მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Vice News - რუსები მოდიან: საქართველოს მცოცავი ოკუპაცია
Vice News - რუსები მოდიან: საქართველოს მცოცავი ოკუპაცია

"რუ­სე­ბი მო­დი­ან: სა­ქარ­თვე­ლოს მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცია" – დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი ამ სა­თა­უ­რით ამე­რი­კულ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია Vice News-მა მო­ამ­ზა­და. [იხი­ლეთ ვი­დეო]

ჟურ­ნა­ლის­ტი სი­მონ ოს­ტროვ­სკი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან მდე­ბა­რე სოფ­ლებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც მავ­თულხლარ­თებს მიღ­მა დარ­ჩე­ნილ მო­სახ­ლე­ო­ბას ესა­უბ­რა. ავ­ტო­რი ამ­ბობს, რომ სამ­ხრეთ ოსე­თი ერთ-ერ­თია იმ ორი რე­გი­ო­ნი­დან, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა 2008 წელს ომში გახ­ვია, თუმ­ცა ახლა მოს­კო­ვი უფრო შორს წა­ვი­და - სა­ზღვრის აღმნიშ­ვნე­ლი ახა­ლი ნიშ­ნე­ბი გა­ნა­თავ­სა და მის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­აქ­ცია აშშ-ის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი, ბაქო-სუფ­სის ნავ­თობ­სა­დე­ნის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გაყ­ვა­ნი­ლი BP-ის მილ­სა­დე­ნი.

"ახლა რუ­სეთს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, BP-ის ოპე­რა­ცი­ე­ბის სა­ბო­ტა­ჟი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, როცა მო­უნ­დე­ბა", - აცხა­დებს ოს­ტროვ­სკი და დას­ძენს, რომ რუ­სე­ბი აკა­ვე­ბენ ყვე­ლას, ვინც ახალ დე ფაქ­ტო სა­ზღვარს გა­დაკ­ვეთს.

"მთე­ლი მსოფ­ლიო თან­ხმდე­ბა, რომ მიწა ამ სა­ზღვრის ორი­ვე მხა­რეს სა­ქარ­თვე­ლოს ეკუთ­ვნის. მარ­ტო რუ­სე­თი ამ­ბობს, რომ ამ მავ­თულხლარ­თებს მიღ­მა არ­სე­ბუ­ლი მიწა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვეყ­ნის – სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­აა", - ამ­ბობს ავ­ტო­რი.

ფილ­მს ლა­იტ­მო­ტი­ვად გას­დევს ე.წ. სა­ზღვრის უკა­ნა­ნოდ გა­დაკ­ვე­თის ბრალ­დე­ბით ქარ­თვე­ლი მწყემ­სე­ბის და­კა­ვე­ბა და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მას­ში ასე­ვე ასა­ხუ­ლია ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს წვრთნი­სა და შე­ფა­სე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ცენ­ტრის გახ­სნა.

"ნატო-ს ლი­დერ­საც არ სურს რუ­სე­თის გაბ­რა­ზე­ბა", - ამ­ბობს სი­მონ ოს­ტროვ­სკი. იგი ხაზს უს­ვამს, რომ ყვე­ლა ქარ­თვე­ლი ხე­ლი­სუ­ფა­ლი, ვი­საც ესა­უბ­რა, რუ­სე­თის პრო­ვო­ცი­რე­ბის საფრ­თხე­ზე სა­უბ­რობს, თუმ­ცა მთავ­რო­ბის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას აკ­რი­ტი­კებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა".

ჟურ­ნა­ლის­ტი ესა­უბ­რა ევ­რო­კავ­ში­რის მი­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ელჩ კი­ას­ტუ­ტის იან­კა­უს­კასს, ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან იენს სტოლ­ტენ­ბერგს, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ თინა ხი­და­შელს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა მდი­ვან გიგა ბო­კე­რი­ას, შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრ პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

Vice News - რუსები მოდიან: საქართველოს მცოცავი ოკუპაცია

Vice News - რუსები მოდიან: საქართველოს მცოცავი ოკუპაცია

"რუსები მოდიან: საქართველოს მცოცავი ოკუპაცია" – დოკუმენტური ფილმი ამ სათაურით ამერიკულმა ტელეკომპანია Vice News-მა მოამზადა. [იხილეთ ვიდეო]

ჟურნალისტი სიმონ ოსტროვსკი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში იმყოფებოდა, სადაც მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ მოსახლეობას ესაუბრა. ავტორი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთი ერთ-ერთია იმ ორი რეგიონიდან, რომელიც რუსეთმა 2008 წელს ომში გახვია, თუმცა ახლა მოსკოვი უფრო შორს წავიდა - საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ნიშნები განათავსა და მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოაქცია აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის პროექტის ფარგლებში გაყვანილი BP-ის მილსადენი.

"ახლა რუსეთს აქვს შესაძლებლობა, BP-ის ოპერაციების საბოტაჟი განახორციელოს, როცა მოუნდება", - აცხადებს ოსტროვსკი და დასძენს, რომ რუსები აკავებენ ყველას, ვინც ახალ დე ფაქტო საზღვარს გადაკვეთს.

"მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ მიწა ამ საზღვრის ორივე მხარეს საქართველოს ეკუთვნის. მარტო რუსეთი ამბობს, რომ ამ მავთულხლართებს მიღმა არსებული მიწა დამოუკიდებელი ქვეყნის – სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაა", - ამბობს ავტორი.

ფილმს ლაიტმოტივად გასდევს ე.წ. საზღვრის უკანანოდ გადაკვეთის ბრალდებით ქართველი მწყემსების დაკავება და გათავისუფლება. მასში ასევე ასახულია ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის გახსნა.

"ნატო-ს ლიდერსაც არ სურს რუსეთის გაბრაზება", - ამბობს სიმონ ოსტროვსკი. იგი ხაზს უსვამს, რომ ყველა ქართველი ხელისუფალი, ვისაც ესაუბრა, რუსეთის პროვოცირების საფრთხეზე საუბრობს, თუმცა მთავრობის საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს "ნაციონალური მოძრაობა".

ჟურნალისტი ესაუბრა ევროკავშირის მისიის წარმომადგენელს საქართველოში, ელჩ კიასტუტის იანკაუსკასს, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს, "ნაციონალური მოძრაობის" საგარეო ურთიერთობათა მდივან გიგა ბოკერიას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."