კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინტერპოლმა თემურ ბასილია ძებნილთა სიიდან ამოიღო
ინტერპოლმა თემურ ბასილია ძებნილთა სიიდან ამოიღო

ინ­ტერ­პოლ­მა ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ყო­ფი­ლი მრჩე­ვე­ლი ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში თე­მურ ბა­სი­ლია ძებ­ნილ­თა სი­ი­დან ამო­ი­ღო. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ას" თა­ვად თე­მურ ბა­სი­ლი­ამ ვა­შინგტო­ნი­დან ჩარ­თვი­სას და­უ­დას­ტუ­რა.

"რამ­დე­ნი­მე თვის წინ ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ვი­ღე შე­ტყო­ბი­ნე­ბა ინ­ტერ­პო­ლის ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სი­დან, საფ­რან­გე­თი­დან, რომ ჩემ­ზე ძებ­ნა შე­წყდა. რო­გორც კი აშშ-ში პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი მი­ვი­ღე, ამე­რი­კე­ლი იუ­რის­ტის მეშ­ვე­ო­ბით მივ­მარ­თე ინ­ტერ­პო­ლის ცენ­ტრა­ლურ ოფისს საფ­რან­გეთ­ში. იყო საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი მი­წერ-მო­წე­რა, სა­კი­თხის შეს­წავ­ლა. 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში მი­ვი­ღეთ ინ­ტერ­პო­ლი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლი, სამ­წუ­ხა­როდ იმის გამო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წი­ნა­აღ­მდე­გი წა­ვი­და, მათ არაფ­რის გა­კე­თე­ბა შე­ეძ­ლოთ. ერ­თა­დერ­თი შე­ეძ­ლოთ უსაფრ­თხო სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­უ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. შე­მომ­თა­ვა­ზეს რა­ღაც ვა­რი­ან­ტე­ბი, რა­ზეც მე თან­ხმო­ბა მი­ვე­ცი. მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ასე­თი კუ­რი­ო­ზუ­ლი სი­ტუ­ა­ცია, რომ მე სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ვი­ყა­ვი ინ­ტერ­პო­ლის არ­ხე­ბით ძებ­ნი­ლი, თუმ­ცა, ამა­ვე დროს, ინ­ტერ­პო­ლის ცენ­ტრა­ლურ ოფისს გა­ცე­მუ­ლი ჰქონ­და ინ­სტრუქ­ცია, რომ სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის მო­მენ­ტში ჩემი და­კა­ვე­ბა არ მომ­ხდა­რი­ყო", - აღ­ნიშ­ნა თე­მურ ბა­სი­ლი­ამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ტერ­პო­ლის ძებ­ნილ­თა სი­ი­დან ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის ამო­ღე­ბის შემ­დეგ, თე­მურ ბა­სი­ლი­ამ და მის­მა ამე­რი­კელ­მა იუ­რის­ტმა ინ­ტერ­პო­ლის ცენ­ტრა­ლურ ოფისს მი­მარ­თეს და და­ინ­ტე­რეს­დნენ რაში იყო საქ­მე და რა­ტომ არ ხდე­ბო­და მისი ამო­ღე­ბა ძებ­ნილ­თა სი­ი­დან.

"რო­გორც ჩანს, ამას გარ­კვე­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვა და რო­გორც საფ­რან­გე­თი­დან, ინ­ტერ­პო­ლის ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სი­დან, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რად მაც­ნო­ბეს, რომ ინ­ტერ­პო­ლის არ­ხე­ბით ძებ­ნა შე­წყდა", - აღ­ნიშ­ნა თე­მურ ბა­სი­ლი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ინტერპოლმა თემურ ბასილია ძებნილთა სიიდან ამოიღო

ინტერპოლმა თემურ ბასილია ძებნილთა სიიდან ამოიღო

ინტერპოლმა ედუარდ შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში თემურ ბასილია ძებნილთა სიიდან ამოიღო. აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანია "იბერიას" თავად თემურ ბასილიამ ვაშინგტონიდან ჩართვისას დაუდასტურა.

"რამდენიმე თვის წინ ოფიციალურად მივიღე შეტყობინება ინტერპოლის ცენტრალური ოფისიდან, საფრანგეთიდან, რომ ჩემზე ძებნა შეწყდა. როგორც კი აშშ-ში პოლიტიკური დევნილის სტატუსი მივიღე, ამერიკელი იურისტის მეშვეობით მივმართე ინტერპოლის ცენტრალურ ოფისს საფრანგეთში. იყო საკმაოდ სერიოზული მიწერ-მოწერა, საკითხის შესწავლა. 2012 წლის დეკემბერში მივიღეთ ინტერპოლიდან ოფიციალური წერილი, სამწუხაროდ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება წინააღმდეგი წავიდა, მათ არაფრის გაკეთება შეეძლოთ. ერთადერთი შეეძლოთ უსაფრთხო საერთაშორისო მოგზაურობის უზრუნველყოფა. შემომთავაზეს რაღაც ვარიანტები, რაზეც მე თანხმობა მივეცი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო ასეთი კურიოზული სიტუაცია, რომ მე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვიყავი ინტერპოლის არხებით ძებნილი, თუმცა, ამავე დროს, ინტერპოლის ცენტრალურ ოფისს გაცემული ჰქონდა ინსტრუქცია, რომ საზღვრის გადაკვეთის მომენტში ჩემი დაკავება არ მომხდარიყო", - აღნიშნა თემურ ბასილიამ.

მისივე ინფორმაციით, ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ზურაბ ადეიშვილის ამოღების შემდეგ, თემურ ბასილიამ და მისმა ამერიკელმა იურისტმა ინტერპოლის ცენტრალურ ოფისს მიმართეს და დაინტერესდნენ რაში იყო საქმე და რატომ არ ხდებოდა მისი ამოღება ძებნილთა სიიდან.

"როგორც ჩანს, ამას გარკვეული რეაგირება მოჰყვა და როგორც საფრანგეთიდან, ინტერპოლის ცენტრალური ოფისიდან, ასევე საქართველოს პროკურატურიდან ოფიციალურად მაცნობეს, რომ ინტერპოლის არხებით ძებნა შეწყდა", - აღნიშნა თემურ ბასილიამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ