მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცოლმა სახლიდან მთელი ძვირფასეულობა გაზიდა და ლომბარდში ჩააბარა... - ამბავი თბილისელი მილიონერისა, რომელიც სიღატაკეში მოკვდა
ცოლმა სახლიდან მთელი ძვირფასეულობა გაზიდა და ლომბარდში ჩააბარა... - ამბავი თბილისელი მილიონერისა, რომელიც სიღატაკეში მოკვდა

1919 წლის 14 მა­ისს ტფი­ლი­სის რუ­სუ­ლე­ნო­ვან­მა გა­ზეთ­მა "გრუ­ზი­ამ" კრი­მი­ნა­ლუ­რი ქრო­ნი­კის სვეტ­ში ერთი პა­ტა­რა ინ­ფორ­მა­ცია და­ბეჭ­და, რო­მე­ლიც გა­ტა­ცე­ბას ეხე­ბო­და. მა­შინ ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია თით­ქმის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა გახ­ლდათ... ქა­ო­სით მო­ცულ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბი თავს ეს­ხმოდ­ნენ მა­ტა­რებ­ლებს, ძარ­ცვავ­დნენ გე­მებს, ხოლო ქუ­ჩა­ში ყა­ჩა­ღო­ბა ღიად და და­უ­ფა­რა­ვად ხდე­ბო­და, ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბით ვე­რა­ვის გა­აკ­ვირ­ვებ­დი.

თუმ­ცა, ეს ცნო­ბა მა­ინც სცდე­ბო­და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კრი­მი­ნა­ლუ­რი ამ­ბის ფარ­გლებს. საქ­მე ისაა, რომ ბან­დი­ტებ­მა ტფი­ლი­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ვა­ჭა­რი - მი­ქა­ელ არა­მი­ან­ცი გა­ი­ტა­ცეს. სწო­რედ ის არა­მი­ან­ცი, რომ­ლის სა­ხელ­საც თბი­ლი­სე­ლე­ბი პირ­ველ კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფოს ეძა­ხი­ან.

გა­ტა­ცე­ბის შემ­თხვე­ვას გა­ზე­თი შემ­დეგ­ნა­ი­რად აღ­წერს:

"12 მა­ისს, და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე, სერ­გის ქუ­ჩა­ზე (დღე­ვან­დე­ლი მა­ჩა­ბე­ლი) სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან გა­მო­ვი­და ვა­ჭა­რი არა­მი­ან­ცი, რო­მე­ლიც საქ­მე­ებ­ზე მი­ე­მარ­თე­ბო­და. ლერ­მონ­ტო­ვი­სა და სერ­გის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე იგი თავ­დას­ხმის მსხვერ­პლი გახ­და. უც­ნობ­მა პი­რებ­მა არა­მი­ანცს ხელი სტა­ცეს და იქვე გა­ჩე­რე­ბულ ავ­ტო­მო­ბილ­ში შე­აგ­დეს. შემ­დეგ ავ­ტო­მო­ბი­ლი სწრა­ფად გა­ქან­და და გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­უ­ჩი­ნარ­და.

რო­გორც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას მი­სულ მი­ლი­ცი­ე­ლებს თვითმხილ­ვე­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, გამ­ტა­ცე­ბელ­თა ბან­დამ არა­მი­ან­ცი მან­ქა­ნა­ში ია­რა­ღის მუ­ქა­რით ჩას­ვა. ჯერ­ჯე­რო­ბით, მხო­ლოდ ის არის ცნო­ბი­ლი, რომ ყა­ჩა­ღე­ბი სამ­ნი იყ­ვნენ. მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ისიც შე­ნიშ­ნეს, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლის ნო­მე­რი იყო 19".

მი­ქა­ელ არა­მი­ან­ცი ქა­ლა­ქის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ვაჭ­რე­ბის რიგს მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და. იგი ტფი­ლი­სის ვაჭ­რე­ბის უმაღ­ლე­სი გილ­დი­ის წევ­რი იყო და და­ვით სა­რა­ჯიშ­ვილ­თან, ალექ­სან­დრე მან­თა­შოვ­თან, ევ­გე­ნი ზე­მელ­თან, აკა­კი ხოშ­ტა­რი­ას­თან და მე­ლიქ აზა­რი­ანცთან ერ­თად, ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი მი­უ­ძღვის.

არა­მი­ან­ცი წარ­მო­შო­ბით მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი­დან იყო. კო­მერ­ცი­ის მი­მართ მიდ­რე­კი­ლე­ბა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე გა­მო­ავ­ლი­ნა, ჯერ კი­დევ 15 წლი­სამ. საქ­მის სას­წავ­ლებ­ლად იგი ცნო­ბილ ვა­ჭარს თა­რუ­მა­ნი­ანს თა­ნა­შემ­წედ მი­ა­ბა­რეს, რო­მე­ლიც კო­მერ­ცი­ას ყა­რა­ბა­ღის გარ­და, სა­ზღვარ­გა­რე­თაც ეწე­ო­და. ცოტა ხან­ში არა­მი­ან­ცმა ისე­თი ნიჭი გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ ფირ­მის წარ­მო­მად­გენ­ლად და­ნიშ­ნეს თავ­რიზ­ში.

4 წე­ლი­წად­ში მი­ქა­ელ­მა თა­ვი­სი პირ­ვე­ლი კა­პი­ტა­ლი და­აგ­რო­ვა - 3 ათა­სი მა­ნე­თი. ეს საკ­მა­ოდ დიდი ქო­ნე­ბა იყო. შე­და­რე­ბის­თვის შე­იძ­ლე­ბა შემ­დე­გი მა­გა­ლი­თი მო­ვიყ­ვა­ნოთ: იმ პე­რი­ოდ­ში კარ­გი ჯი­შის ძრო­ხა სამი მა­ნე­თი ღირ­და.

1871 წელს, 28 წლის ასაკ­ში, არა­მი­ან­ცმა ტფი­ლისს მი­ა­შუ­რა - კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის აღი­ა­რე­ბულ ცენ­ტრს.

28 წლი­სამ შე­აგ­რო­ვა პირ­ვე­ლი მი­ლი­ო­ნიც. ვაჭ­რობ­და ქსო­ვი­ლე­ბით, აბ­რე­შუ­მით, შა­ლით. ჩარ­თუ­ლი იყო შაქ­რის ტრან­ზი­ტულ კო­მერ­ცი­ა­ში მარ­სელ­თან, თავ­რიზ­თან, თე­ი­რან­თან, მაგ­რამ დიდი ქო­ნე­ბა ნავ­თო­ბის სფე­რო­ში და­აგ­რო­ვა. 1884 წელს ბა­ქო­ში ჩა­ვი­და და ცნო­ბილ კო­მერ­სანტ ალექ­სან­დრე მან­თა­შოვ­თან ერ­თად, სა­ნავ­თო­ბო კომ­პა­ნია და­ა­ფუძნა. ამ კომ­პა­ნი­ა­ში არა­მი­ან­ცი 25%-იან წილს ფლობ­და.

არა­მი­ან­ცის ბიზ­ნე­სიმ­პე­რია უზარ­მა­ზა­რი გახ­და. აფ­შე­რო­ნის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე კომ­პა­ნი­ის სა­კუთ­რე­ბა­ში იყო ნავ­თო­ბით მდი­და­რი 173 დე­სე­ტი­ნა (1 დე­სე­ტი­ნა 1.09 ჰექ­ტარს უდ­რი­და) მი­წის ფარ­თო­ბი. მას­ვე ეკუთ­ვნო­და: ნავ­თო­ბის ქარ­ხა­ნა, სა­ქა­ჩი სად­გუ­რე­ბი, სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბი­ლი ნავ­მი­სად­გო­მი, უამ­რა­ვი სა­ხე­ლოს­ნო. არა­მი­ან­ცის ფირ­მას წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ჰქონ­და გახ­სნი­ლი სმირ­ნა­ში, სა­ლო­ნიკ­ში, კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში, ალექ­სან­დრი­ა­ში, კა­ი­რო­ში, პორტ-სა­იდ­ში, მარ­სელ­ში, ლონ­დონ­ში, ბომ­ბე­ი­სა და შან­ხა­ი­ში.

კო­მერ­ცი­ა­ში წარ­მა­ტე­ბულ არა­მი­ანცს, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არ გა­უ­მარ­თლა. ჯერ კი­დევ ტფი­ლის­ში ყოფ­ნი­სას მას ცნო­ბი­ლი კო­მერ­სან­ტის, შოლ­კო­ი­ან­ცის 18 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი - ეხი­სა­პე­ტი შე­უყ­ვარ­და. მალე არა­მი­ან­ცმა იგი ცო­ლად მო­იყ­ვა­ნა და ახალ­შექ­მნი­ლი ოჯა­ხი ბა­ქო­ში გა­ემ­გზავ­რა. მაგ­რამ რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ეხი­სა­პე­ტი ერ­თგუ­ლი მე­უღ­ლე არ იყო. არა­მი­ან­ცის სახ­ლში ჩხუ­ბი და აყალ­მა­ყა­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა გახ­ლდათ.

ეხი­სა­პე­ტი თავ­ქა­რი­ა­ნი, აღ­ვი­რახ­სნი­ლი და გარ­ყვნი­ლი ქალი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­საც უამ­რა­ვი საყ­ვა­რე­ლი ჰყავ­და. ოჯა­ხის ნაც­ვლად, მთელ დროს კლუ­ბებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში ატა­რებ­და. მი­ქა­ელ­მა ცო­ლის შე­ზღუდ­ვა სცა­და და სა­ხარ­ჯო ფუ­ლის გა­ცე­მა შე­უ­წყვი­ტა, მაგ­რამ ქალი მა­ინც ვერ შე­ა­ჩე­რა - მან იცო­და, რომ ქმა­რი ფულს კა­რა­და­ში ინა­ხავ­და და ყო­ველ­დღე იპა­რავ­და. არა­მი­ან­ცმა კა­რა­დას დიდი ბოქ­ლო­მი და­ა­დო. ესეც უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა. ცოლ­მა სახ­ლი­დან მთე­ლი ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა გა­ზი­და და ლომ­ბარ­დში ჩა­ა­ბა­რა...

ეხი­სა­პეტს ბაქო სა­შინ­ლად არ მოს­წონ­და, პრო­ვინ­ცი­ულ, მიყ­რუ­ე­ბულ ად­გი­ლად თვლი­და და ქმარს ყო­ველ­დღე ტფი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ეჩი­ჩი­ნე­ბო­და.სა­ბო­ლო­ოდ, არა­მი­ან­ცი ცოლ­მა და­ი­ყო­ლია. მი­ქა­ელ­მა ბა­ქო­ში "საქ­მე" გა­ყი­და და ტფი­ლისს და­უბ­რუნ­და, მაგ­რამ ოჯახ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა არც ტფი­ლის­ში შეც­ვლი­ლა. არა­მი­ან­ცის ცო­ლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ებს მთე­ლი ქა­ლა­ქი ირო­ნი­ით ჰყვე­ბო­და. ამ­ბობ­დნენ, იგი მხო­ლოდ საყ­ვარ­ლებს არ სჯერ­დე­ბო­და და სექ­სუ­ა­ლურ კავ­შირს ყვე­ლას­თან ამ­ყა­რებ­და, ვინც კი მო­ე­წო­ნე­ბო­და. იმა­საც ამ­ბობ­დნენ, საყ­ვარ­ლებ­თან ერ­თად ამუ­რულ ვნე­ბას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში - სკვე­რებ­სა და პარ­კებ­ში ეძ­ლე­ო­და.

არა­მი­ან­ცი ცო­ლის ღა­ლატს დიდ­ხანს ვერ იჯე­რებ­და და ეგო­ნა, რომ ამ ჭო­რებს კონ­კუ­რენ­ტე­ბი უვრცე­ლებ­დნენ, მაგ­რამ ერთხელ შემ­თხვე­ვით, ეხი­სა­პე­ტის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ბა­რა­თე­ბი ჩა­უ­ვარ­და ხელ­ში. სა­ბო­ლო­ოდ, ოჯა­ხი და­ინ­გრა. გაყ­რის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი რვა წელს გრძელ­დე­ბო­და, რა დრო­საც არა­მი­ან­ცმა თა­ვი­სი კა­პი­ტა­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი და­კარ­გა.ეხი­სა­პე­ტის შემ­დეგ, არა­მი­ან­ცი ტფი­ლი­სის ცნო­ბილ ლა­მაზ­მანს, ევ­გე­ნია შხი­ანცს და­უ­ახ­ლოვ­და. მარ­თა­ლია, ევ­გე­ნია ცო­ლად არ მო­უყ­ვა­ნია, მაგ­რამ ყველ­გან ამ­ბობ­და, რომ იგი მისი მე­უღ­ლე იყო. საყ­ვა­რელს მი­ქა­ელ­მა ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, ოლ­გის ქუ­ჩა­ზე, სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი აუ­შე­ნა. ეზო­ში, ბრინ­ჯა­ო­ში ჩა­მოს­ხმუ­ლი ირ­მის ქან­და­კე­ბა იდგა, რო­მე­ლიც არა­მი­ან­ცმა სპე­ცი­ა­ლუ­რად პა­რიზ­ში და­ამ­ზა­დე­ბი­ნა. მაგ­რამ ბიზ­ნეს­მენს არც ევ­გე­ნი­ას შემ­თხვე­ვა­ში გა­უ­მარ­თლა - შხი­ან­ცმა ის მი­ა­ტო­ვა და საყ­ვა­რელ­თან ერ­თად, ტფი­ლი­სი­დან გა­იქ­ცა.არა­მი­ან­ცი ტფი­ლის­ში სა­ბო­ლო­ოდ და­ფუძნ­და და მშე­ნებ­ლო­ბის ბიზ­ნეს­ზე გა­და­ერ­თო. ეს ერ­თგვა­რად, ქველ­მოქ­მე­დე­ბაც იყო და კო­მერ­ცი­აც.

გო­ლო­ვი­ნის პროს­პექ­ტზე აა­შე­ნა სას­ტუმ­რო "მა­ჟეს­ტი­კი" (დღე­ვან­დე­ლი "თბი­ლი­სი მა­რი­ო­ტი"), სას­ტუმ­რო "პა­ლას-ოტე­ლი" (დღე­ვან­დე­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი) და რა თქმა უნდა, ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო. სას­ტუმ­რო­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ეს არ იყო კო­მერ­ცი­უ­ლი პრო­ექ­ტი. მი­ქა­ელ­მა ქა­ლა­ქის მმარ­თვე­ლი საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლის - არ­გუ­ტინ­სკი-დოლ­გო­რუ­კის თხოვ­ნა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.იმ პე­რი­ო­დის ტფი­ლის­ში მხო­ლოდ ერთი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი კლი­ნი­კა მოქ­მე­დებ­და, რო­მელ­საც ხალ­ხი "მი­ხა­ი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფოს" ეძახ­და. დიდი ნა­კა­დის გამო, სა­ა­ვად­მყო­ფო მუდ­მი­ვად გა­დატ­ვირ­თუ­ლი იყო და მო­სახ­ლე­ო­ბა წე­სი­ერ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას ვერ იღებ­და.

1903 წელს არა­მი­ან­ცმა არ­გუ­ტინ­სკის წე­რი­ლი მის­წე­რა, სა­დაც ახა­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს აშე­ნე­ბის მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქვა: "პა­ტი­ვი მაქვს, ვაც­ნო­ბო თქვენს ბრწყინ­ვა­ლე­ბას, რომ სა­ა­ვად­მყო­ფოს მშე­ნებ­ლო­ბის­თვის 100 ათას რუბლს შე­მოვ­წი­რავ". ამის სა­ნაც­ვლოდ, მი­ქა­ელ­მა მო­ი­თხო­ვა, რომ სა­ა­ვად­მყო­ფოს მისი სა­ხე­ლი დარ­ქმე­ო­და. მშე­ნებ­ლო­ბა 1910 წელს დას­რულ­და. ევ­რო­პი­დან რენტგე­ნის აპა­რა­ტიც კი ჩა­მო­ი­ტა­ნეს, რო­მე­ლიც მე­ფის რუ­სეთ­ში სა­ერ­თოდ არ იყო. ეს გახ­ლდათ კლი­ნი­კა, სა­დაც სრუ­ლი­ად უფა­სოდ მკურ­ნა­ლობ­დნენ პა­ცი­ენ­ტებს. ექი­მე­ბის ხელ­ფას­საც კი არა­მი­ან­ცი იხ­დი­და.მაგ­რამ ისევ გა­ტა­ცე­ბის ამ­ბავს და­ვუბ­რუნ­დეთ: ცხა­დია, რომ მსოფ­ლიო ომმა და სა­ყო­ველ­თაო არე­უ­ლო­ბამ კო­მერ­ცი­ა­ზე უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. სა­ერ­თო კრი­ზი­სი არა­მი­ან­ცის სა­ვაჭ­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზეც აი­სა­ხა. თუმ­ცა, მი­ქა­ე­ლი მი­ლი­ო­ნე­ბის პატ­რო­ნი გახ­ლდათ და ყო­ფი­თი გა­ჭირ­ვე­ბა არ შე­ხე­ბია. გამ­ტა­ცებ­ლებ­მა სწო­რად გათ­ვა­ლეს: მათი ვა­რა­უ­დით, ბიზ­ნეს­მე­ნი დი­დად არ და­ზა­რალ­დე­ბო­და, თუ მის მი­ლი­ო­ნებს რამ­დე­ნი­მე ათასს მო­აკ­ლებ­დნენ. მით უმე­ტეს, რომ ფუ­ლის გა­დახ­დის გა­მოც­დი­ლე­ბა არა­მი­ანცს წარ­სულ­ში უკვე ჰქონ­და.

ჯერ კი­დევ 1907 წელს, ბო­როტ­მოქ­მე­დებ­მა მისი შვი­ლი, სო­ლო­მო­ნი გა­ი­ტა­ცეს. არა­მი­ან­ცმა მის და­სახ­სნე­ლად 100 ათა­სი რუბ­ლი გა­და­ი­ხა­და - იმ პე­რი­ო­დის­თვის, ეს ძალ­ზე დიდი თან­ხა იყო.ქა­ლა­ქის მი­ლი­ცი­ამ არა­მი­ან­ცის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ზო­მე­ბი მი­ი­ღო. სწრა­ფად მი­აგ­ნეს და და­ა­კა­ვეს ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი, ვინ­მე ერ­ნესტ კრონ­ტა­ლი. მძღო­ლის ჩვე­ნე­ბით, არა­მი­ან­ცი გამ­ტა­ცებ­ლებ­მა კუ­კი­ის სა­საფ­ლა­ოს მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნეს. ბო­როტ­მოქ­მედ­თა აღ­მო­სა­ჩე­ნად მი­ლი­ცი­ამ ღა­მით ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში ტო­ტა­ლუ­რი ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რა და რამ­დე­ნი­მე სა­ეჭ­ვო პირი და­ა­კა­ვა. გა­ზე­თე­ბი არ წერ­დნენ, რა ვი­თა­რე­ბა­ში მო­ხერ­ხდა არა­მი­ან­ცის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მხო­ლოდ ის არის ცნო­ბი­ლი, რომ ყა­ჩა­ღებ­მა ვა­ჭა­რი გა­ტა­ცე­ბი­დან ერთი დღის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.იმა­ვე დღეს, ტფი­ლი­სის სის­ხლის სა­მარ­თლის მი­ლი­ცი­ის უფ­როს­მა, ფა­ჩუ­ლი­ამ არა­მი­ან­ცი დაჰ­კი­თხა, მაგ­რამ მის­გან რა­ი­მე ხელ­ჩა­სა­ჭი­დი ინ­ფორ­მა­ცია ვერ მი­ი­ღო. არა­მი­ან­ცი ამ­ბობ­და, რომ გამ­ტა­ცებ­ლებს არ იც­ნობ­და, მათი გა­რეგ­ნო­ბა ვერ და­ი­მახ­სოვ­რა და ამ­დე­ნად, ბო­როტ­მოქ­მედ­თა ამოც­ნო­ბას ვერ შეძ­ლებ­და. მი­ქა­ე­ლის სი­ტყვე­ბით, მას მხო­ლოდ 14 ათა­სი რუბ­ლი წა­არ­თვეს, ხოლო ოქ­როს სა­ა­თი და ბრი­ლი­ან­ტე­ბით მო­ჭე­დი­ლი სამ­კა­უ­ლი უკან და­უბ­რუ­ნეს.

ფა­ჩუ­ლი­ას შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დარ­ჩა, რომ არა­მი­ან­ცი და­ში­ნე­ბუ­ლი იყო და ბო­როტ­მოქ­მედ­თა და­სა­ხე­ლე­ბა არ სურ­და.მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი მწი­რი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა, მი­ლი­ცი­ამ ძებ­ნა გა­ნაგ­რძო და ჭი­ა­თუ­რა­ში, არა­მი­ან­ცის ერთ-ერთი გამ­ტა­ცე­ბე­ლი, ლა­ცია ლო­ლა­ძე და­ა­კა­ვა, რო­მე­ლიც ტფი­ლის­ში გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი დაც­ვის ქვეშ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. ცოტა ხან­ში დად­გინ­და ბან­დის ხელ­მძღვა­ნე­ლის ვი­ნა­ო­ბაც - ეს იყო ცნო­ბი­ლი ყა­ჩა­ღი, ფი­რა­ნა ზან­დუ­კე­ლი.გა­ზე­თი "ერ­თო­ბა", 1919 წლის 10 ივ­ნი­სი:"ტფი­ლი­სის მი­ლი­ცი­ის უფ­როსს მო­უ­ვი­და ცნო­ბა, რომ ცნო­ბი­ლი ყა­ჩა­ღი ზან­დუ­კე­ლი, რო­მელ­საც ბრალ­დე­ბო­და აუ­ა­რე­ბე­ლი და­ნა­შა­უ­ლი - მი­ლი­ცი­ე­ლის და გვარ­დი­ე­ლის მოკ­ვლა, არა­მი­ან­ცის მო­ტა­ცე­ბა და სხვა, იმა­ლე­ბო­და ჯვა­რის მო­ნას­ტერ­ში (მცხე­თის რა­ი­ონ­ში). მის და­სა­ჭე­რათ, 7 ივ­ნისს, ნა­შუ­ა­ღა­მე­ვის პირ­ვე­ლის ნა­ხე­ვარ­ზედ ტფი­ლი­სი­დან 2 ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­ემ­გზავრნენ მი­ლი­ცი­ე­ლე­ბი. მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სის სუ­ლაქ­ვე­ლი­ძის, სის­ხლის სა­მარ­თლის უფ­რო­სის ფა­ჩუ­ლი­ას და სა­გან­გე­ბო რაზ­მის უფ­რო­სის კე­დი­ას მე­თა­უ­რო­ბით.

რაზმმა ალყა შე­მო­არ­ტყა ჯვრის მო­ნას­ტერს. გა­ჩხრი­კეს ბერ­თა ბინა, მაგ­რამ ზან­დუ­კე­ლი არ აღ­მოჩ­ნდა. და­ი­კი­თხა ბერი ილა­რი­ო­ნი (ერო­ბა­ში ილია ოზაშ­ვი­ლი), რო­მე­ლიც ეკ­ლე­სი­ას სდა­რა­ჯობ­და. მან კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ჰყო მო­ნას­ტერ­ში ვინ­მეს ყოფ­ნა".უკვე თენ­დე­ბო­და. საქ­მეს ისე­თი პირი უჩან­და, რომ მი­ლი­ცია ჯვრის მო­ნას­ტრი­დან ხელ­ცა­რი­ე­ლი უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს შემ­თხვე­ვა და­ეხ­მა­რა. ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში მყოფ­მა ფა­ჩუ­ლი­ამ ყვა­ვი და­ი­ნა­ხა, რო­მელ­მაც მო­ნას­ტერს გა­და­უფ­რი­ნა, და რე­ვოლ­ვე­რი­დან უბ­რა­ლოდ გა­ის­რო­ლა. ამ გას­რო­ლას უეც­რად მი­ლი­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით სრო­ლა მოჰ­ყვა. რო­გორც ჩანს, ზან­დუ­კე­ლი, რო­მე­ლიც თურ­მე ერთ-ერთ კე­ლი­ას აფა­რებ­და თავს, ფა­ჩუ­ლი­ას სრო­ლამ შე­აშ­ფო­თა და იფიქ­რა, რომ მი­ლი­ცი­ამ მის სა­მა­ლავს მი­აგ­ნო. მი­ლი­ცი­ამ სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი გახ­სნა და კე­ლია მთლი­ა­ნად და­ცხრი­ლა. ყა­ჩა­ღი ად­გილ­ზე მოკ­ლეს. ზან­დუ­კე­ლის კე­ლი­ა­ში მი­ლი­ცი­ამ მთე­ლი არ­სე­ნა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნა: 2 ხელ­ყუმ­ბა­რა, კა­რა­ბი­ნი, მა­უ­ზე­რი და ბრა­უ­ნინ­გი.კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ მო­ა­ტყუა მი­ლი­ცია, ბერ­მა თქვა, რომ მას ყა­ჩა­ღის მხრი­დან შუ­რის­ძი­ე­ბის შე­ე­შინ­და. ბერი და­ა­პა­ტიმ­რეს, ხოლო მოკ­ლუ­ლის ცხე­და­რი, ბე­დის ირო­ნი­ით, არა­მი­ან­ცის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ას­ვე­ნეს.

არა­მი­ან­ცმა სი­ცო­ცხლე სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ას­რუ­ლა. სა­ქარ­თვე­ლოს სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა მთავ­რო­ბამ, რო­მე­ლიც ბურ­ჟუ­ა­ზი­ას დი­დად არ სწყა­ლობ­და, მას სას­ტუმ­რო­ე­ბი და სახ­ლე­ბი ჩა­მო­არ­თვა. გო­ლო­ვი­ნის პროს­პექ­ტზე მდე­ბა­რე დიდ შე­ნო­ბა­ში 1918 წელს ჯერ გერ­მა­ნია-კავ­კა­სი­ის სა­ვაჭ­რო ბან­კი გახ­სნეს, ერთი წლის თავ­ზე კი პროფ­კავ­ში­რებს გა­დას­ცეს. არა­მი­ანცს მხო­ლოდ სერ­გის 4 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე სახ­ლი დარ­ჩა.სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის და­წყე­ბუ­ლი საქ­მე ბოლ­შე­ვი­კებ­მა გა­აგ­რძე­ლეს. 1921 წელს საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­მი­ან­ცი სერ­გის ქუ­ჩი­და­ნაც გა­მო­აგ­დო. მი­ქა­ელს სა­კუ­თარ სახ­ლში მხო­ლოდ პა­ტა­რა სარ­და­ფი შერ­ჩა, სა­დაც შვი­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ამ­ბო­ბენ, მას ხში­რად ხე­დავ­დნენ სას­ტუმ­რო "მა­ჟეს­ტიკ­თან", რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბაც მი­ლი­ო­ნე­ბი და­უჯ­და. იგი სი­ნა­ნუ­ლით ათ­ვა­ლი­ე­რებ­და მშვე­ნი­ე­რი შე­ნო­ბის ფა­სადს და კედ­ლებს ეფე­რე­ბო­და.ტფი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე, ვა­ჭარ­თა უმაღ­ლე­სი გილ­დი­ის წევ­რი მი­ქა­ელ არა­მი­ან­ცი, რომ­ლის ქო­ნე­ბაც მი­ლი­ო­ნებს შე­ად­გენ­და, 1924 წელს, სი­ღა­რი­ბე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. არა­მი­ან­ცის და­საფ­ლა­ვე­ბა­ზე უამ­რა­ვი ტფი­ლი­სე­ლი მი­ვი­და. იგი თეთ­რი კა­ტა­ფალ­კით გა­ას­ვე­ნეს, რო­მელ­შიც შავი ცხე­ნე­ბი იყო შებ­მუ­ლი. არა­მი­ან­ცი ხო­ჯე­ვა­ნის სომ­ხურ სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს. წლე­ბის შემ­დეგ, კო­მუ­ნის­ტურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სომ­ხუ­რი სა­საფ­ლა­ოს ად­გი­ლას დიდი პარ­კი მო­ა­წყო. არა­მი­ან­ცის საფ­ლა­ვი სა­მუ­და­მოდ და­ი­კარ­გა.

ფო­ტო­ე­ბი: ეროვ­ნუ­ლი ფო­ტო­მა­ტი­ა­ნე; მფლო­ბე­ლი - ლეონ ჩი­დი­ლი­ა­ნი

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
0

ოჯა­ხის ნაც­ვლად, მთელ დროს კლუ­ბებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში ატა­რებ­და. რა ეხლანდელი ე.წ. ოჯახის ქალები ან თინეიჯერები მასე არ არიან? 

მე.
1

ბრბო,ქველმოქმედებს არ სწყალობს!

დღესაც ხომ ეგრე ხდება?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ცოლმა სახლიდან მთელი ძვირფასეულობა გაზიდა და ლომბარდში ჩააბარა... - ამბავი თბილისელი მილიონერისა, რომელიც სიღატაკეში მოკვდა

ცოლმა სახლიდან მთელი ძვირფასეულობა გაზიდა და ლომბარდში ჩააბარა... - ამბავი თბილისელი მილიონერისა, რომელიც სიღატაკეში მოკვდა

1919 წლის 14 მაისს ტფილისის რუსულენოვანმა გაზეთმა "გრუზიამ" კრიმინალური ქრონიკის სვეტში ერთი პატარა ინფორმაცია დაბეჭდა, რომელიც გატაცებას ეხებოდა. მაშინ ასეთი ინფორმაცია თითქმის ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ... ქაოსით მოცულ ქვეყანაში, სადაც ბოროტმოქმედები თავს ესხმოდნენ მატარებლებს, ძარცვავდნენ გემებს, ხოლო ქუჩაში ყაჩაღობა ღიად და დაუფარავად ხდებოდა, ადამიანის გატაცებით ვერავის გააკვირვებდი.

თუმცა, ეს ცნობა მაინც სცდებოდა ჩვეულებრივი კრიმინალური ამბის ფარგლებს. საქმე ისაა, რომ ბანდიტებმა ტფილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვაჭარი - მიქაელ არამიანცი გაიტაცეს. სწორედ ის არამიანცი, რომლის სახელსაც თბილისელები პირველ კლინიკურ საავადმყოფოს ეძახიან.

გატაცების შემთხვევას გაზეთი შემდეგნაირად აღწერს:

"12 მაისს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე, სერგის ქუჩაზე (დღევანდელი მაჩაბელი) საკუთარი სახლიდან გამოვიდა ვაჭარი არამიანცი, რომელიც საქმეებზე მიემართებოდა. ლერმონტოვისა და სერგის ქუჩების კვეთაზე იგი თავდასხმის მსხვერპლი გახდა. უცნობმა პირებმა არამიანცს ხელი სტაცეს და იქვე გაჩერებულ ავტომობილში შეაგდეს. შემდეგ ავტომობილი სწრაფად გაქანდა და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.

როგორც შემთხვევის ადგილას მისულ მილიციელებს თვითმხილველებმა განუცხადეს, გამტაცებელთა ბანდამ არამიანცი მანქანაში იარაღის მუქარით ჩასვა. ჯერჯერობით, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ყაჩაღები სამნი იყვნენ. მოქალაქეებმა ისიც შენიშნეს, რომ ავტომობილის ნომერი იყო 19".

მიქაელ არამიანცი ქალაქის ყველაზე მდიდარი ვაჭრების რიგს მიეკუთვნებოდა. იგი ტფილისის ვაჭრების უმაღლესი გილდიის წევრი იყო და დავით სარაჯიშვილთან, ალექსანდრე მანთაშოვთან, ევგენი ზემელთან, აკაკი ხოშტარიასთან და მელიქ აზარიანცთან ერთად, ქალაქის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

არამიანცი წარმოშობით მთიანი ყარაბაღიდან იყო. კომერციის მიმართ მიდრეკილება ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა, ჯერ კიდევ 15 წლისამ. საქმის სასწავლებლად იგი ცნობილ ვაჭარს თარუმანიანს თანაშემწედ მიაბარეს, რომელიც კომერციას ყარაბაღის გარდა, საზღვარგარეთაც ეწეოდა. ცოტა ხანში არამიანცმა ისეთი ნიჭი გამოავლინა, რომ ფირმის წარმომადგენლად დანიშნეს თავრიზში.

4 წელიწადში მიქაელმა თავისი პირველი კაპიტალი დააგროვა - 3 ათასი მანეთი. ეს საკმაოდ დიდი ქონება იყო. შედარებისთვის შეიძლება შემდეგი მაგალითი მოვიყვანოთ: იმ პერიოდში კარგი ჯიშის ძროხა სამი მანეთი ღირდა.

1871 წელს, 28 წლის ასაკში, არამიანცმა ტფილისს მიაშურა - კავკასიის რეგიონის აღიარებულ ცენტრს.

28 წლისამ შეაგროვა პირველი მილიონიც. ვაჭრობდა ქსოვილებით, აბრეშუმით, შალით. ჩართული იყო შაქრის ტრანზიტულ კომერციაში მარსელთან, თავრიზთან, თეირანთან, მაგრამ დიდი ქონება ნავთობის სფეროში დააგროვა. 1884 წელს ბაქოში ჩავიდა და ცნობილ კომერსანტ ალექსანდრე მანთაშოვთან ერთად, სანავთობო კომპანია დააფუძნა. ამ კომპანიაში არამიანცი 25%-იან წილს ფლობდა.

არამიანცის ბიზნესიმპერია უზარმაზარი გახდა. აფშერონის ნახევარკუნძულზე კომპანიის საკუთრებაში იყო ნავთობით მდიდარი 173 დესეტინა (1 დესეტინა 1.09 ჰექტარს უდრიდა) მიწის ფართობი. მასვე ეკუთვნოდა: ნავთობის ქარხანა, საქაჩი სადგურები, სპეციალურად მოწყობილი ნავმისადგომი, უამრავი სახელოსნო. არამიანცის ფირმას წარმომადგენლობა ჰქონდა გახსნილი სმირნაში, სალონიკში, კონსტანტინოპოლში, ალექსანდრიაში, კაიროში, პორტ-საიდში, მარსელში, ლონდონში, ბომბეისა და შანხაიში.

კომერციაში წარმატებულ არამიანცს, პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა. ჯერ კიდევ ტფილისში ყოფნისას მას ცნობილი კომერსანტის, შოლკოიანცის 18 წლის ქალიშვილი - ეხისაპეტი შეუყვარდა. მალე არამიანცმა იგი ცოლად მოიყვანა და ახალშექმნილი ოჯახი ბაქოში გაემგზავრა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეხისაპეტი ერთგული მეუღლე არ იყო. არამიანცის სახლში ჩხუბი და აყალმაყალი ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ.

ეხისაპეტი თავქარიანი, აღვირახსნილი და გარყვნილი ქალი აღმოჩნდა, რომელსაც უამრავი საყვარელი ჰყავდა. ოჯახის ნაცვლად, მთელ დროს კლუბებსა და რესტორნებში ატარებდა. მიქაელმა ცოლის შეზღუდვა სცადა და სახარჯო ფულის გაცემა შეუწყვიტა, მაგრამ ქალი მაინც ვერ შეაჩერა - მან იცოდა, რომ ქმარი ფულს კარადაში ინახავდა და ყოველდღე იპარავდა. არამიანცმა კარადას დიდი ბოქლომი დაადო. ესეც უშედეგო აღმოჩნდა. ცოლმა სახლიდან მთელი ძვირფასეულობა გაზიდა და ლომბარდში ჩააბარა...

ეხისაპეტს ბაქო საშინლად არ მოსწონდა, პროვინციულ, მიყრუებულ ადგილად თვლიდა და ქმარს ყოველდღე ტფილისში დაბრუნებაზე ეჩიჩინებოდა.საბოლოოდ, არამიანცი ცოლმა დაიყოლია. მიქაელმა ბაქოში "საქმე" გაყიდა და ტფილისს დაუბრუნდა, მაგრამ ოჯახში მდგომარეობა არც ტფილისში შეცვლილა. არამიანცის ცოლის სასიყვარულო ისტორიებს მთელი ქალაქი ირონიით ჰყვებოდა. ამბობდნენ, იგი მხოლოდ საყვარლებს არ სჯერდებოდა და სექსუალურ კავშირს ყველასთან ამყარებდა, ვინც კი მოეწონებოდა. იმასაც ამბობდნენ, საყვარლებთან ერთად ამურულ ვნებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში - სკვერებსა და პარკებში ეძლეოდა.

არამიანცი ცოლის ღალატს დიდხანს ვერ იჯერებდა და ეგონა, რომ ამ ჭორებს კონკურენტები უვრცელებდნენ, მაგრამ ერთხელ შემთხვევით, ეხისაპეტის სასიყვარულო ბარათები ჩაუვარდა ხელში. საბოლოოდ, ოჯახი დაინგრა. გაყრის სასამართლო პროცესი რვა წელს გრძელდებოდა, რა დროსაც არამიანცმა თავისი კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა.ეხისაპეტის შემდეგ, არამიანცი ტფილისის ცნობილ ლამაზმანს, ევგენია შხიანცს დაუახლოვდა. მართალია, ევგენია ცოლად არ მოუყვანია, მაგრამ ყველგან ამბობდა, რომ იგი მისი მეუღლე იყო. საყვარელს მიქაელმა ქალაქის ცენტრში, ოლგის ქუჩაზე, სამსართულიანი სახლი აუშენა. ეზოში, ბრინჯაოში ჩამოსხმული ირმის ქანდაკება იდგა, რომელიც არამიანცმა სპეციალურად პარიზში დაამზადებინა. მაგრამ ბიზნესმენს არც ევგენიას შემთხვევაში გაუმართლა - შხიანცმა ის მიატოვა და საყვარელთან ერთად, ტფილისიდან გაიქცა.არამიანცი ტფილისში საბოლოოდ დაფუძნდა და მშენებლობის ბიზნესზე გადაერთო. ეს ერთგვარად, ქველმოქმედებაც იყო და კომერციაც.

გოლოვინის პროსპექტზე ააშენა სასტუმრო "მაჟესტიკი" (დღევანდელი "თბილისი მარიოტი"), სასტუმრო "პალას-ოტელი" (დღევანდელი თეატრალური უნივერსიტეტი) და რა თქმა უნდა, ქალაქის მუნიციპალური საავადმყოფო. სასტუმროებისგან განსხვავებით, ეს არ იყო კომერციული პროექტი. მიქაელმა ქალაქის მმართველი საბჭოს ხელმძღვანელის - არგუტინსკი-დოლგორუკის თხოვნა გაითვალისწინა.იმ პერიოდის ტფილისში მხოლოდ ერთი მუნიციპალური კლინიკა მოქმედებდა, რომელსაც ხალხი "მიხაილის საავადმყოფოს" ეძახდა. დიდი ნაკადის გამო, საავადმყოფო მუდმივად გადატვირთული იყო და მოსახლეობა წესიერ სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებდა.

1903 წელს არამიანცმა არგუტინსკის წერილი მისწერა, სადაც ახალი საავადმყოფოს აშენების მზადყოფნა გამოთქვა: "პატივი მაქვს, ვაცნობო თქვენს ბრწყინვალებას, რომ საავადმყოფოს მშენებლობისთვის 100 ათას რუბლს შემოვწირავ". ამის სანაცვლოდ, მიქაელმა მოითხოვა, რომ საავადმყოფოს მისი სახელი დარქმეოდა. მშენებლობა 1910 წელს დასრულდა. ევროპიდან რენტგენის აპარატიც კი ჩამოიტანეს, რომელიც მეფის რუსეთში საერთოდ არ იყო. ეს გახლდათ კლინიკა, სადაც სრულიად უფასოდ მკურნალობდნენ პაციენტებს. ექიმების ხელფასსაც კი არამიანცი იხდიდა.მაგრამ ისევ გატაცების ამბავს დავუბრუნდეთ: ცხადია, რომ მსოფლიო ომმა და საყოველთაო არეულობამ კომერციაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. საერთო კრიზისი არამიანცის სავაჭრო საქმიანობაზეც აისახა. თუმცა, მიქაელი მილიონების პატრონი გახლდათ და ყოფითი გაჭირვება არ შეხებია. გამტაცებლებმა სწორად გათვალეს: მათი ვარაუდით, ბიზნესმენი დიდად არ დაზარალდებოდა, თუ მის მილიონებს რამდენიმე ათასს მოაკლებდნენ. მით უმეტეს, რომ ფულის გადახდის გამოცდილება არამიანცს წარსულში უკვე ჰქონდა.

ჯერ კიდევ 1907 წელს, ბოროტმოქმედებმა მისი შვილი, სოლომონი გაიტაცეს. არამიანცმა მის დასახსნელად 100 ათასი რუბლი გადაიხადა - იმ პერიოდისთვის, ეს ძალზე დიდი თანხა იყო.ქალაქის მილიციამ არამიანცის გათავისუფლებისთვის ზომები მიიღო. სწრაფად მიაგნეს და დააკავეს ავტომობილის მძღოლი, ვინმე ერნესტ კრონტალი. მძღოლის ჩვენებით, არამიანცი გამტაცებლებმა კუკიის სასაფლაოს მიმართულებით წაიყვანეს. ბოროტმოქმედთა აღმოსაჩენად მილიციამ ღამით ნაძალადევის რაიონში ტოტალური ჩხრეკა ჩაატარა და რამდენიმე საეჭვო პირი დააკავა. გაზეთები არ წერდნენ, რა ვითარებაში მოხერხდა არამიანცის გათავისუფლება. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ყაჩაღებმა ვაჭარი გატაცებიდან ერთი დღის შემდეგ გაათავისუფლეს.იმავე დღეს, ტფილისის სისხლის სამართლის მილიციის უფროსმა, ფაჩულიამ არამიანცი დაჰკითხა, მაგრამ მისგან რაიმე ხელჩასაჭიდი ინფორმაცია ვერ მიიღო. არამიანცი ამბობდა, რომ გამტაცებლებს არ იცნობდა, მათი გარეგნობა ვერ დაიმახსოვრა და ამდენად, ბოროტმოქმედთა ამოცნობას ვერ შეძლებდა. მიქაელის სიტყვებით, მას მხოლოდ 14 ათასი რუბლი წაართვეს, ხოლო ოქროს საათი და ბრილიანტებით მოჭედილი სამკაული უკან დაუბრუნეს.

ფაჩულიას შთაბეჭდილება დარჩა, რომ არამიანცი დაშინებული იყო და ბოროტმოქმედთა დასახელება არ სურდა.მიუხედავად ასეთი მწირი ინფორმაციისა, მილიციამ ძებნა განაგრძო და ჭიათურაში, არამიანცის ერთ-ერთი გამტაცებელი, ლაცია ლოლაძე დააკავა, რომელიც ტფილისში გაძლიერებული დაცვის ქვეშ ჩამოიყვანეს. ცოტა ხანში დადგინდა ბანდის ხელმძღვანელის ვინაობაც - ეს იყო ცნობილი ყაჩაღი, ფირანა ზანდუკელი.გაზეთი "ერთობა", 1919 წლის 10 ივნისი:"ტფილისის მილიციის უფროსს მოუვიდა ცნობა, რომ ცნობილი ყაჩაღი ზანდუკელი, რომელსაც ბრალდებოდა აუარებელი დანაშაული - მილიციელის და გვარდიელის მოკვლა, არამიანცის მოტაცება და სხვა, იმალებოდა ჯვარის მონასტერში (მცხეთის რაიონში). მის დასაჭერათ, 7 ივნისს, ნაშუაღამევის პირველის ნახევარზედ ტფილისიდან 2 ავტომობილით გაემგზავრნენ მილიციელები. მილიციის უფროსის სულაქველიძის, სისხლის სამართლის უფროსის ფაჩულიას და საგანგებო რაზმის უფროსის კედიას მეთაურობით.

რაზმმა ალყა შემოარტყა ჯვრის მონასტერს. გაჩხრიკეს ბერთა ბინა, მაგრამ ზანდუკელი არ აღმოჩნდა. დაიკითხა ბერი ილარიონი (ერობაში ილია ოზაშვილი), რომელიც ეკლესიას სდარაჯობდა. მან კატეგორიულად უარჰყო მონასტერში ვინმეს ყოფნა".უკვე თენდებოდა. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ მილიცია ჯვრის მონასტრიდან ხელცარიელი უნდა დაბრუნებულიყო. სამართალდამცავებს შემთხვევა დაეხმარა. ეკლესიის ეზოში მყოფმა ფაჩულიამ ყვავი დაინახა, რომელმაც მონასტერს გადაუფრინა, და რევოლვერიდან უბრალოდ გაისროლა. ამ გასროლას უეცრად მილიციის მიმართულებით სროლა მოჰყვა. როგორც ჩანს, ზანდუკელი, რომელიც თურმე ერთ-ერთ კელიას აფარებდა თავს, ფაჩულიას სროლამ შეაშფოთა და იფიქრა, რომ მილიციამ მის სამალავს მიაგნო. მილიციამ საპასუხო ცეცხლი გახსნა და კელია მთლიანად დაცხრილა. ყაჩაღი ადგილზე მოკლეს. ზანდუკელის კელიაში მილიციამ მთელი არსენალი აღმოაჩინა: 2 ხელყუმბარა, კარაბინი, მაუზერი და ბრაუნინგი.კითხვაზე, თუ რატომ მოატყუა მილიცია, ბერმა თქვა, რომ მას ყაჩაღის მხრიდან შურისძიების შეეშინდა. ბერი დააპატიმრეს, ხოლო მოკლულის ცხედარი, ბედის ირონიით, არამიანცის საავადმყოფოში გადაასვენეს.

არამიანცმა სიცოცხლე სავალალო მდგომარეობაში დაასრულა. საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ, რომელიც ბურჟუაზიას დიდად არ სწყალობდა, მას სასტუმროები და სახლები ჩამოართვა. გოლოვინის პროსპექტზე მდებარე დიდ შენობაში 1918 წელს ჯერ გერმანია-კავკასიის სავაჭრო ბანკი გახსნეს, ერთი წლის თავზე კი პროფკავშირებს გადასცეს. არამიანცს მხოლოდ სერგის 4 ნომერში მდებარე სახლი დარჩა.სოციალ-დემოკრატების დაწყებული საქმე ბოლშევიკებმა გააგრძელეს. 1921 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ არამიანცი სერგის ქუჩიდანაც გამოაგდო. მიქაელს საკუთარ სახლში მხოლოდ პატარა სარდაფი შერჩა, სადაც შვილებთან ერთად ცხოვრობდა. ამბობენ, მას ხშირად ხედავდნენ სასტუმრო "მაჟესტიკთან", რომლის მშენებლობაც მილიონები დაუჯდა. იგი სინანულით ათვალიერებდა მშვენიერი შენობის ფასადს და კედლებს ეფერებოდა.ტფილისის საპატიო მოქალაქე, ვაჭართა უმაღლესი გილდიის წევრი მიქაელ არამიანცი, რომლის ქონებაც მილიონებს შეადგენდა, 1924 წელს, სიღარიბეში გარდაიცვალა. არამიანცის დასაფლავებაზე უამრავი ტფილისელი მივიდა. იგი თეთრი კატაფალკით გაასვენეს, რომელშიც შავი ცხენები იყო შებმული. არამიანცი ხოჯევანის სომხურ სასაფლაოზე დაკრძალეს. წლების შემდეგ, კომუნისტურმა ხელისუფლებამ სომხური სასაფლაოს ადგილას დიდი პარკი მოაწყო. არამიანცის საფლავი სამუდამოდ დაიკარგა.

ფოტოები: ეროვნული ფოტომატიანე; მფლობელი - ლეონ ჩიდილიანი