მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს მთავარი პროკურატურა ინტერპოლს მიმართავს
საქართველოს მთავარი პროკურატურა ინტერპოლს მიმართავს

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ინ­ტერ­პოლს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის, ხოლო და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის მი­მართ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის აღ­დგე­ნის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თავს. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც უწყე­ბა ინ­ტერ­პო­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ავ­რცე­ლებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ტერ­პო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი ბი­უ­როს მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე ინ­ტერ­პო­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი სამ­დივ­ნოს მიერ და­დე­ბი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ იქნა მი­ღე­ბუ­ლი. ასე­ვე გა­უქ­მდა და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის მი­მართ გა­მო­ცე­მუ­ლი წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა გეგ­მავს მი­მარ­თოს ინ­ტერ­პო­ლის შე­სა­ბა­მის და­ნა­ყოფს და არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით მო­ი­თხო­ვოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის გა­მო­ცხა­დე­ბა, ხოლო და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის მი­მართ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის აღ­დგე­ნა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯერ კი­დევ 2013 წელს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მო­ი­თხო­ვა და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის მი­მართ წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რის გა­მო­ცე­მა, ძებ­ნილ­მა პირ­მა სა­ჩივ­რით მი­მარ­თა ინ­ტერ­პო­ლის გე­ნე­რა­ლურ სამ­დივ­ნოს და მო­ი­თხო­ვა არ დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი­ყო ქარ­თუ­ლი მხა­რის თხოვ­ნა. კე­ზე­რაშ­ვი­ლის სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ველ­ზე, ინ­ტერ­პო­ლის გე­ნე­რა­ლურ­მა სამ­დივ­ნომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან გა­მო­ი­თხო­ვა შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია, რაც ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ მი­წო­დე­ბულ იქნა სრულ­ყო­ფი­ლად. სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი არ­გუ­მენ­ტა­ცია სრუ­ლად იქნა გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­პო­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი სამ­დივ­ნოს მიერ და და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის მი­მართ გა­მო­ცხად­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, კე­ზე­რაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტებ­მა კვლავ მი­მარ­თეს ინ­ტერ­პოლს და მო­ი­თხო­ვეს წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის გა­უქ­მე­ბა. მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­შიც, ინ­ტერ­პო­ლის გე­ნე­რა­ლურ­მა სამ­დივ­ნომ ქარ­თუ­ლი მხა­რის­გან გა­მო­ი­თხო­ვა და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის მიერ მოყ­ვა­ნი­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, რაც ასე­ვე სრულ­ყო­ფი­ლად მი­ე­წო­და ხსე­ნე­ბულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას. მსგავ­სად წინა შემ­თხვე­ვი­სა, ინ­ტერ­პო­ლის გე­ნე­რა­ლურ­მა სამ­დივ­ნომ არც ამ­ჯე­რად გა­ი­ზი­ა­რა დაც­ვის მხა­რის არ­გუ­მენ­ტე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­მა­ტე­ბით მი­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ძა­ლა­ში და­ტო­ვა და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის მი­მართ გა­მო­ცე­მუ­ლი წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რი. ამ­ჯე­რად, ინ­ტერ­პო­ლის გე­ნე­რა­ლურ­მა სამ­დივ­ნომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო ისე, რომ ქარ­თულ მხა­რეს არ მის­ცე­მია შე­საძ­ლებ­ლო­ბა წა­რედ­გი­ნა სა­კუ­თა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის სა­ჩი­ვარ­ში მი­თი­თე­ბულ გა­რე­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით", - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვი­სა მსგავ­სად, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ინ­ტერ­პო­ლის გე­ნე­რა­ლურ სამ­დივ­ნოს რამ­დენ­ჯერ­მე მი­ა­წო­და შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია და მა­სა­ლე­ბი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის გა­მო­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვი­ნა­ი­დან ამ უკა­ნას­კნელ­მა აგ­რეთ­ვე სა­ჩივ­რით მი­მარ­თა ინ­ტერ­პოლს და მო­ი­თხო­ვა არ დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი­ყო ქარ­თუ­ლი მხა­რის თხოვ­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ­ზა­დებს სა­ჭი­რო მა­სა­ლებს და გეგ­მავს მი­მარ­თოს ინ­ტერ­პო­ლის გე­ნე­რა­ლურ სამ­დივ­ნოს და მო­ი­თხო­ვოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის გა­მო­ცხა­დე­ბა, ხოლო და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის მი­მართ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის აღ­დგე­ნა.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ამ­ჟა­მად დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავს და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცი­ის სა­კითხს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნო­ებ­თან და ექ­სტრა­დი­ცი­ის სა­კი­თხის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის მიზ­ნით მო­თხოვ­ნი­სა­მებრ აწ­ვდის მათ ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და მა­სა­ლებს", - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურატურა ინტერპოლს მიმართავს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ინტერპოლს მიმართავს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ინტერპოლს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების, ხოლო დავით კეზერაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის აღდგენის მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში, რომელსაც უწყება ინტერპოლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ავრცელებს.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ დადებითი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ასევე გაუქმდა დავით კეზერაშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა. საქართველოს მთავარი პროკურატურა გეგმავს მიმართოს ინტერპოლის შესაბამის დანაყოფს და არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადება, ხოლო დავით კეზერაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის აღდგენა. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს, როდესაც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოითხოვა დავით კეზერაშვილის მიმართ წითელი ცირკულარის გამოცემა, ძებნილმა პირმა საჩივრით მიმართა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს და მოითხოვა არ დაკმაყოფილებულიყო ქართული მხარის თხოვნა. კეზერაშვილის საჩივრის საფუძველზე, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ საქართველოს პროკურატურისგან გამოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც ქართული მხარის მიერ მიწოდებულ იქნა სრულყოფილად. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მიწოდებული არგუმენტაცია სრულად იქნა გაზიარებული ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ და დავით კეზერაშვილის მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა. მოგვიანებით, საფრანგეთის რესპუბლიკის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე, კეზერაშვილის ადვოკატებმა კვლავ მიმართეს ინტერპოლს და მოითხოვეს წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გაუქმება. მოცემულ შემთხვევაშიც, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ქართული მხარისგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია დავით კეზერაშვილის მიერ მოყვანილი არგუმენტების საპასუხოდ, რაც ასევე სრულყოფილად მიეწოდა ხსენებულ ორგანიზაციას. მსგავსად წინა შემთხვევისა, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ არც ამჯერად გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ დამატებით მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ძალაში დატოვა დავით კეზერაშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი. ამჯერად, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ ქართულ მხარეს არ მისცემია შესაძლებლობა წარედგინა საკუთარი არგუმენტები დავით კეზერაშვილის საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით", - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

დავით კეზერაშვილის შემთხვევისა მსგავსად, საქართველოს პროკურატურამ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს რამდენჯერმე მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია და მასალები მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამ უკანასკნელმა აგრეთვე საჩივრით მიმართა ინტერპოლს და მოითხოვა არ დაკმაყოფილებულიყო ქართული მხარის თხოვნა. შესაბამისად, პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მთავარი პროკურატურა ამზადებს საჭირო მასალებს და გეგმავს მიმართოს ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს და მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადება, ხოლო დავით კეზერაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის აღდგენა.

"მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ამჟამად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სასამართლო განიხილავს დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტურ ორგანოებთან და ექსტრადიციის საკითხის წარმატებით დასრულების მიზნით მოთხოვნისამებრ აწვდის მათ ყველა საჭირო ინფორმაციასა და მასალებს", - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"