მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება
ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნი ხვალ, 12:00 სა­ათ­ზე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­ცხად­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის, დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ფან­ცუ­ლა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

დაც­ვის მხა­რე სა­სა­მარ­თლოს­გან გა­მა­მარ­თლე­ბელ გა­ნა­ჩენს ელო­დე­ბა. "ყვე­ლამ იცის, რომ ჩვენ სა­მარ­თლებ­რი­ვად მყარ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვართ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ სა­სა­მარ­თლო არა­ვის გავ­ლე­ნის ქვეშ არ არის, ვე­ლო­დე­ბით გა­მა­მარ­თლე­ბელ გა­ნა­ჩენს", - გა­ნა­ცხა­და ფან­ცუ­ლა­ი­ამ.

დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს პრო­კუ­რა­ტუ­რა შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბას ედა­ვე­ბა. მას ბრა­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბი­სა და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში ედე­ბო­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას ბრა­ლი და­უმ­ძი­მა და ან­გა­რე­ბით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის მუხ­ლში გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა. დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ ძი­ე­ბა 27 აპ­რილს და­ას­რუ­ლა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ვერ­სი­ით, არ­სე­ბუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და იერ­არ­ქი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და მო­მა­ვალ­ში კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, დე­კა­ნოზ­მა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ ან­გა­რე­ბით გა­ნიზ­რა­ხა ძლი­ერ­მოქ­მე­დი მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის, ცი­ა­ნი­დის გა­მო­ყე­ნე­ბით შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი

ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი ხვალ, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა.

დაცვის მხარე სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ელოდება. "ყველამ იცის, რომ ჩვენ სამართლებრივად მყარ სიტუაციაში ვართ. აქედან გამომდინარე, თუ სასამართლო არავის გავლენის ქვეშ არ არის, ველოდებით გამამართლებელ განაჩენს", - განაცხადა ფანცულაიამ.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა. დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ