მსოფლიო
სამხედრო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაულ ხაჯიმბა გადადგომისთვის მზადყოფნას ადასტურებს
რაულ ხაჯიმბა გადადგომისთვის მზადყოფნას ადასტურებს

აფხა­ზე­თის მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი რე­ჟი­მის ლი­დე­რი რაულ ხა­ჯიმ­ბა გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ მზად­ყოფ­ნას ადას­ტუ­რებს, თუკი, მისი თქმით, ამას ხალ­ხი მო­ი­სურ­ვებს. სა­ა­გენ­ტო "სპუტ­ნი­კის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ მან დღეს , დე­ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭერ მი­ტინგზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენ გა­დავ­დგით ეს ნა­ბი­ჯი ხალ­ხის გა­სა­ერ­თი­ა­ნებ­ლად, რათა შეგ­ვექ­მნა პი­რო­ბე­ბი რე­ა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის ბედ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ესეც არ იყო სა­ჭი­რო. ახლა აყე­ნე­ბენ სა­კითხს, რომ სა­ჭი­როა რე­ფე­რენ­დუ­მის გა­უქ­მე­ბა. რე­ფე­რენ­დუ­მი ჩა­ტარ­დე­ბა. ვი­მე­ო­რებ, თუკი თქვენ მი­ი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ ხა­ჯიმ­ბამ და­ტო­ვოს თა­ნამ­დე­ბო­ბა, მე დავ­თან­ხმდე­ბი. თუკი ასე არ იქ­ნე­ბა, ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებ ამ ნე­გა­ტი­ვის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს. მე ვე­რა­ვინ შე­მა­ში­ნებს", - გა­ნა­ცხა­და ხა­ჯიმ­ბამ.

მისი აზ­რით, რე­ფე­რენ­დუ­მის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ამ რე­ფე­რენ­დუ­მის ჩაშ­ლას თა­ვი­დან­ვე გეგ­მავ­დნენ. დე­ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტის მხარ­და­სა­ჭე­რი აქ­ცია ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბას­თან გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მე­ბით, ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

რაულ ხაჯიმბა გადადგომისთვის მზადყოფნას ადასტურებს

რაულ ხაჯიმბა გადადგომისთვის მზადყოფნას ადასტურებს

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი რაულ ხაჯიმბა გადადგომის შესახებ მზადყოფნას ადასტურებს, თუკი, მისი თქმით, ამას ხალხი მოისურვებს. სააგენტო "სპუტნიკის" ინფორმაციით, ამის შესახებ მან დღეს , დეფაქტო ხელისუფლების მხარდასაჭერ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი ხალხის გასაერთიანებლად, რათა შეგვექმნა პირობები რეალური გადაწყვეტილებისთვის სახელმწიფოს მეთაურის ბედთან დაკავშირებით, მაგრამ, როგორც ჩანს, ესეც არ იყო საჭირო. ახლა აყენებენ საკითხს, რომ საჭიროა რეფერენდუმის გაუქმება. რეფერენდუმი ჩატარდება. ვიმეორებ, თუკი თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ხაჯიმბამ დატოვოს თანამდებობა, მე დავთანხმდები. თუკი ასე არ იქნება, ბოლომდე ვიბრძოლებ ამ ნეგატივის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არსებობს. მე ვერავინ შემაშინებს", - განაცხადა ხაჯიმბამ.

მისი აზრით, რეფერენდუმის ორგანიზატორები ამ რეფერენდუმის ჩაშლას თავიდანვე გეგმავდნენ. დეფაქტო პრეზიდენტის მხარდასაჭერი აქცია ადმინისტრაციის შენობასთან გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა მონაცემებით, ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?