სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დაკარგა ანატოლი ბიბილოვმა ერთადერთი ინვესტორი
როგორ დაკარგა ანატოლი ბიბილოვმა ერთადერთი ინვესტორი

ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში, ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის, ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი­სა და რუ­სეთ­ში ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის, БТК групп-ის ჰოლ­დინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლის თე­ი­მუ­რაზ ბო­ლო­ე­ვის და­პი­რის­პი­რე­ბა, ად­გი­ლობ­რივ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აქ­ტი­უ­რი გან­ხილ­ვის სა­გა­ნია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის სა­თაო ოფი­სი პე­ტერ­ბურ­გში მდე­ბა­რე­ობს. მისი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, რე­ი­ტინ­გუ­ლი ოსი ბიზ­ნეს­მე­ნი, ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის მი­მართ 2011 წლი­დან იჩენს ინ­ტე­რესს. ოსუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ჭის ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე, მას­სა და მა­შინ­დელ "პრე­ზი­დენტს", ედუ­არდ კო­კო­ითს შო­რის, ცხინ­ვალ­ში საბ­ჭო­თა წლებ­ში არ­სე­ბუ­ლი და შემ­დეგ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი სამ­კერ­ვა­ლო ფაბ­რი­კის აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა შედ­გა.

ედუ­არდ კო­კო­ით­მა, მა­შინ ბიზ­ნეს­მენ­სა და შემ­დეგ, პო­ტენ­ცი­ურ ინ­ვეს­ტორს, გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა შეს­თა­ვა­ზა. თა­ვის მხრივ, ბო­ლო­ევს სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით ის უნდა გა­ე­რე­მონ­ტე­ბი­ნა, აე­მუ­შა­ვე­ბი­ნა და იქ 400-500 ადა­მი­ა­ნი და­ე­საქ­მე­ბი­ნა... ასეც მოხ­და.

ფაბ­რი­კა, ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2013 წელს, ცხინ­ვა­ლის მომ­დევ­ნო "პრე­ზი­დენ­ტმა" ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლოვ­მა გახ­სნა, რო­მელ­მაც მისი წი­ნა­მორ­ბე­დის წა­მო­წყე­ბა გა­აგ­რძე­ლა. სამ­კერ­ვა­ლო წარ­მო­ე­ბა БТК-4-ს, ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ში, ახა­ლი ინ­დუსტრი­ის ხე­ლა­ხა­ლი აღორ­ძი­ნე­ბის წი­ნა­პი­რო­ბად, - სწო­რედ მა­შინ გა­მო­უშ­ვეს ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის სპე­ც­ფორ­მე­ბი და სხვა­დას­ხვა სა­ხის უნი­ფორ­მის პირ­ვე­ლი ეტა­პი.

2017 წელს, БТК-4-მა პირ­ვე­ლი მა­ღა­ზი­აც გახ­სნა, სა­დაც ფაბ­რი­კა­ში შე­კე­რი­ლი ტან­საც­მე­ლი იყი­დე­ბო­და. სხვა­თა შო­რის, მისი პირ­ვე­ლი მუშ­ტა­რი, სწო­რედ ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი იყო, რო­მელ­მაც მა­ღა­ზი­ა­ში პე­რან­გი შე­ი­ძი­ნა. მან მა­ღა­ზი­ის სა­ზე­ი­მო გახ­სნა­ზე, ბო­ლო­ევს 570 ადა­მი­ა­ნის და­საქ­მე­ბის­თვის, მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და... მა­შინ, ფაბ­რი­კის დი­რექ­ტო­რი კაზ­ბეკ კო­ჩი­ე­ვი ამ­ბობ­და, რომ და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის 720-მდე გაზ­რდა იგეგ­მე­ბო­და...

თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, "ამ დღე­ებ­ში, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ БТК-4-ს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში გა­და­სა­ხა­დი უნდა შე­ე­ტა­ნა და გა­სუ­ლი წლე­ბის ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი "გა­ეს­წო­რე­ბი­ნა". პრაქ­ტი­კუ­ლად, "ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ" ბიზ­ნეს­მენ­სა და კო­კო­ითს შო­რის მა­შინ გა­ფორ­მე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის ანუ­ლი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა.

"რუ­სე­თი­დან ჩა­მოყ­ვა­ნილ ბიზ­ნეს­მენს, რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­ა­კის­რეს, რა­მაც ქვე­ყა­ნა­ში სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მო რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა," - წერს ოსუ­რი მე­დია და ასე­ვე დას­ძენს, რომ ასე­თი პი­რო­ბე­ბი ჰოლ­დინ­გის მე­პატ­რო­ნის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო.

მათი წყა­როს თქმით, რუ­სე­თი­დან ჩა­მო­სულ ინ­ვეს­ტორს, რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­დახ­და მო­უ­წია. სი­ტუ­ა­ცი­ის ასე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლი შეც­ვლა და რე­გი­ონ­ში სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი მის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ერთი სი­ტყვით, ბო­ლო­ე­ვის უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხინ­ვა­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის წი­ნა­პი­რო­ბე­ბით გაბ­რა­ზე­ბულ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა იქა­უ­რო­ბის და­ტო­ვე­ბა გა­და­წყვი­ტა.

ად­გი­ლობ­რი­ვი ეკო­ნო­მის­ტის, ვი­ა­ჩეს­ლავ ჯა­ბი­ე­ვის შე­ფა­სე­ბით, რე­გი­ონ­ში მოქ­მე­დი "კა­ნო­ნი" - ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, თუმ­ცა თა­ვის დრო­ზე, თე­ი­მუ­რაზ ბო­ლო­ევს უნი­კა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი შეს­თა­ვა­ზეს.

"იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ 500-მდე ადა­მი­ა­ნი სა­მუ­შა­ოს გა­რე­შე დარ­ჩე­ბა, მათ უნდა უპო­ვონ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი ასე­ვე ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბით, ჩვენ­თან კი ასე­თი პი­რო­ბე­ბი, ამ ეტაპ­ზე არ არის. უმუ­შევ­რო­ბის დონე ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, ამი­ტო­მაც ეს ყვე­ლა­ფე­რი, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ტალ­ღის გაზ­რდის გარ­და, კარ­გს არა­ფერს მო­ი­ტანს", - მი­აჩ­ნია ჯა­ბი­ევს.

ე.წ. სა­გა­და­სა­ხა­დო კო­მი­ტე­ტი ადას­ტუ­რებს, რომ БТК-4-სგან, მთლი­ა­ნო­ბა­ში, 27 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის გა­დახ­დას ითხო­ვენ. თა­ვის მხრიც, რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ოსი ბიზ­ნეს­მე­ნის გა­რე­მოც­ვის წევ­რი აცხა­დებს, რომ ცხინ­ვა­ლის "პრე­ზი­დენ­ტი" ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი სას­წრა­ფო რე­ი­სით გაფ­რინ­და მოს­კოვ­ში ბო­ლო­ევ­თან შე­სახ­ვედ­რად, თუმ­ცა, ბიზ­ნეს­მენ­მა მას­თან შეხ­ვედ­რა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. გარ­და ამი­სა, მან თა­ვის პარტნი­ო­რებს ბი­ბი­ლოვ­თან და მის ქვე­შევ­რდო­მებ­თან კონ­ტაქ­ტი აუკ­რძა­ლა.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

როგორ დაკარგა ანატოლი ბიბილოვმა ერთადერთი ინვესტორი

როგორ დაკარგა ანატოლი ბიბილოვმა ერთადერთი ინვესტორი

ცხინვალის რეგიონში, ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვისა და რუსეთში ცნობილი ბიზნესმენის, БТК групп-ის ჰოლდინგის ხელმძღვანელის თეიმურაზ ბოლოევის დაპირისპირება, ადგილობრივ საზოგადოებაში აქტიური განხილვის საგანია.

აღნიშნული კომპანიის სათაო ოფისი პეტერბურგში მდებარეობს. მისი დამფუძნებელი, რეიტინგული ოსი ბიზნესმენი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ 2011 წლიდან იჩენს ინტერესს. ოსური მედიის ინფორმაციით, სოჭის ეკონომიკურ ფორუმზე, მასსა და მაშინდელ "პრეზიდენტს", ედუარდ კოკოითს შორის, ცხინვალში საბჭოთა წლებში არსებული და შემდეგ განადგურებული სამკერვალო ფაბრიკის აღდგენის შესახებ შეთანხმება შედგა.

ედუარდ კოკოითმა, მაშინ ბიზნესმენსა და შემდეგ, პოტენციურ ინვესტორს, გადასახადებისგან გათავისუფლება შესთავაზა. თავის მხრივ, ბოლოევს საკუთარი ხარჯებით ის უნდა გაერემონტებინა, აემუშავებინა და იქ 400-500 ადამიანი დაესაქმებინა... ასეც მოხდა.

ფაბრიკა, ოფიციალურად 2013 წელს, ცხინვალის მომდევნო "პრეზიდენტმა" ლეონიდ თიბილოვმა გახსნა, რომელმაც მისი წინამორბედის წამოწყება გააგრძელა. სამკერვალო წარმოება БТК-4-ს, ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ახალი ინდუსტრიის ხელახალი აღორძინების წინაპირობად, - სწორედ მაშინ გამოუშვეს ადგილობრივი წარმოების სპეცფორმები და სხვადასხვა სახის უნიფორმის პირველი ეტაპი.

2017 წელს, БТК-4-მა პირველი მაღაზიაც გახსნა, სადაც ფაბრიკაში შეკერილი ტანსაცმელი იყიდებოდა. სხვათა შორის, მისი პირველი მუშტარი, სწორედ ანატოლი ბიბილოვი იყო, რომელმაც მაღაზიაში პერანგი შეიძინა. მან მაღაზიის საზეიმო გახსნაზე, ბოლოევს 570 ადამიანის დასაქმებისთვის, მადლობა გადაუხადა... მაშინ, ფაბრიკის დირექტორი კაზბეკ კოჩიევი ამბობდა, რომ დასაქმებულთა რაოდენობის 720-მდე გაზრდა იგეგმებოდა...

თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, "ამ დღეებში, ახალი ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ БТК-4-ს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადი უნდა შეეტანა და გასული წლების ფინანსური ვალდებულებები "გაესწორებინა". პრაქტიკულად, "ხელისუფლებამ" ბიზნესმენსა და კოკოითს შორის მაშინ გაფორმებული შეთანხმების ანულირება მოახდინა.

"რუსეთიდან ჩამოყვანილ ბიზნესმენს, რამდენიმე მილიონის გადახდის ვალდებულება დააკისრეს, რამაც ქვეყანაში საინვესტიციო გარემო რადიკალურად შეცვალა," - წერს ოსური მედია და ასევე დასძენს, რომ ასეთი პირობები ჰოლდინგის მეპატრონისთვის მოულოდნელი და წარმოუდგენელი იყო.

მათი წყაროს თქმით, რუსეთიდან ჩამოსულ ინვესტორს, რამდენიმე მილიონი დოლარის გადახდა მოუწია. სიტუაციის ასეთი მოულოდნელი შეცვლა და რეგიონში საინვესტიციო გარემოს რადიკალური ცვლილებები მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ერთი სიტყვით, ბოლოევის უახლოესი გარემოცვის ინფორმაციით, ცხინვალის ხელმძღვანელობის წინაპირობებით გაბრაზებულმა ბიზნესმენმა იქაურობის დატოვება გადაწყვიტა.

ადგილობრივი ეკონომისტის, ვიაჩესლავ ჯაბიევის შეფასებით, რეგიონში მოქმედი "კანონი" - ინვესტიციების შესახებ განსხვავებულია, თუმცა თავის დროზე, თეიმურაზ ბოლოევს უნიკალური პირობები შესთავაზეს.

"იმ შემთხვევაში, თუ 500-მდე ადამიანი სამუშაოს გარეშე დარჩება, მათ უნდა უპოვონ ალტერნატიული სამსახური ასევე ალტერნატიული ანაზღაურებით, ჩვენთან კი ასეთი პირობები, ამ ეტაპზე არ არის. უმუშევრობის დონე ძალიან მაღალია, ამიტომაც ეს ყველაფერი, უკმაყოფილების ტალღის გაზრდის გარდა, კარგს არაფერს მოიტანს", - მიაჩნია ჯაბიევს.

ე.წ. საგადასახადო კომიტეტი ადასტურებს, რომ БТК-4-სგან, მთლიანობაში, 27 მილიონი რუბლის გადახდას ითხოვენ. თავის მხრიც, რუსეთში მცხოვრები ოსი ბიზნესმენის გარემოცვის წევრი აცხადებს, რომ ცხინვალის "პრეზიდენტი" ანატოლი ბიბილოვი სასწრაფო რეისით გაფრინდა მოსკოვში ბოლოევთან შესახვედრად, თუმცა, ბიზნესმენმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. გარდა ამისა, მან თავის პარტნიორებს ბიბილოვთან და მის ქვეშევრდომებთან კონტაქტი აუკრძალა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი