კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართულმა კაზინოებმა მეზობელი ქვეყნებიც შეაშფოთა...
ქართულმა კაზინოებმა მეზობელი ქვეყნებიც შეაშფოთა...

სა­მო­რი­ნე­ე­ბი და აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ავად­მყო­ფო­ბაა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამა­ზე თვალს ყვე­ლა იბრმა­ვებს, მათ შო­რის, მთავ­რო­ბა, რო­მელ­საც ყური რომ ვუგ­დოთ, თით­ქოს შეც­ნო­ბი­ლი აქვს სა­კი­თხის სიმწვა­ვე. ამ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში აზარ­ტუ­ლი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბამ მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბიც შე­ა­წუ­ხა.

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენტს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მო­რი­ნე­ე­ბის და­ხურ­ვა სურს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამის მი­ზე­ზი ისაა, რომ თურ­ქი მო­სახ­ლე­ო­ბის საკ­მა­ოდ დიდი ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ზი­ნო­ებ­ში სა­თა­მა­შოდ გად­მო­დის.

რე­ჯებ ტაიპ ერ­დო­ღან­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი თხოვ­ნით სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს პი­რა­დად მი­მარ­თა, რათა მან სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნა გა­მო­ი­ყე­ნოს და თურ­ქე­თის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე სა­მო­რი­ნე­ე­ბის და­ხურ­ვა შეძ­ლოს.

გა­მო­ცე­მა CALVINAYRE.COM წერს, რომ 2012 წელს თურ­ქეთ­მა და სა­ქარ­თვე­ლომ თა­ვი­სუ­ფა­ლი მი­მოს­ვლის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მო­ა­წე­რეს ხელი. მა­ლე­ვე თურ­ქე­თის ელჩმა გა­ნა­ცხა­და, რომ ბა­თუმ­ში თურ­ქე­ბი კა­ზი­ნო­ებ­ში სა­თა­მა­შოდ ჩა­მო­დი­ოდ­ნენ. ამას­თან, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ელ­ჩის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში თურ­ქი ქა­ლე­ბი ხში­რად რე­კავ­დნენ თხოვ­ნით, რომ მათ მე­უღ­ლე­ე­ბის ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბა სურ­დათ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თურ­ქეთ­ში კა­ზი­ნო­ე­ბი 1998 წელს აიკ­რძა­ლა. უნდა ით­ქვას ისიც, რომ უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში თურ­ქე­ბის რი­ცხვი, რომ­ლე­ბიც ბა­თუმ­ში სა­მო­რი­ნე­ებ­ში სა­თა­მა­შოდ გად­მო­დი­ან, მნიშ­ვნე­ლოვ­ნა­დაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი.

ექ­სპრე­მი­ერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მარ­თლაც აღ­ნიშ­ნა, რომ ერ­დო­ღან­თან შეხ­ვედ­რი­სას სა­მო­რი­ნე­ე­ბის აკ­რძალ­ვა­ზე მარ­თლაც ისა­უბ­რეს. "პირ­ვე­ლი ეს მთხო­ვა, იქ­ნებ, კა­ზი­ნო­ე­ბი და­ხუ­რო­თო", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და იქვე დას­ძი­ნა, რომ მომ­ხრეა აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე არას­რულ­წლოვ­ნე­ბის­თვის მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი უნდა და­წეს­დეს.

გაგ­რძე­ლე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ქართულმა კაზინოებმა მეზობელი ქვეყნებიც შეაშფოთა...

ქართულმა კაზინოებმა მეზობელი ქვეყნებიც შეაშფოთა...

სამორინეები და აზარტული თამაშები საქართველოს ავადმყოფობაა. რასაკვირველია, ამაზე თვალს ყველა იბრმავებს, მათ შორის, მთავრობა, რომელსაც ყური რომ ვუგდოთ, თითქოს შეცნობილი აქვს საკითხის სიმწვავე. ამ დროს საქართველოში აზარტული ბიზნესის განვითარებამ მეზობელი ქვეყნის პირველი პირებიც შეაწუხა.

თურქეთის პრეზიდენტს საქართველოში სამორინეების დახურვა სურს. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ისაა, რომ თურქი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი საქართველოში კაზინოებში სათამაშოდ გადმოდის.

რეჯებ ტაიპ ერდოღანმა აღნიშნული თხოვნით საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს პირადად მიმართა, რათა მან საკუთარი გავლენა გამოიყენოს და თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე სამორინეების დახურვა შეძლოს.

გამოცემა CALVINAYRE.COM წერს, რომ 2012 წელს თურქეთმა და საქართველომ თავისუფალი მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. მალევე თურქეთის ელჩმა განაცხადა, რომ ბათუმში თურქები კაზინოებში სათამაშოდ ჩამოდიოდნენ. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ელჩის ადმინისტრაციაში თურქი ქალები ხშირად რეკავდნენ თხოვნით, რომ მათ მეუღლეების ქვეყანაში დაბრუნება სურდათ.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში კაზინოები 1998 წელს აიკრძალა. უნდა ითქვას ისიც, რომ უკანასკნელ პერიოდში თურქების რიცხვი, რომლებიც ბათუმში სამორინეებში სათამაშოდ გადმოდიან, მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მართლაც აღნიშნა, რომ ერდოღანთან შეხვედრისას სამორინეების აკრძალვაზე მართლაც ისაუბრეს. "პირველი ეს მთხოვა, იქნებ, კაზინოები დახუროთო", - აღნიშნა ივანიშვილმა და იქვე დასძინა, რომ მომხრეა აზარტულ თამაშებზე არასრულწლოვნებისთვის მკაცრი შეზღუდვები უნდა დაწესდეს.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი