პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორ მიყვარხარ ცოტნე, მგონია ჩემი ნაწილი ხარ..." - რატომ "გამოუტყდა სიყვარულში" ნათია ფანჯიკიძე ცოტნე გამსახურდიას
"როგორ მიყვარხარ ცოტნე, მგონია ჩემი ნაწილი ხარ..." - რატომ "გამოუტყდა სიყვარულში" ნათია ფანჯიკიძე ცოტნე გამსახურდიას

ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას პოსტს ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც პო­ლი­ტო­ლოგ­მა ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლის დაჭ­რის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და­წე­რა. გამ­სა­ხურ­დია პოს­ტში გუ­ლახ­დი­ლად წერს, რომ "ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლის ფანი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა" და "მე­ტიც - არას­დროს მოს­წონ­და ის, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი", თუმ­ცა მისი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის კო­მენ­ტა­რებ­მა გა­მო­იწ­ვია, რომ­ლებ­საც თით­ქოს გა­უ­ხარ­დათ "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის დაჭ­რის ფაქ­ტი: "შე­იძ­ლე­ბა არ გე­წყი­ნოს კა­ცის დაჭ­რა, ან ზო­გა­დად - მისი ავი, მაგ­რამ რა­ტომ უნდა გა­გე­ხარ­დეს? მით უფრო, თუ პი­რა­დად შენ­თვის არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია! მი­ხე­დეთ სა­კუ­თარ პი­რად ცხოვ­რე­ბას და მეტი და ჯან­მრთე­ლი სექ­სით და­კავ­დით!" - მი­მარ­თავს სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს გამ­სა­ხურ­დია.

სწო­რედ ამ პოს­ტის შემ­დეგ ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ჯა­როდ "გა­მო­უ­ტყდა სიყ­ვა­რულ­ში": "რო­გორ მიყ­ვარ­ხარ ცოტ­ნე. ასე მგო­ნია ჩემი ნა­წი­ლი ხარ, თუ რა­ღაც უც­ნა­უ­რი სუ­ლი­ე­რი კო­მუ­ნი­კა­ცია მაქვს შენ­თან. ხან­და­ხან რა­მის გა­მოთ­ქმა რომ მინ­და, ერთი წუ­თით ადრე გაქვს ნათ­ქვა­მი. დღეს ამას ვფიქ­რობ­დი სწო­რედ, მთავ­რო­ბის იმ წევ­რებ­მა, ვინც ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს ახა­ლი­სებს, წარ­მო­იდ­გი­ნონ, ხალ­ხი, მა­თი­ვე გაწ­ვრთნი­ლი ხალ­ხი, ემო­ცი­უ­რად მათ­ნა­ი­რი კა­ტე­გო­რია, რომ­ლის მსგავ­სიც სულ არ­სე­ბობ­და და სი­ხა­რუ­ლით იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნის კო­ცონ­ზე დაწ­ვის ან ჩა­მოხ­რჩო­ბის სა­ნა­ხა­ვად, რამ­დენს იცი­ნებს და რო­გორ გა­ძღე­ბა ენერ­გე­ტი­კუ­ლად "სის­ხლით", თა­ვად რომ რამე შე­ემ­თხვეთ (ღმერ­თმა კარ­გად ამ­ყო­ფოთ). ნუ ახა­ლი­სებთ ადა­მი­ა­ნებ­ში ურჩხუ­ლის წილს!

თქვე­ნი­ვე ამომ­რჩე­ვე­ლი გი­ყუ­რებთ და ვინც მათ შო­რის ჯან­მრთე­ლა­დაა, შემ­ცბა­რი შე­მოგ­ცქე­რით. არ ვიცი, უნდა გი­თხრათ თუ არა.. გა­გა­ხა­რებთ თუ შე­გა­წუ­ხებთ ეს, მაგ­რამ ბუ­კას მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და. ღამე სა­ჭი­რო გახ­და მუც­ლის ღრუს მთლი­ა­ნად გახ­სნა. კი­დევ ერთი მძი­მე ოპე­რა­ცია გა­და­ი­ტა­ნა და კვლავ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი", - წერს პი­რად გვერ­დზე ფსი­ქო­ლო­გი.

რუბრიკის სხვა სიახლეები

"როგორ მიყვარხარ ცოტნე, მგონია ჩემი ნაწილი ხარ..." - რატომ "გამოუტყდა სიყვარულში" ნათია ფანჯიკიძე ცოტნე გამსახურდიას

"როგორ მიყვარხარ ცოტნე, მგონია ჩემი ნაწილი ხარ..." - რატომ "გამოუტყდა სიყვარულში" ნათია ფანჯიკიძე ცოტნე გამსახურდიას

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე ცოტნე გამსახურდიას პოსტს ეხმაურება, რომელიც პოლიტოლოგმა ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით დაწერა. გამსახურდია პოსტში გულახდილად წერს, რომ "ალექსი პეტრიაშვილის ფანი არასოდეს ყოფილა" და "მეტიც - არასდროს მოსწონდა ის, როგორც პოლიტიკოსი", თუმცა მისი გაღიზიანება საზოგადოების კომენტარებმა გამოიწვია, რომლებსაც თითქოს გაუხარდათ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის დაჭრის ფაქტი: "შეიძლება არ გეწყინოს კაცის დაჭრა, ან ზოგადად - მისი ავი, მაგრამ რატომ უნდა გაგეხარდეს? მით უფრო, თუ პირადად შენთვის არაფერი დაუშავებია! მიხედეთ საკუთარ პირად ცხოვრებას და მეტი და ჯანმრთელი სექსით დაკავდით!" - მიმართავს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს გამსახურდია.

სწორედ ამ პოსტის შემდეგ ნათია ფანჯიკიძე ცოტნე გამსახურდიას საჯაროდ "გამოუტყდა სიყვარულში": "როგორ მიყვარხარ ცოტნე. ასე მგონია ჩემი ნაწილი ხარ, თუ რაღაც უცნაური სულიერი კომუნიკაცია მაქვს შენთან. ხანდახან რამის გამოთქმა რომ მინდა, ერთი წუთით ადრე გაქვს ნათქვამი. დღეს ამას ვფიქრობდი სწორედ, მთავრობის იმ წევრებმა, ვინც ამ დამოკიდებულებებს ახალისებს, წარმოიდგინონ, ხალხი, მათივე გაწვრთნილი ხალხი, ემოციურად მათნაირი კატეგორია, რომლის მსგავსიც სულ არსებობდა და სიხარულით იკრიბებოდნენ ადამიანის კოცონზე დაწვის ან ჩამოხრჩობის სანახავად, რამდენს იცინებს და როგორ გაძღება ენერგეტიკულად "სისხლით", თავად რომ რამე შეემთხვეთ (ღმერთმა კარგად ამყოფოთ). ნუ ახალისებთ ადამიანებში ურჩხულის წილს!

თქვენივე ამომრჩეველი გიყურებთ და ვინც მათ შორის ჯანმრთელადაა, შემცბარი შემოგცქერით. არ ვიცი, უნდა გითხრათ თუ არა.. გაგახარებთ თუ შეგაწუხებთ ეს, მაგრამ ბუკას მდგომარეობა გართულდა. ღამე საჭირო გახდა მუცლის ღრუს მთლიანად გახსნა. კიდევ ერთი მძიმე ოპერაცია გადაიტანა და კვლავ არის მოსალოდნელი გართულებები", - წერს პირად გვერდზე ფსიქოლოგი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს