საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარაში მომსახურების ხარისხის კვლევა დაიწყო
აჭარაში მომსახურების ხარისხის კვლევა დაიწყო

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი რე­გი­ონ­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის კვლე­ვას იწყებს. აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ონ­ლა­ინ კვლე­ვა, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში გან­თავ­სე­ბი­სა და კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის, ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის, ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბის, ტუ­რის­ტუ­ლი ატ­რაქ­ცი­ე­ბის, ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი­სა და სოფ­ლად არ­სე­ბუ­ლი სა­ო­ჯა­ხო სახ­ლე­ბის სერ­ვი­სის შე­ფა­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, დღე­ი­დან და­ი­წყო.

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ გვერ­დზე Gobatumi.com და facebook გვერ­დზე Visit Batumi ატ­ვირ­თუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი კი­თხვა­რი, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს პირ­ველ დე­კემ­ბრამ­დე, აჭა­რა­ში არ­სე­ბულ ტუ­რის­ტულ ობი­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა და­ა­ფიქ­სი­როს. კი­თხვა­რის ნახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია შემ­დეგ ბმულ­ზე goo.gl/7ku0e5

კი­თხვა­რი სა­მე­ნო­ვა­ნია და მისი შევ­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა უცხო­ელ ტუ­რის­ტებ­საც აქვთ. ამო­ბეჭ­დი­ლი კი­თხვა­რე­ბი რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე ტუ­რის­ტულ-სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრებ­ში გან­თავ­სდე­ბა. ის ასე­ვე და­ეგ­ზავ­ნე­ბა რე­გი­ონ­ში, ტუ­რიზ­მის სექ­ტორ­ში მოქ­მედ კერ­ძო კომ­პა­ნი­ებ­სა და პი­რებს. კვლე­ვი­სას და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი და­ეხ­მა­რე­ბა აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენტს რე­გი­ონ­ში ტუ­რის­ტუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის გან­სა­ზღვრა­სა და სა­მო­მავ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მვა­ში. კვლე­ვი­სას გა­მოკ­ვე­თი­ლი ტუ­რიზ­მის სექ­ტო­რის წარ­მა­ტე­ბულ ობი­ექ­ტებს დე­პარ­ტა­მენ­ტი ასე­ვე წა­რად­გენს ტუ­რიზ­მის რე­გი­ო­ნულ ფო­რუმ­ზე "მაგ­ნო­ლია 2016", რო­მე­ლიც 2016 წლის დე­კემ­ბერ­ში ქ. ბა­თუმ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

კვლე­ვა დღეს და­ი­წყო და 1 დე­კემ­ბრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

აჭარაში მომსახურების ხარისხის კვლევა დაიწყო

აჭარაში მომსახურების ხარისხის კვლევა დაიწყო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მომსახურების ხარისხის კვლევას იწყებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ონლაინ კვლევა, რომელიც რეგიონში განთავსებისა და კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების, ტურისტული მარშრუტების, ტურისტული ატრაქციების, ახალი ტურისტული პროდუქტებისა და სოფლად არსებული საოჯახო სახლების სერვისის შეფასებას ითვალისწინებს, დღეიდან დაიწყო.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე Gobatumi.com და facebook გვერდზე Visit Batumi ატვირთულია სპეციალური კითხვარი, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს პირველ დეკემბრამდე, აჭარაში არსებულ ტურისტულ ობიექტებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება დააფიქსიროს. კითხვარის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე goo.gl/7ku0e5

კითხვარი სამენოვანია და მისი შევსების შესაძლებლობა უცხოელ ტურისტებსაც აქვთ. ამობეჭდილი კითხვარები რეგიონში მდებარე ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში განთავსდება. ის ასევე დაეგზავნება რეგიონში, ტურიზმის სექტორში მოქმედ კერძო კომპანიებსა და პირებს. კვლევისას დაფიქსირებული შედეგები დაეხმარება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს რეგიონში ტურისტული მომსახურების ხარისხის განსაზღვრასა და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვაში. კვლევისას გამოკვეთილი ტურიზმის სექტორის წარმატებულ ობიექტებს დეპარტამენტი ასევე წარადგენს ტურიზმის რეგიონულ ფორუმზე „მაგნოლია 2016“, რომელიც 2016 წლის დეკემბერში ქ. ბათუმში გაიმართება.

კვლევა დღეს დაიწყო და 1 დეკემბრამდე გაგრძელდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი