100 წლის შემდეგ... ასე იცხოვრებს კაცობრიობა 2116 წელს

100 წლის შემდეგ... ასე იცხოვრებს კაცობრიობა 2116 წელს

"სამსუნგის" კუთვნილმა მაღალტექნოლოგიურმა კომპანია "Smart Things"-მა, მეცნიერებსა და ფუტუროლოგებს კვლევა ჩაატარებინა, თემაზე: როგორ იცხოვრებს კაცობრიობა 2116 წელს.

Smart Things Future Living Report-ის ანგარიშის თანახმად, ას წელიწადში ადამიანები წარმოუდგენლად მაღალ ცათაბრჯენებში, უზარმაზარ წყალქვეშა ქალაქებსა და მიწის ქვეშ, 25 მეტრის სიღრმეზე იცხოვრებენ.

დაათვალიერეთ მომავლის მსოფლიოს ფოტოები

ჩვენი შთამომავლები გადაადგილებისთვის უპილოტო საფრენ აპარატებს გამოიყენებენ. ე.წ. დრონები ისეთივე გავრცელებული სატრანსპორტო საშუალება იქნება, როგორც დღეს ველოსიპედია. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ასი წლის შემდეგ 3D პრინტერებით დაიბეჭდება არამხოლოდ ავეჯი, არამედ შენობები და საკვები პროდუქტებიც კი. რაც შეეხება კომუნიკაციას ადამიანებს შორის, შეხვედრები და თათბირები სამსახურში ჰოლოგრამების საშუალებით გაიმართება.

100 წლის განმავლობაში კაცობრიობა მოახდენს ჯერ მთვარის, შემდეგ კი მარსის კოლონიზაციას. კომერციული ფრენები ღია კოსმოსში ისეთივე რიგითი მოვლენა გახდება, როგორიც დღეს თვითმფრინავით გაფრენაა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კედლები გადაიქცევა უზარმაზარ თხევადკრისტალიან პანელებად, რომელიც სახლის მფლობელის სურვილის მიხედვით, საჭირო ფერს მიიღებს. შესაბამისად, ბინის გარემონტების საჭიროებაც აღარ იარსებებს.

ALLNEWS.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს