კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დაუბრუნა ლიეტუვამ საქართველოს ნამდვილი სახელი
როგორ დაუბრუნა ლიეტუვამ საქართველოს ნამდვილი სახელი

​გრუ­ზია, ჯორ­ჯია, გე­ორ­გია, გურ­ჯის­ტან - სა­ქარ­თვე­ლოს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, თუმ­ცა, ავ­თენ­ტუ­რი სა­ხე­ლით დღემ­დე არ­ცერ­თი სა­ხელ­მწი­ფო არ მოგ­ვიხ­სე­ნი­ებ­და. ეს ტრა­დი­ცია ცოტა ხნის წინ ლი­ე­ტუ­ვის სა­ხელ­მწი­ფომ და­არ­ღვია.

ლი­ე­ტუ­ვის რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სი­ამ 3 მა­ისს მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ლი­ე­ტუ­ვურ ენა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ავ­თენ­ტუ­რი და­სა­ხე­ლე­ბის დამ­კვიდ­რე­ბის თა­ო­ბა­ზე - ამი­ე­რი­დან, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნის ენა­ში, არა რო­გორც "გრუ­ზია", არა­მედ რო­გორც "სა­ქარ­თვე­ლო" მო­იხ­სე­ნი­ე­ბა.

ამ ყვე­ლა­ფერს წინ მთე­ლი რიგი პრო­ცე­დუ­რე­ბი და დიდი ხნის მუ­შა­ო­ბა უძღო­და. რო­გორც ​ლი­ე­ტუ­ვის რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ხა­თუ­ნა სა­ლუქ­ვა­ძე აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლოს ავ­თენ­ტუ­რი და­სა­ხე­ლე­ბის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რთუ­ლი და ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­დე­გია.

"შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ლი­ე­ტუ­ვა­ში ჩემი მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ, ეს სა­კი­თხი იყო ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი, რად­გან ამის სა­ფუძ­ველს ლი­ე­ტუ­ვის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იძ­ლე­ო­და. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ლი­ე­ტუ­ვა­ში ზედ­მი­წევ­ნით იცა­ვენ სა­ხელ­მწი­ფო ენას და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ნე­ბის­მი­ე­რი ცვლი­ლე­ბა ან ინო­ვა­ცია ხან­გრძლი­ვი და ღრმა მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი ხდე­ბა" - გვი­თხრა ელჩმა.

სა­ხე­ლის შეც­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე, აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მუ­შა­ო­ბა ლი­ე­ტუ­ვუ­რი ენის ენათ­მეც­ნი­ე­რებ­თან და ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან. ამ­გვარ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­მა ხელი შე­უ­წყო ლი­ე­ტუ­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დის­კუ­სი­ე­ბის გა­მარ­თვას და და­სა­ხე­ლე­ბა Sakartvelo-ს დამ­კვიდ­რე­ბის მხარ­და­ჭე­რას.

"მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, რომ ეს გახ­ლავთ ლი­ე­ტუ­ვის მხა­რის მე­გობ­რუ­ლი ნა­ბი­ჯი სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი და ამავდრო­უ­ლად უაღ­რე­სად სიმ­ბო­ლუ­რი ჟეს­ტი, ვი­ნა­ი­დან ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ სწო­რედ მა­ი­სის თვე­ში იზე­ი­მა პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის და­არ­სე­ბის მე­ა­სე წლის­თა­ვი" - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა სა­ლუქ­ვა­ძემ.

ლი­ე­ტუ­ვუ­რი ენის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის და­არ­სე­ბი­დან მე­ა­სე წლის­თავს მი­ე­ძღვნა, რის შემ­დე­გაც, ორი ქვეყ­ნის მე­გობ­რო­ბის დას­ტუ­რად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ენის დე­პარ­ტა­მენ­ტმა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ქარ­თულ ენა­ში ლიტ­ვის ავ­თენ­ტუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბა „ლი­ე­ტუ­ვა“-ს დამ­ტკი­ცე­ბის თა­ო­ბა­ზე.

ლი­ე­ტუ­ვურ ენა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სეს ლი­ე­ტუ­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მე­თა­უ­რებ­მა და გა­ნა­ცხა­დეს, რომ ამი­ე­რი­დან მათ მიერ ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ავ­თენ­ტუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბა. ასე რომ, უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ტერ­მი­ნო­ლო­გია. მა­გა­ლი­თად,

  • სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო: „სა­ქარ­თვე­ლო ამ­ბა­სა­და“ Sakartvelo Ambasada (აქამ­დე Gruzijos Ambasada)
  • ქარ­თვე­ლი - Kartvelas (აქამ­დე Gruzinas)
  • ქარ­თუ­ლი ენა - kartvelų kalba (აქამ­დე gruzinųkalba)
  • სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქი – Sakartvelo sostinė (აქამ­დე Gruzijos sostinė)

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩომ თა­ვის მხრივ გა­მოც­ვა­ლა წარ­წე­რა ვილ­ნი­უს­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს შე­ნო­ბა­ზე და მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი წარ­წე­რა „გრუ­ზი­ოს ამ­ბა­სა­და“-ს მა­გივ­რად დღეს სა­ელ­ჩოს შე­ნო­ბას ამ­შვე­ნებს „სა­ქარ­თვე­ლო ამ­ბა­სა­და“. ქარ­თულ ენა­ში ლი­ე­ტუ­ვის ავ­თენ­ტუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბის დამ­კვიდ­რე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო აბ­რა­ზე უკვე „ლი­ე­ტუ­ვის რეს­პუბ­ლი­კას“ და­ა­წერს.

ავ­ტო­რი: გვან­ცა კა­კა­უ­რი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

როგორ დაუბრუნა ლიეტუვამ საქართველოს ნამდვილი სახელი

როგორ დაუბრუნა ლიეტუვამ საქართველოს ნამდვილი სახელი

​გრუზია, ჯორჯია, გეორგია, გურჯისტან - საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში განსხვავებული სახელით მოიხსენიებენ, თუმცა, ავთენტური სახელით დღემდე არცერთი სახელმწიფო არ მოგვიხსენიებდა. ეს ტრადიცია ცოტა ხნის წინ ლიეტუვის სახელმწიფომ დაარღვია.

ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიმართვის საფუძველზე, ქვეყნის სახელმწიფო კომისიამ 3 მაისს მიიღო გადაწყვეტილება ლიეტუვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრების თაობაზე - ამიერიდან, ჩვენი ქვეყანა მეგობარი ქვეყნის ენაში, არა როგორც "გრუზია", არამედ როგორც "საქართველო" მოიხსენიება.

ამ ყველაფერს წინ მთელი რიგი პროცედურები და დიდი ხნის მუშაობა უძღოდა. როგორც ​ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე აღნიშნავს, საქართველოს ავთენტური დასახელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რთული და ხანგრძლივი პროცესის წარმატებული შედეგია.

"შეიძლება ითქვას, რომ ლიეტუვაში ჩემი მუშაობის დაწყების შემდეგ, ეს საკითხი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რადგან ამის საფუძველს ლიეტუვის მოქალაქეების მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება იძლეოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ლიეტუვაში ზედმიწევნით იცავენ სახელმწიფო ენას და ამ მიმართულებით ნებისმიერი ცვლილება ან ინოვაცია ხანგრძლივი და ღრმა მსჯელობის საგანი ხდება" - გვითხრა ელჩმა.

სახელის შეცვლის გადაწყვეტილების მიღებამდე, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ლიეტუვური ენის ენათმეცნიერებთან და ადგილობრივ მედიასთან. ამგვარმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო ლიეტუვის საზოგადოებაში დისკუსიების გამართვას და დასახელება Sakartvelo-ს დამკვიდრების მხარდაჭერას.

"მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს გახლავთ ლიეტუვის მხარის მეგობრული ნაბიჯი საქართველოსადმი და ამავდროულად უაღრესად სიმბოლური ჟესტი, ვინაიდან ჩვენმა ქვეყანამ სწორედ მაისის თვეში იზეიმა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავი" - განაცხადა ხათუნა სალუქვაძემ.

ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავს მიეძღვნა, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის მეგობრობის დასტურად, საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური სახელწოდება „ლიეტუვა“-ს დამტკიცების თაობაზე.

ლიეტუვურ ენაში აღნიშნული ცვლილება დადებითად შეაფასეს ლიეტუვის ხელისუფლების მეთაურებმა და განაცხადეს, რომ ამიერიდან მათ მიერ ოფიციალურ დოკუმენტებში გამოყენებული იქნება მხოლოდ საქართველოს ავთენტური სახელწოდება. ასე რომ, უკვე ოფიციალურად გამოიყენება შესაბამისი ტერმინოლოგია. მაგალითად,

  • საქართველოს საელჩო: „საქართველო ამბასადა“ Sakartvelo Ambasada (აქამდე Gruzijos Ambasada)
  • ქართველი - Kartvelas (აქამდე Gruzinas)
  • ქართული ენა - kartvelų kalba (აქამდე gruzinųkalba)
  • საქართველოს დედაქალაქი – Sakartvelo sostinė (აქამდე Gruzijos sostinė)

საქართველოს საელჩომ თავის მხრივ გამოცვალა წარწერა ვილნიუსში საქართველოს საელჩოს შენობაზე და მანამდე არსებული წარწერა „გრუზიოს ამბასადა“-ს მაგივრად დღეს საელჩოს შენობას ამშვენებს „საქართველო ამბასადა“. ქართულ ენაში ლიეტუვის ავთენტური სახელწოდების დამკვიდრების შემდეგ საქართველოს საელჩო აბრაზე უკვე „ლიეტუვის რესპუბლიკას“ დააწერს.

ავტორი: გვანცა კაკაურიძე

შვილიშვილი, რომელიც ბაბუას ძალიან ჰგავს - კახი და ირინკა კავსაძეების უცნობი ფოტოები და მოგონებები

ეკატერინე ტიკარაძე "კომენდანტის საათის" მოხსნის სანაცვლოდ გარკვეულ პირობას აყენებს

"მხოლოდ ბორბლებზე მანქანის შეძენა არ არის პრობლემის გადაჭრა..." - რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე რეანიმობილების შესყიდვის საჭიროებაზე