სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უშლის ხელს სიმაღლეში ზრდას და რა უნდა იცოდეს მშობელმა?
რა უშლის ხელს სიმაღლეში ზრდას და რა უნდა იცოდეს მშობელმა?

რო­გორ იც­ვლე­ბა ბავ­შვის ზრდის ტემ­პი ასა­კის მი­ხედ­ვით, რით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი ზრდის პრობ­ლე­მე­ბი და სად უნდა ვე­ძე­ბოთ მი­ზე­ზე­ბი, რამ­დე­ნად არის სიმ­სუქ­ნე და წო­ნის დე­ფი­ცი­ტი ენ­დოკ­რი­ნუ­ლი პრობ­ლე­მა - ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მებ­ზე პე­დი­ატ­რი­უ­ლი პრი­ვატ კლი­ნი­კის ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ნატა იმე­დაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მი მოზ­რდი­ლის­გან იმით გან­სხვავ­დე­ბა, რომ იგი გა­ნუ­წყვეტ­ლივ იზ­რდე­ბა და ვი­თარ­დე­ბა. ზრდა გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბუ­ლი კვერ­ცხუ­ჯრე­დი­დან იწყე­ბა და სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის და­სას­რულს მთავ­რდე­ბა. ბავ­შვის სი­მაღ­ლის ზრდის ინ­ტენ­სი­ვო­ბა და მისი სა­ბო­ლოო დონე და­მო­კი­დე­ბუ­ლია გე­ნე­ტი­კურ ფაქ­ტორ­ზე, რო­მე­ლიც მჭიდ­რო კავ­შირ­შია ენ­დოკ­რი­ნულ სის­ტე­მას­თან. ზრდის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ობს ჰორ­მონ­თა მთე­ლი გუნ­დი (ჰი­პო­ფი­ზის, ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის, თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის, სა­ს­ქე­სო, კალ­ცი­უ­მის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჰორ­მო­ნი). თი­თო­ე­ულს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ბავ­შვის ნორ­მა­ლუ­რი ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. გარ­და გე­ნე­ტი­კუ­რი და ენ­დოკ­რი­ნუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბი­სა ზრდა­ში დიდ როლს ას­რუ­ლებს გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი: კვე­ბა, კლი­მა­ტი, წე­ლი­წა­დის დრო, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი და სხვა.

- რო­გორ იც­ვლე­ბა ბავ­შვის ზრდის ტემ­პი ასა­კის მი­ხედ­ვით?

- ზრდის ტემ­პი გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია მუც­ლად­ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში. და­ბა­დე­ბის შემ­დგომ ტემ­პი ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად თან­და­თა­ნო­ბით მცირ­დე­ბა. პირ­ვე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ახალ­შო­ბი­ლი სა­შუ­ა­ლოდ 25 სმ-ს იმა­ტებს. წლის პირ­ველ მე­ო­თხედ­ში სიგ­რძის ნა­მა­ტი ყო­ველ­თვი­უ­რად არის 3 სმ, მე­ო­რე მე­ო­თხედ­ში - 2,5 სმ. მე­სა­მე მე­ო­თხედ­ში - 2 სმ. და მე­ო­თხე მე­თხედ­ში - 1 სმ. 1 წლის მერე ზრდის ტემ­პი უფრო ნელ­დე­ბა. ახალ­შო­ბი­ლი თავ­და­პირ­ველ სიგ­რძეს 4 წლის ასაკ­ში აორ­მა­გებს და 12 წლის ასაკ­ში ასამ­მა­გებს.

- რით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი ზრდის პრობ­ლე­მე­ბი და სად უნდა ვე­ძე­ბოთ მი­ზე­ზე­ბი?

- ზრდის პრობ­ლე­მე­ბი, კერ­ძოდ ტან­დაბ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც ენ­დოკ­რი­ნუ­ლი გე­ნე­ზის, ასე­ვე არა­ენ­დოკ­რი­ნუ­ლი. ენ­დოკ­რი­ნუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტან­დაბ­ლო­ბა მხო­ლოდ 3-4%-ს შე­ად­გენს. მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს ზრდის ჰორ­მო­ნის უკ­მა­რი­სო­ბა, ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ჰორ­მო­ნე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის ჰორ­მო­ნე­ბის სი­ჭარ­ბე. გარ­და ამი­სა, ტან­დაბ­ლო­ბის გა­მომ­წვე­ვი შე­იძ­ლე­ბა იყოს გე­ნე­ტი­კუ­რი სინ­დრო­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა: ტერ­ნე­რის სინ­დრო­მი, რა­სელ-სილ­ვე­რის სინ­დრო­მი, პრა­დერ-ვი­ლის სინ­დრო­მი და სხვა. რაც შე­ე­ხე­ბა არა­ენ­დოკ­რი­ნუ­ლი გე­ნე­ზის ტან­დაბ­ლო­ბას, მათ მი­ე­კუთ­ვნე­ბა: ზრდი­სა და სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის შე­ფერ­ხე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ფორ­მე­ბი და ოჯა­ხუ­რი ტან­დაბ­ლო­ბა, რო­მელ­თა გავ­რცე­ლე­ბა ტან­და­ბალ ბავ­შვთა შო­რის 40%-მდე აღ­წევს. ასე­ვე ტან­დაბ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს სო­მა­ტუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი სტრე­სის ფონ­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა ტან­მაღ­ლო­ბას, ექიმ­თან მი­მარ­თვის გა­ცი­ლე­ბით იშ­ვი­ა­თი მი­ზე­ზია და არ აღიქ­მე­ბა ისე მწვა­ვედ, რო­გორც ტან­დაბ­ლო­ბა. ტან­მაღ­ლო­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს: ოჯა­ხუ­რი ტან­დაბ­ლო­ბა (რო­მე­ლიც არ შე­იძ­ლე­ბა პა­თო­ლო­გი­ად ჩა­ით­ვა­ლოს), სინ­დრო­მე­ბი (კლა­ინ­ფელ­ტე­რის, მარ­ფა­ნის, სო­ტო­სის, ჰო­მო­ცის­ტი­ნუ­რია და სხვა) და ენ­დოკ­რი­ნუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

nana
9

chemi gogona 1,50 ia aris 17wlis tu aqvs shansi rom simagleshi moimatos

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

რა უშლის ხელს სიმაღლეში ზრდას და რა უნდა იცოდეს მშობელმა?

რა უშლის ხელს სიმაღლეში ზრდას და რა უნდა იცოდეს მშობელმა?

როგორ იცვლება ბავშვის ზრდის ტემპი ასაკის მიხედვით, რით არის გამოწვეული ზრდის პრობლემები და სად უნდა ვეძებოთ მიზეზები, რამდენად არის სიმსუქნე და წონის დეფიციტი ენდოკრინული პრობლემა - ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პედიატრიული პრივატ კლინიკის ენდოკრინოლოგი ნატა იმედაშვილი გვესაუბრება.

- ბავშვის ორგანიზმი მოზრდილისგან იმით განსხვავდება, რომ იგი განუწყვეტლივ იზრდება და ვითარდება. ზრდა განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან იწყება და სქესობრივი მომწიფების დასასრულს მთავრდება. ბავშვის სიმაღლის ზრდის ინტენსივობა და მისი საბოლოო დონე დამოკიდებულია გენეტიკურ ფაქტორზე, რომელიც მჭიდრო კავშირშია ენდოკრინულ სისტემასთან. ზრდის პროცესში მონაწილეობს ჰორმონთა მთელი გუნდი (ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის, სასქესო, კალციუმის მარეგულირებელი ჰორმონი). თითოეულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. გარდა გენეტიკური და ენდოკრინული ფაქტორებისა ზრდაში დიდ როლს ასრულებს გარემო პირობები: კვება, კლიმატი, წელიწადის დრო, ფიზიკური აქტივობა, სოციალური პირობები და სხვა.

- როგორ იცვლება ბავშვის ზრდის ტემპი ასაკის მიხედვით?

- ზრდის ტემპი განსაკუთრებით მაღალია მუცლადყოფნის პერიოდში. დაბადების შემდგომ ტემპი ასაკის მატებასთან ერთად თანდათანობით მცირდება. პირველი წლის განმავლობაში ახალშობილი საშუალოდ 25 სმ-ს იმატებს. წლის პირველ მეოთხედში სიგრძის ნამატი ყოველთვიურად არის 3 სმ, მეორე მეოთხედში - 2,5 სმ. მესამე მეოთხედში - 2 სმ. და მეოთხე მეთხედში - 1 სმ. 1 წლის მერე ზრდის ტემპი უფრო ნელდება. ახალშობილი თავდაპირველ სიგრძეს 4 წლის ასაკში აორმაგებს და 12 წლის ასაკში ასამმაგებს.

- რით არის გამოწვეული ზრდის პრობლემები და სად უნდა ვეძებოთ მიზეზები?

- ზრდის პრობლემები, კერძოდ ტანდაბლობა შეიძლება იყოს როგორც ენდოკრინული გენეზის, ასევე არაენდოკრინული. ენდოკრინული დარღვევებით გამოწვეული ტანდაბლობა მხოლოდ 3-4%-ს შეადგენს. მიზეზი შეიძლება იყოს ზრდის ჰორმონის უკმარისობა, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობა, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბე. გარდა ამისა, ტანდაბლობის გამომწვევი შეიძლება იყოს გენეტიკური სინდრომები, როგორიცაა: ტერნერის სინდრომი, რასელ-სილვერის სინდრომი, პრადერ-ვილის სინდრომი და სხვა. რაც შეეხება არაენდოკრინული გენეზის ტანდაბლობას, მათ მიეკუთვნება: ზრდისა და სქესობრივი მომწიფების შეფერხების კონსტიტუციური ფორმები და ოჯახური ტანდაბლობა, რომელთა გავრცელება ტანდაბალ ბავშვთა შორის 40%-მდე აღწევს. ასევე ტანდაბლობა შეიძლება განვითარდეს სომატური დაავადებებისა და ფსიქოემოციური სტრესის ფონზე.

რაც შეეხება ტანმაღლობას, ექიმთან მიმართვის გაცილებით იშვიათი მიზეზია და არ აღიქმება ისე მწვავედ, როგორც ტანდაბლობა. ტანმაღლობის მიზეზი შეიძლება იყოს: ოჯახური ტანდაბლობა (რომელიც არ შეიძლება პათოლოგიად ჩაითვალოს), სინდრომები (კლაინფელტერის, მარფანის, სოტოსის, ჰომოცისტინურია და სხვა) და ენდოკრინული დარღვევები განაგრძეთ კითხვა

"ლამაზი თმა სცვიოდა, ის კი ხუმრობდა, რომ კლინიკა მის უცხოპლანეტელად გადაქცევას ცდილობდა" - ანასტასია ხაჩიძის ემოციური წერილი დედას

იაკუძა - იაპონური მაფია შემზარავი ტრადიციებით, რომლის წევრებსაც მთელი სხეული ჰქონდათ მოხატული

როგორი იქნება მომავლის ქალაქი, რომელსაც იაპონიაში Toyota აშენებს