კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი ბაღი და ბარ-რესტორანი ”აზურა” თბილისის ცენტრში
ახალი ბაღი და ბარ-რესტორანი ”აზურა” თბილისის ცენტრში

ზა­ფხუ­ლი, მზე, აუზი, დას­ვე­ნე­ბა, გან­ტვირ­თვა... ღია ცის ქვეშ, სუფ­თა და სა­სი­ა­მოვ­ნო ჰა­ერ­ზე გას­ვლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ზა­ფხუ­ლის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად უფრო და უფრო მა­ტუ­ლობს. ადა­მი­ა­ნე­ბი ეძე­ბენ ად­გი­ლებს, სა­დაც რთუ­ლი და დამ­ღლე­ლი სა­მუ­შაო დღის შემ­დეგ და­ის­ვე­ნე­ბენ და დროს სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ა­ტა­რე­ბენ. 1 მა­ი­სი­დან ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ბაღი და ბარ-რეს­ტო­რა­ნი ”აზუ­რა” გთა­ვა­ზობთ. „აზუ­რა“ სას­ტუმ­რო ”ბილტმორ თბი­ლის­ში” მდე­ბა­რე­ობს და თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის უკვე კარ­გად ცნო­ბი­ლი ბილტმო­რის აუ­ზის მიმ­დე­ბა­რე­დაა გან­თავ­სე­ბუ­ლი.

გამ­წვა­ნე­ბის იდეა 2017 წელს გაჩ­ნდა და მა­ლე­ვე და­ი­წყო მას­ზე მუ­შა­ო­ბა. აუ­ზის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გახ­სნი­დან­ვე არ­სე­ბობ­და ღია სივ­რცე, სა­დაც თბილ ამინ­დში შეზ­ლონ­გე­ბი, ჰა­მა­კე­ბი და შად­რევ­ნე­ბი იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი. 2017 წელს კი სას­ტუმ­როს მე­ნე­ჯმენ­ტმა სტუმ­რე­ბის­თვის ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ვი­ზუ­ა­ლუ­რად სა­სი­ა­მოვ­ნო და ამას­თა­ნა­ვე, ჯან­სა­ღი გა­რე­მოს შექ­მნა გა­და­წყვი­ტა. იდე­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო ისე­თი სივ­რცის მო­წყო­ბა, სა­დაც სტუ­მა­რი ქა­ლა­ქის ცენ­ტრში თავს ქა­ლა­ქი­დან მო­შო­რე­ბით იგ­რძნობ­და. გა­და­წყდა აუ­ზის გამ­წვა­ნე­ბით შე­მო­ფარ­გვლა, რაც სტუ­მარს ხმა­უ­რი­ა­ნი ქუ­ჩი­დან მო­წყვეტ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსგავ­სი გამ­წვა­ნე­ბა და ლან­დშაფ­ტის დი­ზა­ი­ნი თბი­ლის­ში არც ერთ სას­ტუმ­როს არ აქვს.

ლან­დშაფ­ტის დი­ზა­ი­ნი საკ­მა­ოდ დიდ­ხანს იგეგ­მე­ბო­და. ის სას­ტუმ­როს და ქა­ლა­ქის სპე­ცი­ფი­კა­სა და ასე­ვე ლან­დშაფ­ტის დი­ზა­ი­ნის უახ­ლეს ტრენ­დებს ით­ვა­ლის­წი­ნებს. ბაღ­ში გან­ლა­გე­ბუ­ლია შად­რევ­ნე­ბი და „ბილტმორ თბი­ლი­სის“ ახა­ლი ბარ-რეს­ტო­რა­ნი „აზუ­რა“, რო­მე­ლიც სტუმ­რებს ბურ­გე­რე­ბის, პი­ცი­სა და სა­ლა­თე­ბის დიდ არ­ჩე­ვანს სთა­ვა­ზობს.

რაც შე­ე­ხე­ბა, „ბილტმორ თბი­ლი­სის“ აუზს, ის თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის გახ­სნის დღი­დან­ვე სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და. ცენ­ტრა­ლუ­რი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა, ლუქს კლა­სის მომ­სა­ხუ­რე­ბა და ინ­ტე­რი­ე­რი, აკვა აე­რო­ბი­კის გაკ­ვე­თი­ლე­ბი და რაც მთა­ვა­რია, ასე­თი მა­ღა­ლი დო­ნის სპა ცენ­ტრის­თვის მი­სა­ღე­ბი ფა­სე­ბი - სწო­რედ ესაა აუ­ზის წარ­მა­ტე­ბის რამ­დე­ნი­მე კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი. მისი კი­დევ ერთი უპი­რა­ტე­სო­ბა ინ­ტე­რი­ე­რის სე­ზო­ნუ­რო­ბაა. აუზი ნე­ბის­მი­ერ ამინ­დში კომ­ფორ­ტუ­ლი და ხელ­მი­საწ­ვდო­მია, რად­გან ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში ღიაა, ხოლო ზამ­თრის სე­ზონ­ზე გა­და­ხუ­რუ­ლი. მთა­ვა­რი ხიბ­ლი კი ისაა, რომ აუ­ზის კედ­ლე­ბი და ჭერი შუ­ში­საა. გამჭვირ­ვა­ლე ჭე­რის გამო სტუ­მა­რი ზამ­თარ­შიც კი ვერ გრძნობს, რომ აუზი გა­და­ხუ­რუ­ლია.

ახა­ლი ბაღი, ბარ-რეს­ტო­რა­ნი ”აზუ­რა” და სპა ერ­თი­ა­ნი კომ­პლექ­სია, რაც მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტუ­ლო­ბის გა­რან­ტი­აა. ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და მარ­ტი­ვად ხელ­მი­საწ­ვდო­მია. სპას სა­წევ­როს მფლო­ბელ­თათ­ვის კი „აზუ­რა­ში“, ისე­ვე რო­გორც სას­ტუმ­როს ყვე­ლა ბარ-რეს­ტო­რან­ში, 15%-იანი ფას­დაკ­ლე­ბა მოქ­მე­დებს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ახალი ბაღი და ბარ-რესტორანი ”აზურა” თბილისის ცენტრში

ახალი ბაღი და ბარ-რესტორანი ”აზურა” თბილისის ცენტრში

ზაფხული, მზე, აუზი, დასვენება, განტვირთვა... ღია ცის ქვეშ, სუფთა და სასიამოვნო ჰაერზე გასვლის მოთხოვნილება ზაფხულის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო მატულობს. ადამიანები ეძებენ ადგილებს, სადაც რთული და დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ დაისვენებენ და დროს სასიამოვნოდ გაატარებენ. 1 მაისიდან ამის შესაძლებლობას ბაღი და ბარ-რესტორანი ”აზურა” გთავაზობთ. „აზურა“ სასტუმრო ”ბილტმორ თბილისში” მდებარეობს და თბილისელებისთვის უკვე კარგად ცნობილი ბილტმორის აუზის მიმდებარედაა განთავსებული.

გამწვანების იდეა 2017 წელს გაჩნდა და მალევე დაიწყო მასზე მუშაობა. აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე გახსნიდანვე არსებობდა ღია სივრცე, სადაც თბილ ამინდში შეზლონგები, ჰამაკები და შადრევნები იყო განლაგებული. 2017 წელს კი სასტუმროს მენეჯმენტმა სტუმრებისთვის ქალაქის ცენტრში ვიზუალურად სასიამოვნო და ამასთანავე, ჯანსაღი გარემოს შექმნა გადაწყვიტა. იდეის მთავარი მიზანი იყო ისეთი სივრცის მოწყობა, სადაც სტუმარი ქალაქის ცენტრში თავს ქალაქიდან მოშორებით იგრძნობდა. გადაწყდა აუზის გამწვანებით შემოფარგვლა, რაც სტუმარს ხმაურიანი ქუჩიდან მოწყვეტდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გამწვანება და ლანდშაფტის დიზაინი თბილისში არც ერთ სასტუმროს არ აქვს.

ლანდშაფტის დიზაინი საკმაოდ დიდხანს იგეგმებოდა. ის სასტუმროს და ქალაქის სპეციფიკასა და ასევე ლანდშაფტის დიზაინის უახლეს ტრენდებს ითვალისწინებს. ბაღში განლაგებულია შადრევნები და „ბილტმორ თბილისის“ ახალი ბარ-რესტორანი „აზურა“, რომელიც სტუმრებს ბურგერების, პიცისა და სალათების დიდ არჩევანს სთავაზობს.

რაც შეეხება, „ბილტმორ თბილისის“ აუზს, ის თბილისელებისთვის გახსნის დღიდანვე საინტერესო გახდა. ცენტრალური ადგილმდებარეობა, ლუქს კლასის მომსახურება და ინტერიერი, აკვა აერობიკის გაკვეთილები და რაც მთავარია, ასეთი მაღალი დონის სპა ცენტრისთვის მისაღები ფასები - სწორედ ესაა აუზის წარმატების რამდენიმე კონკრეტული მიზეზი. მისი კიდევ ერთი უპირატესობა ინტერიერის სეზონურობაა. აუზი ნებისმიერ ამინდში კომფორტული და ხელმისაწვდომია, რადგან ზაფხულის პერიოდში ღიაა, ხოლო ზამთრის სეზონზე გადახურული. მთავარი ხიბლი კი ისაა, რომ აუზის კედლები და ჭერი შუშისაა. გამჭვირვალე ჭერის გამო სტუმარი ზამთარშიც კი ვერ გრძნობს, რომ აუზი გადახურულია.

ახალი ბაღი, ბარ-რესტორანი ”აზურა” და სპა ერთიანი კომპლექსია, რაც მაქსიმალური კომფორტულობის გარანტიაა. ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და მარტივად ხელმისაწვდომია. სპას საწევროს მფლობელთათვის კი „აზურაში“, ისევე როგორც სასტუმროს ყველა ბარ-რესტორანში, 15%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის