კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველმა მეთევზეებმა ჩაქვში "ზღვის ეშმაკი" იპოვეს
ქართველმა მეთევზეებმა ჩაქვში "ზღვის ეშმაკი" იპოვეს

ჩაქ­ვის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში ქარ­თველ­მა მე­თევ­ზე­ებ­მა თევ­ზის უნი­კა­ლუ­რი სა­ხე­ო­ბა მო­ი­პო­ვეს. გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­თევ­ზე­ო­ბი­სა და შავი ზღვის მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა სა­ხე­ო­ბის შეს­წავ­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს და და­ად­გი­ნეს, რომ თევ­ზის აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხე­ო­ბა მი­ე­კუთ­ვნე­ბა "ზღვის ეშ­მაკს" – (Lophius piscatorius) რო­მე­ლიც, მსოფ­ლიო ოკე­ა­ნის სიღ­რმი­სე­უ­ლი ფე­ნე­ბის ბი­ნა­და­რია.

„შავ ზღვა­ში თევ­ზის ეს სა­ხე­ო­ბა იშ­ვი­ა­თია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხმელ­თა­შუა ზღვის აუ­ზი­დან აღ­წევს, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ შავი ზღვის სიღ­რმი­სე­უ­ლი ფე­ნე­ბი 130 მეტ­რი სიღ­რმის ქვე­ვით გო­გირდწყალ­ბა­დით არის გა­ჯე­რე­ბუ­ლი მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­პო­ვე­ბა მა­ღა­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფაქ­ტია. „ზღვის ეშ­მა­კის“ მო­პო­ვე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 1955 წლით თა­რიღ­დე­ბა, ამ დროს ბა­თუ­მის მახ­ლობ­ლად მო­პო­ვე­ბუ­ლი სა­ხე­ო­ბის ფი­ტუ­ლი დღეს აჭა­რის მხა­რეთმცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით „ზღვის ეშ­მა­კის“ ერთი სა­ხე­ო­ბა მე­თევ­ზე­ო­ბი­სა და შავი ზღვის მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა 2008 წელს ფო­თის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში მო­ი­პო­ვეს და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმს გა­დას­ცეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვა თევ­ზის სა­ხე­ო­ბის მო­პო­ვე­ბის მე­სა­მე ფაქ­ტია.მე­თევ­ზე­ო­ბი­სა და შავი ზღვის მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი შავი ზღვის მო­ნი­ტო­რინგს და სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებს აგ­რძე­ლე­ბენ“, - აცხა­დე­ბენ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ქართველმა მეთევზეებმა ჩაქვში "ზღვის ეშმაკი" იპოვეს

ქართველმა მეთევზეებმა ჩაქვში "ზღვის ეშმაკი" იპოვეს

ჩაქვის აკვატორიაში ქართველმა მეთევზეებმა თევზის უნიკალური სახეობა მოიპოვეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა სახეობის შესწავლა განახორციელეს და დაადგინეს, რომ თევზის აღნიშნული სახეობა მიეკუთვნება "ზღვის ეშმაკს" – (Lophius piscatorius) რომელიც, მსოფლიო ოკეანის სიღრმისეული ფენების ბინადარია.

„შავ ზღვაში თევზის ეს სახეობა იშვიათია, საქართველოში ხმელთაშუა ზღვის აუზიდან აღწევს, გამომდინარე იქიდან, რომ შავი ზღვის სიღრმისეული ფენები 130 მეტრი სიღრმის ქვევით გოგირდწყალბადით არის გაჯერებული მისი საქართველოში მოპოვება მაღალი სამეცნიერო ფაქტია. „ზღვის ეშმაკის“ მოპოვების პირველი შემთხვევა 1955 წლით თარიღდება, ამ დროს ბათუმის მახლობლად მოპოვებული სახეობის ფიტული დღეს აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.

მოგვიანებით „ზღვის ეშმაკის“ ერთი სახეობა მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა 2008 წელს ფოთის აკვატორიაში მოიპოვეს და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს. აღნიშნული შემთხვევა თევზის სახეობის მოპოვების მესამე ფაქტია.მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები შავი ზღვის მონიტორინგს და სამეცნიერო კვლევებს აგრძელებენ“, - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 

ატენის ხეობის გარდა, ხანძრის კიდევ ერთი კერა რკონის ხეობაში გაჩნდა - საგანგებოს უფროსის  კომენტარი

განახლებული ცნობები ატენის ხეობაში ხანძრის შესახებ  - მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის მობილიზება

10 ადგილი საქართველოში, სადაც მეხანძრეები ტყის ხანძრს ამ დრომდე ებრძვიან