მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს ნიკორწმინდის 1000 წლის იუბილე აღინიშნება
დღეს ნიკორწმინდის 1000 წლის იუბილე აღინიშნება

რა­ჭა­ში, დღეს ნი­კორ­წმინ­დის 1000 წლის იუ­ბი­ლე ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით აღი­ნიშ­ნე­ბა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერ­პეს­ნი­უსს" რაჭა, ლე­ჩხუმ-ქვე­მო სვა­ნე­თის მხა­რის გუ­ბერ­ნა­ტო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს.

პრეს­სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, დღეს, 7 აგ­ვის­ტოს, 10:00 სა­ათ­ზე, ნი­კორ­წმინ­დის ტა­ძარ­ში სა­ზე­ი­მო ლი­ტურ­გი­ას კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II აღავ­ლენს. 14:00 სა­ათ­ზე, ნი­კორ­წმინ­დის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის ად­გი­ლის კურ­თხე­ვა მოხ­დე­ბა; 18:00 სა­ათ­ზე, რა­ჭის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თე­ბა; 19:00 სა­ათ­ზე კი, სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გალა კონ­ცერ­ტით ქ. ამ­ბრო­ლა­ურ­ში დას­რულ­დე­ბა. კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ქარ­თუ­ლი ესტრა­დის ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ნანი ბრეგ­ვა­ძე, ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი, თე­ო­ნა დვა­ლი, მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი, ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძე, თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე, ნატო მე­ტო­ნი­ძე, გი­ორ­გი გაგ­ნი­ძე, რა­მაზ ჩიკ­ვი­ლა­ძე, ან­ზორ ხი­და­შე­ლი, გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლი და ან­სამ­ბლი "შვიდ­კა­ცა". გალა-კონ­ცერ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით, Check in Georgia-ს ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. სა­ღა­მოს მსა­ხი­ო­ბი კახა მი­ქი­აშ­ვი­ლი და მომ­ღე­რა­ლი ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი გა­უ­ძღვე­ბი­ან.

პრეს­ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­სა და ნი­კორ­წმინ­დის ეპარ­ქი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით და რაჭა-ლე­ჩხუმ-ქვე­მო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, ქა­ლაქ ამ­ბრო­ლა­უ­რი­სა და ამ­ბრო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რით გა­ი­მარ­თე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი

დღეს ნიკორწმინდის 1000 წლის იუბილე აღინიშნება

დღეს ნიკორწმინდის 1000 წლის იუბილე აღინიშნება

რაჭაში, დღეს ნიკორწმინდის 1000 წლის იუბილე ღონისძიებებით აღინიშნება. ამის შესახებ "ინტერპესნიუსს" რაჭა, ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

პრესსამსახურის განცხადებით, იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, დღეს, 7 აგვისტოს, 10:00 საათზე, ნიკორწმინდის ტაძარში საზეიმო ლიტურგიას კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღავლენს. 14:00 საათზე, ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსის ადგილის კურთხევა მოხდება; 18:00 საათზე, რაჭის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართება; 19:00 საათზე კი, საზეიმო ღონისძიებები გალა კონცერტით ქ. ამბროლაურში დასრულდება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები ნანი ბრეგვაძე, ანიტა რაჭველიშვილი, თეონა დვალი, მარიამ როინიშვილი, ნატალია ქუთათელაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, გიორგი გაგნიძე, რამაზ ჩიკვილაძე, ანზორ ხიდაშელი, გიორგი ცაგარელი და ანსამბლი "შვიდკაცა". გალა-კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება. საღამოს მსახიობი კახა მიქიაშვილი და მომღერალი ლიზა ბაგრატიონი გაუძღვებიან.

პრესცენტრის ინფორმაციით, ღონისძიებები საქართველოს საპატრიარქოსა და ნიკორწმინდის ეპარქიის ორგანიზებით და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ქალაქ ამბროლაურისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი