კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიის უსწავლელი გაკვეთილები - როცა საქმეში ერ-2-ია
ისტორიის უსწავლელი გაკვეთილები - როცა საქმეში ერ-2-ია

სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­ბათ, არ მო­ი­პო­ვე­ბა პო­ლი­ტი­კით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც არ სმე­ნია, თუ რო­გორ გა­და­დი­ო­და სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს გარ­და­მა­ვა­ლი წი­თე­ლი დრო­შა­სა­ვით ხე­ლი­დან ხელ­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2" ერთი ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი­დან მე­ო­რე ფორ­მა­ლურ მმარ­თვე­ლამ­დე, პრე­ზი­დენ­ტყო­ფი­ლის ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ის, რომ ადრე თუ გვი­ან "რუს­თა­ვი 2"-ის ყო­ფი­ლი მე­სა­კუთ­რე­ე­ბი სა­კუ­თა­რი ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბის აღ­დგე­ნის­თვის ბრძო­ლის და­წყე­ბას აპი­რებ­დნენ, ჯერ კი­დევ არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლამ­დე, 2009-2010 წლებ­ში მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან იყო ცნო­ბი­ლი.

ამი­ტომ ამ სა­კი­თხზე სა­სა­მარ­თლო და­ვის და­წყე­ბა არ იყო მო­უ­ლოდ­ნე­ლი და არას­წო­რია, რომ ეს პრო­ცე­სი ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს, რო­გორც მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის, ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლად მი­ღე­ბის უფ­ლე­ბის და, მი­თუ­მე­ტეს, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტთა უფ­ლე­ბე­ბის (რაც სა­ერ­თოდ აბ­სურ­დად მი­მაჩ­ნია) შე­ზღუდ­ვის მცდე­ლო­ბად. არც იმას ვფიქ­რობ, რომ არ­ხის დღე­ვან­დე­ლი მფლო­ბე­ლე­ბი და მმარ­თვე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­რან­ტე­ბი არი­ან, ხოლო მომ­ჩი­ვა­ნი მხა­რე - ამ იდე­ა­ლე­ბის მტრე­ბი, რო­მელ­თა გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც ჩვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ა­მე­ბელ ტე­ლე­ვი­ზი­ას მი­ვი­ღებთ.

აი ისეთს, რო­გო­რიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვად "რუს­თა­ვი 2" იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი, ჩემი აზ­რით, პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბია, რო­მელ­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი გუნ­დი ტე­ლე­ვი­ზი­ი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის მი­მარ­თავს. ამ ვი­თა­რე­ბა­ში მით უმე­ტეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, ასე­თი რე­ზო­ნან­სუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე, ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­კუთ­რე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის მსურ­ვე­ლებს აქ­ტი­უ­რად ემუ­შა­ვათ, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ გა­ჩე­ნი­ლი­ყო იმის შიში, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ის ძვე­ლი მფლო­ბე­ლე­ბის სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის აღ­დგე­ნა იქ­ნე­ბო­და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის, ჟურ­ნა­ლის­ტთა უფ­ლე­ბე­ბი­სა თუ პრო­ფე­სი­უ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ეს მი­თუ­მე­ტეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი უახ­ლე­სი წარ­სუ­ლის ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, როცა არ­ხის მფლო­ბე­ლე­ბის შეც­ვლა რა­დი­კა­ლუ­რად აი­სა­ხე­ბო­და ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­რე­დაქ­ციო და სა­ინ­ფორ­მა­ცო პო­ლი­ტი­კა­ზე (გა­ვიხ­სე­ნოთ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს თუნ­დაც "იმე­დი", "მზე" და ა.შ.).

ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო შე­სა­ბა­მი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის, სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის, ად­გი­ლობ­რი­ვი თუ უცხო­უ­რი უფ­ლე­ბა­დაც­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მუდ­მი­ვი ინ­ფორ­მი­რე­ბა არ­ხის მფლო­ბე­ლო­ბის პრე­ტენ­დენ­ტე­ბის მხრი­დან, რო­გორც მათ­თვის ქო­ნე­ბის უკა­ნო­ნოდ ჩა­მორ­თმე­ვის პრო­ცე­სის ახ­სნის მიზ­ნით, ისე მათ სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე ტე­ლე­ვი­ზი­ის მო­მა­ვალ­თან მი­მარ­თე­ბით. ეს მით უფრო აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო იმი­ტომ, რომ ნე­ბის­მი­ერ­მა ასეთ­მა მოვ­ლე­ნამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა იქო­ნი­ოს ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ულ იმიჯ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბით გაგ­რძე­ლებ­ზე. ფაქ­ტია, რომ, რაც არ უნდა სა­მარ­თლი­ა­ნად მი­აჩ­ნდეს მო­და­ვე მხა­რეს სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბე­ბი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის იგ­ნო­რი­რე­ბა და ქვეყ­ნის გა­რეთ სა­ინ­ფორ­მა­ციო ომის წა­გე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არ­თუ­ლებს მისი მიზ­ნის მიღ­წე­ვას, დარ­ტყმის ქვეშ აყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს იმიჯს.

ფაქ­ტია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ პრო­ცეს­მა ბევ­რი პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვა გა­უ­ჩი­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბის და­ნიშ­ვნის პრო­ცეს­ში.

ვის ინ­ტე­რეს­ში იყო ახლა დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბის და­ნიშ­ვნა?

ისე­დაც მძი­მე სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ში (სიმ­ძი­მე­ში ვგუ­ლის­ხმობ ნე­ბის­მი­ერ სა­მარ­თლებ­რივ და­ვას, რო­მე­ლიც გავ­ლე­ნი­ა­ნი მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბის მფლო­ბე­ლო­ბი­სათ­ვის ბრძო­ლას ეხე­ბა) დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბის და­ნიშ­ვნამ ვი­თა­რე­ბა კი არ გან­მუხ­ტა, არა­მედ უფრო და­ამ­ძი­მა.

არა მგო­ნია, ვინ­მეს ეჭვი ეპა­რე­ბო­დეს, რომ "რუს­თა­ვი 2"-ის ახ­ლან­დელ მფლო­ბელ­თა მი­ზა­ნია დავა ტე­ლე­ვი­ზი­ის გარ­შე­მო წარ­მო­ა­ჩი­ნოს არა რო­გორც ძვე­ლი მე­სა­კუთ­რე­ე­ბის მიერ უკა­ნო­ნოდ წარ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლად, არა­მედ სა­სა­მარ­თლოს გა­მო­ყე­ნე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბი­ლი მე­დი­ის ჩახ­შო­ბი­სა და მისი სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კის შეც­ვლის სურ­ვი­ლად. ამ გზით უნდა მოხ­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია ქვეყ­ნის შიგ­ნით და მის გა­რეთ, თან, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, და­პი­რის­პი­რე­ბის გზით პო­ლი­ტი­კურ კრი­ზის­სა და რე­ვო­ლუ­ცი­ურ სცე­ნარ­ში გა­და­ი­ზარ­დოს მთე­ლი ეს პრო­ცე­სი. როცა ეს ყვე­ლა­ფე­რი ცნო­ბი­ლია (ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი გვა­რა­მი­ას­თან სწო­რედ ამ სცე­ნარ­ზე სა­უბ­რობს), გა­საკ­ვი­რი მხო­ლოდ ის არის, რა­ტომ იღებს მე­ო­რე მხა­რე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რო­მე­ლიც უფრო უად­ვი­ლებს პრე­ზი­დენ­ტყო­ფილს თა­ვი­სი მიზ­ნის მიღ­წე­ვას?

რა­ტომ მოხ­და ასე ნა­უც­ბა­დე­ვად დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბის და­ნიშ­ვნა? მო­სა­მარ­თლის ჩა­ნა­წერ­მა, მი­ე­ნი­ჭე­ბი­ნა დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბის­თვის ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კის გან­სა­ზღვრის უფ­ლე­ბა, ხომ უფრო მეტი არ­გუ­მენ­ტი მის­ცა გვა­რა­მია-სა­ა­კაშ­ვი­ლის მხა­რეს, საქ­ვეყ­ნოდ გა­ნე­ცხა­დე­ბი­ნათ, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ის მფლო­ბე­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბის სა­ბო­ლოო გარ­კვე­ვამ­დე "რუს­თა­ვის 2"-ის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კის შეც­ვლა იყო?

როცა არ­სე­ბობს წესი, რომ დრო­ე­ბით მმარ­თვე­ლად აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­ნიშ­ნოს და­უ­ინ­ტე­რე­სე­ბე­ლი პირი, მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით რა­ტომ აღ­მოჩ­ნდნენ ამ თა­ნამ­დე­ო­ბა­ზე ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­ზეც აპ­რი­ო­რი ცნო­ბი­ლი იყო, რომ ისი­ნი და­უ­ინ­ტე­რე­სებ­ლო­ბის კრი­ტე­რი­უ­მებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ? მით უმე­ტეს, როცა ერთი მათ­გა­ნი ამ ტე­ლე­ვი­ზი­ის ყო­ფი­ლი მე­პატ­რო­ნე, ხოლო მე­ო­რე კი კონ­კუ­რენ­ტი ტე­ლე­ვი­ზი­ის, "იმე­დის" ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი და ამა­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ის მოქ­მე­დი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რია. მო­სა­მარ­თლემ თა­ვი­სი ასე­თი ქმე­დე­ბით ხომ კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ა­ყე­ნა სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბა სა­მარ­თლებ­რივ სტან­დარ­ტებ­თან?

რა­ტომ ვე­რა­ვინ გათ­ვა­ლა, თუ რა შე­დე­გებს მო­ი­ტან­და ასე­თი ნა­ბი­ჯე­ბი და ვის წის­ქვილ­ზე და­ას­ხამ­და წყალს?

ან სა­ერ­თოდ რო­მელ­მა გა­და­უ­დე­ბელ­მა აუ­ცი­ლებ­ლო­ბამ მი­ა­ღე­ბი­ნა მო­სა­მარ­თლეს ქო­ნე­ბა­და­ყა­და­ღე­ბულ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბის და­ნიშ­ვნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა? თა­ვი­სი ამ ნა­ბი­ჯით რა საფრ­თხე, რა პო­ტენ­ცი­უ­რი ზი­ა­ნი აა­ცი­ლა მან მო­და­ვე მხა­რეს?

ამ კი­თხვებ­ზე, სამ­წუ­ხა­როდ, პა­სუხს ვე­რა­ვინ იძ­ლე­ვა. თუ ვინ­მე ისე­თი მი­ა­მი­ტი იყო და სჯე­რო­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი უფ­ლე­ბას მის­ცემ­და ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლებს, დას­თან­ხმდე­ბოდ­ნენ დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას ტე­ლე­ვი­ზი­ის მუ­შა­ო­ბის შე­უ­ფერ­ხებ­ლად გაგ­რძე­ლე­ბის მიზ­ნით დრო­ე­ბი­თი გენ­დი­რექ­ტო­რის კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნის შე­სა­ხებ, მა­შინ სა­ერ­თოდ არ სცოდ­ნი­ათ, ვის­თან აქვთ საქ­მე. დღეს ფაქ­ტია, რომ სა­სა­მარ­თლოს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი აღ­სრუ­ლე­ბის უფ­ლე­ბას არც ყა­რა­მა­ნაშ­ვი­ლებს და არც გვა­რა­მი­ას არა­ვინ მის­ცემს და დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბი "რუს­თა­ვი 2"-ში ვერ შე­დი­ან. ვი­ნა­ი­დან ტე­ლე­ვი­ზია არ კონ­ტაქ­ტობს დრო­ე­ბით მმარ­თვე­ლებ­თან, სხვას კი არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, რა­ი­მე ფი­ნან­სუ­რი ოპე­რა­ცია აწარ­მო­ოს "რუს­თა­ვი 2"-ის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სათ­ვის, ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო ტე­ლე­ვი­ზი­ამ მა­უ­წყებ­ლო­ბა შე­წყვი­ტოს, საკ­მა­ოდ დი­დია. ეს კი­დევ ერთი და­მა­ტე­ბი­თი არ­გუ­მენ­ტი იქ­ნე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი მომ­ხრე­ე­ბის­თვის, თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის ჩახ­შო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ა­კის­როს. ვის ინ­ტე­რეს­შია მთავ­რო­ბა ამ არ­ჩევ­ნის წი­ნა­შე დად­გეს - ან სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სას­რუ­ლებ­ლად ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­იყ­ვა­ნოს დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბი და­მო­უ­კი­დე­ბელ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში (რა­საც დიდი ალ­ბა­თო­ბით ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა და გარ­კვე­უ­ლი ფორ­მით "იმედ­ში" შეჭ­რის სცე­ნა­რის გა­მე­ო­რე­ბა მოყ­ვე­ბა) ან იმით აჩ­ვე­ნოს თა­ვი­სი უსუ­სუ­რე­ბა, რომ ვერ ახერ­ხებს "ურჩი" გვა­რა­მი­ას პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­სა და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას? ასე­თი სცე­ნა­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის სურ­ვი­ლე­ბი იყოს, მაგ­რამ რა­ტომ ხდე­ბა ამ სცე­ნა­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის ხელ­შე­წყო­ბა? ესაა გა­საკ­ვი­რი.

რა­ტომ მოხ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ასე­თი ფორ­მით?

"რუს­თა­ვი 2"-ის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სი კი­დევ ერთხელ გვი­დას­ტუ­რებს, რომ ჯერ კი­დევ არ გვსურს ვის­წავ­ლოთ წარ­სუ­ლის შეც­დო­მებ­ზე, რომ ასე­თი სენ­სი­ტი­უ­რი სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვის დროს მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს არა­მარ­ტო სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბას მოქ­მედ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან, არა­მედ თა­ვად მო­სა­მარ­თლის მიერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის ფორ­მას. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ვაკ­რი­ტი­კებ­დით მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის მქო­ნე სა­კი­თხებ­ზე სა­სა­მარ­თლოს მიერ არა­მარ­ტო მო­სახ­ლე­ო­ბის, არა­მედ თა­ვად მო­და­ვე მხა­რის ინ­ფორ­მი­რე­ბის გა­რე­შე, მა­ლუ­ლად მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს.

მო­სა­მარ­თლეს "რუს­თა­ვი 2"-ის საქ­მე­ზე ჰქონ­და ამ ფორ­მით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბა, მაგ­რამ მისი მხრი­დან ეს იყო დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი შეც­დო­მა. ნუთუ ძნე­ლია, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბე­ბი მიხ­ვდნენ, რომ ძა­ლი­ან ცუ­დია, როცა ტე­ლე­ვი­ზი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას მათი მმარ­თვე­ლო­ბი­დან ჩა­მო­შო­რე­ბის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე სა­ჯა­რო რე­ესტრის ვებ-გვერ­დი­დან იგებს. ცუ­დია კონ­კრე­ტუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის­თვის, ცუ­დია თა­ვად ამ მო­სა­მარ­თლი­სა და მთლი­ა­ნად სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის ავ­ტო­რი­ტე­ტის­თვის, ცუ­დია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, ცუ­დია ქვეყ­ნის იმი­ჯის­თვის! საქ­მი­სად­მი არ­სე­ბუ­ლი მა­ღა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­სა­მარ­თლე ვალ­დე­ბუ­ლი იყო ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვი­სას მაქ­სი­მა­ლუ­რად მა­ღა­ლი სტან­დარ­ტით და­ეც­ვა მხა­რე­თა შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პი. ამით მო­სა­მარ­თლე თა­ვი­დან აი­ცი­ლებ­და ბრალ­დე­ბას, რომ დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბის და­ნიშ­ვნა მოხ­და "რუს­თა­ვი 2"-ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე, მათ ზურგს უკან, მო­სა­მარ­თლე­სა და მომ­ჩი­ვა­ნი მხა­რის ფა­რუ­ლი გა­რი­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ვფიქ­რობ, ასე მოქ­ცე­ვა, პირ­ველ რიგ­ში, თა­ვად მო­სა­მარ­თლის ინ­ტე­რეს­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

ახლა კი მი­ვი­ღეთ ვი­თა­რე­ბა, როცა ქარ­თუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში დიდი რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი დარ­ტყმა მი­ად­გა რო­გორც ამ კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბას, ისე სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას, მთლი­ა­ნად ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ქვეყ­ნის იმიჯს, რაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა, პირ­ველ რიგ­ში, თა­ვად მო­სა­მარ­თლე ურ­თმე­ლი­ძეს და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს.

ირაკ­ლი მე­ლაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ისტორიის უსწავლელი გაკვეთილები - როცა საქმეში ერ-2-ია

ისტორიის უსწავლელი გაკვეთილები - როცა საქმეში ერ-2-ია

საქართველოში ალბათ, არ მოიპოვება პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანი, რომელსაც არ სმენია, თუ როგორ გადადიოდა სააკაშვილის მმართველობის დროს გარდამავალი წითელი დროშასავით ხელიდან ხელში ტელეკომპანია "რუსთავი 2" ერთი ფორმალური მმართველიდან მეორე ფორმალურ მმართველამდე, პრეზიდენტყოფილის ნების შესაბამისად. ის, რომ ადრე თუ გვიან "რუსთავი 2"-ის ყოფილი მესაკუთრეები საკუთარი ქონებრივი უფლებების აღდგენისთვის ბრძოლის დაწყებას აპირებდნენ, ჯერ კიდევ არსებული ხელისუფლების მოსვლამდე, 2009-2010 წლებში მათივე განცხადებებიდან იყო ცნობილი.

ამიტომ ამ საკითხზე სასამართლო დავის დაწყება არ იყო მოულოდნელი და არასწორია, რომ ეს პროცესი ერთმნიშვნელოვნად განიხილებოდეს, როგორც მედიის თავისუფლების, ინფორმაციის თავისუფლად მიღების უფლების და, მითუმეტეს, ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალისტთა უფლებების (რაც საერთოდ აბსურდად მიმაჩნია) შეზღუდვის მცდელობად. არც იმას ვფიქრობ, რომ არხის დღევანდელი მფლობელები და მმართველები საქართველოში სიტყვის თავისუფლების გარანტები არიან, ხოლო მომჩივანი მხარე - ამ იდეალების მტრები, რომელთა გამარჯვების შემთხვევაშიც ჩვენ ხელისუფლების მაამებელ ტელევიზიას მივიღებთ.

აი ისეთს, როგორიც წლების განმავლობაში თავად "რუსთავი 2" იყო სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში. ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, პოლიტიკური სპეკულაციებია, რომელსაც სააკაშვილი და მისი გუნდი ტელევიზიიის შენარჩუნებისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის მიმართავს. ამ ვითარებაში მით უმეტეს აუცილებელი იყო, ასეთი რეზონანსული სასამართლო პროცესის დაწყებამდე, ტელევიზიის საკუთრებაში დაბრუნების მსურველებს აქტიურად ემუშავათ, რათა საზოგადოებაში არ გაჩენილიყო იმის შიში, რომ ტელევიზიის ძველი მფლობელების საკუთრების უფლების აღდგენა იქნებოდა გამოყენებული სიტყვის თავისუფლების, ჟურნალისტთა უფლებებისა თუ პროფესიული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ეს მითუმეტეს აუცილებელია ჩვენი უახლესი წარსულის ნეგატიური გამოცდილებიდან გამომდინარე, როცა არხის მფლობელების შეცვლა რადიკალურად აისახებოდა ტელევიზიის სარედაქციო და საინფორმაცო პოლიტიკაზე (გავიხსენოთ წინა ხელისუფლების დროს თუნდაც "იმედი", "მზე" და ა.შ.).

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი თუ უცხოური უფლებადაცვითი ორგანიზაციების მუდმივი ინფორმირება არხის მფლობელობის პრეტენდენტების მხრიდან, როგორც მათთვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევის პროცესის ახსნის მიზნით, ისე მათ სამომავლო გეგმებზე ტელევიზიის მომავალთან მიმართებით. ეს მით უფრო აუცილებელი იყო იმიტომ, რომ ნებისმიერმა ასეთმა მოვლენამ მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯსა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებით გაგრძელებზე. ფაქტია, რომ, რაც არ უნდა სამართლიანად მიაჩნდეს მოდავე მხარეს საკუთარი ქმედებები, საზოგადოებრივი აზრის იგნორირება და ქვეყნის გარეთ საინფორმაციო ომის წაგება მნიშვნელოვნად ართულებს მისი მიზნის მიღწევას, დარტყმის ქვეშ აყენებს საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯს.

ფაქტია, რომ საზოგადოებას ამ პროცესმა ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გაუჩინა, განსაკუთრებით დროებითი მმართველების დანიშვნის პროცესში.

ვის ინტერესში იყო ახლა დროებითი მმართველების დანიშვნა?

ისედაც მძიმე სასამართლო პროცესში (სიმძიმეში ვგულისხმობ ნებისმიერ სამართლებრივ დავას, რომელიც გავლენიანი მედია საშუალების მფლობელობისათვის ბრძოლას ეხება) დროებითი მმართველების დანიშვნამ ვითარება კი არ განმუხტა, არამედ უფრო დაამძიმა.

არა მგონია, ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს, რომ "რუსთავი 2"-ის ახლანდელ მფლობელთა მიზანია დავა ტელევიზიის გარშემო წარმოაჩინოს არა როგორც ძველი მესაკუთრეების მიერ უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებისათვის ბრძოლად, არამედ სასამართლოს გამოყენებით, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის ჩახშობისა და მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის სურვილად. ამ გზით უნდა მოხდეს ხელისუფლების დისკრედიტაცია ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, თან, შეძლებისდაგვარად, დაპირისპირების გზით პოლიტიკურ კრიზისსა და რევოლუციურ სცენარში გადაიზარდოს მთელი ეს პროცესი. როცა ეს ყველაფერი ცნობილია (ფარულ ჩანაწერებში სააკაშვილი გვარამიასთან სწორედ ამ სცენარზე საუბრობს), გასაკვირი მხოლოდ ის არის, რატომ იღებს მეორე მხარე გადაწყვეტილებებს, რომელიც უფრო უადვილებს პრეზიდენტყოფილს თავისი მიზნის მიღწევას?

რატომ მოხდა ასე ნაუცბადევად დროებითი მმართველების დანიშვნა? მოსამართლის ჩანაწერმა, მიენიჭებინა დროებითი მმართველებისთვის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის უფლება, ხომ უფრო მეტი არგუმენტი მისცა გვარამია-სააკაშვილის მხარეს, საქვეყნოდ განეცხადებინათ, რომ სასამართლო პროცესის ერთადერთი მიზანი ტელევიზიის მფლობელების ვინაობის საბოლოო გარკვევამდე "რუსთავის 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა იყო?

როცა არსებობს წესი, რომ დროებით მმართველად აუცილებლად უნდა დაინიშნოს დაუინტერესებელი პირი, მოსამართლის გადაწყვეტილებით რატომ აღმოჩნდნენ ამ თანამდეობაზე ის ადამიანები, რომლებზეც აპრიორი ცნობილი იყო, რომ ისინი დაუინტერესებლობის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ? მით უმეტეს, როცა ერთი მათგანი ამ ტელევიზიის ყოფილი მეპატრონე, ხოლო მეორე კი კონკურენტი ტელევიზიის, "იმედის" ყოფილი დირექტორი და ამავე ტელევიზიის მოქმედი მაღალი თანამდებობის პირია. მოსამართლემ თავისი ასეთი ქმედებით ხომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საკუთარი გადაწყვეტილების შესაბამისობა სამართლებრივ სტანდარტებთან?

რატომ ვერავინ გათვალა, თუ რა შედეგებს მოიტანდა ასეთი ნაბიჯები და ვის წისქვილზე დაასხამდა წყალს?

ან საერთოდ რომელმა გადაუდებელმა აუცილებლობამ მიაღებინა მოსამართლეს ქონებადაყადაღებულ ტელევიზიაში დროებითი მმართველების დანიშვნის გადაწყვეტილება? თავისი ამ ნაბიჯით რა საფრთხე, რა პოტენციური ზიანი ააცილა მან მოდავე მხარეს?

ამ კითხვებზე, სამწუხაროდ, პასუხს ვერავინ იძლევა. თუ ვინმე ისეთი მიამიტი იყო და სჯეროდა, რომ სააკაშვილი უფლებას მისცემდა ყარამანიშვილებს, დასთანხმდებოდნენ დროებითი მმართველების შეთავაზებას ტელევიზიის მუშაობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით დროებითი გენდირექტორის კანდიდატურის წარდგენის შესახებ, მაშინ საერთოდ არ სცოდნიათ, ვისთან აქვთ საქმე. დღეს ფაქტია, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მშვიდობიანი აღსრულების უფლებას არც ყარამანაშვილებს და არც გვარამიას არავინ მისცემს და დროებითი მმართველები "რუსთავი 2"-ში ვერ შედიან. ვინაიდან ტელევიზია არ კონტაქტობს დროებით მმართველებთან, სხვას კი არავის აქვს უფლება, რაიმე ფინანსური ოპერაცია აწარმოოს "რუსთავი 2"-ის ფუნქციონირებისათვის, ალბათობა იმისა, რომ ფინანსური პრობლემების გამო ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტოს, საკმაოდ დიდია. ეს კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი იქნება სააკაშვილისა და მისი მომხრეებისთვის, თავისუფალი სიტყვის ჩახშობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისროს. ვის ინტერესშია მთავრობა ამ არჩევნის წინაშე დადგეს - ან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად ძალისმიერი მეთოდის გამოყენებით შეიყვანოს დროებითი მმართველები დამოუკიდებელ ტელევიზიაში (რასაც დიდი ალბათობით ფიზიკური დაპირისპირება და გარკვეული ფორმით "იმედში" შეჭრის სცენარის გამეორება მოყვება) ან იმით აჩვენოს თავისი უსუსურება, რომ ვერ ახერხებს "ურჩი" გვარამიას პრობლემის გადაჭრასა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას? ასეთი სცენარები შეიძლება სააკაშვილის სურვილები იყოს, მაგრამ რატომ ხდება ამ სცენარების განხორციელებისთვის ხელშეწყობა? ესაა გასაკვირი.

რატომ მოხდა გადაწყვეტილების მიღება ასეთი ფორმით?

"რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესი კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ ჯერ კიდევ არ გვსურს ვისწავლოთ წარსულის შეცდომებზე, რომ ასეთი სენსიტიური საკითხების განხილვის დროს მნიშვნელობა აქვს არამარტო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სრულ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან, არამედ თავად მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმას. წლების განმავლობაში საზოგადოების დიდი ნაწილი ვაკრიტიკებდით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე სასამართლოს მიერ არამარტო მოსახლეობის, არამედ თავად მოდავე მხარის ინფორმირების გარეშე, მალულად მიღებულ გადაწყვეტილებებს.

მოსამართლეს "რუსთავი 2"-ის საქმეზე ჰქონდა ამ ფორმით გადაწყვეტილების მიღების კანონიერი უფლება, მაგრამ მისი მხრიდან ეს იყო დიდი პოლიტიკური შეცდომა. ნუთუ ძნელია, გადაწყვეტილების მიმღებები მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდია, როცა ტელევიზიის ხელმძღვანელობა ინფორმაციას მათი მმართველობიდან ჩამოშორების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საჯარო რეესტრის ვებ-გვერდიდან იგებს. ცუდია კონკრეტული სასამართლო პროცესისთვის, ცუდია თავად ამ მოსამართლისა და მთლიანად სასამართლო სისტემის ავტორიტეტისთვის, ცუდია ხელისუფლებისთვის, ცუდია ქვეყნის იმიჯისთვის! საქმისადმი არსებული მაღალი პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, მოსამართლე ვალდებული იყო ამ საკითხის განხილვისას მაქსიმალურად მაღალი სტანდარტით დაეცვა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. ამით მოსამართლე თავიდან აიცილებდა ბრალდებას, რომ დროებითი მმართველების დანიშვნა მოხდა "რუსთავი 2"-ის მონაწილეობის გარეშე, მათ ზურგს უკან, მოსამართლესა და მომჩივანი მხარის ფარული გარიგების საფუძველზე. ვფიქრობ, ასე მოქცევა, პირველ რიგში, თავად მოსამართლის ინტერესში უნდა ყოფილიყო.

ახლა კი მივიღეთ ვითარება, როცა ქართული და საერთაშორისო საზოგადოების თვალში დიდი რეპუტაციული დარტყმა მიადგა როგორც ამ კონკრეტული გადაწყვეტილების ლეგიტიმურობას, ისე სასამართლო სისტემას, მთლიანად ხელისუფლებას და ქვეყნის იმიჯს, რაც აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა, პირველ რიგში, თავად მოსამართლე ურთმელიძეს და ყველა დაინტერესებულ მხარეს.

ირაკლი მელაშვილი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."