კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" საქართველოშია!
ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით"  საქართველოშია!

21 ივ­ლი­სი­დან, მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში შეს­ვლა თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა და ფი­როს­მა­ნის ნა­ხა­ტის "არ­სე­ნა­ლის მთა ღა­მით" ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს ექ­ნე­ბა , - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს.

ნიკო ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლის ცნო­ბი­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი "არ­სე­ნა­ლის მთა ღა­მით", რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ელ ივ­ნისს ბიზ­ნეს­მენ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ჩჰ­რის­ტყ"ს-ის აუქ­ცი­ონ­ზე შე­ი­ძი­ნა, მფლო­ბე­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ჩუქ­რად სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­ე­ცა.

კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, დად­გე­ნი­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ, შე­დევ­რი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის შალ­ვა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის ახა­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ფერ­წე­რის ფონდში ჩა­ი­რი­ცხა, რო­მელ­შიც ნიკო ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი კო­ლექ­ცი­აა და­ცუ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თავ­და­პირ­ვე­ლად "არ­სე­ნა­ლის მთა ღა­მით" დი­მიტ­რი შე­ვარ­დნა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში ნიკო ფი­როს­მა­ნის სხვა ნა­მუ­შევ­რე­ბის გვერ­დით გა­მო­ი­ფი­ნე­ბა.

სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ეს სუ­რა­თი თბი­ლის­ში ერ­თა­დერ­თხელ, 1919 წელს, ამა­ვე სა­ექ­სპო­ზი­ციო სივ­რცე­ში ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბის დიდ გა­მო­ფე­ნა­ზე იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. 96 წლის შემ­დეგ ის კვლავ ქვე­ყა­ნას და­უბ­რუნ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" საქართველოშია!

ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით"  საქართველოშია!

21 ივლისიდან, მთელი კვირის განმავლობაში, ეროვნულ გალერეაში შესვლა თავისუფალი იქნება და ფიროსმანის ნახატის "არსენალის მთა ღამით" ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს.

ნიკო ფიროსმანაშვილის ცნობილი ნამუშევარი "არსენალის მთა ღამით", რომელიც მიმდინარე წლის 1-ელ ივნისს ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა ჩჰრისტყ"ს-ის აუქციონზე შეიძინა, მფლობელის გადაწყვეტილებით, საჩუქრად საქართველოს გადაეცა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ, შედევრი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ფერწერის ფონდში ჩაირიცხა, რომელშიც ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების ყველაზე დიდი კოლექციაა დაცული.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, თავდაპირველად "არსენალის მთა ღამით" დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანის სხვა ნამუშევრების გვერდით გამოიფინება.

სამინისტროს ცნობით, ეს სურათი თბილისში ერთადერთხელ, 1919 წელს, ამავე საექსპოზიციო სივრცეში ქართველი მხატვრების დიდ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. 96 წლის შემდეგ ის კვლავ ქვეყანას დაუბრუნდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია