სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეზონანსი" - დენი 2 თეთრით გაძვირდება, გაზი - 10 თეთრით
"რეზონანსი" - დენი 2 თეთრით გაძვირდება, გაზი - 10 თეთრით

კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის გაძ­ვი­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა, გარ­და­უ­ვა­ლი გახ­დეს. დენ­სა და გაზ­ზე ტა­რი­ფე­ბის გაზ­რდა­ზე უკვე თა­მა­მად სა­უბ­რო­ბენ, "რე­ზო­ნან­სის" გა­ან­გა­რი­შე­ბით ელექტრო­ე­ნერ­გია და­ახ­ლო­ე­ბით 2 თეთ­რით გაძ­ვირ­დე­ბა, ხოლო ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის - 10 თეთ­რით. ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ენერ­გო­კომ­პა­ნი­ე­ბი და მთავ­რო­ბა უკან არ და­ი­ხე­ვენ.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი და­მა­ი­მე­დე­ბელ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­და და მო­სახ­ლე­ო­ბას ამ­შვი­დებ­და, ახლა კი კა­ლა­ძის უწყე­ბა­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს ემა­ლე­ბი­ან. სა­მა­გი­ე­როდ, სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რე არ მა­ლავს, რომ გა­და­სა­ხა­დი შე­საძ­ლოა, არა მხო­ლოდ ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე, არა­მედ ბუ­ნებ­რივ აირ­ზე გა­ი­ზარ­დოს. და­ახ­ლო­ე­ბით 1 კვი­რის წინ ირი­ნა მი­ლო­რა­ვაც სხვაგ­ვა­რად სა­უბ­რობ­და, მაგ­რამ ახლა ისიც ცდი­ლობს მთე­ლი ენერ­გო­სის­ტე­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას აჰ­კი­დოს.

მი­ნის­ტრი­სა და სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უსა­ფუძ­ვლოდ მი­აჩ­ნი­ათ რო­გორც ენერ­გე­ტი­კო­სებს, ასე­ვე ეკო­ნო­მის­ტებს. ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა ტა­რი­ფე­ბის ზრდას არ უნდა უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი კო­მუ­ნა­ლუ­რი ტა­რი­ფე­ბის ზრდას არ გა­მო­რი­ცხავს. პარ­ლა­მენ­ტის დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე მყოფ­მა ირი­ნა მი­ლო­რა­ვამ აღ­ნიშ­ნა, რომ მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა.

"ყვე­ლა მომ­დევ­ნო დღე ამ კვი­რა­სა და მომ­დევ­ნო კვი­რა­ში არის ტა­რი­ფე­ბის სხდო­მა. ვიდ­რე ჩვენ სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფებ­ზე მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, იქამ­დე ვმსჯე­ლობთ გა­და­ცე­მა-დის­პეტ­ჩე­რი­ზა­ცი­ის ტა­რი­ფებ­ზე, ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის ტა­რი­ფებ­ზე. უკვე გან­ხი­ლუ­ლი გვაქვს გა­და­ცე­მი­სა და დის­პეტ­ჩე­რი­ზა­ცი­ის ტა­რი­ფე­ბი და აქ ზრდა არის "სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­სის­ტე­მის" და "ენერ­გოტ­რან­სის" ნა­წილ­ში. ზრდა გა­მო­იწ­ვია იმ ამ­ბი­ცი­ურ­მა სა­ინ­ვეს­ტი­ციო გეგ­მამ, რო­მე­ლიც "სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­სის­ტე­მას" აქვს.

ხვა­ლინ­დელ სხდო­მა­ზე უკვე ვი­ხი­ლავთ თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის ტა­რიფს, შემ­დეგ მოხ­დე­ბა ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის ტა­რი­ფე­ბის გან­ხილ­ვა და ამის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფებ­ზე პროგ­ნო­ზე­ბის გა­კე­თე­ბა. დღეს ჩვე­ნი მხრი­დან რამე შე­ფა­სე­ბის გა­კე­თე­ბა ამ მხრივ არას­წო­რი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მი­ლო­რა­ვამ. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

"რეზონანსი" - დენი 2 თეთრით გაძვირდება, გაზი - 10 თეთრით

"რეზონანსი" - დენი 2 თეთრით გაძვირდება, გაზი - 10 თეთრით

კომუნალური გადასახადების გაძვირება შეიძლება, გარდაუვალი გახდეს. დენსა და გაზზე ტარიფების გაზრდაზე უკვე თამამად საუბრობენ, "რეზონანსის" გაანგარიშებით ელექტროენერგია დაახლოებით 2 თეთრით გაძვირდება, ხოლო ბუნებრივი აირის - 10 თეთრით. ეს იმ შემთხვევაში, თუ ენერგოკომპანიები და მთავრობა უკან არ დაიხევენ.

რამდენიმე დღის წინ ენერგეტიკის მინისტრი დამაიმედებელ განცხადებებს აკეთებდა და მოსახლეობას ამშვიდებდა, ახლა კი კალაძის უწყებაში ჟურნალისტებს ემალებიან. სამაგიეროდ, სემეკის თავმჯდომარე არ მალავს, რომ გადასახადი შესაძლოა, არა მხოლოდ ელექტროენერგიაზე, არამედ ბუნებრივ აირზე გაიზარდოს. დაახლოებით 1 კვირის წინ ირინა მილორავაც სხვაგვარად საუბრობდა, მაგრამ ახლა ისიც ცდილობს მთელი ენერგოსისტემის პასუხისმგებლობა მოსახლეობას აჰკიდოს.

მინისტრისა და სემეკის თავმჯდომარის გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ მიაჩნიათ როგორც ენერგეტიკოსებს, ასევე ეკონომისტებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ტარიფების ზრდას არ უნდა უკავშირდებოდეს.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი კომუნალური ტარიფების ზრდას არ გამორიცხავს. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მყოფმა ირინა მილორავამ აღნიშნა, რომ მომდევნო დღეებში შესაძლებელი იქნება სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით კონკრეტული პროგნოზის გაკეთება.

"ყველა მომდევნო დღე ამ კვირასა და მომდევნო კვირაში არის ტარიფების სხდომა. ვიდრე ჩვენ სამომხმარებლო ტარიფებზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, იქამდე ვმსჯელობთ გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ტარიფებზე, ჰიდროელექტროსადგურების ტარიფებზე. უკვე განხილული გვაქვს გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები და აქ ზრდა არის "სახელმწიფო ელექტროსისტემის" და "ენერგოტრანსის" ნაწილში. ზრდა გამოიწვია იმ ამბიციურმა საინვესტიციო გეგმამ, რომელიც "სახელმწიფო ელექტროსისტემას" აქვს.

ხვალინდელ სხდომაზე უკვე ვიხილავთ თბოელექტროსადგურების ტარიფს, შემდეგ მოხდება ჰიდროელექტროსადგურების ტარიფების განხილვა და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება სამომხმარებლო ტარიფებზე პროგნოზების გაკეთება. დღეს ჩვენი მხრიდან რამე შეფასების გაკეთება ამ მხრივ არასწორი იქნება", - განაცხადა მილორავამ. განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."