მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ცვლილებები იგეგმება უცხოელებზე მიწის მიყიდვისას
რა ცვლილებები იგეგმება უცხოელებზე მიწის მიყიდვისას

სა­ქარ­თვე­ლო­ში 2011-2012 წლებ­ში უცხო­ე­ლე­ბის მიერ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წის მა­სობ­რივ­მა შეს­ყიდ­ვამ ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია შექ­მნა. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ქარ­თლსა და კა­ხეთ­ში და­ი­წყო საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი უცხო­ე­ლე­ბის­თვის მი­წის მი­ყიდ­ვის აკ­რძავ­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, რის შემ­დე­გაც პარ­ლა­მენ­ტმა 2012 წლის გა­ზა­ფხულ­ზე უცხო­ე­ლე­ბის მიერ მი­წის შეს­ყიდ­ვა­ზე დრო­ე­ბი­თი მო­რა­ტო­რი­უ­მი გა­მო­ა­ცხა­და, თუმ­ცა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" სარ­ჩე­ლის სა­ფუძ­ველ­ზე სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ 2014 წლის ივ­ნის­ში ეს გა­და­წყვევ­ტი­ლე­ბა გა­ა­უქ­მა.

ამა­ვე წლის სექ­ტემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ წარ­მო­ად­გი­ნა კა­ნონპ­რო­ექ­ტი, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა იმ პირ­თა წრე, რო­მელ­თაც სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წა­ზე სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა აქვთ. აგ­რეთ­ვე გან­სა­ზღვრუ­ლი იქ­ნე­ბა უცხო­ე­ლე­ბის მიერ სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო მი­წის შე­ძე­ნის პი­რო­ბე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი "სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის სა­კუთ­რე­ბის შე­სა­ხებ" პარ­ლა­მენ­ტში თით­ქმის ორი წლის წინ შე­ვი­და, ის ჯერ კი­დევ არ არის გან­ხი­ლუ­ლი. რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა "მთელ კვი­რას" გა­ნუ­ცხა­და, სა­კი­თხი ჯერ­ჯე­რო­ბით ისევ გან­ხილ­ვის პრო­ცეს­შია და უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მისი სე­სი­ა­ზე გა­ტა­ნა არ იგეგ­მე­ბა.

მთავ­რო­ბის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, უცხო­ე­ლი მო­ი­პო­ვებს სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბას სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წა­ზე თუ: სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მიწა მი­ღე­ბუ­ლი აქვს მემ­კვიდ­რო­ე­ბის გზით; და, თუ არის მისი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს­თან ქორ­წი­ნე­ბის ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით არ­სე­ბუ­ლი კომ­ლის წევ­რო­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი თა­ნა­სა­კუთ­რე­ბის ობი­ექ­ტი.

გან­ქორ­წი­ნე­ბის/კომ­ლი­დან გას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში უცხო­ე­ლი ინარ­ჩუ­ნებს წილს თა­ნა­სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ქო­ნე­ბა­ზე, თუ ის აკ­მა­ყო­ფი­ლებს უცხო­ე­ლის მი­მართ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის სა­კუთ­რე­ბის­თვის ამა­ვე კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრულ პი­რო­ბებს; გა­აჩ­ნია "უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვა გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

რა ცვლილებები იგეგმება უცხოელებზე მიწის მიყიდვისას

რა ცვლილებები იგეგმება უცხოელებზე მიწის მიყიდვისას

საქართველოში 2011-2012 წლებში უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის მასობრივმა შესყიდვამ ზოგიერთ რეგიონში კონფლიქტური სიტუაცია შექმნა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ქართლსა და კახეთში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძავლის ინიციატივით, რის შემდეგაც პარლამენტმა 2012 წლის გაზაფხულზე უცხოელების მიერ მიწის შესყიდვაზე დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის ივნისში ეს გადაწყვევტილება გააუქმა.

ამავე წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა კანონპროექტი, სადაც წარმოდგენილი ცვლილებებით განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომელთაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება აქვთ. აგრეთვე განსაზღვრული იქნება უცხოელების მიერ სასოფლო სამეურნეო მიწის შეძენის პირობები. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი "სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" პარლამენტში თითქმის ორი წლის წინ შევიდა, ის ჯერ კიდევ არ არის განხილული. როგორც პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა "მთელ კვირას" განუცხადა, საკითხი ჯერჯერობით ისევ განხილვის პროცესშია და უახლოეს პერიოდში მისი სესიაზე გატანა არ იგეგმება.

მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, უცხოელი მოიპოვებს საკუთრების უფლებას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე თუ: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მიღებული აქვს მემკვიდროების გზით; და, თუ არის მისი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან საქართველოს მოქალაქის ან მოქალაქეების მონაწილეობით არსებული კომლის წევრობის შედეგად მოპოვებული თანასაკუთრების ობიექტი.

განქორწინების/კომლიდან გასვლის შემთხვევაში უცხოელი ინარჩუნებს წილს თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე, თუ ის აკმაყოფილებს უცხოელის მიმართ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებისთვის ამავე კანონით განსაზღვრულ პირობებს; გააჩნია "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია