მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შავნაბადას" პირველი სადესანტო ოპერაცია აფხაზეთში
"შავნაბადას" პირველი სადესანტო ოპერაცია აფხაზეთში

არის გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე დღე­ე­ბი, რო­მელ­საც მრა­ვა­ლომ­გა­მოვ­ლი­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბიც კი, წლე­ბის შემ­დეგ მძი­მედ იხ­სე­ნე­ბენ... მით უფრო, თუ ეს მა­თი­ვე ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას ეხე­ბა. გთა­ვა­ზობთ, ფრაგ­მენტს "შავ­ნა­ბა­დას" ყო­ფი­ლი მებ­რძო­ლის, ზვი­ად ჩა­დუ­ნე­ლის ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან, - რო­გორ და­ი­წყო ომი აფხა­ზეთ­ში:

მე­ომ­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან, - "გან­თი­ა­დი­დან შე­ბინ­დე­ბამ­დე"

"ზა­ფხუ­ლის გრი­ლი სა­ღა­მო იდგა. ზღვი­დან ჩა­მო­სუ­ლი ნი­ა­ვი და სუს­ტი ტალ­ღე­ბი ნელ-ნელა არ­წევ­და არც ისე დიდი ზო­მის გემს, "ბარ­ჟას" (პა­ტა­რა სა­დე­სან­ტო კა­ტარ­ღა), რო­მელ­ზეც რამ­დე­ნი­მე სამ­ხედ­რო ვიმ­ყო­ფე­ბო­დით. (მა­შინ, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში სულ 3 თუ 4 ბარ­ჟა იყო...) მთე­ლი დღის ნა­ვარ­ჯი­შე­ვი გემ­ბან­ზე წა­მოვ­წე­ქი და თვა­ლე­ბი დავ­ხუ­ჭე... ჯა­რის­კა­ცებს შო­რის, კარ­გა ხანს ის­მო­და ია­რა­ღის ჟღა­რუ­ნი და გა­და­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, მაგ­რამ მალე ეს ხმე­ბიც შე­წყდა და გარ­შე­მო უკაც­რი­ე­ლი სი­ჩუ­მე და ღა­მის ბინდს, მხო­ლოდ გე­მიც ძრა­ვის ხმა არ­ღვევ­და.

ამ ძრა­ვის ხმაც თით­ქოს სა­სი­ა­მოვ­ნოდ ხვდე­ბო­და ყურს. ბავ­შვო­ბას მახ­სე­ნებ­და, - სა­ნა­პი­რო­დან სა­ღა­მო­ო­ბით თვალს ვა­დევ­ნებ­დი ხოლ­მე მე­თევ­ზე­თა გე­მებს, რო­გორ სე­რავ­დნენ ზღვის ჰო­რი­ზონტს და შემ­დეგ სივ­რცე­ში უჩი­ნარ­დე­ბოდ­ნენ...

უცებ ტალ­ღის ხმამ გა­მო­მაღ­ვი­ძა, - გე­მის კედ­ლებს ეხეთ­ქე­ბოდ­ნენ და ჰა­ერ­ში წვრილ წვე­თე­ბად იფან­ტე­ბოდ­ნენ... არ ვი­ცო­დი, რა დრო იყო, მზე ჯერ ძლი­ე­რად არ აჭერ­და. სა­სი­ა­მოვ­ნო დილა იდგა. მაღ­ლა თო­ლი­ე­ბის გუნ­დი ირე­ო­და და სა­ა­მოდ ჭყი­ოდ­ნენ. ხმე­ლე­თი­დან წა­მო­სუ­ლი აკა­ცი­ის სურ­ნელ­საც ვგრძნობ­დი... ალ­ბათ ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბაა, რო­დე­საც მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის წი­ნა­შე დგა­ხარ, გა­რე­მოს აღ­ქმა ერთი-ორად გიმ­ძაფ­რდე­ბა.

გემ­ბან­ზე სრუ­ლი სი­წყნა­რე იდგა, მი­უ­ხე­და­ვად იმის მო­ლო­დი­ნი­სა, არ ვი­ცო­დით, ვინ და რა გვე­ლო­და წინ. აი, ისე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო, - ზვა­ვის წინ რომ სიმ­შვი­დე და­ი­სად­გუ­რებს... ასე­თი სიმ­შვი­დე, მუ­დამ თან სდევს მო­ახ­ლო­ე­ბულ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ას. "შავ­ნა­ბა­დას" მებ­რძო­ლე­ბი ხმე­ლეთ­ზე გა­და­სას­ვლე­ლად მზად იყ­ვნენ.

ოპე­რა­ცია მარ­ტი­ვი ჩან­და, - თუკი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­თან შეხ­ვედ­რის წერ­ტი­ლი არ იქ­ნე­ბო­და. რო­დე­საც ბარ­ჟა ხმე­ლე­თამ­დე მი­ცურ­დე­ბო­და, "ცხვი­რი" გა­ი­ღე­ბო­და და ასე მოხ­დე­ბო­და ქვე­და­ნა­ყო­ფის ხმე­ლეთ­ზე გა­დას­ვლა... ბარ­ჟა ღრმა იყო და შიგ მყო­ფებ­მა არ იცოდ­ნენ და ვერც ხე­დავ­დნენ, რაც მათ გარ­შე­მო ხდე­ბო­და, ხმე­ლეთ­ზე გა­დას­ვლა კი მხო­ლოდ წინა ცხვი­რის გახ­სნის შემ­დეგ იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი.

რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ, სამ­ხედ­რო­ებ­მა, ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით, ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის გა­დავ­ტე­ნეთ ია­რა­ღი, მჭი­დე­ბი შე­ვა­მოწ­მეთ, ერ­თმა­ნეთს მზე­რით შე­ვუ­თან­ხმდით დე­ტა­ლებს და გა­ვი­სუ­სეთ, - ეს იყო ბრძო­ლის წინა სიმ­შვი­დე...

ხმე­ლე­თამ­დე რამ­დე­ნი­მე მეტ­რი­ღა რჩე­ბო­და, თით­ქოს ერთი ამო­სუნ­თქვა იყო სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ ფეხ­ქვეშ მიწა გვეგ­რძნო, მაგ­რამ ამ დროს პირ­ვე­ლი გას­რო­ლაც გა­ის­მა, - ნა­პი­რი­დან ჩვე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბით ტყვი­ე­ბის ნა­კა­დი წა­მო­ვი­და.

არ ვიცი, რა აზ­რე­ბი ტრი­ა­ლებ­და იმ წუ­თას ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის გო­ნე­ბა­ში. არც ის მახ­სოვს, თა­ვად რაზე ვფიქ­რობ­დი, არც გვქონ­და რა­მე­ზე ფიქ­რის დრო ... ერთი რამ ნა­თე­ლი იყო, - ხმე­ლეთ­ზე მყოფ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს­თან პი­რის­პირ შე­ტა­კე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი ჩან­და. ეს ყვე­ლამ იცო­და, მაგ­რამ შიშს არა­ვინ იმ­ჩნევ­და, პი­რი­ქით, - თით­ქოს გა­აფ­თრე­ბუ­ლი ბრძო­ლის და­წყე­ბა ეჩ­ქა­რე­ბო­დათ... სრო­ლა გახ­შირ­და. ამ­ჯე­რად ტყვი­ე­ბის ნა­კა­დი ბარ­ჟის ცხვირ­მა აის­ხლი­ტა, ის ხომ ჯერ კი­დევ არ იყო გახ­სნი­ლი...

ეს იყო სამ­ხედ­რო-სა­დე­სან­ტო ოპე­რა­ცი­ის და­სა­წყი­სი აფხა­ზეთ­ში, ჩვენ გაგ­რა-ლე­სე­ლი­ძის მო­ნაკ­ვეთ­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დით... ორ­მხრი­ვი სრო­ლე­ბი­სას, ბარ­ჟი­დან გად­მოს­ვლის დროს, ერთი ბიჭი დაგ­ვეჭ­რა, რო­მე­ლიც მა­შინ­ვე უკან შე­ვაბ­რუ­ნეთ. რო­გორც კი ჩვე­ნი გად­მოს­ვლა დას­რულ­და, ბარ­ჟა მა­შინ­ვე ფო­თის­კენ გა­ე­შუ­რა...

1992 წლის 14 აგ­ვის­ტოს, აფხა­ზეთ­ში ომი და­ი­წყო..."

ლალი პა­პას­კი­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

"შავნაბადას" პირველი სადესანტო ოპერაცია აფხაზეთში

"შავნაბადას" პირველი სადესანტო ოპერაცია აფხაზეთში

არის განსაკუთრებით მძიმე დღეები, რომელსაც მრავალომგამოვლილი სამხედროებიც კი, წლების შემდეგ მძიმედ იხსენებენ... მით უფრო, თუ ეს მათივე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება. გთავაზობთ, ფრაგმენტს "შავნაბადას" ყოფილი მებრძოლის, ზვიად ჩადუნელის ჩანაწერებიდან, - როგორ დაიწყო ომი აფხაზეთში:

მეომრის ჩანაწერებიდან, - "განთიადიდან შებინდებამდე"

"ზაფხულის გრილი საღამო იდგა. ზღვიდან ჩამოსული ნიავი და სუსტი ტალღები ნელ-ნელა არწევდა არც ისე დიდი ზომის გემს, "ბარჟას" (პატარა სადესანტო კატარღა), რომელზეც რამდენიმე სამხედრო ვიმყოფებოდით. (მაშინ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სულ 3 თუ 4 ბარჟა იყო...) მთელი დღის ნავარჯიშევი გემბანზე წამოვწექი და თვალები დავხუჭე... ჯარისკაცებს შორის, კარგა ხანს ისმოდა იარაღის ჟღარუნი და გადალაპარაკებები, მაგრამ მალე ეს ხმებიც შეწყდა და გარშემო უკაცრიელი სიჩუმე და ღამის ბინდს, მხოლოდ გემიც ძრავის ხმა არღვევდა.

ამ ძრავის ხმაც თითქოს სასიამოვნოდ ხვდებოდა ყურს. ბავშვობას მახსენებდა, - სანაპიროდან საღამოობით თვალს ვადევნებდი ხოლმე მეთევზეთა გემებს, როგორ სერავდნენ ზღვის ჰორიზონტს და შემდეგ სივრცეში უჩინარდებოდნენ...

უცებ ტალღის ხმამ გამომაღვიძა, - გემის კედლებს ეხეთქებოდნენ და ჰაერში წვრილ წვეთებად იფანტებოდნენ... არ ვიცოდი, რა დრო იყო, მზე ჯერ ძლიერად არ აჭერდა. სასიამოვნო დილა იდგა. მაღლა თოლიების გუნდი ირეოდა და საამოდ ჭყიოდნენ. ხმელეთიდან წამოსული აკაციის სურნელსაც ვგრძნობდი... ალბათ ადამიანური თვისებაა, როდესაც მძიმე გადაწყვეტილების წინაშე დგახარ, გარემოს აღქმა ერთი-ორად გიმძაფრდება.  

გემბანზე სრული სიწყნარე იდგა, მიუხედავად იმის მოლოდინისა, არ ვიცოდით, ვინ და რა გველოდა წინ. აი, ისეთი სიტუაცია იყო, - ზვავის წინ რომ სიმშვიდე დაისადგურებს... ასეთი სიმშვიდე, მუდამ თან სდევს მოახლოებულ სამხედრო ოპერაციას. "შავნაბადას" მებრძოლები ხმელეთზე გადასასვლელად მზად იყვნენ.

ოპერაცია მარტივი ჩანდა, - თუკი მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის წერტილი არ იქნებოდა. როდესაც ბარჟა  ხმელეთამდე მიცურდებოდა, "ცხვირი" გაიღებოდა და ასე მოხდებოდა ქვედანაყოფის ხმელეთზე გადასვლა... ბარჟა ღრმა იყო და შიგ მყოფებმა არ იცოდნენ და ვერც ხედავდნენ, რაც მათ გარშემო ხდებოდა, ხმელეთზე გადასვლა კი მხოლოდ წინა ცხვირის გახსნის შემდეგ იყო შესაძლებელი.

რამდენიმე წუთის შემდეგ, სამხედროებმა, ერთმანეთის მიყოლებით, ყოველი შემთხვევისთვის გადავტენეთ იარაღი, მჭიდები შევამოწმეთ, ერთმანეთს მზერით შევუთანხმდით დეტალებს და გავისუსეთ, - ეს იყო ბრძოლის წინა სიმშვიდე...

ხმელეთამდე რამდენიმე მეტრიღა რჩებოდა, თითქოს ერთი ამოსუნთქვა იყო საჭირო იმისთვის, რომ ფეხქვეშ მიწა გვეგრძნო, მაგრამ ამ დროს პირველი გასროლაც გაისმა, - ნაპირიდან ჩვენი მიმართულებით ტყვიების ნაკადი წამოვიდა.

არ ვიცი, რა აზრები ტრიალებდა იმ წუთას ჩვენი ბიჭების გონებაში. არც ის მახსოვს, თავად რაზე ვფიქრობდი, არც გვქონდა რამეზე ფიქრის დრო ... ერთი რამ ნათელი იყო, - ხმელეთზე მყოფ მოწინააღმდეგესთან პირისპირ შეტაკება გარდაუვალი ჩანდა. ეს ყველამ იცოდა, მაგრამ შიშს არავინ იმჩნევდა, პირიქით, - თითქოს გააფთრებული ბრძოლის დაწყება ეჩქარებოდათ... სროლა გახშირდა. ამჯერად ტყვიების ნაკადი ბარჟის ცხვირმა აისხლიტა, ის ხომ ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი...

ეს იყო სამხედრო-სადესანტო ოპერაციის დასაწყისი აფხაზეთში, ჩვენ გაგრა-ლესელიძის მონაკვეთში ვიმყოფებოდით... ორმხრივი სროლებისას, ბარჟიდან  გადმოსვლის დროს, ერთი ბიჭი დაგვეჭრა, რომელიც მაშინვე  უკან შევაბრუნეთ. როგორც კი ჩვენი გადმოსვლა დასრულდა, ბარჟა მაშინვე ფოთისკენ გაეშურა...

1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ომი დაიწყო..."

ლალი პაპასკირი

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე