მსოფლიო
სამხედრო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პროდუქტი გვაქვს, ბაზარი არა" - კახეთში ატამი ლპება
"პროდუქტი გვაქვს, ბაზარი არა" - კახეთში ატამი ლპება

კა­ხეთ­ში ატ­მის კრე­ფის პრო­ცე­სი აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შე­ვი­და. ფერ­მე­რე­ბი მო­სავ­ლის დიდ რა­ო­დე­ნო­ბა­სა და მყიდ­ვე­ლის სიმ­ცი­რე­ზე სა­უბ­რო­ბენ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ატ­მის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა­გან და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს­გან დახ­მა­რე­ბას ითხო­ვენ. გუ­რამ ზარ­დი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ხილს სო­ფელ ჩუმ­ლაყ­ში არ­სე­ბუ­ლი ატ­მის სა­ბი­თუ­მო ბა­ზარ­ზე ყი­დის, სე­ზო­ნის ჩა­ვარ­დნა­ზე მი­უ­თი­თებს და აცხა­დებს, რომ მო­ვაჭ­რე­ე­ბი მათ­გან მხო­ლოდ ნარ­ჩევ პრო­დუქ­ცი­ას ყი­დუ­ლო­ბენ.

"ერთი წინწკა­ლიც რომ ქონ­დეს, არ ყი­დუ­ლო­ბენ, სად წა­ვი­ღოთ ამ­დე­ნი მო­სა­ვა­ლი? არც ბაზ­რე­ბია, რომ და­ბალ ფას­ში მა­ინც გავ­ყი­დოთ. გლე­ხი მი­წას და­უბ­რუნ­დაო, რომ ამ­ბო­ბენ, სურ­ვი­ლი გვაქვს კი რომ ვი­მუ­შა­ოთ? არა­ფერს არ აქვს ფასი, არც მარ­წყვის მოყ­ვა­ნას, არც ატამს და არც ბოსტნე­ულს, სად გავ­ყი­დოთ, რა გა­ვა­კე­თოთ? სა­დაც ატ­მის უხვი მო­სა­ვა­ლია, ამ სოფ­ლე­ბის­თვის ერთი ხი­ლის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მოს აშე­ნე­ბა რა გახ­და? გა­სულ წლებ­ში უფრო მეტი გა­სა­ღე­ბა გვქონ­და, ზოგს სა­კამ­პო­ტედ მიჰ­ქონ­და, ზოგს სა­მუ­რა­ბედ, წელს ეს გა­ყიდ­ვე­ბიც შემ­ცირ­და, ხალ­ხს პუ­რის ფული უჭირს. ჩემი მან­ქა­ნა არ არის ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ სხვა ქა­ლაქ­ში წა­ვი­ღო ატა­მი გა­სა­ყი­დად", - გა­ნუ­ცხა­და Knews.ge-ს გუ­რამ ზარ­დი­აშ­ვილ­მა.

მე­ვე­ნა­ხე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქებ­ში პრო­დუქ­ცი­ის გა­ტა­ნას ვერ ახერ­ხე­ბენ. ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ თუ ხი­ლის გა­ყიდ­ვას დიდი დრო დას­ჭირ­დე­ბა, მო­სავ­ლის ნა­წი­ლი ხეზე დალ­პე­ბა. მა­შინ რო­დე­საც გელე­ხე­ბი ჩუმ­ლაყ­ში ატამს 20 თეთ­რა­დაც ვერ ყი­დი­ან, თბი­ლის­ში პო­დუქ­ცი­ის სა­ბაზ­რო ფასი 2 ლარს შე­ად­გენს.

იხი­ლეთ ვრცლად

"კა­ხე­თის ხმა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

"პროდუქტი გვაქვს, ბაზარი არა" - კახეთში ატამი ლპება

"პროდუქტი გვაქვს, ბაზარი არა" - კახეთში ატამი ლპება

კახეთში ატმის კრეფის პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. ფერმერები მოსავლის დიდ რაოდენობასა და მყიდველის სიმცირეზე საუბრობენ. ადგილობრივები ატმის რეალიზაციაში ცენტრალური ხელისუფლებისაგან და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან დახმარებას ითხოვენ. გურამ ზარდიაშვილი, რომელიც ხილს სოფელ ჩუმლაყში არსებული ატმის საბითუმო ბაზარზე ყიდის, სეზონის ჩავარდნაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ მოვაჭრეები მათგან მხოლოდ ნარჩევ პროდუქციას ყიდულობენ.

"ერთი წინწკალიც რომ ქონდეს, არ ყიდულობენ, სად წავიღოთ ამდენი მოსავალი? არც ბაზრებია, რომ დაბალ ფასში მაინც გავყიდოთ. გლეხი მიწას დაუბრუნდაო, რომ ამბობენ, სურვილი გვაქვს კი რომ ვიმუშაოთ? არაფერს არ აქვს ფასი, არც მარწყვის მოყვანას, არც ატამს და არც ბოსტნეულს, სად გავყიდოთ, რა გავაკეთოთ? სადაც ატმის უხვი მოსავალია, ამ სოფლებისთვის ერთი ხილის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება რა გახდა? გასულ წლებში უფრო მეტი გასაღება გვქონდა, ზოგს საკამპოტედ მიჰქონდა, ზოგს სამურაბედ, წელს ეს გაყიდვებიც შემცირდა, ხალხს პურის ფული უჭირს. ჩემი მანქანა არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ სხვა ქალაქში წავიღო ატამი გასაყიდად", - განუცხადა Knews.ge-ს გურამ ზარდიაშვილმა.

მევენახეები საქართველოს სხვა ქალაქებში პროდუქციის გატანას ვერ ახერხებენ. ისინი აცხადებენ, რომ თუ ხილის გაყიდვას დიდი დრო დასჭირდება, მოსავლის ნაწილი ხეზე დალპება. მაშინ როდესაც გელეხები ჩუმლაყში ატამს 20 თეთრადაც ვერ ყიდიან, თბილისში პოდუქციის საბაზრო ფასი 2 ლარს შეადგენს.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა