ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილს ზაფხული მოენატრა და სოციალურ ქსელში საცურაო კოსტიუმში გადაღებული ძველი ფოტო გამოაქვეყნა.
ფოტო რამდენიმე წლის წინაა გადაღებული, როცა შორენას ჯერ კიდევ არ ჰქონდა ცნობილი ტატუ გაკეთებული.
"ჩემი კერპი ხარ", "პირველი ხარ", ვკითხულობთ შორენას გარეგნობით აღფრთოვანებულ კომენტარებში.
აღსანიშნავია, რომ შორენა ყოველთვის ახერხებს გარეგნობით თაყვანისმცემლების გაკვირვებას.
მომხიბვლელმა ტელეწამყვანმა ბოლოს "ნიჭიერში" გამოჩენით გააკვირვა მაყურებელი. შორენას სურვილის მიუხედავად, მას სამწუხაროდ ბოლო დროს ქართული კინო არ სწყალობს.