სამხედრო
მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ხაზარაძე - "სოსიეტე ჟენერალი" ბაზრიდან არ გადის
მამუკა ხაზარაძე - "სოსიეტე ჟენერალი" ბაზრიდან არ გადის

"სო­სი­ე­ტე ჟე­ნე­რა­ლი" ბაზ­რი­დან არ გა­დის, ის "თი­ბი­სი ბან­კის" აქ­ცი­ე­ბის 5.4%-ის მფლო­ბე­ლი ხდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე "თი­ბი­სი ბან­კის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ხა­ზა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ გა­რი­გე­ბა­ზე ბან­კის მე­ნე­ჯმენ­ტი წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. საკ­მა­ოდ რთუ­ლი და ხან­გრძლი­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად გა­რი­გე­ბა წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და და "თი­ბი­სი ბან­კი" "ბანკ რეს­პუბ­ლი­კას" აქ­ცი­ებს ყი­დუ­ლობს.

"სო­სი­ე­ტე ჟე­ნე­რა­ლი" დარ­ჩა "თი­ბი­სი ბან­კის" აქ­ცი­ო­ნე­რად. ის ხდე­ბა "თი­ბი­სი ბან­კის" აქ­ცი­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით, 5.4%-ის მფლო­ბე­ლი. ამით მოხ­და საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ორი ბან­კის - "თი­ბი­სი ბან­კი­სა" და "ბანკ რეს­პუბ­ლი­კას" კონ­სო­ლი­დი­რე­ბა. ჩვენ მი­ვაღ­წი­ეთ შე­თან­ხმე­ბას, რომ ვიქ­ნე­ბით "სო­სი­ე­ტე ჟე­ნე­რა­ლის" ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და პარ­ტი­ო­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი გა­რი­გე­ბა ქარ­თულ სა­ბან­კო ის­ტო­რი­ა­ში და ამით "თი­ბი­სი ბან­კი" უახ­ლო­ეს ხან­ში გა­და­ვა 250 ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ის რი­ცხვში ლონ­დო­ნის ბირ­ჟა­ზე", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

თა­ვის მხრივ, "თი­ბი­სი ბან­კის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ვახ­ტანგ ბუ­ცხრი­კი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, ვინც "ბანკ რეს­პუბ­ლი­კა­ში" მუ­შა­ო­ბენ, "თი­ბი­სი ბან­კის" გუნდს კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რე­ბენ.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტრან­ზაქ­ცი­ის შე­დე­გად "თი­ბი­სი ბან­კი" ბა­ზარ­ზე დე­პო­ზი­ტე­ბი­სა და სეს­ხე­ბის მი­ხედ­ვით ნო­მერ პირ­ვე­ლი ბან­კი ხდე­ბა. "ეს მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას გავზრდოთ ჩვე­ნი მას­შტა­ბე­ბი, ეფექ­ტუ­რო­ბა და ჩვენს კლი­ენ­ტებს უფრო უკე­თე­სი მომ­სა­ხუ­რე­ბა და და­ბა­ლი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი შევ­თა­ვა­ზოთ", - გა­ნა­ცხა­და ბუ­ცხრი­კი­ძემ.

გარ­და ამი­სა, "თი­ბი­სი ბან­კის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ამ გა­რი­გე­ბის შე­დე­გად არ მცირ­დე­ბა კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მო. მი­სი­ვე თქმით, "თი­ბი­სი ბანკს" "ბანკ რეს­პუბ­ლი­კის" შე­ძე­ნით გა­უ­იაფ­დე­ბა რე­სურ­სი და აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რი­გე­ბა გა­მო­იწ­ვევს ცვლი­ლე­ბებს მხო­ლოდ პო­ზი­ტი­უ­რი კუ­თხით.

დღე­ვან­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "თი­ბი­სი ბან­კმა" შე­ი­ძი­ნა "პროგ­რეს­ბან­კის" აქ­ტი­ვე­ბის (108 მი­ლი­ო­ნი ლარი) და პა­სი­ვე­ბის (108 მი­ლი­ო­ნი ლარი) შერ­ჩე­უ­ლი ნა­წი­ლი. გარ­და ამი­სა, მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ერთ-ერთი ქარ­თუ­ლი ბან­კი­დან შე­სა­ბა­მი­სი პორ­ტფე­ლე­ბის შე­ძე­ნა­ზე, თუმ­ცა რო­მე­ლი ბან­კია ეს, ამ ეტაპ­ზე "თი­ბი­სი ბან­კში" არ აკონ­კრე­ტე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

მამუკა ხაზარაძე - "სოსიეტე ჟენერალი" ბაზრიდან არ გადის

მამუკა ხაზარაძე - "სოსიეტე ჟენერალი" ბაზრიდან არ გადის

"სოსიეტე ჟენერალი" ბაზრიდან არ გადის, ის "თიბისი ბანკის" აქციების 5.4%-ის მფლობელი ხდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ განაცხადა, აღნიშნულ გარიგებაზე ბანკის მენეჯმენტი წელიწადნახევრის განმავლობაში მუშაობდა. საკმაოდ რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად გარიგება წარმატებით დასრულდა და "თიბისი ბანკი" "ბანკ რესპუბლიკას" აქციებს ყიდულობს.

"სოსიეტე ჟენერალი" დარჩა "თიბისი ბანკის" აქციონერად. ის ხდება "თიბისი ბანკის" აქციების დაახლოებით, 5.4%-ის მფლობელი. ამით მოხდა საკმაოდ სერიოზული ორი ბანკის - "თიბისი ბანკისა" და "ბანკ რესპუბლიკას" კონსოლიდირება. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ვიქნებით "სოსიეტე ჟენერალის" ოფიციალური წარმომადგენლები და პარტიორები საქართველოში. ეს არის ყველაზე დიდი გარიგება ქართულ საბანკო ისტორიაში და ამით "თიბისი ბანკი" უახლოეს ხანში გადავა 250 ყველაზე მსხვილი კომპანიის რიცხვში ლონდონის ბირჟაზე", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თავის მხრივ, "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ აღნიშნა, რომ ის პროფესიონალები, ვინც "ბანკ რესპუბლიკაში" მუშაობენ, "თიბისი ბანკის" გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებენ.

მისივე თქმით, აღნიშნული ტრანზაქციის შედეგად "თიბისი ბანკი" ბაზარზე დეპოზიტებისა და სესხების მიხედვით ნომერ პირველი ბანკი ხდება. "ეს მოგვცემს საშუალებას გავზრდოთ ჩვენი მასშტაბები, ეფექტურობა და ჩვენს კლიენტებს უფრო უკეთესი მომსახურება და დაბალი საპროცენტო განაკვეთი შევთავაზოთ", - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

გარდა ამისა, "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ამ გარიგების შედეგად არ მცირდება კონკურენტული გარემო. მისივე თქმით, "თიბისი ბანკს" "ბანკ რესპუბლიკის" შეძენით გაუიაფდება რესურსი და აღნიშნული გარიგება გამოიწვევს ცვლილებებს მხოლოდ პოზიტიური კუთხით.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ "თიბისი ბანკმა" შეიძინა „პროგრესბანკის" აქტივების (108 მილიონი ლარი) და პასივების (108 მილიონი ლარი) შერჩეული ნაწილი. გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერთ-ერთი ქართული ბანკიდან შესაბამისი პორტფელების შეძენაზე, თუმცა რომელი ბანკია ეს, ამ ეტაპზე "თიბისი ბანკში" არ აკონკრეტებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი