მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვარლამ ლიპარტელიანი - ძიუდოისტები ბოიკოტს ვაგრძელებთ
ვარლამ ლიპარტელიანი - ძიუდოისტები ბოიკოტს ვაგრძელებთ

სა­ქარ­თვე­ლოს ძი­უ­დოს ნაკ­რე­ბის კა­პიტ­ნის, ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ძი­უ­დო­ის­ტე­ბის მო­თხოვ­ნა ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, და­ვით ქევ­ხიშ­ვი­ლის გა­დად­გო­მის თა­ო­ბა­ზე, ძა­ლა­შია. რო­გორც ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ასე­ვე გრძელ­დე­ბა ბო­ი­კო­ტი და ძი­უ­დო­ის­ტე­ბი არ ვარ­ჯი­შო­ბენ.

„ბო­ი­კოტს ვაგ­რძე­ლებთ, ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის გა­დად­გო­მას მო­ვი­თხოვთ და ჩვენ შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას ვე­ლო­დე­ბით. იმე­დი გვაქვს, რომ კომ­პე­ტენ­ტუ­რი პი­რე­ბი - კო­მი­სია იქ­ნე­ბა ეს, სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო, სპორ­ტის კო­მი­ტე­ტი თუ სხვა, ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან“, - გა­ნა­ცხა­და ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ძი­უ­დო­ის­ტე­ბის ნა­წი­ლი ორ კვი­რა­ზე მე­ტია ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის და­ვით ქევ­ხიშ­ვი­ლის გა­დად­გო­მას მო­ი­თხო­ვენ. სპორ­ტსმენ­თა გან­ცხა­დე­ბით, ქევ­ხიშ­ვი­ლი ვერ უმკლავ­დე­ბა ფე­დე­რა­ცი­ა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს, ასე­ვე კი­თხვის ნიშ­ნებს იწ­ვევს ის სა­კად­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ვარლამ ლიპარტელიანი - ძიუდოისტები ბოიკოტს ვაგრძელებთ

ვარლამ ლიპარტელიანი - ძიუდოისტები ბოიკოტს ვაგრძელებთ

საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტნის, ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ძიუდოისტების მოთხოვნა ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომის თაობაზე, ძალაშია. როგორც ლიპარტელიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ასევე გრძელდება ბოიკოტი და ძიუდოისტები არ ვარჯიშობენ.

„ბოიკოტს ვაგრძელებთ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას მოვითხოვთ და ჩვენ შეკითხვებზე პასუხის გაცემას ველოდებით. იმედი გვაქვს, რომ კომპეტენტური პირები - კომისია იქნება ეს, სპორტის სამინისტრო, სპორტის კომიტეტი თუ სხვა, ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარებიან“, - განაცხადა ლიპარტელიანმა.

შეგახსენებთ, ძიუდოისტების ნაწილი ორ კვირაზე მეტია ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ. სპორტსმენთა განცხადებით, ქევხიშვილი ვერ უმკლავდება ფედერაციაში არსებულ პრობლემებს, ასევე კითხვის ნიშნებს იწვევს ის საკადრო გადაწყვეტილებები, რომელიც უშუალოდ ფედერაციის პრეზიდენტმა განახორციელა.