მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება
ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბით, ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ყუ­ლევ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა აშენ­დე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა მსუ­ბუ­ქი და სა­შუ­ა­ლო დის­ტი­ლა­ტე­ბის და სხვა ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბას­თან ერ­თად 40 მგ/სთ ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­საც გა­მო­ი­მუ­შა­ვებს.

სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, სა­წარ­მოს ინ­ვეს­ტო­რია შპს "ფა­ზის ოილი". იგი წარ­მო­ად­გენს შპს "შო­ცარ Gეორ­გია Iნვეს­ტმენტს"-ის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლეს, რო­მელ­საც 2012 წლის სექ­ტემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი აქვს შე­სა­ბა­მი­სი ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბით (N 790) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ინ­ვეს­ტო­რის მთე­ლი რიგი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი - მან გა­და­ცე­მულ ქო­ნე­ბა­ზე უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს 120 მლნ აშშ დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია. ასე­ვე 2019 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე აა­შე­ნოს და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­ი­ღოს ნავ­თო­ბფგა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა წე­ლი­წად­ში არა­ნაკ­ლებ 2 მი­ლი­ო­ნი ტონა მსუ­ბუ­ქი ნედ­ლი ნავ­თო­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბი­სა და ევრო 5 სტან­დარ­ტის ან მისი ეკ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რი სტან­დარ­ტე­ბის საწ­ვა­ვის წარ­მო­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ამას­თან, წარ­მო­ე­ბის და­წყე­ბი­დან მი­ნი­მუმ 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­ხა­ნა­ში და­საქ­მე­ბულ­თა არა­ნაკ­ლებ 70% იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე.

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­ტა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა რე­გი­ონ­ში მრეწ­ვე­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­საქ­მე­ბა­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება

ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მსუბუქი და საშუალო დისტილატების და სხვა ნავთობპროდუქტების წარმოებასთან ერთად 40 მგ/სთ ელექტროენერგიასაც გამოიმუშავებს.

სამინისტროს ცნობით, საწარმოს ინვესტორია შპს "ფაზის ოილი". იგი წარმოადგენს შპს "შოცარ Gეორგია Iნვესტმენტს"-ის უფლებამონაცვლეს, რომელსაც 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული აქვს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 790) გათვალისწინებულია ინვესტორის მთელი რიგი ვალდებულებები - მან გადაცემულ ქონებაზე უნდა განახორციელოს 120 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია. ასევე 2019 წლის 31 დეკემბრამდე ააშენოს და ექსპლუატაციაში მიიღოს ნავთობფგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც ექნება წელიწადში არანაკლებ 2 მილიონი ტონა მსუბუქი ნედლი ნავთობის გადამუშავებისა და ევრო 5 სტანდარტის ან მისი ეკვივალენტური სტანდარტების საწვავის წარმოების შესაძლებლობა. ამასთან, წარმოების დაწყებიდან მინიმუმ 10 წლის განმავლობაში ქარხანაში დასაქმებულთა არანაკლებ 70% იქნება საქართველოს მოქალაქე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განხორციელება დადებითად აისახება რეგიონში მრეწველობის განვითარებასა და საქართველოს მოქალაქეების დასაქმებაზე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია