მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი მისი დაკავების დეტალებს იხსენებს
მიხეილ სააკაშვილი მისი დაკავების დეტალებს იხსენებს

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია NEWSONE-თან სა­ტე­ლე­ფო­ნო ინ­ტერ­ვი­უ­ში კი­ევ­ში მისი და­კა­ვე­ბის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს.

"რეს­ტო­რან­ში საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რა გვქონ­და, ჩაის ვსვამ­დით და იმ ფილმთან და­კავ­ში­რე­ბით ვსა­უბ­რობ­დით, რო­მელ­ზეც ვმუ­შა­ობთ. ამ დროს შე­მო­ვარ­და ჯგუ­ფი, ხე­ლე­ბი გა­და­მიგ­რი­ხა, ავ­ტო­მა­ტი მო­მიშ­ვი­რეს და ჩამ­სვეს მი­ნი­ბუს­ში. შემ­დეგ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში დავ­ყავ­დი. ჩამ­სვეს ვერ­ტმფრენ­ში, ძა­ლი­ან უხე­შად მექ­ცე­ოდ­ნენ. ამიხ­ვი­ეს თვა­ლე­ბი და პირი. ეს ვერ­ტმფრე­ნი დიდ­ხანს დაფ­რი­ნავ­და, რო­გორც მივ­ხვდი კი­ე­ვის გარ­შე­მო, შემ­დეგ ის დაჯ­და ბო­რის­პო­ლის აე­რო­პორ­ტში. შემ­დეგ კი თვითმფრი­ნავ­ში შე­მაგ­დეს. ეს იყო კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად იმის­თვის და­ი­ქი­რა­ვეს, რომ მე გა­და­ვეყ­ვა­ნე. პო­ლო­ნელ­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა კარ­გად მი­მი­ღეს. ისი­ნი იყ­ვნენ ძა­ლი­ან თა­ვა­ზი­ა­ნე­ბი. მკი­თხეს, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო თუ არა ძალა ჩემს მი­მართ. მო­ვიდ­ნენ ჩემი მე­გო­ბა­რი პო­ლო­ნე­თის სე­ი­მის დე­პუ­ტა­ტე­ბი. ტე­ლე­ფო­ნით ვე­სა­უბ­რე ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს. ამ­ჟა­მად ვიმ­ყო­ფე­ბი ვარ­შა­ვა­ში. აი, ეს არის მთე­ლი ის­ტო­რია". - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე ტქ­მით, თუკი ის "ეფ-ეს-ბეს" აგენ­ტია და აწყობ­და სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბას, უკ­რა­ი­ნა­ში უნდა გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი­ყო. "რო­გორ შე­უძ­ლია პო­რო­შენ­კოს მარ­თოს უდი­დე­სი ქვე­ყა­ნა - უკ­რა­ი­ნა?! ჩვენ მათი არ უნდა გვე­ში­ნო­დეს, რად­გან მათ გვიჩ­ვე­ნეს, რო­გორ ეში­ნი­ათ ჩვე­ნი. ჩვენ არ შევ­ცვლით ჩვენს გეგ­მებს, რო­მე­ლიც მარშს უკავ­შირ­დე­ბა. ჩვენ უარს არა­ფერ­ზე ვამ­ბობთ - ეს მხო­ლოდ აჩ­ვე­ნებს იმას, რომ სწორ გზას ვად­გა­ვართ", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო: რო­გორ აკა­ვე­ბენ უკ­რა­ი­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს - სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახა­ლი კად­რე­ბი გავ­რცელ­და

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი მისი დაკავების დეტალებს იხსენებს

მიხეილ სააკაშვილი მისი დაკავების დეტალებს იხსენებს

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია NEWSONE-თან სატელეფონო ინტერვიუში კიევში მისი დაკავების დეტალებს იხსენებს.

"რესტორანში საქმიანი შეხვედრა გვქონდა, ჩაის ვსვამდით და იმ ფილმთან დაკავშირებით ვსაუბრობდით, რომელზეც ვმუშაობთ. ამ დროს შემოვარდა ჯგუფი, ხელები გადამიგრიხა, ავტომატი მომიშვირეს და ჩამსვეს მინიბუსში. შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში დავყავდი. ჩამსვეს ვერტმფრენში, ძალიან უხეშად მექცეოდნენ. ამიხვიეს თვალები და პირი. ეს ვერტმფრენი დიდხანს დაფრინავდა, როგორც მივხვდი კიევის გარშემო, შემდეგ ის დაჯდა ბორისპოლის აეროპორტში. შემდეგ კი თვითმფრინავში შემაგდეს. ეს იყო კერძო თვითმფრინავი, რომელიც სპეციალურად იმისთვის დაიქირავეს, რომ მე გადავეყვანე. პოლონელმა მესაზღვრეებმა კარგად მიმიღეს. ისინი იყვნენ ძალიან თავაზიანები. მკითხეს, გამოყენებული იყო თუ არა ძალა ჩემს მიმართ. მოვიდნენ ჩემი მეგობარი პოლონეთის სეიმის დეპუტატები. ტელეფონით ვესაუბრე შინაგან საქმეთა მინისტრს. ამჟამად ვიმყოფები ვარშავაში. აი, ეს არის მთელი ისტორია". - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე ტქმით, თუკი ის "ეფ-ეს-ბეს" აგენტია და აწყობდა სახელმწიფო გადატრიალებას, უკრაინაში უნდა გასამართლებულიყო. "როგორ შეუძლია პოროშენკოს მართოს უდიდესი ქვეყანა - უკრაინა?! ჩვენ მათი არ უნდა გვეშინოდეს, რადგან მათ გვიჩვენეს, როგორ ეშინიათ ჩვენი. ჩვენ არ შევცვლით ჩვენს გეგმებს, რომელიც მარშს უკავშირდება. ჩვენ უარს არაფერზე ვამბობთ - ეს მხოლოდ აჩვენებს იმას, რომ სწორ გზას ვადგავართ", - განაცხადა სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: როგორ აკავებენ უკრაინელი სამართალდამცველები მიხეილ სააკაშვილს - სოციალურ ქსელში ახალი კადრები გავრცელდა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"