თბილისში, ქურდობის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავეს, რომლებმაც ერთ-ერთ ავტომობილს ბამპერი მოხსნეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლის მესამე ნაწილით აღიძრა, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ქალაქ ფოთის პროკურორის, ალექსანდრე გოგუაძის ვაჟია.