სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლარიზაციის გამო ბინების ფასი 5-10 ათასით გაიზრდება
ლარიზაციის გამო ბინების ფასი 5-10 ათასით გაიზრდება

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ლარ­ში ფას­და­დე­ბას უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბა მოჰ­ყვა რო­გორც ამ სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის, ასე­ვე მე­სა­კუთ­რე­ე­ბის მხრი­დან. არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბი­ნის მფლო­ბე­ლე­ბი ფი­ნან­სურ ბა­ლი­შებს ქმნი­ან, რათა მერ­ყე­ვი კურ­სის პი­რო­ბებ­ში, არ და­ზა­რალ­დნენ. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, შე­სა­ბა­მი­სად, რე­ა­ლუ­რად უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლოვ­ნუ­რად ძვირ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის ოპე­რა­ცი­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა ნაღ­დი ფუ­ლით სრულ­დე­ბა. ბი­ნე­ბის ლარ­ში გა­ყიდ­ვით მისი ფასი გა­იზ­რდე­ბა, რად­გან ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის სტა­ბი­ლუ­რო­ბის იმე­დი არა­ვის აქვს. ლა­რის კურ­სი ხან­და­ხან დღე­ში 5-10 პუნ­ქტით იც­ვლე­ბა, ამი­ტომ ბი­ნის მფლო­ბე­ლებ­მა თა­ვის და­ზღვე­ვის მიზ­ნით, უძ­რა­ვი კა­პი­ტა­ლი კი­დევ უფრო მე­ტად "და­ა­ფა­სეს". რო­გორც მაკ­ლე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, სა­შუ­ა­ლო ფა­სი­ა­ნი ბი­ნე­ბი დე­და­ქა­ლაქ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 8000 დო­ლა­რით გაძ­ვირ­დე­ბა. ეს კი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას შე­ამ­ცი­რებს. ამით და­ზა­რალ­დე­ბა რო­გორც გამ­ყიდ­ვე­ლი, ასე­ვე მყიდ­ვე­ლიც.

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტო "კი­ბის" დი­რექ­ტორ ნელი გო­გუ­ა­ძის აზ­რით, ბი­ნე­ბის ლარ­ში გა­ყიდ­ვა, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბაზ­რის გა­მარ­თულ მუ­შა­ო­ბას ხელს შე­უშ­ლის. მისი აზ­რით, ისე­დაც ძვი­რი ბიზ­ნე­სი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით უფუნ­ქციო გახ­დე­ბა. ამის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის ერთ-ერთ გზად კი ყვე­ლა სა­ბან­კო თუ სამ­შე­ნებ­ლო ოპე­რა­ცი­ის ლარ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მი­იჩ­ნევს.

"ერთი მხრივ, კარ­გია სეს­ხის ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში გა­ცე­მა, მაგ­რამ ქო­ნე­ბის ფა­სის ლარ­ში გა­დაყ­ვა­ნას ძა­ლი­ან ბევ­რი ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს. სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ებს გა­უ­ჭირ­დე­ბათ ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში და­ა­ფიქ­სი­რონ გა­სა­ყი­დი ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა იმის გამო, რომ მა­სა­ლას უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტით ყი­დუ­ლო­ბენ. სა­ბო­ლო­ოდ, არ გვექ­ნე­ბა სტა­ბი­ლუ­რი ფასი და ძა­ლი­ან შე­ფერ­ხდე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზა­რი. იმ ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას, ვინც ბი­ნას ყი­დის, ზოგს ვა­ლის გა­სას­ტუმ­რებ­ლად ჭირ­დე­ბა თან­ხა, ზოგს სხვა აუ­ცი­ლებ­ლო­ბა გა­აჩ­ნია. ამ მხრივ რთუ­ლი წელი გვე­ლო­დე­ბა. ასე­თი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე რომ არ აღ­მოვ­ჩნდეთ, ბან­კის სეს­ხიც და უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან მიბ­მუ­ლი სხვა სა­კი­თხე­ბი უნდა რე­გუ­ლირ­დე­ბო­დეს ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ეს არ იქ­ნე­ბა ად­ვი­ლი პრო­ცე­სი", - გა­ნუ­ცხა­და "რე­ზო­ნანსს" გო­გუ­ა­ძემ.

ბი­ნე­ბის ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში გა­ყიდ­ვა რთუ­ლად წარ­მო­უდ­გე­ნია "აი-ჯი-ეს ჯგუ­ფის" ხელ­მძღვა­ნელს შოთა გუ­ჯა­ბი­ძეს. რო­გორც მან "ბიზ­ნეს-რე­ზო­ნანსს" გა­ნუ­ცხა­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­მარ­თუ­ლია არა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბაზ­რის სა­სარ­გებ­ლოდ, არა­მედ ლა­რი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მის­კენ. ამი­ტო­მაც ეს ნა­ბი­ჯი ლარ­ზე მო­თხოვ­ნას გაზ­რდის, თუმ­ცა ბი­ნე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბელს საგ­რძნობ­ლად შე­ამ­ცი­რებს.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ლარიზაციის გამო ბინების ფასი 5-10 ათასით გაიზრდება

ლარიზაციის გამო ბინების ფასი 5-10 ათასით გაიზრდება

უძრავი ქონების ლარში ფასდადებას უარყოფითი შეფასება მოჰყვა როგორც ამ სფეროს სპეციალისტების, ასევე მესაკუთრეების მხრიდან. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბინის მფლობელები ფინანსურ ბალიშებს ქმნიან, რათა მერყევი კურსის პირობებში, არ დაზარალდნენ. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, შესაბამისად, რეალურად უძრავი ქონება ქვეყანაში ხელოვნურად ძვირდება.

საქართველოში ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების უმეტესობა ნაღდი ფულით სრულდება. ბინების ლარში გაყიდვით მისი ფასი გაიზრდება, რადგან ეროვნული ვალუტის სტაბილურობის იმედი არავის აქვს. ლარის კურსი ხანდახან დღეში 5-10 პუნქტით იცვლება, ამიტომ ბინის მფლობელებმა თავის დაზღვევის მიზნით, უძრავი კაპიტალი კიდევ უფრო მეტად "დააფასეს". როგორც მაკლერები ამბობენ, საშუალო ფასიანი ბინები დედაქალაქში დაახლოებით 8000 დოლარით გაძვირდება. ეს კი უძრავი ქონების რეალიზაციას შეამცირებს. ამით დაზარალდება როგორც გამყიდველი, ასევე მყიდველიც.

უძრავი ქონების სააგენტო "კიბის" დირექტორ ნელი გოგუაძის აზრით, ბინების ლარში გაყიდვა, უძრავი ქონების ბაზრის გამართულ მუშაობას ხელს შეუშლის. მისი აზრით, ისედაც ძვირი ბიზნესი ამ გადაწყვეტილებით უფუნქციო გახდება. ამის თავიდან აცილების ერთ-ერთ გზად კი ყველა საბანკო თუ სამშენებლო ოპერაციის ლარში განხორციელებას მიიჩნევს.

"ერთი მხრივ, კარგია სესხის ეროვნულ ვალუტაში გაცემა, მაგრამ ქონების ფასის ლარში გადაყვანას ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს. სამშენებლო კომპანიებს გაუჭირდებათ ეროვნულ ვალუტაში დააფიქსირონ გასაყიდი ქონების ღირებულება იმის გამო, რომ მასალას უცხოური ვალუტით ყიდულობენ. საბოლოოდ, არ გვექნება სტაბილური ფასი და ძალიან შეფერხდება უძრავი ქონების ბაზარი. იმ ადამიანების უმრავლესობას, ვინც ბინას ყიდის, ზოგს ვალის გასასტუმრებლად ჭირდება თანხა, ზოგს სხვა აუცილებლობა გააჩნია. ამ მხრივ რთული წელი გველოდება. ასეთი რეალობის წინაშე რომ არ აღმოვჩნდეთ, ბანკის სესხიც და უძრავ ქონებასთან მიბმული სხვა საკითხები უნდა რეგულირდებოდეს ეროვნულ ვალუტაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არ იქნება ადვილი პროცესი", - განუცხადა "რეზონანსს" გოგუაძემ.

ბინების ეროვნულ ვალუტაში გაყიდვა რთულად წარმოუდგენია "აი-ჯი-ეს ჯგუფის" ხელმძღვანელს შოთა გუჯაბიძეს. როგორც მან "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, ხელისუფლების გადაწყვეტილება მიმართულია არა უძრავი ქონების ბაზრის სასარგებლოდ, არამედ ლარიზაციის პროგრამისკენ. ამიტომაც ეს ნაბიჯი ლარზე მოთხოვნას გაზრდის, თუმცა ბინების რეალიზაციის მაჩვენებელს საგრძნობლად შეამცირებს.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი