პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს
საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნო­დის გან­ჩი­ნე­ბით, წმინ­და და დიდი კრე­ბის არ­სე­ბუ­ლი სა­ხით გა­მარ­თვა მი­ზან­შე­უ­წო­ნე­ლია.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქომ 10 ივ­ნი­სის წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მის ოქმი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ოქ­მის ტექსტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"2016 წლის 10 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში გა­ი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წმ. სი­ნო­დის მო­რი­გი სხდო­მა. სხდო­მას თავ­მჯდო­მა­რე­ობ­და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია II. სხდო­მის მდივ­ნად და­ი­ნიშ­ნა სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო (მუ­ჯი­რი).

წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებს მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სი­ტყვით მი­მარ­თა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია II-მ, რო­მელ­მაც ზო­გა­დად მი­მო­ი­ხი­ლა წმინ­და და დიდი კრე­ბის ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბოლო დროს შექ­მნი­ლი რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და შემ­დეგ სი­ტყვა გა­დას­ცა წმინ­და და დიდი კრე­ბის სამ­დივ­ნო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს, გო­რი­სა და ატე­ნის მიტ­რო­პო­ლიტ ან­დრი­ას (გვა­ზა­ვა).

მიტ­რო­პო­ლიტ­მა ან­დრი­ამ ისა­უბ­რა ა.წ. 25 მა­ისს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წმ. სი­ნო­დის სხდო­მის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე და გა­ნა­ცხა­და: მო­მა­ვა­ლი კრე­ბის მოწ­ვე­ვის მთა­ვარ მი­ზანს მსოფ­ლი­ოს წი­ნა­შე მარ­თლმა­დი­დე­ბელ­თა ერ­თო­ბის წარ­მო­ჩე­ნა და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის სხვა­დას­ხვა სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხზე მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა წარ­მო­ად­გენს. დღეს კი, დიდი გუ­ლის­ტკი­ვი­ლით გვი­წევს იმის თქმა, რომ, შექ­მნი­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია შემ­დეგ გა­რე­მო­ე­ბა­თა გამო:

1) მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თი მცდე­ლო­ბი­სა, ან­ტი­ო­ქი­ი­სა და იე­რუ­სა­ლი­მის ეკ­ლე­სი­ებს შო­რის დღემ­დე ვერ მო­ხერ­ხდა ევ­ქა­რის­ტი­უ­ლი კავ­ში­რის აღ­დგე­ნა, რისი იმე­დიც ბოლო დრომ­დე გვქონ­და;

2) ან­ტი­ო­ქი­ის ეკ­ლე­სი­ამ, ზემო აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­ზე­ზის გარ­და, გან­სა­ხილ­ველ დო­კუ­მენ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში არ­სე­ბულ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მა­თა გა­მოც უარი თქვა კრე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე.

3) ან­ტი­ო­ქი­ის ეკ­ლე­სი­ას ხელი არა აქვს მო­წე­რი­ლი 2016 წლის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღოლ­თა გან­ჩი­ნე­ბა­ზე, რომ­ლი­თაც გა­და­წყდა წმინ­და და დიდი კრე­ბის მოწ­ვე­ვა, გა­ნი­სა­ზღვრა მისი ჩა­ტა­რე­ბის თა­რი­ღი, ად­გი­ლი და გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კი­თხე­ბის ნუს­ხა. მას ასე­ვე არა აქვს ხელი მო­წე­რი­ლი წმინ­და და დიდი კრე­ბის მუ­შა­ო­ბის რეგ­ლა­მენტზე, რის გა­მოც ეს დო­კუ­მენ­ტი არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს დამ­ტკი­ცე­ბუ­ლად.

4) ბულ­გა­რე­თის ეკ­ლე­სი­ამ გა­ნა­ცხა­და უარი კრე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე და წარ­მო­ად­გი­ნა სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია რიგ თე­მებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში;

5) სერ­ბე­თის ეკ­ლე­სი­აც კრე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას პრობ­ლე­მა­ტუ­რად მი­იჩ­ნევს და ითხოვს მის გა­და­დე­ბას უკეთ მომ­ზა­დე­ბის მიზ­ნით.

6) სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის არა­ერ­თგზის მო­თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, წმინ­და და დიდ კრე­ბა­ზე გა­სა­ტა­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბის პრო­ექ­ტე­ბი მხო­ლოდ ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღოლ­თა ბოლო შეხ­ვედ­რის შემ­დგომ, ანუ ა.წ. თე­ბერ­ვლი­დან გა­სა­ჯა­როვ­და. ად­გი­ლობ­რივ ეკ­ლე­სი­ა­თა წმინ­და სი­ნო­დე­ბის, სამ­ღვდე­ლო­ე­ბის, ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბი­სა და მორ­წმუ­ნე ერის მიერ ტექ­სტე­ბის გან­ხილ­ვის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და მათ­ში არ­სე­ბუ­ლი არა­ერ­თი დოგ­მა­ტუ­რი, კა­ნო­ნი­კუ­რი და ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი ცდო­მი­ლე­ბა.

7) მი­უ­ხე­და­ვად 2014 წლის წი­ნამ­ძღოლ­თა დად­გე­ნი­ლე­ბი­სა და წმინ­და და დიდი კრე­ბის რეგ­ლა­მენ­ტის მე-8 მუხ­ლის მკა­ფიო მო­თხოვ­ნი­სა, რომ კრე­ბა­ზე მხო­ლოდ ერ­თხმად მი­ღე­ბუ­ლი თე­მე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა, დღის წეს­რიგ­ში შე­სუ­ლია დო­კუ­მენ­ტი: "ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ", რო­მელ­ზეც ჩვენს დე­ლე­გა­ცი­ას, დოგ­მა­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო, ხელი არ აქვს მო­წე­რი­ლი; ამ ტექსტს ხელი არ მო­ა­წე­რა ან­ტი­ო­ქი­ის ეკ­ლე­სი­ა­მაც.

8) ტექ­სტი: "მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და­ნარ­ჩენ ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­როს­თან" იმ­თა­ვით­ვე მი­უ­ღე­ბე­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ი­სათ­ვის და ჩვე­ნი დე­ლე­გა­ცი­ის მხრი­დან ხელი მხო­ლოდ მას შემ­დეგ მო­ე­წე­რა, როცა მას და­ე­მა­ტა შე­ნიშ­ვნა: "სა­ქარ­თვე­ლო­სა და ბულ­გა­რე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ ეკ­ლე­სი­ა­თა მსოფ­ლიო საბ­ჭო­დან, პირ­ვე­ლი 1997, ხოლო მე­ო­რე – 1998 წელს, რად­გან მათ სა­კუ­თა­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი გა­აჩ­ნი­ათ ეკ­ლე­სი­ა­თა მსოფ­ლიო საბ­ჭოს საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ, რის გა­მოც ისი­ნი არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ხსე­ნე­ბუ­ლი საბ­ჭოს და სხვა ქრის­ტი­ან­თა შო­რი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში".

ა.წ. 25 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნოდ­მა და­ად­გი­ნა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი შე­ი­ცავს დიდ ეკ­ლე­სი­ო­ლო­გი­ურ და ტერ­მი­ნო­ლო­გი­ურ ცდო­მი­ლე­ბებს და სე­რი­ო­ზულ გა­და­მუ­შა­ვე­ბას სა­ჭი­რო­ებს; ხოლო თუ ამ სა­ხის ცვლი­ლე­ბე­ბი არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია ტექსტს ხელს ვერ მო­ა­წერს.

9) გარ­კვე­ულ ცვლი­ლე­ბებს სა­ჭი­რო­ებს ასე­ვე დო­კუ­მენ­ტი "მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მი­სია თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში."

10) უნდა ხაზ­გას­მით აღი­ნიშ­ნოს, რომ კრე­ბის დღის წეს­რი­გი, თე­მე­ბის გან­ხილ­ვი­სათ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი დრო, აგ­რეთ­ვე, პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­ურ­კვევ­ლო­ბა შე­უძ­ლე­ბელს ხდის ტექ­სტე­ბის პუნ­ქტობ­რივ გან­ხილ­ვას და მათ­ში არ­სე­ბი­თი ხა­სი­ა­თის ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას წმინ­და და დიდი კრე­ბის მსვლე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში.

11) წმინ­და და დიდი კრე­ბის მომ­ზა­დე­ბის­თვის შექ­მნი­ლი სა­ერ­თო მარ­თმა­დი­დებ­ლუ­რი სამ­დივ­ნო არის უფუნ­ქციო, რად­გან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მას არ ეძ­ლე­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ამ და სხვა ეკ­ლე­სი­ებ­მაც ამის გამო არა­ერ­თხელ და­ა­ფიქ­სი­რეს თა­ვი­სი პრო­ტეს­ტი.

ყვე­ლა­სათ­ვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლო­ბა წმინ­და და დიდი კრე­ბის მომ­ზა­დე­ბის საქ­მე­ში. კრე­ბის დრო­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით, 2016 წლის იან­ვარ­ში, ეკ­ლე­სი­ა­თა მე­თა­უ­რე­ბის შეკ­რე­ბა­ზე, ჩვენ დღის წეს­რი­გა­დან მოვხსე­ნით და შემ­დგომ­ში გან­ხილ­ვის­თვის გა­დავ­დეთ "დიპ­ტი­ქე­ბის" შე­სა­ხებ ჩვენ­თვის უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე სა­კი­თხი (რომ­ლი­თაც სა­ბო­ლო­ოდ გა­ნი­სა­ზღვრე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის რი­გი­თო­ბაც), ასე­ვე მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მიერ სხვა და სხვა კონ­ფე­სი­ებ­თან წარ­მო­ე­ბუ­ლი დი­ა­ლო­გე­ბის შე­ფა­სე­ბა.

მოხ­და კი ისე, რომ ჩვე­ნი დათ­მო­ბა, რის გა­მოც სა­კუ­თა­რი ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში კრი­ტი­კა მი­ვი­ღეთ, უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა, რად­გან კრე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მი­ზა­ნი და ყვე­ლას მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი მთა­ვა­რი პრინ­ცი­პე­ბი მა­ინც არ იქნა და­ცუ­ლი.

მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­ზე აზ­რის გა­მოთ­ქმა შეს­თა­ვა­ზა სხვა მღვდელმთავ­რებს. გა­ი­მარ­თა მსჯე­ლო­ბა.

სი­ტყვა წარ­მოთ­ქვეს: მრო­ველ-ურ­ბნელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა იობ­მა (აქი­აშ­ვი­ლი), ბა­თუ­მი­სა და ქო­ბუ­ლე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა დი­მიტ­რიმ (ში­ო­ლაშ­ვი­ლი), ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლიტ­მა ნი­კო­ლოზ­მა (ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი), ზუდ­გი­გი­სა და ცა­ი­შის მიტ­რო­პო­ლიტ­მა გე­რა­სი­მემ (შა­რა­შე­ნი­ძე), ჭყონ­დი­დელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა პატ­რემ (ცა­ა­ვა), რუს­თველ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა იო­ა­ნემ (გამ­რე­კე­ლი), ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლიტ­მა გრი­გოლ­მა (ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლი), ბოდ­ბელ­მა ეპის­კო­პოს­მა ია­კობ­მა (ია­კო­ბაშ­ვი­ლი), სამ­თა­ვი­სი­სა და კას­პის ეპის­კო­პოს­მა და­მი­ა­ნემ (ხუ­ფე­ნია), ახალ­ცი­ხი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა თე­ო­დო­რემ (ჭუ­ა­ძე), სხალ­თის მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა სპი­რი­დონ­მა (აბუ­ლა­ძე), ამბა ალა­ვერ­დელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა და­ვით­მა (მა­ხა­რა­ძე), ვა­ნი­სა და ბაღ­და­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა ან­ტონ­მა (ბუ­ლუ­ხია), სა­ჩხე­რი­სა და ჭი­ა­თუ­რის მიტ­რო­პო­ლიტ­მა და­ნი­ელ­მა (და­თუ­აშ­ვი­ლი), ხო­ნი­სა და სამ­ტრე­დი­ის მი­ტო­პო­ლიტ­მა სა­ბამ (გი­გი­ბე­რია), ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კი­სა და კა­ნა­დის ეპის­კო­პოს­მა სა­ბამ (ინწკირ­ვე­ლი).

მი­უ­ხე­და­ვად აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბი­სა, ძი­რი­თა­დი პო­ზი­ცია იყო ის, რომ აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბით არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­ი­ფხვრას. ამი­ტო­მაც სხვა ეკ­ლე­სი­ე­ბის მსგავ­სად, ჩვენც ვი­თხოვთ, გა­და­ი­დოს კრე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ვიდ­რე სა­ყო­ველ­თაო ერ­თო­ბა არ იქ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლი. მარ­თა­ლია, კრე­ბის გა­მარ­თვის თა­რი­ღი, – 2016 წლის 17-26 ივ­ნი­სი, – დად­გინ­და შამ­ბე­ზის შეხ­ვედ­რა­ზე, მაგ­რამ ჩვენ ყვე­ლა­ნი ვდგა­ვართ იმ ფაქ­ტის წი­ნა­შე, რომ დღე­ის­თვის ერ­თო­ბა მიღ­წე­უ­ლი არ არის. ხოლო რად­გან კრე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მი­ზანს სწო­რედ მარ­თლმა­დი­დე­ბელ­თა ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­ჩე­ნა წარ­მო­ად­გენ­და და წარ­მო­ად­გენს, ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი სა­ხით მისი გა­მარ­თვა მი­ზან­შე­უ­წონ­ლად მიგ­ვაჩ­ნია.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის დე­ლე­გა­ცი­ის წმინ­და და დიდ კრე­ბა­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­კი­თხი კენ­ჭისყრა­ზე და­ა­ყე­ნა.

წმინ­და სი­ნოდ­მა ერ­თსუ­ლოვ­ნად და­ად­გი­ნა:

ა) სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის დე­ლე­გა­ცია ამა წლის 17-26 ივ­ნისს კუნ­ძულ კრე­ტა­ზე და­გეგ­მილ წმინ­და და დიდ კრე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვერ მი­ი­ღებს;

ბ) 2016 წლის 10 ივ­ნი­სის წმინ­და სი­ნო­დის დად­გე­ნი­ლე­ბა და­ეგ­ზავ­ნოს ყვე­ლა ად­გი­ლობ­რივ მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას", - ნათ­ქვა­მია ოქ­მში.

საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს

საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, წმინდა და დიდი კრების არსებული სახით გამართვა მიზანშეუწონელია.

საქართველოს საპატრიარქომ 10 ივნისის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.

ოქმის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"2016 წლის 10 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).

წმინდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, რომელმაც ზოგადად მიმოიხილა წმინდა და დიდი კრების ჩატარებასთან დაკავშირებული ბოლო დროს შექმნილი რთული მდგომარეობა და შემდეგ სიტყვა გადასცა წმინდა და დიდი კრების სამდივნოში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელს, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა).

მიტროპოლიტმა ანდრიამ ისაუბრა ა.წ. 25 მაისს ჩატარებული საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და განაცხადა: მომავალი კრების მოწვევის მთავარ მიზანს მსოფლიოს წინაშე მართლმადიდებელთა ერთობის წარმოჩენა და თანამედროვეობის სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანი პოზიციის გამოხატვა წარმოადგენს. დღეს კი, დიდი გულისტკივილით გვიწევს იმის თქმა, რომ, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1) მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის დღემდე ვერ მოხერხდა ევქარისტიული კავშირის აღდგენა, რისი იმედიც ბოლო დრომდე გვქონდა;

2) ანტიოქიის ეკლესიამ, ზემო აღნიშნული მიზეზის გარდა, განსახილველ დოკუმენტებთან მიმართებაში არსებულ სერიოზულ პრობლემათა გამოც უარი თქვა კრებაში მონაწილეობაზე.

3) ანტიოქიის ეკლესიას ხელი არა აქვს მოწერილი 2016 წლის ეკლესიის წინამძღოლთა განჩინებაზე, რომლითაც გადაწყდა წმინდა და დიდი კრების მოწვევა, განისაზღვრა მისი ჩატარების თარიღი, ადგილი და განსახილველი საკითხების ნუსხა. მას ასევე არა აქვს ხელი მოწერილი წმინდა და დიდი კრების მუშაობის რეგლამენტზე, რის გამოც ეს დოკუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს დამტკიცებულად.

4) ბულგარეთის ეკლესიამ განაცხადა უარი კრებაში მონაწილეობაზე და წარმოადგინა საკუთარი პოზიცია რიგ თემებთან მიმართებაში;

5) სერბეთის ეკლესიაც კრებაში მონაწილეობას პრობლემატურად მიიჩნევს და ითხოვს მის გადადებას უკეთ მომზადების მიზნით.

6) საქართველოს ეკლესიის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, წმინდა და დიდ კრებაზე გასატანი დოკუმენტების პროექტები მხოლოდ ეკლესიის წინამძღოლთა ბოლო შეხვედრის შემდგომ, ანუ ა.წ. თებერვლიდან გასაჯაროვდა. ადგილობრივ ეკლესიათა წმინდა სინოდების, სამღვდელოების, ღვთისმეტყველებისა და მორწმუნე ერის მიერ ტექსტების განხილვის შედეგად გამოვლინდა მათში არსებული არაერთი დოგმატური, კანონიკური და ტერმინოლოგიური ცდომილება.

7) მიუხედავად 2014 წლის წინამძღოლთა დადგენილებისა და წმინდა და დიდი კრების რეგლამენტის მე-8 მუხლის მკაფიო მოთხოვნისა, რომ კრებაზე მხოლოდ ერთხმად მიღებული თემები განიხილება, დღის წესრიგში შესულია დოკუმენტი: „ქორწინების შესახებ”, რომელზეც ჩვენს დელეგაციას, დოგმატური მიზეზების გამო, ხელი არ აქვს მოწერილი; ამ ტექსტს ხელი არ მოაწერა ანტიოქიის ეკლესიამაც.

8) ტექსტი: „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან” იმთავითვე მიუღებელი იყო საქართველოს ეკლესიისათვის და ჩვენი დელეგაციის მხრიდან ხელი მხოლოდ მას შემდეგ მოეწერა, როცა მას დაემატა შენიშვნა: „საქართველოსა და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიები გამოვიდნენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან, პირველი 1997, ხოლო მეორე – 1998 წელს, რადგან მათ საკუთარი განსხვავებული აზრი გააჩნიათ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს საქმიანობის შესახებ, რის გამოც ისინი არ მონაწილეობენ ხსენებული საბჭოს და სხვა ქრისტიანთა შორისი ორგანიზაციების ღონისძიებებში”.

ა.წ. 25 მაისს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს დიდ ეკლესიოლოგიურ და ტერმინოლოგიურ ცდომილებებს და სერიოზულ გადამუშავებას საჭიროებს; ხოლო თუ ამ სახის ცვლილებები არ განხორციელდება, საქართველოს ეკლესია ტექსტს ხელს ვერ მოაწერს.

9) გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს ასევე დოკუმენტი „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში.“

10) უნდა ხაზგასმით აღინიშნოს, რომ კრების დღის წესრიგი, თემების განხილვისათვის გამოყოფილი დრო, აგრეთვე, პროცედურების გაურკვევლობა შეუძლებელს ხდის ტექსტების პუნქტობრივ განხილვას და მათში არსებითი ხასიათის ცვლილებების შეტანას წმინდა და დიდი კრების მსვლელობის პერიოდში.

11) წმინდა და დიდი კრების მომზადებისთვის შექმნილი საერთო მართმადიდებლური სამდივნო არის უფუნქციო, რადგან გადაწყვეტილებების მიღების საშუალება მას არ ეძლევა. საქართველოს ეკლესიამ და სხვა ეკლესიებმაც ამის გამო არაერთხელ დააფიქსირეს თავისი პროტესტი.

ყველასათვის კარგად არის ცნობილი საქართველოს ეკლესიის კონსტრუქციულობა წმინდა და დიდი კრების მომზადების საქმეში. კრების დროულად ჩატარების მიზნით, 2016 წლის იანვარში, ეკლესიათა მეთაურების შეკრებაზე, ჩვენ დღის წესრიგადან მოვხსენით და შემდგომში განხილვისთვის გადავდეთ „დიპტიქების” შესახებ ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე საკითხი (რომლითაც საბოლოოდ განისაზღვრებოდა საქართველოს ეკლესიის რიგითობაც), ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სხვა და სხვა კონფესიებთან წარმოებული დიალოგების შეფასება.

მოხდა კი ისე, რომ ჩვენი დათმობა, რის გამოც საკუთარი ეკლესიის წიაღში კრიტიკა მივიღეთ, უშედეგო აღმოჩნდა, რადგან კრების ჩატარების მიზანი და ყველას მიერ აღიარებული მთავარი პრინციპები მაინც არ იქნა დაცული.

მისმა უწმინდესობამ აღნიშნულ საკითხებზე აზრის გამოთქმა შესთავაზა სხვა მღვდელმთავრებს. გაიმართა მსჯელობა.

სიტყვა წარმოთქვეს: მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი), ბათუმისა და ქობულეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი), ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი), ზუდგიგისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე), ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პატრემ (ცაავა), რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი), ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობაშვილი), სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსმა დამიანემ (ხუფენია), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე), სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა (აბულაძე), ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე), ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა (ბულუხია), საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი), ხონისა და სამტრედიის მიტოპოლიტმა საბამ (გიგიბერია), ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი).

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ძირითადი პოზიცია იყო ის, რომ აქტიური მუშაობით არსებული პრობლემები შეიძლება აღმოიფხვრას. ამიტომაც სხვა ეკლესიების მსგავსად, ჩვენც ვითხოვთ, გადაიდოს კრების ჩატარება ვიდრე საყოველთაო ერთობა არ იქნება მიღწეული. მართალია, კრების გამართვის თარიღი, – 2016 წლის 17-26 ივნისი, – დადგინდა შამბეზის შეხვედრაზე, მაგრამ ჩვენ ყველანი ვდგავართ იმ ფაქტის წინაშე, რომ დღეისთვის ერთობა მიღწეული არ არის. ხოლო რადგან კრების ჩატარების მიზანს სწორედ მართლმადიდებელთა ერთსულოვნების წარმოჩენა წარმოადგენდა და წარმოადგენს, ამჟამად არსებული სახით მისი გამართვა მიზანშეუწონლად მიგვაჩნია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს ეკლესიის დელეგაციის წმინდა და დიდ კრებაზე მონაწილეობის საკითხი კენჭისყრაზე დააყენა.

წმინდა სინოდმა ერთსულოვნად დაადგინა:

ა) საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ამა წლის 17-26 ივნისს კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს;

ბ) 2016 წლის 10 ივნისის წმინდა სინოდის დადგენილება დაეგზავნოს ყველა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას", - ნათქვამია ოქმში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია