მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს გაზზე მომუშავე მანქანების მძღოლებს მიმართავს
შსს გაზზე მომუშავე მანქანების მძღოლებს მიმართავს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აირ­ბა­ლო­ნი­ა­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მქო­ნე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მძღო­ლებს მი­მარ­თავს. სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მძღო­ლებ­მა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სის­ტე­მე­ბის შე­მოწ­მე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბის აღე­ბა ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სის­ტე­მის ამოქ­მე­დე­ბამ­დე უნდა მო­ახ­დი­ნონ, რად­გან ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სის­ტე­მის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, ამ სფე­რო­ში ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა გამ­კაცრ­დე­ბა. შსს-ს გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­პა­სუ­ხოდ, კი­დევ ერთხელ გვინ­და ხაზ­გას­მით გან­ვმარ­ტოთ, რომ 2017 წლის 1 ივ­ლი­სი­დან არ შე­იც­ვლე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ჟი­მი აირ­ბა­ლო­ნი­ა­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბის მქო­ნე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სათ­ვის და მათი შე­მოწ­მე­ბი­სა და რე­ა­გი­რე­ბის წესი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის სის­ტე­მის მონ­ტაჟ­ზე იქ­ნე­ბა იგი­ვე, რაც იყო 2017 წლის 1 ივ­ლი­სამ­დე და ეს მიდ­გო­მა გამ­კაცრ­დე­ბა მხო­ლოდ ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სის­ტე­მის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 119-ე მუხ­ლის მე-5 მუხ­ლით (ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა) დად­გე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბის შე­მოწ­მე­ბას და მას­ზე რე­ა­გი­რე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ დარ­ღვე­ვა ვი­ზუ­ა­ლუ­რად აშ­კა­რაა და ვი­ზუ­ა­ლუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად სა­ხე­ზეა გა­უ­მარ­თა­ო­ბის­გან საფრ­თხის წარ­მო­შო­ბის მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბა. აგ­რეთ­ვე, იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას და ასე­თი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს აღ­ნიშ­ნულ მო­თხოვ­ნებს. გა­მარ­თუ­ლი ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სის­ტე­მის გა­რე­შე, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 119-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლის მო­თხოვ­ნა­თა აღ­სრუ­ლე­ბის სა­მარ­თლებ­რივ და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ-ტექ­ნი­კურ მე­ქა­ნიზმს, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 22-ე მუხ­ლით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი დის­კრე­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გარ­და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ორი შემ­თხვე­ვი­სა (ვი­ზუ­ა­ლუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად გა­უ­მარ­თა­ო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი აშ­კა­რა საფრ­თხე და სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მე­სა­კუთ­რის მიერ მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვა) არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს 119-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვებ­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქ­მის შედ­გე­ნას და შე­სა­ბა­მი­სად, არ მოხ­დე­ბა ამ მძღო­ლე­ბი­სათ­ვის ქუ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბა.

ამას­თა­ნა­ვე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს აირ­ბა­ლო­ნი­ა­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მქო­ნე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მძღო­ლებს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტით დად­გე­ნი­ლი წე­სით მო­ახ­დი­ნონ მათ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სის­ტე­მე­ბის შე­მოწ­მე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბის აღე­ბა ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სის­ტე­მის ამოქ­მე­დე­ბამ­დე, რად­გან ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სის­ტე­მის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, ამ სფე­რო­ში ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა გამ­კაცრ­დე­ბა", - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

შსს გაზზე მომუშავე მანქანების მძღოლებს მიმართავს

შსს გაზზე მომუშავე მანქანების მძღოლებს მიმართავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აირბალონიანი მოწყობილობების მქონე სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს მიმართავს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მძღოლებმა სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული სისტემების შემოწმება და შესაბამისი სერტიფიკატების აღება ტექდათვალიერების სისტემის ამოქმედებამდე უნდა მოახდინონ, რადგან ტექდათვალიერების სისტემის ამოქმედების შემდეგ, ამ სფეროში ადმინისტრირება გამკაცრდება. შსს-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, კიდევ ერთხელ გვინდა ხაზგასმით განვმარტოთ, რომ 2017 წლის 1 ივლისიდან არ შეიცვლება სამართლებრივი რეჟიმი აირბალონიანი მოწყობილობის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისათვის და მათი შემოწმებისა და რეაგირების წესი ბუნებრივი აირის სისტემის მონტაჟზე იქნება იგივე, რაც იყო 2017 წლის 1 ივლისამდე და ეს მიდგომა გამკაცრდება მხოლოდ ტექდათვალიერების სისტემის ამოქმედების შემდეგ. დღეის მდგომარეობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 მუხლით (ექსპლუატაციის წესების დარღვევა) დადგენილი მოთხოვნების შემოწმებას და მასზე რეაგირებას ახორციელებს იმ შემთხვევაში თუ დარღვევა ვიზუალურად აშკარაა და ვიზუალური დაკვირვების შედეგად სახეზეა გაუმართაობისგან საფრთხის წარმოშობის მაღალი ალბათობა. აგრეთვე, იმ შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება ტექდათვალიერებას და ასეთი სატრანსპორტო საშუალება არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს. გამართული ტექდათვალიერების სისტემის გარეშე, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა აღსრულების სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ მექანიზმს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, გარდა ზემოაღნიშნული ორი შემთხვევისა (ვიზუალური დაკვირვების შედეგად გაუმართაობით გამოწვეული აშკარა საფრთხე და სავალდებულო ტექდათვალიერებას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიერ მოთხოვნების დარღვევა) არ განახორციელებს 119-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და შესაბამისად, არ მოხდება ამ მძღოლებისათვის ქულების შემცირება.

ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აირბალონიანი მოწყობილობების მქონე სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წესით მოახდინონ მათ სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული სისტემების შემოწმება და შესაბამისი სერტიფიკატების აღება ტექდათვალიერების სისტემის ამოქმედებამდე, რადგან ტექდათვალიერების სისტემის ამოქმედების შემდეგ, ამ სფეროში ადმინისტრირება გამკაცრდება", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ