საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის კომენტარი ნინო გვენეტაძის გადადგომაზე
პრეზიდენტის კომენტარი ნინო გვენეტაძის გადადგომაზე

მე მინ­და, ნინო გვე­ნე­ტა­ძის გა­დად­გო­მაც არ იყოს ისე­ვე მიჩ­ქმა­ლუ­ლი, რო­გორც ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის მიერ პოს­ტის და­ტო­ვე­ბა თა­ვის­თა­ვად უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი ხდე­ბა, თუ თვალს მი­ვა­დევ­ნებთ იმ მოვ­ლე­ნებს, რომ­ლე­ბიც ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას წინ უს­წრებ­და.

„არა­ერ­თი მო­სა­მარ­თლე ან სა­სა­მარ­თლოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რი ხაზს უს­ვამ­და იმ მძი­მე ვი­თა­რე­ბას, რო­მე­ლიც არის სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში. იგი­ვე სა­კი­თხზე ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად გვეს­მის კრი­ტი­კა და შეშ­ფო­თე­ბა ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის­გან, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ნი­შან­დობ­ლი­ვი არის თა­ვად ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნოს გან­ცხა­დე­ბა, რო­დე­საც ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი მო­სა­მარ­თლე ამ­ბობს, რომ ის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია. მე მინ­და, რომ ეს გა­დად­გო­მაც არ იყოს ისე­ვე მიჩ­ქმა­ლუ­ლი, რო­გორც ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის გა­ჯან­სა­ღე­ბა, იქ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის თვი­სობ­რი­ვად შეც­ვლა არის ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­ის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მოწ­ვე­ვა, რო­მელ­საც ჩვენ ან ვუ­პა­სუ­ხებთ, ან დავ­რჩე­ბით იმ მან­კი­ერ წრე­ზე, რო­მელ­საც არა­ერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა შე­უქ­მნია ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

პრეზიდენტის კომენტარი ნინო გვენეტაძის გადადგომაზე

პრეზიდენტის კომენტარი ნინო გვენეტაძის გადადგომაზე

მე მინდა, ნინო გვენეტაძის გადადგომაც არ იყოს ისევე მიჩქმალული, როგორც ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო სისტემაში უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ პოსტის დატოვება თავისთავად უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ განსაკუთრებით რთული ხდება, თუ თვალს მივადევნებთ იმ მოვლენებს, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა.

„არაერთი მოსამართლე ან სასამართლოს არამოსამართლე წევრი ხაზს უსვამდა იმ მძიმე ვითარებას, რომელიც არის სასამართლო სისტემაში. იგივე საკითხზე ჩვენ ყოველდღიურად გვესმის კრიტიკა და შეშფოთება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრებისგან, მაგრამ ყველაზე ნიშანდობლივი არის თავად ქალბატონი ნინოს განცხადება, როდესაც ქვეყნის პირველი მოსამართლე ამბობს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. მე მინდა, რომ ეს გადადგომაც არ იყოს ისევე მიჩქმალული, როგორც ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში. სასამართლო სისტემის გაჯანსაღება, იქ არსებული ვითარების თვისობრივად შეცვლა არის ჩვენი დემოკრატიის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ან ვუპასუხებთ, ან დავრჩებით იმ მანკიერ წრეზე, რომელსაც არაერთი სერიოზული პრობლემა შეუქმნია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისა და სახელმწიფო სისტემისთვის“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები