საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან მინდელის შახტაში დაღუპული მაღაროელები
ვინ არიან მინდელის შახტაში დაღუპული მაღაროელები

ტყი­ბულ­ში, მინ­დე­ლის შახ­ტა­ში გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი 26 წლის მა­მა­კა­ცია.

AMBEBi.GE-ს კო­რეს­პონ­დენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი 59 წლის გოგი რა­ფა­ვაა.

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის დროს და­ი­ღუპ­ნენ: 26 წლის პავ­ლე გა­მე­ზარ­დაშ­ვი­ლი, 28 წლის გი­ორ­გი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, 46 წლის მირ­ზა ქურ­ცი­კი­ძე, 50 წლის ბე­სიკ გურ­გე­ნი­ძე, 52 წლის ელ­გუ­ჯა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი და 59 წლის გოგი რა­ფა­ვა. და­ღუ­პუ­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე სტა­ჟი­ა­ნი მა­ღა­რო­ე­ლი ელ­გუ­ჯა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი იყო. 52 წლის მა­მა­კაცს ორი შვი­ლი დარ­ჩა.

ლე­ვან ბეშ­ქე­ნა­ძე (ყო­ფი­ლი მა­ღა­რო­ე­ლი):

"6 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ­გან 4 ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდაა, და­ახ­ლო­ე­ბით 35 წლამ­დე ასა­კის ბი­ჭე­ბი არი­ან. მირ­ზა ქურ­ცი­კი­ძეს სამი შვი­ლი ჰყავ­და. ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით შახ­ტა­ში, ვენ­ტი­ლა­ცი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ათ­მე­თა­უ­რი იყო. ერთი წელი ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით, ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი ბიჭი იყო. მძი­მე პი­რო­ბებ­ში უწევ­და მუ­შა­ობ­და, როცა შახ­ტა­ში დას­ვე­ნე­ბა ჰქონ­და, სო­ფელ ძი­რო­ვან­ში მუ­შა­ობ­და გი­შე­რის სა­წარ­მო­ში და ასე არ­ჩენ­და ოჯახს.

რაც შე­ე­ხე­ბა პავ­ლე გა­მე­ზარ­დაშ­ვილს, ისიც ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი ბიჭი იყო, სამი ძმა ჰყავს და ისი­ნიც შახ­ტა­ში მუ­შა­ო­ბენ. ცოლ-შვი­ლი ჰყავ­და პავ­ლე­საც. აქ ამ­ბო­ბენ, რომ აფეთ­ქე­ბის ხმა არ ყო­ფი­ლა და რას მოყ­ვა წნე­ვა და ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია არ ვიცი".

გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტყი­ბულ­ში მინ­დე­ლის შახ­ტის ერთ-ერთ გვი­რაბ­ში მოხ­და კედ­ლე­ბის დე­ფორ­მა­ცია, რა­საც ჭე­რის ჩა­მოშ­ლის მოჰ­ყვა. ჩა­მონ­გრე­ვის დროს, ამა­ვე შახ­ტა­ში მყოფ­მა სამ­თო ოს­ტატ­მა - 1963 წელს და­ბა­დე­ბულ­მა გ. ნ.-მ, სამ­თო მუ­შებ­მა: 1981 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ი. კ.-მ და 1963 წელს და­ბა­დე­ბულ­მა მ. ა.-მ ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს. ისი­ნი ამ დრო­ის­თვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

ავ­ტო­რე­ბი: გი­ორ­გი სუ­ლა­ძე, თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ვინ არიან მინდელის შახტაში დაღუპული მაღაროელები

ვინ არიან მინდელის შახტაში დაღუპული მაღაროელები

ტყიბულში, მინდელის შახტაში გარდაცვლილთა შორის ყველაზე უმცროსი 26 წლის მამაკაცია.

AMBEBi.GE-ს კორესპონდენტის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ყველაზე უფროსი 59 წლის გოგი რაფავაა.

უბედური შემთხვევის დროს დაიღუპნენ: 26 წლის პავლე გამეზარდაშვილი, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილი, 46 წლის მირზა ქურციკიძე, 50 წლის ბესიკ გურგენიძე, 52 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი და 59 წლის გოგი რაფავა. დაღუპულებს შორის ყველაზე სტაჟიანი მაღაროელი ელგუჯა ბოჭორიშვილი იყო. 52 წლის მამაკაცს ორი შვილი დარჩა.

ლევან ბეშქენაძე (ყოფილი მაღაროელი):

"6 ადამიანი დაიღუპა, მათგან 4 ძალიან ახალგაზრდაა, დაახლოებით 35 წლამდე ასაკის ბიჭები არიან. მირზა ქურციკიძეს სამი შვილი ჰყავდა. ერთად ვმუშაობდით შახტაში, ვენტილაციის უსაფრთხოების განყოფილებაში ათმეთაური იყო. ერთი წელი ერთად ვმუშაობდით, ძალიან მშრომელი ბიჭი იყო. მძიმე პირობებში უწევდა მუშაობდა, როცა შახტაში დასვენება ჰქონდა, სოფელ ძიროვანში მუშაობდა გიშერის საწარმოში და ასე არჩენდა ოჯახს.

რაც შეეხება პავლე გამეზარდაშვილს, ისიც ძალიან მშრომელი ბიჭი იყო, სამი ძმა ჰყავს და ისინიც შახტაში მუშაობენ. ცოლ-შვილი ჰყავდა პავლესაც. აქ ამბობენ, რომ აფეთქების ხმა არ ყოფილა და რას მოყვა წნევა და ამხელა ტრაგედია არ ვიცი".

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ტყიბულში მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლის მოჰყვა. ჩამონგრევის დროს, ამავე შახტაში მყოფმა სამთო ოსტატმა - 1963 წელს დაბადებულმა გ. ნ.-მ, სამთო მუშებმა: 1981 წელს დაბადებულმა ი. კ.-მ და 1963 წელს დაბადებულმა მ. ა.-მ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ავტორები: გიორგი სულაძე, თამარ ბოჭორიშვილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ