მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომან ფიფია BGEO Group-ს 994 მილიონ დოლარს ედავება
რომან ფიფია BGEO Group-ს 994 მილიონ დოლარს ედავება

ინ­გლი­სის და უელ­სის იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს სა­სა­მარ­თლო­ში რო­მან ფი­ფი­ას სარ­ჩელ­ზე BGEO Group-ის წი­ნა­აღ­მდეგ სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა („BGEO“) და­ი­წყო.

BGEO არის ინ­გლის­ში და უელსში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნია და მისი აქ­ცი­ე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლია ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე. ფი­ფია იყო შპს „რუს­თა­ვის აზო­ტის“, სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის, აქ­ტი­ვე­ბის სა­ბო­ლოო ბე­ნე­ფი­ცი­ა­რუ­ლი მე­სა­კუთ­რე. 2016 წლის აგ­ვის­ტომ­დე შპს რუს­თა­ვის აზო­ტი იყო აზო­ტო­ვა­ნი სა­სუ­ქე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ქარ­ხნის მე­სა­კუთ­რე და ოპე­რი­რებ­და მას.

2011 წელს შპს რუს­თა­ვის აზოტ­მა და ფი­ფი­ას კონ­ტროლს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ­მა კი­დევ ერ­თმა კომ­პა­ნი­ამ გა­ა­ფორ­მეს საკ­რე­დი­ტო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა BGEO-ს შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნი­ას­თან, ს.ს. „სა­ქარ­თვე­ლოს ბანკთან“. „რუს­თა­ვის აზო­ტის“ ბიზ­ნე­სი და აქ­ტი­ვე­ბი გა­ყი­დულ იქნა 2016 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მო­წყო­ბილ აუქ­ცი­ონ­ზე. ფი­ფი­ას მტკი­ცე­ბით, ხსე­ნე­ბუ­ლი აუქ­ცი­ო­ნი ჩა­ტარ­და არას­წო­რად, მას­ში ჩარ­თულ­ნი იყ­ვნენ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი, მათ შო­რის BGEO და შპს რუს­თა­ვის აზო­ტის აქ­ტი­ვე­ბი გას­ხვის­და, რე­ა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბას­თან შე­და­რე­ბით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ბალ ფა­სად.

ფი­ფი­ას სარ­ჩე­ლით მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხა, რო­მე­ლიც სრუ­ლად აა­ნა­ზღა­უ­რებს მის­თვის მი­ყე­ნე­ბულ ზი­ანს, შე­ად­გენს და­ახ­ლო­ე­ბით 994 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში, ფი­ფი­ას წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან ლონ­დო­ნის იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი Blake Morgan LLP და Three Stone.

სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის და­წყე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია londonstockexchange.com-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

რომან ფიფია BGEO Group-ს 994 მილიონ დოლარს ედავება

რომან ფიფია BGEO Group-ს 994 მილიონ დოლარს ედავება

ინგლისის და უელსის იუსტიციის უმაღლეს სასამართლოში რომან ფიფიას სარჩელზე BGEO Group-ის წინააღმდეგ სამართალწარმოება („BGEO“) დაიწყო.

BGEO არის ინგლისში და უელსში რეგისტრირებული კომპანია და მისი აქციები განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ფიფია იყო შპს „რუსთავის აზოტის“, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის, აქტივების საბოლოო ბენეფიციარული მესაკუთრე. 2016 წლის აგვისტომდე შპს რუსთავის აზოტი იყო აზოტოვანი სასუქების მწარმოებელი ქარხნის მესაკუთრე და ოპერირებდა მას.

2011 წელს შპს რუსთავის აზოტმა და ფიფიას კონტროლს დაქვემდებარებულმა კიდევ ერთმა კომპანიამ გააფორმეს საკრედიტო ხელშეკრულება BGEO-ს შვილობილ კომპანიასთან, ს.ს. „საქართველოს ბანკთან“. „რუსთავის აზოტის“ ბიზნესი და აქტივები გაყიდულ იქნა 2016 წლის სექტემბერში მოწყობილ აუქციონზე. ფიფიას მტკიცებით, ხსენებული აუქციონი ჩატარდა არასწორად, მასში ჩართულნი იყვნენ დაკავშირებული პირები, მათ შორის BGEO და შპს რუსთავის აზოტის აქტივები გასხვისდა, რეალურ ღირებულებასთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად.

ფიფიას სარჩელით მოთხოვნილი თანხა, რომელიც სრულად აანაზღაურებს მისთვის მიყენებულ ზიანს, შეადგენს დაახლოებით 994 მილიონ აშშ დოლარს. აღნიშნულ საქმეში, ფიფიას წარმომადგენლები არიან ლონდონის იურიდიული კომპანიები Blake Morgan LLP და Three Stone.

სამართალწარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია londonstockexchange.com-ზე

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"