სამხედრო
მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სავაჭრო ქსელებმა პროდუქტის გაძვირება გადაიფიქრეს
სავაჭრო ქსელებმა პროდუქტის გაძვირება გადაიფიქრეს

ლა­რის ერ­თბა­შად გამ­ყა­რე­ბამ სა­ვაჭ­რო ქსე­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს პრო­დუქ­ტის გაძ­ვი­რე­ბა გა­და­ა­ფიქ­რე­ბი­ნა. მათი უმე­ტე­სო­ბა აღი­ა­რებს, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ფა­სო პო­ლი­ტი­კას არ შეც­ვლი­ან, რა თქმა უნდა, კურ­სის სტა­ბი­ლუ­რად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ერთხელ უკვე გაძ­ვი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის გა­ი­ა­ფე­ბას კი დიდი დრო დას­ჭირ­დე­ბა.

დე­და­ქა­ლა­ქის სუ­პერ­მარ­კე­ტებ­სა და ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ებ­ში "რე­ზო­ნანსს" და­უ­დას­ტუ­რეს, რომ სა­ქო­ნელს არ გა­აძ­ვი­რე­ბენ. ასე­თი პი­რო­ბის მი­ღე­ბა იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი­სა­გან გა­ცი­ლე­ბით გაგ­ვი­ჭირ­და. მათ ლა­რის მი­მართ ნდო­ბა იმ­დე­ნად და­კარ­გუ­ლი აქვთ, რომ პროგ­ნოზს წი­ნას­წარ არ აკე­თე­ბენ. რო­გორც ვი­ცით, ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბამ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბი ძა­ლი­ან და­ა­ზა­რა­ლა. გარ­და იმი­სა, რომ ბრუნ­ვა შე­უმ­ცირ­დათ, ზო­გი­ერთ სეგ­მენ­ტში რე­ა­ლი­ზა­ცია სა­ერ­თოდ შე­ჩერ­და.

სუ­პერ­მარ­კეტ "ლე­გის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა "რე­ზო­ნანსს" გა­ნუ­ცხა­და, რომ კურ­სის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბა ფა­სე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც მე­წარ­მე­ე­ბი­სა და დის­ტრი­ბუ­ტო­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე არი­ან და­მო­კი­დე­ბულ­ნი. "ძველ სა­ქო­ნელს, რაც უკვე შე­მო­ვი­და, არ გა­ვაძ­ვი­რებთ. მარ­ჟა იგი­ვეა, არც იყო ერთი წლის წინ, მაგ­რამ ინფლა­ცი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ ფა­სებს მტკივ­ნე­უ­ლად "და­არ­ტყა". დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რა ფა­სად მოგ­ვაწ­ვდი­ან პრო­დუქტს იმ­პოტ­რი­ო­რე­ბი და დის­ტრი­ბუ­ტო­რე­ბი, რამ­დე­ნად მო­ა­ხერ­ხე­ბენ ფა­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. ლა­რის კურ­სმა თით­ქოს დაგ­ვა­ი­მე­და, მაგ­რამ სტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­ცდა ჯერ­ჯე­რო­ბით არ იგ­რძნო­ბა. არ ვი­ცით, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი სა­მო­მავ­ლოდ რას მო­ი­მოქ­მე­დებს კურ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. ჩვე­ნი მხრი­დან მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, პრო­დუქ­ტი არ გაძ­ვირ­დეს. ცხა­დია, ეროვ­ნულ­მა ბან­კმაც უნდა იზ­რუ­ნოს, რომ ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა შე­ჩერ­დეს და არ­სე­ბულ ტენ­დენ­ცი­ას თუ არ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სე­ბენ, მი­ნი­მუმ, შე­ნარ­ჩუნ­დეს", - აცხა­დე­ბენ სუ­პერ­მარ­კეტ­ში.

ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სუ­პერ­მარ­კე­ტის მე­ნე­ჯე­რი ლე­ვან ფა­ი­ლო­ძე ფიქ­რობს, რომ პრო­დუქ­ტის გაძ­ვი­რე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ მო­უ­წევთ, არა­და, სულ რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნათ ფა­ი­ლო­ძე და­უ­ფა­რა­ვად აცხა­დებ­და, რომ მო­რიგ სა­ფა­სო ცვლი­ლე­ბას არ და­ა­ყოვ­ნებ­დნენ. "გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შეც­ვლა მოგ­ვი­წევს. კურ­სის სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან ად­რეა, მაგ­რამ არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცია საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა, რომ პრო­დუქ­ტის გაძ­ვი­რე­ბის­გან თავი შეგ­ვე­კა­ვე­ბი­ნა. ჩვენ­თვის თითო თეთ­რით გაძ­ვი­რე­ბაც მტკივ­ნე­უ­ლია, რად­გან რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს. ისე­დაც კრი­ზის­ში ვართ, ხალ­ხიც იშ­ვი­ა­თად შე­მო­დის. ყვე­ლა ცდი­ლობს ისეთ ად­გი­ლებ­ში სი­ა­რულს, სა­დაც შე­და­რე­ბით ია­ფად ექ­ნე­ბათ პრო­დუქ­ტის ყიდ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ჩვენ შე­ვეც­დე­ბით, მომ­ხმა­რე­ბელს სურ­სა­თი არ გა­ვუძ­ვი­როთ და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ის ფასი, რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც ლა­რის კურ­სი მოგ­ვცემს", - ამ­ბობს ლე­ვან ფა­ი­ლო­ძე.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

სავაჭრო ქსელებმა პროდუქტის გაძვირება გადაიფიქრეს

სავაჭრო ქსელებმა პროდუქტის გაძვირება გადაიფიქრეს

ლარის ერთბაშად გამყარებამ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს პროდუქტის გაძვირება გადააფიქრებინა. მათი უმეტესობა აღიარებს, რომ ჯერჯერობით საფასო პოლიტიკას არ შეცვლიან, რა თქმა უნდა, კურსის სტაბილურად შენარჩუნების შემთხვევაში. ერთხელ უკვე გაძვირებული პროდუქტის გაიაფებას კი დიდი დრო დასჭირდება.

დედაქალაქის სუპერმარკეტებსა და ტექნიკის მაღაზიებში "რეზონანსს" დაუდასტურეს, რომ საქონელს არ გააძვირებენ. ასეთი პირობის მიღება იმპორტიორებისაგან გაცილებით გაგვიჭირდა. მათ ლარის მიმართ ნდობა იმდენად დაკარგული აქვთ, რომ პროგნოზს წინასწარ არ აკეთებენ. როგორც ვიცით, ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ სავაჭრო ობიექტები ძალიან დააზარალა. გარდა იმისა, რომ ბრუნვა შეუმცირდათ, ზოგიერთ სეგმენტში რეალიზაცია საერთოდ შეჩერდა.

სუპერმარკეტ "ლეგის" წარმომადგენელმა "რეზონანსს" განუცხადა, რომ კურსის დასტაბილურება ფასების შენარჩუნებაში დაეხმარება, თუმცა, საბოლოოდ, მაინც მეწარმეებისა და დისტრიბუტორების გადაწყვეტილებაზე არიან დამოკიდებულნი. "ძველ საქონელს, რაც უკვე შემოვიდა, არ გავაძვირებთ. მარჟა იგივეა, არც იყო ერთი წლის წინ, მაგრამ ინფლაციური პროცესების განვითარებამ ფასებს მტკივნეულად "დაარტყა". დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ფასად მოგვაწვდიან პროდუქტს იმპოტრიორები და დისტრიბუტორები, რამდენად მოახერხებენ ფასის შენარჩუნებას. ლარის კურსმა თითქოს დაგვაიმედა, მაგრამ სტაბილურობის განცდა ჯერჯერობით არ იგრძნობა. არ ვიცით, ეროვნული ბანკი სამომავლოდ რას მოიმოქმედებს კურსის შესანარჩუნებლად. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვცდილობთ, პროდუქტი არ გაძვირდეს. ცხადია, ეროვნულმა ბანკმაც უნდა იზრუნოს, რომ ლარის გაუფასურება შეჩერდეს და არსებულ ტენდენციას თუ არ გააუმჯობესებენ, მინიმუმ, შენარჩუნდეს", - აცხადებენ სუპერმარკეტში.

ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტის მენეჯერი ლევან ფაილოძე ფიქრობს, რომ პროდუქტის გაძვირება ჯერჯერობით არ მოუწევთ, არადა, სულ რამდენიმე დღის წინათ ფაილოძე დაუფარავად აცხადებდა, რომ მორიგ საფასო ცვლილებას არ დააყოვნებდნენ. "გადაწყვეტილების შეცვლა მოგვიწევს. კურსის სტაბილურობაზე საუბარი ძალიან ადრეა, მაგრამ არსებული ტენდენცია საკმარისი აღმოჩნდა, რომ პროდუქტის გაძვირებისგან თავი შეგვეკავებინა. ჩვენთვის თითო თეთრით გაძვირებაც მტკივნეულია, რადგან რეალიზაციაზე უარყოფითად მოქმედებს. ისედაც კრიზისში ვართ, ხალხიც იშვიათად შემოდის. ყველა ცდილობს ისეთ ადგილებში სიარულს, სადაც შედარებით იაფად ექნებათ პროდუქტის ყიდვის შესაძლებლობა. ჩვენ შევეცდებით, მომხმარებელს სურსათი არ გავუძვიროთ და შევინარჩუნოთ ის ფასი, რის შესაძლებლობასაც ლარის კურსი მოგვცემს", - ამბობს ლევან ფაილოძე.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია