"რუსთავი2"-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტები ხელისუფლაბას მიმართავენ. მიმართვა ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა, კურიერის სპეციალურ გამოშვებაში გააჟღერა:
"ის მეთოდები, რასაც ხელისუფლება იყენებს დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და მოვითხოვთ ამ ფაქტის სასწრაფო და ობიექტურ გამოძიებას. ამავე დროს ვთვლით რომ ამ ბინძური მეთოდების გამოაშკარავებით, რაც დღეს ნიკა გვარამიამ გააკეთა, მან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, შესაძლოა ეს იყო ერთადერთი გზა მუქარის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ გვინდა იცოდეს ხელისუფლებამ რომ ამ ბინძური მეთოდებით ნიკა გვარამიას ვერ ააღებინებენ ხელს "რუსთავი2"-სთვის ბრძოლაზე და მისი ეს მაგალითიც არის ერთგვარი მოტივაცია ჩვენთვისაც. ვერაფრის ფასად, სადამდეც არ უნდა მივიდეს ხელისუფლება, რა კადრებიც უნდა გაავრცელონ, რა ჭორებიც უნდა დაყარონ, არ ვიცი მათი ფანტაზია სადამდე შეიძლება მივიდეს, არც ჩვენ არაფრის ფასად არ ვიტყვით უარს დამოუკიდებელი და თავისუფალი სიტყვის დაცვაზე და არ ვიტყვით უარს ისეთი მუშაობის გაგრძელებაზე, როგორც ახლა ვმუშაობთ. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ ვითარებაში ნიკა გვარამიას და მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ ხელისუფლებას, რომ შეწყვიტოს მუქარა და ზეწოლა ჩვენზე და მოგვცენ საშუალება განვაგრძოთ მუშაობა."- განაცხადა თამარ ბაღაშვილმა.