სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 ზღაპრული ადგილი, სადაც მდიდრები არდადეგებს იწყობენ
5 ზღაპრული ადგილი, სადაც მდიდრები არდადეგებს იწყობენ

მსოფ­ლი­ო­ში უამ­რა­ვი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც და­სას­ვე­ნებ­ლად წას­ვლას ისურ­ვებ­დით, თუმ­ცა არის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ყვე­ლას არ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა მო­ი­წყოს არ­და­დე­გე­ბი და მით უმე­ტეს, დიდი ფუ­ფუ­ნე­ბით. წარ­მო­გიდ­გენთ 5 ზღაპ­რულ მი­მარ­თუ­ლე­ბას, სა­დაც ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვართ მდი­დარ ადა­მი­ა­ნებს დას­ვე­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი დღე­სას­წა­უ­ლე­ბის შეხ­ვედ­რა.

მალ­დი­ვე­ბი

წყნა­რი წყლე­ბი, თეთ­რი ქვი­შა და მა­ღა­ლი დო­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბა სა­მო­თხედ აქ­ცევს მალ­დი­ვებს. მდიდ­რე­ბის­თვის იქ სა­ო­ცა­რი ოთა­ხე­ბია სას­ტუმ­რო­ებ­ში, მა­გა­ლი­თად, Conrad Rangali-ის სას­ტუმ­რო­ში წყლის ქვეშ შუ­შის ოთა­ხი ქი­რავ­დე­ბა და ერთ ღა­მე­ში მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 10 000 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რია.

ერთი კვი­რით კერ­ძო იახ­ტის და­ქი­რა­ვე­ბა 14 000 დო­ლა­რი ჯდე­ბა. პერ­სო­ნა­ლურ კუნ­ძულ­ზე ერთ ღა­მე­ში 23 000 დო­ლა­რის გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში, 1, 349 მეტრ კვად­რა­ტი ფარ­თო­ბის სახ­ლის ქი­რა­ო­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, სა­დაც მსა­ხუ­რე­ბის გარ­და, არა­ვინ იქ­ნე­ბა.

სამ­ხრეთ აფ­რი­კა

ქეიფ თა­უ­ნის მი­და­მო­ებ­ში მდი­და­რი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის ყვე­ლა­ფე­რია შე­საძ­ლე­ბე­ლი. იქ არის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ღვი­ნის და გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი სა­ამ­ქრო­ე­ბი, კოს­მო­პო­ლი­სი, სა­ფა­რი, ულა­მა­ზე­სი პლა­ჟე­ბი და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უმაღ­ლე­სი დო­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბა. ქეიფ თა­უნ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა და მისი პა­ნო­რა­მე­ბით ტკბო­ბა წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის გა­რან­ტი­აა.

მაუი, ჰა­ვაი

ჰა­ვა­ის კუნ­ძუ­ლი მაუი იდე­ა­ლუ­რი პლა­ჟე­ბის, მდიდ­რუ­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბის, გოლ­ფის მო­ედ­ნე­ბის, მუ­დამ სა­სი­ა­მოვ­ნო ამინ­დის და შე­სა­ნიშ­ნა­ვი რეს­ტორ­ნე­ბის "სა­ბა­დოა". იქა­უ­რი ატ­მოს­ფე­რო იმ­დე­ნად მშვი­დია, რომ სა­ერ­თოდ გა­ვი­წყებს ყვე­ლა­ნა­ირ საზ­რუ­ნავს. ზამ­თარ­ში, კარგ სას­ტუმ­რო­ში ერთი ღა­მის გა­ტა­რე­ბა 5 000 დო­ლარ­ზე მეტი ჯდე­ბა.

ის­ლან­დია

ის­ლან­დია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მომ­ნუს­ხვე­ლი ად­გი­ლია დე­და­მი­წა­ზე, მისი ულა­მა­ზე­სი ლან­დშაფ­ტე­ბის, ვულ­კა­ნე­ბის და მწვერ­ვა­ლე­ბის წყა­ლო­ბით. ის­ლან­დია ბრწყინ­ვა­ლე ად­გი­ლია ზამ­თრის სპორ­ტის­თვის, ერთი ტური იქ 30 000 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი ღირს.

კუნ­ძუ­ლი ლა­უ­კა­ლა, ფიჯი

ფი­ჯი­ზე არ­სე­ბულ კუნ­ძულ­ზე მოხ­ვედ­რა მხო­ლოდ კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. იქ მხო­ლოდ 25 ვი­ლაა გან­თავ­სე­ბუ­ლი და 385 კა­ცის­გან შემ­დგა­რი მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლია. ლა­უ­კა­ლა ყვე­ლა­ზე ექ­სკლუ­ზი­უ­რი და მდიდ­რუ­ლი ად­გი­ლია, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია დღე­სას­წა­უ­ლე­ბის გა­ტა­რე­ბა. ყვე­ლა ვი­ლა­შია კერ­ძო შეფ მზა­რე­უ­ლი, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის უგემ­რი­ე­ლეს კერ­ძებს პერ­სო­ნა­ლუ­რად დამ­კვე­თის­თვის ამ­ზა­დებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.com-ის მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

5 ზღაპრული ადგილი, სადაც მდიდრები არდადეგებს იწყობენ

5 ზღაპრული ადგილი, სადაც მდიდრები არდადეგებს იწყობენ

მსოფლიოში უამრავი ქვეყანაა, სადაც დასასვენებლად წასვლას ისურვებდით, თუმცა არის ადგილები, სადაც ყველას არ აქვს საშუალება მოიწყოს არდადეგები და მით უმეტეს, დიდი ფუფუნებით. წარმოგიდგენთ 5 ზღაპრულ მიმართულებას, სადაც ყველაზე მეტად უყვართ მდიდარ ადამიანებს დასვენება, განსაკუთრებით კი დღესასწაულების შეხვედრა.

მალდივები

წყნარი წყლები, თეთრი ქვიშა და მაღალი დონის მომსახურება სამოთხედ აქცევს მალდივებს. მდიდრებისთვის იქ საოცარი ოთახებია სასტუმროებში, მაგალითად, Conrad Rangali-ის სასტუმროში წყლის ქვეშ შუშის ოთახი ქირავდება და ერთ ღამეში მისი ღირებულება 10 000 ამერიკული დოლარია.

ერთი კვირით კერძო იახტის დაქირავება 14 000 დოლარი ჯდება. პერსონალურ კუნძულზე ერთ ღამეში 23 000 დოლარის გადახდის შემთხვევაში, 1, 349 მეტრ კვადრატი ფართობის სახლის ქირაობაა შესაძლებელი, სადაც მსახურების გარდა, არავინ იქნება.

სამხრეთ აფრიკა

ქეიფ თაუნის მიდამოებში მდიდარი დამსვენებლებისთვის ყველაფერია შესაძლებელი. იქ არის უმაღლესი ხარისხის ღვინის და გასტრონომიული საამქროები, კოსმოპოლისი, საფარი, ულამაზესი პლაჟები და რასაკვირველია, უმაღლესი დონის მომსახურება. ქეიფ თაუნში მოგზაურობა და მისი პანორამებით ტკბობა წარუშლელი შთაბეჭდილებების გარანტიაა.

მაუი, ჰავაი

ჰავაის კუნძული მაუი იდეალური პლაჟების, მდიდრული სასტუმროების, გოლფის მოედნების, მუდამ სასიამოვნო ამინდის და შესანიშნავი რესტორნების "საბადოა". იქაური ატმოსფერო იმდენად მშვიდია, რომ საერთოდ გავიწყებს ყველანაირ საზრუნავს. ზამთარში, კარგ სასტუმროში ერთი ღამის გატარება 5 000 დოლარზე მეტი ჯდება.

ისლანდია

ისლანდია ერთ-ერთი ყველაზე მომნუსხველი ადგილია დედამიწაზე, მისი ულამაზესი ლანდშაფტების, ვულკანების და მწვერვალების წყალობით. ისლანდია ბრწყინვალე ადგილია ზამთრის სპორტისთვის, ერთი ტური იქ 30 000 ამერიკული დოლარი ღირს.

კუნძული ლაუკალა, ფიჯი

ფიჯიზე არსებულ კუნძულზე მოხვედრა მხოლოდ კერძო თვითმფრინავითაა შესაძლებელი. იქ მხოლოდ 25 ვილაა განთავსებული და 385 კაცისგან შემდგარი მომსახურე პერსონალია. ლაუკალა ყველაზე ექსკლუზიური და მდიდრული ადგილია, სადაც შესაძლებელია დღესასწაულების გატარება. ყველა ვილაშია კერძო შეფ მზარეული, რომელიც ნებისმიერი სახის უგემრიელეს კერძებს პერსონალურად დამკვეთისთვის ამზადებს.

მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ