მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საიდუმლოებით მოცული 7 სახლი ამერიკაში, რომელთა ისტორიებიც შეგაძრწუნებთ - ფოტოები
საიდუმლოებით მოცული 7 სახლი ამერიკაში, რომელთა ისტორიებიც შეგაძრწუნებთ - ფოტოები

ფო­ტოგ­რა­ფი სეფ ლო­უ­ლე­სი ამე­რი­კის მას­შტა­ბით მოგ­ზა­უ­რობს და მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლებს იღებს, რო­მელ­თაც შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი ის­ტო­რი­ე­ბი აქვთ. სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლი სახ­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი და მათი სა­ში­ში ის­ტო­რი­ე­ბი სეფ­მა თა­ვის წიგნ­ში "ამე­რი­კუ­ლი სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ის­ტო­რია" აღ­წე­რა. წარ­მო­გიდ­გენთ ნა­წყვეტს ამ წიგ­ნი­დან.

მთა­ვარ ფო­ტო­ზე ასა­ხუ­ლი სახ­ლი 1941 წელს ბორ­დე­ლი გახ­ლდათ. წლე­ბის შემ­დეგ მის სარ­დაფ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს რამ­დე­ნი­მე გვა­მი, რო­მელ­თა­გან ყვე­ლას ორ­გა­ნო­ე­ბი იდე­ა­ლურ რგო­ლე­ბად ჰქონ­და ამოჭ­რი­ლი.

ამ სახ­ლში ცხოვ­რობ­და ოჯა­ხი, რო­მელ­თაც ოთხი შვი­ლი ყავ­დათ. მას შემ­დეგ, რაც მშობ­ლებ­მა თავი მო­იკ­ლეს, 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვე­ბი მარ­ტო იზ­რდე­ბოდ­ნენ სახ­ლში.

მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის შუა წლებ­ში ამ სახ­ლში ოჯა­ხუ­რი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ვინ­მე ბენ­ჯა­მინ ოლბ­რა­იტ­მა ჯერ სა­კუ­თა­რი შვი­ლი მოკ­ლა, შემ­დეგ ცოლი და ბო­ლოს თავი მო­იკ­ლა. 1985 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სახ­ლი ხე­ლუხ­ლებ­ლად დგას, ინა­ხავს ის­ტო­რი­ას და ოჯა­ხის პი­რად ნივ­თებს.

ეს სახ­ლი დეტ­რო­ი­ტში მდე­ბა­რე­ობს, უბან­ში, რო­მე­ლიც მშვი­დი სა­მე­ზობ­ლო­თია ცნო­ბი­ლი. ამ სახლზე ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი­თაა სავ­სე. 1942 წელს აქ სამი ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა მოხ­და, რის შემ­დე­გაც იქ არა­ვის უცხოვ­რია.

ვილა სა­ხელ­წო­დე­ბით "მი­ლა­ნი" ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი სახ­ლია. ამ­ბო­ბენ, რომ იქ კუ­დი­ა­ნი ცხოვ­რობ­და და ამის გამო ყვე­ლას ეში­ნო­და სახ­ლთან მი­ახ­ლო­ე­ბა. და­დის ხმე­ბი, რომ კუ­დი­ა­ნის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, ის პირ­და­პირ სახ­ლში და­მარ­ხეს.

ეს სახ­ლი აღ­მო­სავ­ლეთ კლივ­ლენ­ტში, ოჰა­ი­ოს შტატ­ში მდე­ბა­რე­ობ­და, აქ სე­რი­უ­ლი მკვლე­ლი ენ­ტო­ნი სო­უ­ე­ლი გა­იზ­რდა. სახ­ლი ამ­ჟა­მად დან­გრე­უ­ლია, მაგ­რამ ვიდ­რე მას და­ან­გრევ­დნენ, მე­ზობ­ლებს მის სი­ახ­ლო­ვეს ტრო­ტუ­არ­ზე ჩავ­ლაც კი არ სურ­დათ - ამ­ბობ­დნენ, რომ სახ­ლი­დან სა­ში­ნე­ლი ხმე­ბი ეს­მო­დათ.

ამ სახ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაა "ვილა ბე­ი­ლი", ის სე­რი­ა­ლის "ამე­რი­კუ­ლი სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ის­ტო­რია" ინ­სპი­რა­ცი­ად იქცა. სახ­ლი ჰარ­ტფორდში, კო­ნექ­ტი­კუ­ტში მდე­ბა­რე­ობს.

ოლი­ვე­რე­ბის ვილა - იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ოლი­ვე­რე­ბის ოჯა­ხი 1898 წელს გა­უ­ჩი­ნარ­და, ისე რომ, მათ კვალს ვე­რა­ვინ მი­აგ­ნო. ვილა ჩეს­ტერ­ში, პენ­სილ­ვა­ნი­ის შტატ­ში მდე­ბა­რე­ობს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ოჯა­ხის წევ­რებს დღემ­დე ხე­და­ვენ სახ­ლის ფან­ჯრებ­ში...

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
35

ამერიკა მასონთა ბუდე!!!

Gio
0

Ras itkuebit romel suratzea nachvenebi dangreuli saxli?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

საიდუმლოებით მოცული 7 სახლი ამერიკაში, რომელთა ისტორიებიც შეგაძრწუნებთ - ფოტოები

საიდუმლოებით მოცული 7 სახლი ამერიკაში, რომელთა ისტორიებიც შეგაძრწუნებთ - ფოტოები

ფოტოგრაფი სეფ ლოულესი ამერიკის მასშტაბით მოგზაურობს და მიტოვებულ სახლებს იღებს, რომელთაც შემაძრწუნებელი ისტორიები აქვთ. საიდუმლოებით მოცული სახლების ფოტოები და მათი საშიში ისტორიები სეფმა თავის წიგნში "ამერიკული საშინელებათა ისტორია" აღწერა. წარმოგიდგენთ ნაწყვეტს ამ წიგნიდან.

მთავარ ფოტოზე ასახული სახლი 1941 წელს ბორდელი გახლდათ. წლების შემდეგ მის სარდაფში აღმოაჩინეს რამდენიმე გვამი, რომელთაგან ყველას ორგანოები იდეალურ რგოლებად ჰქონდა ამოჭრილი.

ამ სახლში ცხოვრობდა ოჯახი, რომელთაც ოთხი შვილი ყავდათ. მას შემდეგ, რაც მშობლებმა თავი მოიკლეს, 10 წლის განმავლობაში ბავშვები მარტო იზრდებოდნენ სახლში.

მეოცე საუკუნის შუა წლებში ამ სახლში ოჯახური ტრაგედია დატრიალდა. ვინმე ბენჯამინ ოლბრაიტმა ჯერ საკუთარი შვილი მოკლა, შემდეგ ცოლი და ბოლოს თავი მოიკლა. 1985 წლიდან მოყოლებული სახლი ხელუხლებლად დგას, ინახავს ისტორიას და ოჯახის პირად ნივთებს.

ეს სახლი დეტროიტში მდებარეობს, უბანში, რომელიც მშვიდი სამეზობლოთია ცნობილი. ამ სახლზე ამტკიცებენ, რომ მოჩვენებებითაა სავსე. 1942 წელს აქ სამი ადამიანის მკვლელობა მოხდა, რის შემდეგაც იქ არავის უცხოვრია.

ვილა სახელწოდებით "მილანი" ძალიან ცნობილი სახლია. ამბობენ, რომ იქ კუდიანი ცხოვრობდა და ამის გამო ყველას ეშინოდა სახლთან მიახლოება. დადის ხმები, რომ კუდიანის სიკვდილის შემდეგ, ის პირდაპირ სახლში დამარხეს.

ეს სახლი აღმოსავლეთ კლივლენტში, ოჰაიოს შტატში მდებარეობდა, აქ სერიული მკვლელი ენტონი სოუელი გაიზრდა. სახლი ამჟამად დანგრეულია, მაგრამ ვიდრე მას დაანგრევდნენ, მეზობლებს მის სიახლოვეს ტროტუარზე ჩავლაც კი არ სურდათ - ამბობდნენ, რომ სახლიდან საშინელი ხმები ესმოდათ.

ამ სახლის სახელწოდებაა "ვილა ბეილი", ის სერიალის "ამერიკული საშინელებათა ისტორია" ინსპირაციად იქცა. სახლი ჰარტფორდში, კონექტიკუტში მდებარეობს.

ოლივერების ვილა - იდუმალებით მოცული ოლივერების ოჯახი 1898 წელს გაუჩინარდა, ისე რომ, მათ კვალს ვერავინ მიაგნო. ვილა ჩესტერში, პენსილვანიის შტატში მდებარეობს. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ოჯახის წევრებს დღემდე ხედავენ სახლის ფანჯრებში...

"რატომ გაქვთ ჩვენზე ასეთი აღგზნება? როცა რუსული თეატრები  ჩამოდიან, მაშინ  ტაშით ხვდებით" - რობერტ სტურუა

ჯო ბაიდენს ძაღლი მოუკვდა - რა ინფორმაციას ავრცელებს თეთრი სახლი

სკანდალი მინსკი-თბილისის ავიარეისზე - ქართველი მგზავრები ნასვამ თანამემამულეს ფიზიკურად გაუსწორდნენ