაც გა­მოვ­კი­თხავთ რა და რო­გორ მოხ­და“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ი­ძემ.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­ბა­უ­რის ხა­დას ხე­ო­ბა­ში ჩაყ­ვა­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ, 24 სექ­ტემ­ბერს მოხ­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მალ­ხაზ კო­ბა­ურს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის „გ“, მე-2 ნა­წი­ლის „ბ“, მე-3 ნა­წი­ლის „ა“ და „ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, სხვა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, დამ­ნა­შა­ვის­თვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის და ორი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) აქვს წარ­დგე­ნი­ლი.

19 წლის მწყემსს ხა­დას ხე­ო­ბა­ში ამე­რი­კე­ლი ცოლ-ქმრი­სა და მათი 4 წლის შვი­ლის მკვლე­ლო­ბა ედე­ბა ბრა­ლად.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

მალხაზ კობაური, შესაძლოა, ხადას ხეობაში ჩაიყვანონ

მალხაზ კობაური, შესაძლოა, ხადას ხეობაში ჩაიყვანონ

სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მალხაზ კობაური, შესაძლოა, ხადას ხეობაში, შემთხვევის ადგილზე ჩაიყვანონ და იქ გამოკითხონ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, დაცვის მხარემ მოითხოვა, რომ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე გამოიკითხოს.

მისივე ინფორმაციით, საქმის გამომძიებელთან ამ საკითხთან დაკავშირებით სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს, თუმცა დაცვის მხარე წერილობით თანხმობას ელოდება.

„ვითხოვთ, რომ კობაური გავიყვანოთ შემთხვევის ადგილზე, სადაც გამოვკითხავთ რა და როგორ მოხდა“, - განაცხადა კობაიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, კობაურის ხადას ხეობაში ჩაყვანა სავარაუდოდ, 24 სექტემბერს მოხდება.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი.

19 წლის მწყემსს ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"